წვიმის ხმა მესმის
19.02.2018, 03:10
ახლა წვიმის ხმა მე ისევ მესმის
მაგრამ შენი ხმა არ მესმის არსად
რატომ დამაკლდა შენი ყურება
ვფიქრობ ვიქნებით ერთად და მარად

ერთ დღეს ბიჭიან გოგოიანად
ეს ერთად ყოფნა შურით აგავსებთ
მაგ ბოღმის ჩაკვლა გულში მოგიწევთ
ჩვენ კი ეს გრძნობა მაღლა აგვაფრენს

მაგრამ წვიმის ხმა მე ისევ მესმის
გარეთ ისევ წვიმს და არ ჩერდება
რისი თქმა უნდა იმ წკაპა-წკუპით?
რაღაც არ მესმის შენი ვედრება
კატეგორია: ლექსი | დაამატა: likaliki1992
ნანახია: 548 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar