სამშობლოსთვის!
07.03.2020, 14:04
დაიკარგა საქართველო
ნისლში არის გახვეული ,
წამოდექით! გაიღვიძეთ!
სამშობლოა წაქცეული.

ერთდროს ჩვენი წინაპრები
თავს წირავდნენ ქვეყნისათვის ,
ახლა კიდევ თავდადება
"ბანძნობაა" ბევრისათვის.

ვაჟკაცობა , სიყვარული
სანატრელი ამბავია,
ქართველობა შემოგვრჩაო
სულ ცხელ-ცხელი ზღაპარია.

მიწა-წყალი აღარ შეგვრჩა
დაიტაცეს ყვავ-ყორნებმა,
ვის ადარდებს , ვის აღელვებს ,
რომ დაგვტანჯა ამ ომებმა.

გადაეცით! გაავრცელეთ!
სამშობლოა წაქცეული ,
წინაპართა საგმირონი
ფუჭადაა გალეული.

ვიძირებით , ვიკარგებით
ნუთუ შველა არსადაა?
გაიღვიძეთ! გამოფხიზლდით!
ჩვენი არის განა სხვაა...

ეშინია , მასაც სტკივა ,
გულში ნუ ჭრით ნუ ატირებთ,
სამშობლოა , გესმით ? გესმით?
სისხლის ცრემლებს ნუ ადინებთ!

სამშობლოა , ჩვენი მიწა ,
ჩვენ კი მიწას ზედ ვაფურთხებთ ,
ისე უცებ გამოვიტანთ განაჩენს,
რომ არც ვაზუსტებთ.

ამიტომაც მეშინია ,
გესმით ჩემი ? მეშინია!
როდის შევძლებ კიდევ სიცილს,
როცა მტრების გვეშინია.

უნდა შევძლოთ წამოდგომა
და გავწყვიტოთ მძიმე ჯაჭვი,
არცერთ მიწის , არცერთ ნაკვეთს ,
აღარ დათმობს ქვეყნის კაცი!

გინდაც გული დამეფლითოს ,
მაინც ვიტყვი ჩემ თავს გავცემ,
ქართველი ვარ ! ქართველი ვარ!
ყველგან , ყველგან ამას დავწერ.

გაიღვიძეთ! გამოფხიზლდით!
დრო დაგვიდგა მარად წინსვლის ,
არცერთ მიწის ,არცერთ ნაკვეთს
აღარ დავთმობთ არავისთვის.

ქართველი ვარ! ქართველი ვარ!
ვიყავი და სულ ვიქნები,
მე მისი ვარ , ის ჩემია ,
ასე უქმად არ ვიჯდები ,

არ ვიჯდები არა! არა!
დაგანახებთ რეალობას ,
ქართველი ვარ, ქართველი ხარ
და მიხედე შენს ქვეყანას.

(7სთ/8დეკემბერი/2019წ/15წლის)
კატეგორია: ლექსი | დაამატა: lizi_utiashvili
ნანახია: 30 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar