შემოდგომის მოლოდინი
14.10.2019, 17:05
ფანჯრიდან გაცრეცილ მზის სხივებს ვუყურებ
თამაშს რომ სთავაზობს ხის ფოთლებს სევდიანს,
დღეს ქარმაც დაიწყო ხეების ძარცვა და
ჰაერში ფოთლები ერთმანეთს ერწყმიან.
თბილ ნიავს სიცივის დაეტყო ხელები
არ ხვდება მწველი მზე ხვალინდელ განთიადს,
ლურჯი ცა ოქროსფერ სამოსელს იმოსავს
ჰორიზონტს ყვითელი ფერები ატყვია.
გრძნობებმაც სიმკვეთრით იცვალეს ფერები
გარდასულ დღეებსაც დაეტყო სიცივე,
დღეს სულაც არ მათბობს მე მოგონებები
ნელ_ნელა ქრება და გულს უფრო მიცივებს.
ჩემს "სულის სეზონთან" მოვიწყობ შეხვედრას
და შევიმოსები მეც ოქროს ფერებით,
ვეძახი ერთი წლის უნახავ მეგობარს:
-ხვალ ისევ შევხვდებით! ხვალ ისევ შევხვდებით!
შემოვა ჩუმად და შიშველ მხრებს შემოსავს 
მოასხამს ყვითელი ფოთლების მოსასხამს,
ხელებსაც შემომხვევს სულს რომ არ შესცივდეს
მერე კი, მომავლის დღეებით მოქარგავს.
ფანჯრიდან გაცრეცილ მზის სხივებს გავცქერი
ჩემს სეზონს დავეძებ შიშველი ხელებით,
უჩუმრად მოვა და სიხარულს მომიტანს
ოქროსფერ და სევდის იდუმალ ფერებით.
/ჟანნეტ ბოგვერაძე/
      31.08.2019
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 157 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar