"სულაც არ მინდა რომ დამერქვას განმეორება"

10.07.2016, 19:55 | |
ალბათ მიყვარს მე ლექსების წერა არ მინდა რომ ვგავდე ნაცნობ მწერალს, მე მინდა რომ მხოლოდ ჩემს თავს ვგავდე და არასდროს შევწყვეტ ლექსის წერას. მე უბრალოდ მინდა გვერდით მყავდეს ნაცნობები, მეგობარი ყველა, რადგან ყველა მამხნევებენ მაშინ როცა ძლიერ დამჭირდება შველა. მე არავის არ ვაღმერთებ ქვეყნად ანდა, არის ვინმე ამის ღირსი? ისე გულქვა ხალხი ცხოვრობს ჩვენთან ღარიბ-ღატაკს ყველა სტოვებს ჭირში. რა ცხოვრებით ვცხოვრობთ ახლა ნეტავ? მე მომავალს შორს.., ბუნდოვნად ვხედავ, ეს ცხოვრება უკვე არის ფული ხალხს აღარ აქვს ახლა მკერდში გული. საქართველო საქართველოს არ ჰგავს ზოგმა ეშმაკსაც მიჰყიდა სული, ეშმაკსაც ხომ აქვს კეთილი გული? ეს ყოფილა თურმე აზრი ბრძნული. შეიძლება უაზრობად ჩათვალოთ და ეს ლექსი ხუთ კაპიკში გაცვალოთ, ეს სიტყვები თუ მართალი არ არის აბა მითხართ მეგობრებო რად ცხარობთ? არავისთვის ხალხნო ცუდი არ მინდა მე ვწერ იმას, რასაც ახლა ვხედავ, ზოგსაც გული მოგივათ და იტყვით რა უზრდელი გოგონაა, ხედავთ? მაგრამ ჩემთვის სულ ერთია ახლა ვინ რას ფიქრობს, ანდა ვინ რას იტყვის, მხოლოდ მჯერა ღვთისნიერი ხალხის და ასევე მეგობრების სიტყვის. ტრაგიკული, კომიკური კინო ცხელი პური, ხაჭაპური, ღვინო, გულქვა ხალხო მთავარია თქვენთვის კარგად ’გაძღეთ’, მაგრად მოილხინოთ. ცუდს არაფერს არ გისურვებთ, არა ბედნიერად იყავით და იხარეთ, მაგრამ ერთ დღეს ის დრო მოვა როდესაც თქვენს ჩადენილ ცოდვებს ყველა ინანებთ. მე სულ არ მინდა ქვეანაზე ვიღაცას ვგავდე ჩემთვის ორ-ორჯერ არაფერი არ მეორდება, იცით რატომ არ მინდა რომ მე ვინმეს ვგავდე? სულაც არ მინდა რომ დამერქვას განმეორება. | |
ნანახია: 1359 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |