"ცაზე ყვითელი ღრუბლები რბიან"
09.03.2018, 20:51
რატომ ქრის ქარი რა დავუშავე
ცას კი ღრუბელი ნახევრად ფარავს
მე ქარის ენა რა ვქნა არ მესმის
მაგრამ ეგ გული ვიცი რომ მიყვარს

ამ გულს რომ ფარავს ეგ სიყვარული
ღრუბელით ეს ცაც სულ იფარება
დღეს ჩემი გული გრძნობამ დაჯაბნა
და მაინც გული სულ მეყვარება

როცა აქ არ ხარ სუნთქვა მეკვრება
ქარია მაგრამ ის არ მოქმედებს
"ცაზე ყვითელი ღრუბლები რბიან"
შენ სადღაც იქ ხარ და ეს მადარდებს
კატეგორია: ლექსი | დაამატა: likaliki1992
ნანახია: 587 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar