სექტემბერმა ოქროსფერი ნაბიჯები შემოდგა
08.09.2020, 13:36
შემო, დგომას რა აზრი აქვს, კართან სექტემბერია
ქარი კივის გამეტებით, ბობოქრობს და მძვინვარებს,
მარტო ვზივარ ჩაის ფინჯნით მოგიზგიზე ბუხართან
და გავყურებ ცრემლად დაღვრილ, ადიდებულ მდინარეს.
მომწვანო ტყეს გაუხდია საზაფხულო სამოსი
ოქროსფერად შეფერილა დილა შემოდგომისა,
გავიხედავ ფანჯრიდან და მზერით მოვეფერები
ჩემი სულის ამინდები დიდ სიხარულს მომიტანს.
შევიკერავ ყვითელ კაბას მოქარგული ფოთლებით
მთელ სამყაროს ღიმილს მოვფენ, მზის მაგივრად გავათბობ,
ფოთოლცვენის მელოდიას წითელ_ყვითელ ნოტების
დაუღლელად მოვუსმენ და მომედება მალამოდ.
ნაბიჯ_ნაბიჯ გავუყვები გზას ნისლისფერს, იდუმალს,
დავკრეფ კენტად შემორჩენილ ჩემს საყვარელ გვირილებს,
მე გავხდები შემოდგომის დედოფალი უცვლელი
ფოთლებს გავფენ ხალიჩად და დავწნი ლამაზ გვირგვინებს.
მესმის ვიღაც აკაკუნებს, ოცნებიდან მაფხიზლებს
ვდგები ფიქრში წარმოდგენილ შემოდგომის დედოფლად,
კარებს ვაღებ, ყვითელ კაბას მიფრიალებს ქარი და
სექტემბერმა ოქროსფერი ნაბიჯები შემოდგა.

04.09.2020
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 19 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar