ციდან წამოვიდა წვიმა
25.12.2018, 11:09
ციდან წამოვიდა წვიმა, ცრემლმაც ააყოლა ფეხი.
ისევ უძილოა ღამე, მუქად დაინისლა მთებიც.
თვალებს რომ მოწყდება ცრემლი ნეტავ შენ თუ იგრძნობ ამას.
ვიცი აღარ მოხვალ მაგრამ მაინც გელოდები სიზმრად.
აღარც კარებს ვრაზავ ღამით, იქნებ შემოაღო ჩუმად.
ვიცი აბსურდია… მაგრამ მე რომ მენატრები რა ვქნა.
გული ვეღარ უძლებს ტკივილს, ტანიც მიკანკალებს შიშით.
ზაფხულს ვეღარ ვიგრძნობ სითბოს, ვარდსაც დაეკარგა სუნი.
ყვავილს აღარ მოვწყვეტ ფოთოლს, აზრი აღარ აქვს მასაც.
ნეტავ თუ იქნება ის დღე გულს რომ აღარ მტკენს ფიქრი
წარსულს დავანებებ თავს და აწმყოს ავაყოლებ ნაბიჯს.
მოვა, ეს დღეც მოვა ვიცი, თვალს არ დაეტყობა სევდა,
ღამეც დავიძინებ მშვიდად, გულს არ გადავუშლი მთვარეს.
კატეგორია: ლექსი | დაამატა: M-morieli
ნანახია: 135 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar