შენი აჩრდილი
02.04.2018, 16:25
იცი?მომენატრე ისევ ძალიან.
გავბედე ისევ მეფიქრა შენზე.
შენი აჩრდილი უკან დამყვება და მეუბნება მეც ვფიქრობ შენზე.
მე მონატრებას შევიგრძნობ ისევ.
და მივეცემი შორეულ ფიქრებს.
მე შენ მჭირდები და ჩემს სიცოცხლეს,
რომ გული ისევ არ დარჩეს ისე.
თვალები ეჩვია ტკივილის ცრემლებს.
და კვლავაც ეჩვია ოცნებებს მალულს.
მე ხომ ვფარავდი ყოველთვის, ახლაც.
ჩვენს შორის ტანჯულს,სიყვარულს ფარულს.
მე კარგ ცხოვრებას ყურს, რომ ვუგდებდი.
მომესმა რომ ეს დიდი ხვედრია.
ნეტავ იცოდე რომ ერთი წამით.
მშვიდი ცხოვრება არ მღირსებია.
კატეგორია: ლექსი | დაამატა: mariami3020
ნანახია: 596 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar