შიშველ მკლავებზე ოქტომბერს ვიხვევ
05.05.2022, 16:18

შიშველ მკლავებზე ოქტომბერს ვიხვევ
ბუხართან ვითბობ გაყინულ ხელებს,
ტყე მანებივრებს, მოსასხამს მიქსოვს
მოოქროსფრო და მეწამულ ფერებს.

ცა იწყებს გლოვას, შემოსვას შავით
უკვე სიცივე მიუწვა ფერხთით,
როცა მე და შენ ბუხრის წინ ვზივართ
სულში გაჩენილ გრიგალებს ვებრძვით.

შენ რომ ბაგიდან ღიმილი გცვივა
თითქოს ნელ_ნელა მითრევს სიღრმისკენ,
როგორც ჰაერში ფოთლების წვიმა
ამ მორევისკენ ისე მივიწევ.

შიშველ ხელებზე ოქტომბერს ვიხვევ
მაგრამ ანაცვლებ შენი მკლავებით,
გიყურებ, ისევ სიმშვიდეს მირღვევ
სითბოდ დაღვრილი შენი თვალებით.

/ჟანნეტ/
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 16 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar