შემოდგომაზე შეყვარებული
01.02.2020, 16:45
ფერადმა სამყარომ იცვალა ფერები
ხეებიც გაყვითლდნენ, რაღაცას ელიან,
დავეძებ, აღარ სჩანს არც ცისარტყელები
და მწვანე ფოთლებიც სულ ოქროსფერია.
ფერების კარნავალს ვერ აწყობს ბუნება
ეს ნაირფერები ერთ ფერად ქცეულან,
ყვითელი ხეები შიშვლდება, ხუნდება
ფოთლები სცვივათ და რჩებიან ეულად.
მე ვზივარ ოქროსფერ ფოთლებში ჩაფლული
და ცელქი ნიავი ჩემს თმაზე თამაშობს,
ფოთლების წვიმაში სიცილით გართული
ბავშვური სილაღით მეც მათთან ვთამაშობ.
ვიღიმი, მაღიმებს ეს შემოდგომა და...
ფოთლები ცეკვით და სიცელქით გართული,
მე ისევ ვუცქერ და ფურცლებზე გადამაქვს
ოქროსფერ სეზონის დღეები ზღაპრული.
რამდენი დავწერო მარაგი არ მყოფნის
რამდენჯერ მოვქარგო სიტყვათა კრებული,
უკვე მის გარეშე წამითაც ვეღარ ვძლებ
მე, შემოდგომაზე შეყვარებული.
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 44 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar