სიძულვილის ვირუსი
05.05.2022, 16:11
#ახალილექსი
"სიძულვილის ვირუსი"

ჩამობნელდა, კარგს ვერაფერს ვეღარ ვხედავ
დედამიწა უმზეობით გაჩერდა,
სამყაროში უკურნებელ ვირუსად კი
რა ხანია სიძულვილი გავრცელდა.

უსიკეთოდ დარჩენილი კაცის გული
ბოღმითა და შურით არის აღსავსე,
რატომ გვიკვირს, თუ ამ გულის მეპატრონე
ლახვარს ჩაგვცემს, გვიღალატებს ათასჯერ.

ვიღაც მოვა, პირფერულად გაგვიღიმებს
უკან გვითხრის ბოროტების სამარეს,
მეგობრობის მაგივრადაც ღალატია
ყველა ფერი სიბნელეში გაცვალეს.

ირგვლივ სითბოს ნატამალიც აღარ არის
სიძულვილი ტალღებს სწრაფად მიაპობს, 
სადაც აზრთა სხვაობაც კი სირცხვილია
რა ძალა აქვს ამ სირცხვილთან დიალოგს?

გაიღვიძე დედამიწავ, გაიღვიძე
შენს სათქმელს და ტკივილს რატომ არ ამბობ,
ვერ ხვდებიან სიყვარული რომ გიშველის
შენს ჭრილობებს მოედება მალამოდ.

გამოფხიზლდი მზეო, გულით გევედრები
ეს სამყარო ერთად ავამზიანოთ,
სიძულვილში გახვეული დედამიწა
სიყვარულით ისევ დავატრიალოთ.
11.08.21

/ჟანნეტ ბოგვერაძე/
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 22 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar