სინათლის სვეტები.
25.10.2018, 08:56
მღელვარე თვალებით ზეცისთვის ვედრება,
ვერ შველის წვიმების შეუწყვეტ სირბილს...
ტყეები, ქცეული აზვირთულ კედრებად,
ტოტების შრიალით ამაოდ მირბის.
დამღალა ნერვულ წვეთების ხმაურმა,
სიმშვიდეს მპარავს და მიზღუდავს სუნთქვას,
მგონია,ფიქრების დაჰბერა ზღვაურმა
თურმე კი კოკისპირს ქაოსი უთქვამს.
ქალღმერთი ნინფები რამდენჯერ მოვიხმო,
იქნებ რომ სტიქია როგორმე მოთოკონ,
რამდენი ამბავი ხელახლა მოვითხრო
თავთან და ფიქრებმა რამდენჯერ მოთოვონ.
სონატა დამძიმდა,მინორი დაეტყო
მთავრიდან სახელი დაირქვა წვიმის,
იმასაც ცასავით ტირილი დაეწყო,
დაბალი ბგერებით, უმწეოდ წივის.
გადაღლილს მთვლემარე წუთები დამიდგა,
სიზმრები მოჰგავდნენ დანისლულ დილას,
ზმანება უეცრად თოვლივით დამიდნა,
თვალის წინ სამყარო იღვრიდა ლილას.
მომინდა,სიჩუმე ერთბაშად გამექრო,
მომინდა, მცოდნოდა დროების განკარგვა,
არეულ ქალაქში როგომე გამეძლო
და გულში სინათლის არ მსურდა დაკარგვა.
ნაწვიმარ ყვავილებს,ძალას რომ იკრებენ,
ვერ ვხედავ,გამქრალან ისევე უცბად,
როგორაც წუთები სიცოცხლეს იკლებენ,
როდესაც ელჭექი მაწამებს ურვცხვად.
თავს ისევ ვუყვები ათასგვარ ამბავს და
სონატის მინორი მაფიქრებს ისევ,
სიზმრები დნებიან და კიდევ ამასთან,
სინათლეს სვეტებად გარშემო ვისევ.
კატეგორია: ლექსი | დაამატა: marikomamforia
ნანახია: 174 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
კარგია )) hands hands
avatar
0
2
რა კარგი ხარ ❤❤❤ უდაოდ ნიჭიერი და ძალიან მაგარი გოგო heart heart
avatar