შანსი
07.03.2020, 13:58
ქუჩიდან ქუჩას, კუთხიდან კუთხეს, მივყვები ბუჩქებს , სულ მწვანედ რომ ჩქეფს დავდივარ სევდით, გაშლილი ფრთებით, მე ვტკბები ხედით და ლაღი ფრენით. სახლიდან სახლებს, კარიდან კარებს, მე ვრეკავ ზარებს არავინ აღებს. დავფრინავ მარტო, გული მაქვს ფართო, მე უნდა ვხარჯო, რაც კი მაქვს სარჩო. ხელიდან ხელებს , თვალიდან თვალებს , დავითვლი წამებს გავფანტავ აზრებს. მივრბივარ სწრაფად, ვგიჟდები ალბათ ჩავირბენ მარდად, სახლებს მდგომს ზანტად. გულიდან გულებს, სულიდან სულებს, მუჭაში ხურდებს გადავყრი სუმთელს. არ ვიცი დაღლა, ტკივილიც გაქრა, რაც ჩემში დარჩა ესაა ტანჯვა. დაკაწრულ ხელებს, გადაღლილ ფეხებს, დაჟეჟილ ფერდებს, ვერ ვებრძვი ჩვევებს. დამტოვეთ , გადით! არაფრს მაცლით, თქვენ დიდი ხანია , წარსულში ჩარჩით. და ისევ ასე თოვლი დევს მთაზე, როგორც ჩემს გულში და წვიმა თავზე. მივხოხავ ახლა, აღარ მაქვს ძალა მე მინდა გაჭრა, აფრენა მაღლა. დავკარგე გზები გამიცვდა ფრთები, ნელ-ნელა ვხვდები აღარ მყავს სხვები. მწვერვალზე მინდა, ადგილი წმინდა ვფიქრობ , რომ ამად ცხოვრება ღირდა. და დასვრილ ხელებს დახარჯულ ცრემლებს, ვინ გამიმთელებს დაკუწულ ფესვებს? ვინ შემაძულებს ამ მავნე ჩვევებს? მე რომ დავეცე, ვინ ამაყენებს? ვინ შემიხორცებს დასერილ თეთრ ფრთებს? ამდენი ბრძოლით დამტვრეულ ჩემ ძვლებს? ამბობენ ,შენ მხოლოდ ერთხელ გაქვს შანსი, ბევრია კარგი და ბევრია ფარსი, თუ მოინდომებ იშოვი წამში და ამაღლდები შენ სხვების თვალში. ერთწამში დაკარგავ სუყველას ,გესმის? თუ შენ არ იქნები უზომოდ ფრთხილი, დარჩები მარტო ,დაგტოვებს , წავა , ვინც კი შენს მიმართ ყოფილა თბილი.[i]
კატეგორია: ლექსი | დაამატა: lizi_utiashvili
ნანახია: 39 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar