შემოდგომის ნოტები
27.09.2018, 17:12
შემოდგომის ქარი და მოწოლილი ლირიკა...
შორს,გონების კარიდან გაბნეული აზრები...
გადაფრენა ფოთლების,შერხეული მიმიკა,
აუტანელ მოთმენის ასაწყობი ფაზლები...
შემოდგომის სურნელის საუუცხოოდ ტრიალი,
გამეფების მსურველის,ოქროსფერის მტვერია
უცბად ამორეული სულის გიჟი ღრიალი,
სუნთქვით ამოწეული გაორების მტერია.
შემოდგომის ნოტები,სიმფონიად შერწყმული,
გულის ძირას მოდებით ამბავს მოიგონებენ.
შთაგონების ძაფებთან სამუდამოდ შერთული,
ნათელ ფანჯრის რაფებთან ფრქვევას მოინდომებენ.
კატეგორია: ლექსი | დაამატა: marikomamforia
ნანახია: 192 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
რა კარგია )))♥
avatar
0 Spam
2
მადლობა-*)-*)
avatar
0
3
ჩემი ნიჭიერი❤❤❤❤❤
avatar