შემოგაზაფხულება
05.05.2022, 20:27
მომაქვს ყოჩივარდები, სიყვარულის კონებად
გაზაფხულმა დაიპყრო, უკვე ჩემი გონება,
თუ არ შეწყვეტ ზამთარო, ტირილსა და გოდებას 
ეგ ცრემლების წვიმები, აღარ მომეწონება.

დღეს შევნატრი აპრილის თვალებმზიან ყვავილებს
კესანეს და გვირილებს, გონებას რომ აგირევს,
მერე ვარდის ბუჩქები, ერთხმად დაიყვავილებს
მზეო, სად იმალები, ისევ წვიმას აპირებს?

ამირია გონება, სულ მატყუებს, მღალატობს
ზოგჯერ, დილით ამოვა, ჩემს ფანჯრებთან თამაშობს,
ხან ღრუბლებში დაცურავს, ხან ვჩხუბობთ და ვკამათობთ
მერე სხივებს მომხვევს და ისევ თვითონ გამათბობს.

ყვავილების სურნელი, აჩრდილივით დამყვება
ვინც გაზაფხულს მომიყვანს, მეც ის შემიყვარდება!
მზე იღიმის საეჭვოდ, მხარზეც მკოცნის თავნება
და ჩემს ყურთან ჩურჩულებს "-ნახავ, მალე დადგება."

17.02.2022
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 24 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar