13 გვირილა (სრულად)
15.04.2016, 20:14
სულ ვამბობდი წვიმა და გვირილა ბედნიერებას მომიტანს-მეთქი მაგრამ ვინ მიჯერებდა? ჰმ... არც არავინ ყველა დამცინოდა და მეუბნებოდა ვერ გაიზარდე და ვერც
ვერასდროს გაიზრდებიო,რა არანორმალურიც იყავი სულ ისეთად დარჩებიო,ოცნებებს საზღვრები არ აქვსო და უამრავ მსგავს რამეს.
და თქვენი აზრით მაინტერესებდა? რა თქმა უნდა,არა! ერთს საყვარლად გავუღიმებდი და ისევ ჩემსას ვაგრძელებდი, ვიცოდი რომ წვიმა და გვირილა აუცილებლად
მომიტანდა ბედნიერებას და ასეც მოხდა.
ზოგადად,სულ ასე იყო ჩემს ცხოვრებაში,თუ ვიტყოდი რომ რამეს აუცილებლად შევძლებდი ეს ასეც ხდებოდა თუ არა და არაფერი გამომდიოდა,ამიტომ ხანდახან
სარკის წინ ვდგებოდი და ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ მე ამას შევძლებდი.
^^^^
ყოველთვის ძალიან მხიარული ვიყავი მოწყენილს ვერასდროს ვერავინ მნახავდა,ბავშვობაში მშობლები და მე ბებოსთან ვცხოვრობდით სოფელში,4 წლის ვიყავი ჩემმა
მშობლებმა საცხოვრებლად თბილისში გადასვლა რომ გადაწყვიტეს,მე ბევრი ვიტირე და ვიჩხუბე მეგობრების გარეშე ვერგავძლებ-მეთქი,გავიპარე და დავიმალე
მთელი დღე მეძებდნენ მე კი ლუკასთან ვიყავი და მისი სახლის ფანჯრიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს. მოკლედ იმდენი ვქენი იძულებულნი გახდნენ და ბებიასთან
დამტოვეს,ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, თუ ვინმეს ჩემი ნახვა მოუნდებოდა ბიჭებთან ერთად მნახავდა,რა გავაკეთო არ მიყვარდა ეს სათნო და ნაზო გოგოები,დედა
სულ მეჩხუბებოდა ასეთი ვის დაემსგავსე მე არ ვიცი რა მეშველებაო,მამას ძალიან, ძალიან ვუყვარდი და ყველაფერს მისრულებდა რასაც კი ვთხოვდი,ერთ ლამაზ
ადგილას საქანელაც კი გამიკეთა, ის ადგილი იმიტომ მიყვარდა რომ იქ ბევრი გვირილა იყო,მე კი გვირილებზე ვგიჟდები.
მშობლების წასვლის შემდეგ მე და ბებო სრულ იდილიაში ვცხოვრობდით, უფრო სწორად მე ვიყავი ძალიან ბედნიერი,სახლში მხოლოდ საჭმელად და დასაძინებლად
მივდიოდი,ჩემს ბევრ მეგობარს შორის ყველაზე კარგი ურთიერთობა ჩემზე ორი წლით უფროს ლუკასთან მქონდა ძალიან საყვარელი იყო,მთელ დღეებს ერთად
ვატარებდით მე და ლუკა,ყველაზე ხშირად "ჩემს" ადგილას ვიყავით,მე საქანელაზე ვიჯექი ის ჩემს წინ გვირილებში იყო გაწოლილი და მელაპარაკებოდა,ძალიან
თბილი იყო, ისე ახლა რომ ვიხსენებ რა სულელები ვიყავით,ღმერთო რამდენ სისულელეზე გვილაპარაკია მე 5 წლის ქეთას და 7 წლის ლუკას...
კიდევ წვიმა მიყვარდა ძალიან, მაგრამ ჩემი ნინო ბებო არ მიშვებდა გაცივდები და იცოდე შენს მშობლებთან გაგიშვებო, მე ვიცოდი ბებო ამას, რომ არ გამიკეთებდა და
სერიოზულად არასდროს მიმიღია,კარიდან ვერ გავდიოდი მერე რა? თბილად ჩავიცვამდი,ჩემი ლუკა გამომივლიდა და ფანჯრიდან ვიპარებოდი, მთელი დღე
ვსველდებოდი, ვჭუჭყიანდებოდი და გვიან მივდიოდი სახლში, ლუკა სახლის კუთხეში მელოდებოდა ყოველთვის,ნერვიულობდა გადავურჩებოდი თუ არა ნინოს,მან
იცოდა რა არანორმალურიც ვყავდი ერთს იტყოდა "ვაიმე რა მეშველება ამ ბავშვის ხელშიო'" და ჩერდებოდა,გამომიცვლიდა და დსაძინებლად მაწვენდა,რა მექნა
ასეთი ვიყავი..
კიდევ თოვლის ქათქათა ფიფქები მიყვარდა ძალიან ნაზად რომ ეფინებოდა მიწას,ფანჯრიდან რომ ვუყურებდი, როგორ მოფარფატებდნენ სულ მათთან ყოფნა
მინდოდა,ჩემს ადგილს ალამაზებდნენ,ზამთარში როცა გვირილები აღარ იყო ის ათეთრებდა იმ ადგილს და ამიტომაც მიყვარდა, ყველაფერი მიყვარდა ამ
სეზონის,ყინვაც,სიცივეც ალბათ ეს იმიტომ რომ მე ყოველთვის მათბობდა რაღაც,რა კარგი გრძნობა იყო ფიფქების სახეზე შეხება, რა კარგი იყო ბავშვობა! მენტრება ის
დრო... ძალიან მენატრება
ერთხელ კიდევ მახსოვს ვარსკვლავის ფირმაში ვიყავი გაწოლილი გვირილებიან მინდორზე,ლუკაც გვერდით მეჯდა და ვლაპარაკობდით,ბევრი რამ მითხრა იქ
იმდღეს, მაგრამ ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა რასაც ახლა მოგიყვებით:
-ქეთაა? -მითხრა და გამიღიმა
-რა? -მეც გავუღიმე
-რაღაცას გკითხავ? -ისევ მიღიმის
-გისმენ
-როგორ ქორწილზე ოცნებობ? -რაო?
-არვიცი მოიცა მოვიფიქრებ
-კარგი გელოდები -რა საყვარელი ღიმილი აქვს?!
...
-მინდა აქ ამ ადგილას ვიყო ყველაფერი ისე იყოს როგორც ახლაა, მინდა თეთრი სიფრიფანა კაბა მეცვას,თავზე გვირილების გვირგვინი მეკეთოს და ხელშიც
გვირილების თაიგული მქონდეს -დავიწყე ოცნება
-რამაგრია წარმომიდგენია როგორი ლამაზი იქნები
-მადლობ -მგონი ლოყები მიწითლდება
-შენ როგორი გინდა?
-შენნაირი -აუ რატომ უნდა ჩემნაირი?
-ყველაფერში ნუ მბაძავ რა -გავბრაზდი მე
-აუფ კარგი ერთი
-საერთოდ დამანებე თავი და წადი ჩემია ეს ადგილი
-კარგად იყავი
ძალიან ბევრი ვიჩუბეთ და რა გვაჩხუბებდა რავიცი, საბოლოოდ ერთი კვირა არ გვილაპარაკია,ბოლოს მაინც ის მოვიდა და ბოდიში მომიხადა,თან გვირილები
მომიტანა
^^^
ძალიან ბევრი ბედნიერი დღე მქონდა ერთი წლის მანძილზე ყველაფერი კარგად იყო მანამ სანამ ერთ დღეს არ დამიძახა და სასეირნოდ არ წავედით
-აუ ქეთაა
-ხო
-რაღაც უნდა გითხრა
-მოხდა რამე?
-კი
-რა?
-ჩემი მშობლები ამერიკაში მიდიან და უნდათ მეც წამიყვანონ
-მერე შენ?ხომ არ გაყვები?
-ვერ დავრჩები აქ მარტო
-ანუ მიდიხარ?
-ხო ასე გამოდის
-ხოდა კარგად ბრძანდებოდე მე შენს გამო არ გავყევი მშობლებს და შენკიდევ არ რჩები ჩემს გამო ძალიან ცუდი ადამიანი ხარ
-ამას ნუ მეუბნები გთხოვ გაიგე რა
-გავიგე ყველაფერი კარგად იყავი და სადაც გინდა წადი
ამ დღიდან ერთი კვირის შემდეგ წავიდა ლუკა, მე სულ ცუდ ხასითზე ვიყვი და ბავშვებთან ერთად არსად აღარ დავდიოდი,ზაფხულის ბოლოს მშობლები
ჩამოვიდნენ,იცოდნენ რომ არ გავყვებოდი და არაფერი მითხრეს,წასვლის წინა დღეს მე ავტეხე ისევ ტირილი აღარ მინდა აქ თქვენთან წამიყვანეთ-მეთქი მათაც
სიხარულით წამიყვანეს თავისთან ბებოს კი შევპირდი რომ მასთან ხშირად ჩავიდოდი..
პირობა ვერ შევუსრულე ბებოს და იცით რატომ? არ შემეძლო ვერ ჩავედი იქ სადაც ლუკა არ იყო, თუმცა ჩემი ცანცარა და მხიარული ხასიათი წამითაც არ შეცვლილა,
ყოველთვის ის ქეთა ვიყავი რაც ლუკასთან ერთად...
პირველ კლასში რომ მიმიყვანეს მახსოვს ყველა ტიროდა,რამექნა შემრცხვა ისე ჯდომა და მეც ვიტირე, დედამ რომ მკითხა დედი რა გატირებდაო და ეს მიზეზი
ვუთხარი ბევრი იცინა, ბევრი მეგობარი მყავდა, თუ რამე ფუჭდებოდა ვინ აფუჭებდა?რა თქმა უნდა,მე!
ყველაზე არანორმალური ბავშვი ვიყავი და ამ არანორმალურებამ პიკს მაშინ მიაღწია მესამე კლასში ახალი მოსწავლე რომ გადმოვიდა ჩვენთან, რატომღაც თავიდან არ
მინდოდა ჩვენთან ყოფილიყო,როგორ არ ვამწარებდი და რას არ ვუკეთებდი მაგრამ მერე მივხვდი რომ ის ჩემ საუკეთესო მეგობარი იქნებოდა, მერე ერთად დავიწყეთ
სიგიჟეების კეთება,კატო ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობდა ამიტომ სულ ერთად ვიყავით,რამდენჯერ წავსულვართ სახლიდან და სკოლაში არ
მივსულვართ,რამდენჯერ გაგვიმწარებია მასწავლებლები, ერთხელ მახსოვს მეცხრე კლასში ვიყავით მეორე სართულიდან მასწავლებელს ზამთარში გაყინული წყალი
რომ გადავასხით და გავიქეცით, მერე ვიღაც ბიჭს დაბრალდა, ყველაფერ სასწაულს ჩვენ ვაკეთებდით,ბევრი რამ სხვას ბრალდებოდა მაგრამ ჩვენც ხშირად
გვეჩხუბებოდნენ,მთელი თორმეტი წელი ჩვენი მშობლები ფაქტიურად დირექტორის კაბინეტში ცხოვრობდნენ, ყველა იმდენს გვეჩხუბებოდა,ნეტავ გამაგებინა ასეთი
ქაჯები რანაირად ხართ,ვის ჰგავხართო მაგრამ ჩვენ რა გვეშველებოდა? არც არაფერი
სკოლა რომ დავამთვრეთ,ბანკეტზე წასვლა არ გვინდოდა,კაბების ჩაცმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია,დედებმა ძალით წაგვათრიეს მაღაზიებში, იქაც გავაწამეთ
კაბებისთვის სულ არ შეგვიხედავს ბოლოს თვითონ შეარჩიეს და ძალით მოგვაზომეს,ბანკეტის დღეს ძალით ჩაგვაცვეს, თმებიც გაგვიკეთეს და მაკიაჟიც მაგრამ იცით
რა გავაკეთეთ? იქ მისულებმა კაბებიც გამოვიცვალეთ და მაღალქუსლიანებიც, შორტებით და კედებით შევედით, ყველა ჩვენ გვიყურებდა...
რა გავაკეთეთ? იქ მისულებმა კაბებიც გამოვიცვალეთ და მაღალქუსლიანებიც, შორტებით და კედებით შევედით, ყველა ჩვენ გვიყურებდა...
მახსოვს დედა ძალიან გამიბრაზდა და გამომიცხადა კატოსთან ერთად არსად აღარ წახვალო გამოცდები როგორცკი დამთავრდა ბებიასთან გამიშვეს...
ხო 13 წლის შემდეგ პირველად მივდიოდი იქ და თავს უცნაურად ვგრძნობდი, 13 წელი გავიდა და ლუკას არც გავხსენებივარ,არც ერთხელ დაურეკავს,დიდად არც მე
მინერვიულია, მაგრამ იქაურმა გარემომ მაინც თავისი ქნა და თვალზე ცრემლები მომადგა,
ნინოსთვის რამის თქმაც კი მრცხვენოდა,დავპირდი სულ შენთან ვიქნებიმეთქი და საერთოდ არც კი ვნახე,მშობლები რომ ჩამოდიოდნენ მე მაშინაც კატოსთან
ვრჩებოდი...
მაგრამ თურმე ნინოს კარგად არ ვიცნობდი ისეთი სიხარულით და სითბოთი შემხვდა სულ არ უხსენებია არაფერი და მეც დავწყნარდი, მისი ერთადერთი
შვილიშვილი ვიყავი რაექნა ძალიან ვუყვარდი, ორი დღე სულ მასთან ერთად ვიყავი არსად არ გავსულვარ,მერე წავედი,ბავშვობის მეგობრები ვნახე,ძლივს მიცნეს
მაგრამ ყველა იმდენად კარგად შემხვდა კიდევ უფრო მრცხვენოდა ჩემი არჩასვლის რაღაც სულელური მიზეზების გამო..
ძალიან კარგად ვერთობოდი ჩემს ძველ მეგობრებთან ერთად უბედნიერესი ვიყავი,ჩემი იქ ჩასვლიდან ერთი კვირა იყო გასული, ყველაფერი ძალიან კარგად იყო,
ნამდვილად არ მინანია ჩემი საქციელი ბანკეტზე,ნამდვილად ღირდა აქ ჩამოსვლად, არ მინდოდა ამ ზაფხულის დამთავრება..
იმ დილით რომ გავიღვიძე ბავშვებთან გავედი,მთელი დღე ერთად გავატარეთ, სახლში რომ მივედი უკვე საღამო იყო, წვიმდა,ფანჯარასთან ვიჯექი და ქუჩას ვუყურებდი,ბებო ნამცხვარს მიკეთებდა უცებ რაღაც გამახსენდა სწრაფად ჩავიცვი ჩემი შავი "All Star"-ები,თბილი მოსაცმელი ავიღე ბებოს ვუთხარი რომ მალე დავბრუნდებოდი და გარეთ გავედი,კი გამიბრაზდა ამ წვიმაში მაინც გაჩერდიო,მაგრამ იცოდა აზრი არ ჰქონდა და გაჩუმდაბებოს ნათქვამმა "სახლში დარჩი გარეთ წვიმს და სიცივეა " ბავშვობა გამახსენა და ამეტირა...
წვიმდა...
ძალიან წვიმდა
საერთოდ ყველაფერი გამახსენა ამ ამინდმა...
მივდიოდი და უფრო და უფრო მინდებოდა ძველი დრო დაბრუნებულიყო... მინდოდა ისევ ის პატარა,უჭკუო ქეთა ვყოფილიყავი რომელიც ათას სისულელეზე ლაპარაკობდა ლუკასთან, რომელსაც თამაშის და სიგიჟის გარდა არაფერი აინტერესებდა, სხვანაირი ქეთა მენატრებოდა ...
მიკვირდა ის ადგილი რომელიც ასე მიყვარდა ამდენ ხანს რატომ არ გამახსენდა?! რამ დამავიწყა ის რაც ასე ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის და რაც ამდენ საუკეთესო მოგონებას ინახავდა?!
მივდიოდი და ბოლომდე ვგრძნობდი ამ ამინდს, თითქმის 18 წლის ვარ და ასე ძალიან არასდროს მიგრძვნია წვიმა,ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადგილისკენ მივდიოდი და უფრო და უფრო ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი რა მიხაროდა, ალბათ ის რომ ზედმეტად ჩემი იყო ეს ადგილი ან ის რომ აქ მქონდა ცხოვრების საუკეთესო დრო გატარებული, მაგრამ ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარდა ის რომ ჩემი და ლუკასი იყო, მხოლოდ ჩვენ ვიცოდით მასზე და მხოლოდ ჩვენს მოგონებებს ინახავდა, თანაც იმდენად სიფთად და კარგად ადამიანის გულს რომ არ შეუძლია შეინახოს...
ყოველთვის მეგონა ის მხოლოდ ჩემი იყო და ვერასდროს,ვერავინ შეძლებდა მასში შემცილებოდა,იმის გაფიქრებაც კი მაბრაზებდა რომ ამ ცამეტი წლის მანძილზე იქ ვიღაც შეიძლება მისულიყო..არა მართლა კარგი ადგილი იყო,დიდი მწვანე მდელო,წვიმა, ჩემი საყვარელი გვირილები და მამას გაკეთებული საქანელა,ულამაზესი იყო აქაურობა, ჩემთვის სხვა პლანეტა იყო,სხვა სამყარო, ადგილი სადაც უბრალოდ ყველაფერს ვეთიშებოდი და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი ბედნიერად და იმ ბავშვობაში ვბრუნდებოდი რომელიც მთელ ცხოვრებას მერჩივნა, არ ვყოფილვარ ისეთი ბავშვი გაზრდა რომ უხარია, პირიქით სულ მინდოდა დრო გაყინულიყო და იმ ადგილას ჩავრჩენილიყავი, ლუკასთან ერთად, ყოველთვის, ამ ცამეტი წლის მანძილზე მარტო იმ ბავშვობაზე ვოცნებობდი, სხვების მსგავსად არასდროს არ მიოცნებია სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე, სწავლაზე, აქედან წასვლაზე, კარგ სამსახურზე და რავიცი კიდევ რამდენ რამეზე, არასდროს მიტირია იმის გამო რომ შეყვარებული დამშორდა, ისე არ მყოლია და რანაირად დამშორდებოდა, მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი ხუთი წლის მე და შვიდი წლის ის ისევ ამ ადგილას ვმჯდარიყავით, რომ ვფიქრობ ახლა ვხვდები რომ სხვა რამეზე ვერ ვიოცნებებდი რადგან რაზეც ვოცნებობდი ის იყო ჩემი ბედნიერებაც, სიყვარულიც და საერთოდ "ყველა ფერი"
______
ბევრი ვიარე გვირილებში, მერე საქანელასთან მივედი და დავინახე რომ იქ ერთი ცალი გვირილა იდო,გაკვირვებული ვუყურებდი და ვერაფერი გამეგო...ეს ადგილი ხომ არავინ იცოდა ჩემი და ლუკას გარდა,მითუმეტეს ამ წვიმაში ეს გვირილა აქ ვის უნდა დაედო? მაგრამ ამაზე ბევრი არც მიფიქრია გვირილა ავიღე მინდორზე გავწექი და თვალები დავხუჭე, სასიამოვნოდ მეცემოდა წვიმის წვეთები სახეზე, ვფიქრობდი ყველაფერზე და თან არაფერზე, სასიამოვნოდ მეშლებოდა თვალწინ ბავშვობის მოგონებები, ყველაფერი ფილმის კდრივით ტრიალებდა და ახლა აქ ასე თვალდახუჭულს მეგონა ის ჩემს გვერდით იწვა როგორც ადრე და ვლაპარაკობდით, სივრცეს ვუღიმოდი და ჩემს თავს ველაპარაკებოდი, მერე როგორც იქნა ცპტა ხანში მივხვდი რომ არანორმალურივით ვიქცეოდი და ლაპარაკი შევწყვიტე, მაგრამ ისევ იქ ვიყავი, არც კი გავნძრეულვარ,დიდხანს ვიყავი ასე მერე მივხვდი რომ ნინო ინერვიულებდა ამიტომ ავდექი,გვირილაც წავიღე და სახლში წავედი იქ მისულმა სწრაფად გამოვიცვალე, თბილი ჟაკეტი, მუქი ჯინსი და კედები ჩავიცვი, არ ვიცი რატომ,მაგრამ გვირილა კარადაში შევინახე და ქვემოთ ჩავედი, ნამცხვარი ვჭამე თან ბებოს რაღაცეებს ვუყვებოდი და ვაცინებდი, ასეთი ბედნიერი ნინო ბავშვობაშიც კი არ მახსოს არ ვიცოდი რა სჭირდა , ალბათ იმან გაახარა რომ მისი ერთადერთი შვილიშვილი ცოტა დასერიოზულებული ნახა.მერე კი ისევ ჩემს ოთახში წავედი და დავიძინე...
მეორე დღე გათენდა თუ არა მაშინვე ჩემს ადგილას მივედი, მაგრამ იქ გვირილა აღარ დამხვედრია არადა მინდოდა, საშინლად მინდოდა ის ისევ იქ ყოფილიყო, მიუხედავად იმისა იქ უამრავი გვირილა იყო მე მაინც ის ერთი მინდოდა საქანელაზე დადებული დამხვედროდა, იქვე დავჯექი და ტირილი დავიწყე, არა სულელი რომ ვიყავი ბავშვობიდან ვიცოდი მაგრამ ასეც არ მეგონა.
ბებიასთან კიდევ ერთი თვე დავრჩი, ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა, ყოველ დღე ყველაფერს ისე ვაკეთებდი როგორც ადრე თუმცა იმ განსხვავებით რომ საღამოობით ჩემს ადგილას რამდენიმე საათით მივდიოდი და მარტო ვიყავი, ვფიქრობდი საერთოდ ყველაფერზე და უაზროდ ვტიროდი, მაგრამ ამის მიუხედავად სხვებთან ისევ ისეთი ვიყავი როგორც ადრე.
ამ ერთი თვის მანძილზე 11ჯერ იწვიმა, და თერთმეტივეჯერ დამხვდა საქანელაზე გვირილა,და ყოველ ჯერზე ისეთი გრძნობა მეუფლებოდა როგორც მაშინ, სიგიჟემდე მაინტერესებდა ვინ იყო ის ადამიანი ამხელა თავსატეხი რომ გამიჩინა, არ ვცოდი რა გამეკეთებინა, ყველა სახლში წავიღე და კარადაში დავდე, მაგრამ არ ვიცოდი ამას რატომ ვაკეთბდი, წამოსვლისას ბავშვებს დავემშვიდობე,ბევრი ვიტირე,მერე ბებოს ვემშვიდობებოდი ერთი საათი მამამ ძლივს ჩამსვა მანქანაში, მაგრამ რაღაც გამახსენდა ვუთხარი თხუთმეტ წუთში მოვალმეთქი და ჩემს ადგილას გავიქეცი, იმ დღეს არ წვიმდა, ძალიან ცხელოდა, იმედი მქონდა მიუხედავად იმისა არ წვიმდა მაინც დამხვდებოდა ერთი ცალი გვირილა, არ ვიცოდი ვინ დებდა,რატომ ან საერთოდ რა ხდებოდა,თავს რაღაცნაირად ვგრძნობდი, ისიც მიკვირდა რაღა მაინცდამაინც წვიმის დროს ჩნდებოდა იქ, რომ არა კარადაში დაგროვილი მარაგი ვიფიქრებდი რომ გავგიჟდი, არ შემეძლო წასვლა მაგრამ დარჩენა უფრო არ შემეძლო, ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიგე ისე მივედი იმ ადგილას, მიჭირდა საქანელისთვის შეხედვა, იქ რომ გვირილა არ ყოფილიყო არ გავგიჟდებოდი, ძლივს დიდი წვალებით მივაბრუნე თავი და დავინახე გვირილა და მის გვერდით დადებული პატარა ფურცელი, მაშინვე ავიღე და სწრაფად გავიქეცი სახლში გვირილა კარადაში დავდე და წერილი წავიღე, 13 გვირილა იყო, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?
მთელი გზა ვფიქრობდი და ფურცელს ხელში ვატრიალებდი ბოლოს როგორც იქნა გავხსენი, იქ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა " თუ გინდა გაიგო ვინ ვარ, 30 დეკკემბერს იმ ადგილას მოდი" იქამდე 6 თვე იყო და უკვე ზუსტად ვიცოდი რომ წავიდოდი რადგან ვიცოდი იმ გვირილებზე ფიქრი თავს არ დამანებებდა, მხოლოდ ის მინდოდა ზამთარი სწრაფად მოსულიყო და ვიცოდი დრო საშინლად გაიწელებოდა.
როგორც კი ჩავედი ყველაფერი კატოს მოვუყევი,გაკვირვებული მიყურებდა მერე უცებ ადგა და გამომიცხადა აუცილებლად უნდა ჩახვიდეო. სხვა არაფერი უთქვამს და საერთოდ ამ თემაზე არც გვილაპარაკია, იმიტომ კი არა რომ ეს მას არ უნდოდა უბრალოდ მე არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, რაღაც სხვანაირად ვიყავი.
მთელი ეს დრო ზაფხულიდან მოყოლებული ზამთრამდე სრული კოშმარი იყო, რაღაც საოცრება მჭირდა, ჩემს თავს უბრალოდ ვეღარ ვცნობდი, ზედმეტად სხვანაირი გავხდი, არავის ვიკარებდი, ადამიანის დანახვაც კი მაღიზიანებდა, უცებ საოცრად მხიარული ქეთი მოსიარულე აუტანლობად გადაიქცა, არავის არ ვიკარებდი და არაფრის თავი არ მქონდა და ყველაზე უცნაური ის იყო რომ არ ვიცოდი რა ჯანდაბა მჭირდა
ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს ოჯახს გამოვუცხადე რომ ბებიასთან მივდიოდი და უარის თქმას აზრი არ ჰქონდა,ყველას ზედმეტად გაუკვირდა მაგრამ არაფერი უთქვამთ, მამამ თვითონვე ჩამიყვანა, მეც ისე ვიქცეოდი თითქოს სულ ნინოს გამო ჩავედი იქ, არა მის გამოც ვიყავი მაგრამმ ხომ ვიცოდი რაც მაწუხებდა და მანერვიულებდა მე, იქ მისული პირდაპირ იმ ადგილას წავედი, ძლივს მივაღწიე, მიჭირდა სიარული, თოვლის ფიფქებით გადათეთრებული რომ დავინახე ეს ადგილი ისევ გამახსენდა მე და ლუკა, რამდენს ვთამაშობდით აქ, ხო ზამთრი და ზაფხული ჩვენი სეზონი იყო, ისევ ის მონატრება, ისევ ფილმის კადრებივით დატრიალებული ბავშვობა, ისევ ცრემლები და ისევ ის ტკივილი...საქანელას მოწყენილმა გავხედე და იქ პატარა ფურცელი დავინახე, ავიღე და ჯიბეში ჩავიდე, ახლა კითხვის თავი ნამდვილად არ მქონდა, იქვე თოვლში გავწექი და ავტირდი, ამდენი არ შემეძლო, ჩემი თავის მიკვირდა რატომ არ შევიდოდი ჩემს ოთახში,ჩავრთავდი კომპიუტერს,შევიდოდი რომელიმე სოციალურ ქსელში და მოვძებნიდი მას? საუკუნეც რომ გასულიყო მას მაინც ვიცნობდი და მაინც ისე ვიყავი და ვტიროდი, მერე ავდექი და წავედი გზაში წერილი გავხენი და წავიკითხე " 31-ში საღამოს მოდი და მნახავ" დღეს 30 იყო, ანუ ხვალ ვნახავდი, მეც დავისვენებდი და ისიც, იმ ღამეს ძლივს დავიძინე, უფრო სწორედ თითქმის არ მძინებია ორი მიზეზის გამო, ერთი ის გიჟი ვიღაც უნდა მენახა და მეორე ლუკა იმაზე უფრო მეტად მენატრებოდა ვიდრე ადრე...
ძლივს გათენდა, ცხოვრებაში პირველად ავდექი ასე ადრე, მგონი ეს ყველაზე გრძელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, არა და არ დაღამდა აღარ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, ხან ეზოში გავედი, ხან ვჭამე, ხან ბებიას მივეხმარე რა ვიცი რა არ გავაკეთე და ძლივს მოსაღამოვდა, შვიდი საათი იყო მანტო რომ ავიღე და გავედი, ნინო გადაირია მთელი დღე აქ რომ მეჯექი წასულიყავი ახლა რაღა დროს გარეთ გასვლააო მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე შევეცოდე, მაინც მთხოვა უკვე გვიანია და სწრაფად მოდიო მეც დავპირდი რომ სწრაფად მივიდოდი და სირბილით წავედი, მობილურით ვანათებდი გზას,მიჭირდა თოვლში სიარული, იმ ადგილს რომ მივუახლოვდი გავჩერდი, ვიფიქრე ვინმე მანიაკი რომ იყოს რა გავაკეთო-მეთქი, არ ვიცოდი წავსულიყავი თუ დავბრუნებულიყავი, მაგრამ რომ დავფიქრდი მივხვდი ახლა თუ არ მივიდოდი და გავიგებდი ვინ იყო და რა უნდოდა მთელი ცხოვრება ამაზე ფიქრი დამტანჯავდა, ამიტომ ვცადე საერთოდ არაფერზე არ მეფიქრა და გაბედული ნაბიჯებით მივედი შორიდან დავინახე მაღალი შავებში ჩაცმული სილუეტი რომელიც ჩემსკენ ზურგით იდგა, არა ახლა უფრო შემეშინდა, მაგრამ დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა და სიარული განვაგრძე რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო ძლიერდებოდა ეს შიში
- ვინ ხარ? - ისეთი ხმით ვკითხე ეჭვი გამიჩნდა სხვა ვინმე ხომ არ არის ჩემს ადგილას-მეთქი
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი - ვიგრძენი, რომ გაეღიმა
- ვინ ხარ? -ისევ იგივე ვკითხე ოღონდ ამჯერად უფრო მტკიცე და ჩვეულებრივი ხმით
-ის ვისი ნახვაც გაგიხარდება -ისევ იცინის ეს მგონი ვერაა ნორმალური და საკუთარ თავზეც დიდი წარმოდგენა აქვს
- მე ახლა ვისი ნახვაც გამიხარდება ის არ იქნები ამიტომ ან სწრაფად მოტრიალდი ან წავალ - უკვე ნერვებს მიშლის ეს ვიღაც
- კარგი ვტრიალდები და მაპატიე იმედებს თუ გაგიცრუებ - ხმა დაუსევდიანდა აღარ იყო ისეთი მხიარული როგორც თავიდან
- ლუკა მაინც არ იქნები - უფრო ჩემთვის ვთქვი ვიდრე მისთვის, გაეღიმა ვერ ვხედავდი მაგრამ ვიგრძენი, მოტრიალდა მეც ტელეფონით ვცადე გამენათებინა ბნელი ადგილი დავინახე თუ არა ყველანაირი ემოცია გამომესახა სახეზე
ჯერ ვიკივლე,
მერე გავიცინე,
მერე ისევ ვიკივლე,
მერე ვიტირე,
რაღაც სასწაული მჭირდა თან ვიცინოდი,თან ვტიროდი, კი ლუკა იყო! ჩემი ლუკა, ჩემთან დაბრუნდა ღმერთო როგორ მენატრებოდა
- არ ჩამეხუტები? -ისევ ისეთი საყვარელი ხმა ჰქონდა როგორც ადრე
-აბა რას ვიზამ - გავიცინე, მერე გავიქეცი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე...
დიდხანს ვიდექით ასე ჩახუტებულები, არც ის ამბობდა რამეს არც მე, არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა,რთული იყო ცამეტი წლის მერე ასე უბრალოდ შეხვედა..
-როდის ჩამოხვედი? -ისევ მე დავარღვიე დუმილი
- ერთი კვირაა აქ ვარ -ღიმილით მიპასუხა
- და ყვავილებს შენ მიტოვებდი ზაფხულში? -ინტერესით ვკითხე
- კი
- და რატომ არ მნახე? ან ასე როგორ იყავი რომ ვერავინ გნახა და არავინ მითხრა -ყველაფერი ზედმეტად გაურკვეველი იყო ჩემთვის
- ყველამ იცოდა აქ რომ ვიყავი, ყვავილებს იმიტომ გიტოვებდი რომ მინდოდა ამდენი წლის მერე ძალიან უბრალოდ არ გვენახა ერთმანეთი -მშვიდი და მტკიცე ტონით ლაპარაკობდა
-რატომ წვიმაში და რატომ მაინც და მაინც 13 გვირილა? - მე თუ ყველაფერი არ გავარკვიე ისე როგორ იქნება
-წვიმაზე გიჟდები შენ და 13 იმ წლებითვის რომ ვერ გნახულობდი -ისევ გამიღიმა რა ლამაზი ღიმილი ჰქონდა,როგორი გაზრდილი იყო და როგორი შეცვლილი მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა შემიძლია ვთქვა რომ ჩემს წინ ისევ ის 7 წლის ლუკა იდგა, აი ისეთი როგორიც ჩემს მეხსიერებაში იყო ჩარჩენილი
- აა გასაგებია - გავუღიმე
- მომენატრე ქეთა
-მეც ძალიან -ვუთხარი და ისევ ჩავეხუტე
- სულ შენთან ვიქნები - გამიხარდა იმდენად ამ ცამეტი წლის მანძილზე რომ არაფერი გამხარებია ისე
- რა მაგარიაა - ვიკივლე და ლოყაზე ვაკოცე, კი გავიზარდე 18 წლის ვარ მაგრამ ისევ 5 წლის ქეთად დავრჩი
- ხო -გაეღიმა და ჩამეხუტა
- წამოდი ჩემთან წავიდეთ რაა, უკვე დიდი ხანია წამოსული ვარ და ინერვიულებს ნინო ხომ იცი როგორია
- კარგი -ისევ გამიღიმა
ცოტა ხანს ჩუმად მოვდიოდით მერე ისევ მან დაარღვია დუმილი
- ქეთაა
-ხო
- ისე სად მოდიოდი იქნებ ვინ იყო არ გეშინოდა? - ღიმილნარევი ხმით მკითხა
- კი როგორ არა უბრალოდ უნდა მენახა ვინ გამიჩინა ზაფხულში თავსატეხი, სულ ამაზე მეფიქრებოდა და რა მექნა აბა - გავიცინე მე
- რა არანორმალური მყავხარ - მითხრა და თმები ამიჩეჩა
მე გამეცინა და ჩავეხუტე, აი ხო ამდენი წელი გავიდა, ხო ამდენი ადამიანი იყო ჩემს გვერდით, რამდენს უნდოდა "მისი" მრქმეოდა მაგრამ არა, უბრალოდ ვერ ვიყავი სხვასთან კარგად, მიუხედავად იმისა ხანდახან უბრალოდ ჩემთვის ვიხსენებდი ხოლმე გვიან ღამით ძილის წინ მინც მაკლდა რაღაც ამ ცამეტი წლის მანძილზე, არა რაღაც კი არა ვიღაც, ლუკა, მისი ღიმილი, ბავშვური სახე და თვალები, მისი თბილი სიტყვები, წვიმაში სეირნობა, მისი მოტანილი გვირილები, ლუკასთან უაზრობებზე ჩხუბიც კი მენატრებოდა, იქ იმ წამს მის გვერდით მთელი ბავშვობა ფილმის კადრებივით მიტრიალებდა თვალწინ, ზუსტად მახსოვდა მისი ნათქვამი თითოეული ჩახუტება, სიტყვა, ჩხუბი, ისიც გამახსენდა როგორ გავუშვი აქედან, როგორ უნამუსოდ მოვიქეცი, მაგრამ მაშინ ხომ უბრალოდ პატარა 5 წლის ქეთა ვიყავი რომელიც ვერაფერზე ვერ ფიქრობდა სისულელეების გარდა, რომელსაც არაფერი არ აინტერესებდა გართობის გარდა და კიდევ ლუკასი
მივხვდი რომ მთელი ამ წლების მანძილზე ყველა და ყველაფერზე მეტად მისი სითბო მაკლდა, იმასაც მივხვდი რომ მის წასვლას უბრალოდ ვეღარ გადავიტანდი, ალბათ პლანეტიდანაც რომ წასულიყო იქაც გავყვებოდი რადგან მის გარეშე უბრალოდ სისულელე იყო, ვერ ვიცოცხლებდი ისიც მიკვირს ამდენი წელი როგორ გავძელი, მთელი ძალით ვეხუტებოდი და ასე ჩახუტებულები დავდიოდით ხან სად ვეცემოდით თოვლში და ხან სად.
-ქეთუუშ - გამიხარდა ასე რომ მომმართა, 13 წლის მერე პირველად დამიძახა ასე, ჩემი სახელის სხვანაირად დაძახების უფლებას არავის ვაძლევდი, ლუკას გარდა, მახსოვს გული სწყდებოდათ ბავშვებს მათ რომ ვეჩხუბებოდი და ლუკას ვუღიმოდი, თუმცა ის არ იყო სხვა, ყველაზე კარგი იყო
- ხო -ვუთხარი აუღელვებლად
- რაზე ფიქრობ? -მკითხა და ლოყაზე მაკოცა ისე ბავშვობაში რომ იცოდა ხოლმე
- შენზე - დაუფიქრებლად ვუპასუხე და ვინატრე ჩემი გრძელი ენა ვინმეს მოეჭრა
- მართლა? -გაუკვირდა და თან გაეხარდა
-ხოო -ვუთხარი რაღა აზრი ქონდა სხვა რამის თქმას მოვასწარი უკვე გრძელი ენის გამოვლინება
-მიხარია -თქვა და გაიღიმა
ისევ ჩუმად მივდიოდით, თოვდა, მე მასზე ვფიქრობდი, ის ალბათ ამინდზე, ან შეყვარებულზე რომელიც ამერიკაში ელოდებოდა, ან არ ვიცი, ალბათ ყველაფერზე ჩემს გარდა, თვალზე ცრემლები მომადგა, როცა წარმოვიდგინე რომ ლუკას, ადამიანს, რომელიც 13 წელია მიყვარს და ამაში მხოლოდ ახლა გამოვუტყდი საკუთარ თავს შეიძლება სხვა ჰყვარებოდა,
-რაღაც უნდა გკითხო -თქვა და შემომხედა
-გისმენ -ვთქვი და ცრემლიანი თვალები დავმალე და ამ გისმენს ამოვაყოლე ყველაფერი, იმდენად შემეცვალა არ მეგონა ჩემი თუ იყო, საშინელების მოლოდინში ვიყავი და მაინც ვდილობდი ტირილი შემეკავებინა და გამეღიმა
-არც კი ვიცი როგორ დავიწყო - ნერვიულობდა და მეც მეშინოდა
-ჩვეულებრივად - ვთქვი და გაღიმება ვცადე
-მიჭირს ამის თქმა,კიდევ მეშინია და რა ვიცი საერთოდ ყველაფერი მჭირს, ძალიან გთხოვ უბრალოდ ბოლომდე მომისმინე და მერე რაც გინდა გააკეთე, შენ არ იცი რა იყო ეს ცამეტი წელი ჩემთვის,როგორი მძიმე და მტკივნეული იყო, რამდენჯერ მიტირია პატარას იცი? მერე რომ გავიზარდე მიტოვებულ ადგილებში დავდიოდი და მთელი ხმით ვყვიროდი,რომ როგორმე ეს ტკივილი შემემსუბუქებინა, შვიდი წლის რომ ვიყავი ფულს ვაგროვებდი,რომ შენთან მოვსულიყავი, 10 წლის ვიყავი საკმარისი თანხა რომ მოვაგროვე, სახლიდან გავიქეცი და აეროპორტში წავედი,მაგრამ მშობლებმა მიპოვნეს და უკან დამაბრუნეს,მას შემდეგ მარტო აღარ მტოვებდნენ, ყველანაირად ვცდილობდი უშენობას შევგუებოდიმაგრამ ვერ შევძელი, გავიზარდე და შენთან ჩამოვედი,რომ გავიგე 13 წელი აქ არ ყოფილხარ და მაშინ ჩამოხვედი მოსვლა ვერ გავბედე,შენი რეაქციის შემეშინდა და ის 13 გვუირილა დაგიტოვე,ახლა კი ამის თქმა მიჭირს,მაგრამ მაინც შენს წინ ვდგავარ და ვცდილობ უკანასკნელი ძალა მოვიკრიბო რომ გითხრა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ - დაასრულა თუ არა ანერვიულებული იქვე თოვლიან სკამზე დაჯდა,მე ვკანკალებდი და თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვერ ვაკავებდი,თავში მხოლოდ ის სიტყვები მიტრიალებდა რომლის მოსმენასაც მთელი ცხოვრება ველოდი " სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ,ეს იყო ჩემთვის ყველაფერი, მთელი ცხოვრების აზრი და მიზანი.
ისევ იგივე:
ვიკივლე...
გავიცინე...
ვიტირე....
და ისევ ვიკივლე...
მერე ავაყენე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე, ხელებს ისე ვხვევდითითქოს ვინმე წართმევას აპირებდა,გაკვირვებული მიყურებდა და არ იცოდარა ეთქვა
-მეც მიყვარხაარრ -ვიყვირე რაც შემეძლო ხმხმაღლა
-ჩემო ცხოვრება -ეს თქვა და ჩემთან ერთად თოვლში ჩახტა
- ოო ლუკა ისედაც მციოდა კარგი რაა -ისე გავუბრაზდი თითქოს ამდენი წელი ამაზე, ჩემს ნაცვლად სხვა ოცნებობდა
- კარგი ავდგეთ -მითხრა და წამოდგომაში დამეხმარა
- აუ არა რა ვიყოთ ცოტა ხანს - ვთქვი და გავიცინე
-არ ხარ ნორმალური -თქვა და გვერდით მომიწვა
- არანორმლური რომელიც შენ ძალიან გიყვარს - გავიცინე ისევ
- რა თქმა უნდა - ჩამეხუტა
დიდხანს ვიყავით ასე თოვლში და ბოლოს როცა საბოლოოდ გავიყინეთ სახლში წავედით, ბებომ ლუკა რომ დაინახა სიხარულით კინაღამ გაგიჟდა, მგონი ჩემი ნახვა არ გახარებია ისე როგორც ლუკასი, მერე მე მითხრა
- ჩემო ლამაზო ლუკას მოსაყვანად თუ მიდიოდი გეთქვა და არ ვინერვიულებდი
- ხო რა ვიცი - გავიღიმე და მერე ჩემთვის ჩავიბურტყუნე აუფ რასამბობ ხო ვიცოდი სად მივდიოდი და ვის ვნახულობდი
შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე კარგი ახალი წელი მქონდა რაც კი ოდესმე მქონია,
ჩვენ სამნი ერთად შევხვდით, მერე ნინო ადგა და გავიდა მარტო რომ ვყოფილიყავით, ბუხართან სავარძელში ვიჯექი, ხელში ჩაის ფინჯანი მეჭირა და ვუყურებდი როგორ თოვდა, ის ჩემს წინ ხალიჩაზე იჯდა, მთელი ამ დროის მანძილზე თვალი არ მოუშორებია,მერე ადგა და გვერდით მომიჯდა, თმებზე მეფერებოდა და უამრავ თბილ სიტყვას მეუბნებოდა, ყოველთვის უყვარდა ჩემი თმები, სულ მეუბნებოდა რომ ულამაზესი ფერი იყო, მეც ერთადერთი რაც ჩემს თავში მომწონდა თმები იყო.
ცოტა ხანში ავდექი და ვუთხარი რომ ორ წუთში დავბრუნდებოდი, ჩემს ოთახში ავედი და გვირილები ავიღე, ქვემოთ ჩავიტანე და დავინახე როგორ გაეღიმა როცა ისინი დაინახა.
მთელი ღამე ასე ვისხედით ან ვლლაპარაკობდით ან უბრალოდ ჩუმად ვისხედით, არ მახსოვს როდის ჩამეძინა, მაგრამ რომ გავიღვიძე თავი მის ფეხებზე მედო და თმებზე მეფერებოდა,ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ მყავდა.
^^^
ახლა აქ ასე რომ ვიყავით ბავშვობა გამახსენდა ისევ, ერთხელ მთელი დღე გარეთ,თოვლში ვიყავით,ვითამაშეთ ,ერე როგორც ყოველთვის თოვლში ჩამაგდო,სახლში სულ სველი მივედი, ვკანკალებდი, ძალიან გავცივდი,მაღალი სიცხე მქონდა და ფეხზე ვერ ვდგებოდი, ნერვიულობდა, ბოდიშებს მიხდიდა მის გამო ასე რომ გავხდი, ერთი წუთითაც კი არ გასულა სადმე, მთელი დღე იჯდა,ჩემი თავი მუხლებზე ედო და თმებზე მეფერებოდა, საღამოს ნინომ ძლივს გაუშვა სახლში
^^^^^^^^^
ამ ფიქრებში ვიყავი გართული მისი ხმა რომ გავიგე
-გაიღვიძე? -რა თბილი ხმა ჰქონდა
-კი, შენ საერთოდ არ გძინებია? - ვკითხე მოწყენილი ხმით
-არა
-კარგი რაა, წადი ჩემს ოთახში და დაიძინე, -ვუთხარი მე
-არ მინდა იყოს -თქვა და რომ შევხედე თვალებს ძლივს ახელდა
- კი როგორ არა გეტყობა რომ არ გეძინება - გამეცინა მე
- კარგი ხო წავალ - ადგა და წავიდა, მე ბედნიერმა გავაყოლე თვალი მერე კი სამზარეულოში გავედი, ყავა გავიკეთე და ისევ ბუხართან დავჯექი
მე და ნინო ერთად ვიყავით მთელი დღე და რაღაცეებს ვუყვებოდი,ისიც ბედნიერი იყო ცოტა დასერიოზულებულს რომ მხედავდა,უკვე გვიანი იყო მან რომ გაიღვიძა მაგრამ ცოტა ხნით მაინც გავედით გარეთ.
თოვლში ვსეირნობდით და ვლაპარაკობდით
- ლუკა
- ხო ქეთა - გამიღიმა
-ამერიკაში ისევ მიდიხარ? -მოწყენილი ხმით ვკითხე
- კი
- და აღარ ჩამოხვალ? - ცოტაც და ვიტირებდი
- კი როგორ არა სულ რაღაც 6 თვით მივდივარ და დავბრუნდები
- აა და როდის მიდიხარ ? - როგორც იქნა გავიღიმე
- 2 თებერვალს რა მოხდა?
-არა არაფერი - გავუღიმე და ისევ სეირნობა გავაგრძელეთ
ჩემი წასვლის დრო ახლოვდებოდა მაგრამ რა დროს წასვლა იყო? ახლა რომ წავსულიყავი მოვკვდებოდი ამიტომ მამას დავურეკე და იმდენი ვეხვეწე დამთანხმდა რომ 28-მდე უნივერსიტეტს გავაცდენდი მაგრამ მერე აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი, კიდევ სამი კვირა მრჩებოდა ლუკასთან ერთად რომ ვიყოფილიყავი, მერე ისიც წავიდოდა და მეც, ამაზე რომ ვფიქრობდი მეტირებოდა, მაგრამ რომ მახსენდებოდა ის ისევ დაბრუნდებოდა ვიღიმოდი...
დრო ძალიან სწრაფად გავიდა, მამამ ჩამომაკითხა მარტო რატომ უნდა წამოხვიდეო, იქ ლუკა რომ დაინახა არ იცოდა სიხარულისგან რა გაეკეთებინა, შვილივით უყვარდა, მისი მშობლები მამას მეგობრები იყვნენ და მგონი როცა გაიგებდნენ ჩემი და მისი ურთიერთობის შესახებ უკმაყოფილო არ დარჩებოდნენ.
ლუკას ძლივს დავემშვიდობე, ბევრი ვიტირე, ბოლს ჩამეხუტა, მაკოცა და მითხრა რომ ზაფხულში ძალიან მაგარი სიურპრიზი მელოდა და ისიც დაამატა რომ წუწუნს აზრი არ ჰქონდა მაინც არ მეტყოდა. მაგრამ მე მაინც ვიწუწუნე და ისე გავყევი მამას.
თბილისში რომ ჩავედი უბრალოდ გამოვიცვალე და კატოსთან გავიქეცი გაოგნებული მისმენდა,მერე ადგა ჩამეხუტა და მითხრა რომ ყველაზე მაგარი ბიჭი იყო ჩემი ლუკა,
-ისე შენ ეგ თუ გიშველის თორემ სხვა შენს სიგიჟეებს ვერ აიტანს -თქვა კატომ და გაიცინა
- ვერც ეგ ვერ მიშველის მე - გამეცინა მართლა ასე იყო
-აი სულ ვგრძონობდი ამდენი წლის მანძილზე რომ შენთან რარაც ხდებოდა და არ ამბობდი -დაიწყო სიბრძნეები
- მეთვითონაც არ ვიცოდი -სიცილი ამიტყდა
-აუ ხო გამაცნობ ლუკას? -ისეთი ხმით მითხრა რომ უარს ვერ ვეტყოდი
- კი გოგო აბა რას ვიზამ რა კითხვებია - ისევ გავიცინე
-აუ როდის? -ახლა ყოველ დღე გამახსენებს
- რა ვიცი გოგო ზაფხულში რომ ჩამოვა მაშინ
-მოიცა ახლა აქ არ არის?
-ახლა კი მაგრამ სამ დღეში მიდის -ვუთხარი მოწყენილი ხმით
-აუ რატო? - როდის მოვრჩები ნეტავ ამის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას
- რა ვიცი გოგო საქმე აქვს და ჩამოვა -ვთქვი მე
- ააა კარგია -გაიღიმა
-ხო
- გოგო რაღაც უნდა მომეყოლა და დამავიწყდა -გაეცინა ისევ
-აუ მოყევი რა გისმენ - ვუთხარი მე
- გოგო დემეტრე ხო იცი? - მკითხა სიცილით
- შენ რომ მოგწონდა თუ რაღაც?
- ხო ეგ
- მერე? -უკვე ვერ ვითმენდი
- ორი კვირის წინ რომ გავიღვიძე კართან ყვავილებიდა წერილი დამხვდა, მერე კაფეში დამპატიჟა ხოდა მიყვარხარო და რაღაცეები
- მერე შენ რა უთხარი?
-რავი შეყვარებულები ვართ - გაიცინა
-და მე ამას ახლა უნდა ვიგებდე? - გავბრაზდი
-რა ვქნა არ გეცალა შენ ჩემთვის და მე რა გავაკეთო? - მითხრა და მივხვდი მართალი იყო
- კაი ხო ბოდიში, აუ გავიქეცი თორემ დედაჩემი არც მინახავს და გააფრენს - გავიცინე და ავდექი
- კაი კარგად და გამოვალ ხვალ შენთან ოღონდ საღამოს მანამდე არ მცალია -მითხრა კატომ
-კაი გელოდები -ეს ვუთხარი და წავედი.
მეორე დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ლუკა იყო მთხოვა რომ მენახა, ვიჯექით და ვლაპარაკობდით
- ორ დღეში მივდივარ -თქვა მან და მოწყენილი სახით შემომხედა
-ვიცი - ვთქვი და ცოტა დამაკლდა რომ არ მეტირა
-არ მინდა წასვლა -მითხრა ისევ
- არც მე მინდა რომ წახვიდე - ახლა მართლა ვერ შევიკავე თავი რომარ მეტირა
ცრემლები მომწმინდა და მითხრა რომ არ მეტირა, მერე სხვა რამეზე ვლაპარაკობდით ბევრი მაცინა, იქ მის ცხოვრებაზე მიყვებოდა, რომლითაც საერთოდ არ იყო ბედნიერი, ისიც თქვა შენ რომ იქ ყოფილიყავი ბევრად უკეთესი იქნებოდა იქ ცხოვრებაო
ძალიან მებედნიერებოდა და მიხაროდა რომ მყავდა,მერე რა რომ მიდიოდა, როგორმე გავძლებდი თანაც ამერად ვიცოდი რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა და მარტო აღარ დამტოვებდა.
მერე რაღაც გამახსენდა და ვკითხე ჩემი დაქალი რომ მოსულიყო რამე პრობლემა ხომ არ იქნებოდა მანაც მითხრა რომ არანაირი ამიტომ კატოს მივწერე და ისიც ფრენით მოვიდა,კაფეში გიჟივით შემოვარდა, გადამკოცნა და სკამზე დაჯდა, ერთმანეთი გავაცანი და უფრო გავბედნიერდი რადგან იმაზე უკეთ გაუგეს ერთმანეთს ვიდრე წარმოვიდგენდი, ლუკამ სახლამდე მიგვაცილა და დაგვემშვიდობა, კატო ჩემთან დარჩა, ლუკაზე ისე აღფრთოვანებით ლაპარაკობდა ბედნიერებისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ჩემი არჩევანის სისწორეში.
ლუკას წასვლის დრო მალე მოვიდა, მე და კატომ გავაცილეთ, არ მიტირია, ღიმილიანი სახით გავაცილე მისთვის ოდნავ ადვილი რომ ყოფილიყო წასვლა, მაგრამ როგორცკი წავიდა ვიგრძენი როგორ ეცემოდა ცრემლები ჩემს სახეს და ვერ ვჩერდებოდი, მთელი გზა, აეროპორტიდან სახლამდე ვტიროდი, კატოსთან დავრჩი, მთელი ღამე ვსვამდით, თან ვტიროდი, იმდენად შევეჩვიე ამ ერთი თვის მანძილზე ზაფხულამდე ვერ ვითმენდი, მიუხედავად იმისა დღე ჩვეულებრივ ვიყავი, მთელი ღამე ვტიროდი და სულ მისი სურათები მქონდა ყველგან.
მთელი გაზაფხული წვიმაში გიჟივით გარეთ დავდიოდი და მერე სულ გაციებული ვიყავი, სულ სიცხე მქონდა და სულ მიწევდა მისი ჩხუბის ატანა რომ თავისთვის მიმეხედა, ზაფხული რომ დაიწყო ჩეზე ბედნიერი არავინ იყო, თანაც ყოველ დილით კართან გვირილების თაიგული მხვდებოდა, ბედნიერი ვიყავი და ლუკას უამრავ მადლობას ვუხდიდი. ეს დროც ძლივს გავიდა, მიუხედავად იმისა მთელი დღეები ვლაპარაკობდით,არ იყო ადვილი...
ვიცოდი ლუკა 2 აგვისტოს ჩამოდიოდა, იქმდე თბილისში რა ჯანდაბა უნდა მეკეთებინა, 15 ივლისი იყო კატოს ხელი რომ მოვკიდე და ორივე ერთად ნინოსთან წავედით.
ორი კვირა ძალიან კარგად ვერთობოდით, ბავშვებიც გავაცანი, მერე ვუთხარი ახლა ყველაზე ლამაზ ადგილას უნდა წაგიყვანო- მეთქი, რადგან ლუკა რომ ჩამოვიდოდა მერე იქ კატოსთან ერთად ვერ წავიდოდი, კარგიო მითხრა და ლიმნისფერი სარაფანი ჩაიცვა ვეჩხუბე რად გინდა-მეთქი, მაგრამ გაჯიუტდა მინდაო, თან მოკლე თეთრი კაბა მომაწოდა და მითხრა თუ არ ჩავიცვამდი არსად არ წამომყვებოდა, მეც ჩავიცვი რას ვიზამდი მერე მითხრა ერთი წამით დაჯექიო დამაჯინა თმები დამივარცხნა და პატარა სამაგრით ოდნავ შემიკრა ისე რომ თმა მაინც გაშლილი დარჩენილიყო, მიკვირდა რას აკეთებდა მაგრამ არ შევიმჩნიე და წავედი.
იქ მისულმა ის დავინახე რასაც ვერც კი გავიფიქრებდი ლუკა დამხვდა კიდევ ჩემი და მისი მშობლები, ასევე ყველა ჩემი მეგობარი ვინც იქ მყავდა და კიდევ ერთი ლუკას მეგობარი, ბებოც იქ იყო,არა კი მიკვირდა მთელი დღე რომ არ გამოჩნდა მაგრამ არ შევიმჩნიე აი თურმე რა ხდებოდა...
კატო წავიდა და ლუკას მეგობრის გვერდით დადგა მაგრამ უცებ უკან დაბრუნდა მიჩურჩულა მართლა ყველაზე ყველაზე მაგარი ლუკა გყავს შენ და მინდა რომ სულ ასეთი ბედნიერი იყოო და ისევ წავიდა.ყველა ღიმილიანი სახით მიყურებდა
ლუკა მოვიდა თავზე გვირილების გვირგვინი დამადო, ულამაზესი გვირილების თაიგული მომცა, მერე კი ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და მკითხა
- ქეთუშ ჩემი ცოლი გახდები? -მართლა არ ვიცოდი ბედნიერებისგან რა გამეკეთებინა, ხალხისკენ შევტრიალდი კატოს ვანიშნე შენ მერე მოგხედავ-მეთქი, მერე ლუკას შევხედე ფერი არ ედო მეც გავიღიმე და ვთქვი ის რასაც ყველა ელოდებოდა
- რა თქმა უნდა
ხო და აი მერე იყო რაც იყო, ბევრი სიგიჟე,ბედნიერება, ლუკამ ბავშვობის სულელური ოცნება ამისრულა და ულამაზესი ქორწილი მქონდა,მართალია კაბა არ იყო ისეთი როგორზეც ვოცნებობდი, მაგრამ უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა, კიდევ იწვიმა, ჩემი ქორწილი იყო ულამაზეს ადგილას და წვიმდა ეს ის ორი რამ იყო რამაც ბედნიერება მომიტანა!!... ჩემთვის წვიმა და გვირილა ბედნიერებასთან ასოცირდებოდა და ყოველთვის ასე იქნება...
ჩემთვის " წვიმა+გვირილა= ბედნიერებას''
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 2387 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar