სევდას გავატან
05.05.2022, 16:25
სევდას გავატან იანვარს და თებერვლის დღეებს
შემოვინახავ ასაკინძად ღიმილის მიზეზს,
ფუნჯით შევმატებ ცისარტყელის მხიარულ ფერებს
ზამთრის სიმკაცრით გაყინულ და უფერულ ფიქრებს.

ჩავირბენ ქუჩას, ხელგაშლილი შევხვდები ყველას
ჩამოვარიგებ ჩახუტებას ღიმილებივით,
"ხურდად" გამოწვდილ სიყვარულით გაჟღენთილ მზერას
თმაში ჩავიწნი, ოქროსგულა გვირილებივით.

დილაადრიან ვიყურები თეთრი სარკმლისკენ
სწრაფად ვაღებ და თებერვალი მიღიმის ფართოდ,
ღრუბლის კიდეზე ჩამომჯდარა ცელქი მარტის თვე
და მზის სხივებით ლურჯთვალება იები  მათოვს.

18.01.2021
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 21 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar