"ცოდვა"

10.07.2016, 19:41 | |
ერთხელ მივდიოდი ჩემთვის მარტოდმარტო ძალიან მშიოდა, მციოდა, მე არც ფული მქონდა და არც არვინ მყავდა გული კი ძალიან მტკიოდა. მხოლოდ ხურდა მეგდო დაძონძილ ჯიბეში გზაზე ვიღაც კაცი შემხვდა, კაცმა რომ შემხედა სახე გაუბრწყინდა - ვინც დამეხმარება შენ ხარ. და, მეც ვუყურებდი დიდად განცვიფრებით მართლა ვერ გავიგე რა მოხდა, ამ კაცმა რა ნახა ჩემში ისეთი რომ სიტყვა სიხარულით წარმოსთქვა. იქვე ჩამოვჯექით, ყველაფერი მითხრა პატარა შვილი ჰყოლია, თურმე ცუდად იყო, წამლები კი არა პურის ფულიც აღარ ჰქონია... მერე მეც ვუამბე ჩემი გასაჭირი -ვწუხვარ, არ მინდა მშიერი ვიყო, -ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო და ამდენ ხურდას ვეღარ მიყოფ?? რაღა უნდა მექნა, ხურდა ამოვიღე და სულ გავუწოდე რაც მქონდა, მერე გავიფიქრე ახლა რაღა ვქნათქო მაგრამ არ ვნანობდი რაც მოხდა. ...... მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა ცხოვრება შემეცვალა, გავმდიდრდი, ხალხს რომ ვუყურებდი როგორ შეიცვალნენ გაოცებისაგან გავგიჟდი... ცხოვრებამ ძალიან სასტიკი გამხადა ამქვეყნად მჯეროდა მხოლოდ ერთადერთის, მე ის დამეხმარა, მარტო არ დამტოვა ამიტომაც მჯერა მხოლოდ ჩემი ღმერთის. ... მე ერთ მშვენიერ დღეს გზაზე მივდიოდი იქვე მათხოვარი შემხვდა, მან ვერ დამინახა, უცბად შემეჯახა თავი დახარა და შერცხვა. მერე წამოვდექი, ძლიერ დავუყვირე -ჰეი! ეგ თვალები სად გაქვს? ძლიერ შემეხვეწა რამე მაჭამეო მე კი მივუგე რომ მათხოვრების არ მწამს. საცოდავი მზერით უკან გატრიალდა მე კი უტიფარმა, ჩემი გზა გავაგრძელე, და ვერ ვივიწყებდი იმ მათხოვრის მზერას თავსაც ცუდად ვგრძნობდი, რაღაც არ მასვენებს. იქვე ახლომახლოს ეკლესია იყო შიგნით შევედი და ვილოცე, უცებ რაღაც ვიგრძენ, ყურში ხმა ჩამესმა -დიახ შვილო, დიახ! ილოცე... ეს ხომ ღმერთი იყო?! მისი ხმა ჩამესმა მითხრა მათხოვარი მე ვიყავო მაშინ, ასე გამომცადა ჩემმა უფალმა და ცოდვა დამანახა წამში.... | |
ნანახია: 1444 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |