სულშია მხოლოდ მშვენიერება

10.07.2016, 19:40 | |
ნუ დაუჯერებ წამით სიხარულს აფერისტია ბედნიერება, ნუ დაიჯერებთ აბსურდულ სიტყვებს სულშია მხოლოდ მშვენიერება. სიყვარული და თბილი სიტყვები არასდროს გასტანს დიდი ხნით, არა, ჩამოიხსენით ყველამ ნიღბები აფერისტობა დამთავრდა, კმარა. ფუჭი სიტყვები, ფუჭი იმედი რა ცხოვრებაა ნეტავი ახლა, სიცოცხლისადმი დიდი წყურვილი ყველას გაუქრა, გულებში ჩაკვდა. რა არის ახლა ნეტავ მოდაში დამცირება და შეურაცყოფა? სად არის რწმენა, ჩვენი იმედი რომელიც ერთ დროს გულში სახლობდა. არარაობა ხალხის ნაკადი ბოღმა, შური და ქვა გულის ნაცვლად, ეგ სამარცხვინო მოქმედებები რომ დაგანახათ ნეტავი რას გავს. მომბეზრდა თქვენი საქციელები გაინადგურეთ ღვარძლით თავები, ყველამ "მიაგდეთ" ფერადი წლები გაძველბიჭდით და გახდით "კაები". რას დაამსგავსეთ ჩვენი სამშობლო ყველამ დაყავით უაზრო ფენად, ყოველ წამს და წუთს ერთმანეთს კლავთ და ყველა შეგვღებეთ სისხლისფერ ფერად. სიყვარული და იმედი გაქრა ნუღარ მოველით სიკეთეს, სითბოს, ჯანმრთელობის და მშვიდობის ნაცვლად კაიფს და ჯიგრულ ცხოვრებას ითხოვთ.. ჯოჯოხეთია დღეს ეს ცხოვრება სადღაც გამიქრა ბედნიერება, გულს არ მიენდოთ, არ დაუჯეროთ სულშია მხოლოდ მშვენიერება.. !! | |
ნანახია: 1345 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |