ნაჩვენებია მასალა: 1251-1260
_შენი სიცილის ხმა, ყველაზე სასიამოვნო ხმაა ჩემს სამყაროში. ნაზი მელოდიასავითაა...
თვალებში ცრემლჩამდგარი მიტრიალდა ქეთა და ვაჩეს მიეხუტა, მამაკაცმაც მოჰხვია ხელები.
_მე კი შენი ღიმილი მირჩევნია ყველაფერს_ გაიმეორა ქეთამაც და მოწოლილ მოგონებას ახლა თვითონ გაუღიმა.
_რატომ დაბრუნდი?_მომთხოვნი იყო ვაჩეს ტონი.
_არ ვიცი_გულწრფელად უპასუხა ქეთამ.
_შემომხედე!_კიდევ უფრო გაიმკაცრა ხმა.
_არ შემოგხედავ_ხმაში ტირილის ნოტები გამოერია მიქავას.
მიყვარს ფანჯრის რაფაზე ჯდომა.. ეს ბავშვობიდან მიყვარდა, რადგან ჩვენს ბავშვთა სახლს საკმაოდ გრძელი და განიერი ფანჯრები ჰქონდა.მთელი დღე უხმოდ ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და წიგნის კითხვას ვუთმობდი დროის უმეტესობას.
საკუთარ აივანზე, სავარძელში იჯდა ვაჩე, ქეთა კი მის კალთაში კომფორტულად მოკალათებულიყო. ორივენი ტრადიციულად ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ და ფიქრობდნენ...ფიქრობდნენ ერთმანეთზე.
რატის კიდევ რამოდენიმეჯერ შეხვდა "შემთხვევით", თუმცა ილიაზე ხმაც არ დასცდენია. თათამ მის შემდეგ აღარ უკითხავს, არადა ერთი სული ქონდა რამე გაეგო მასზე. ადრე თუ ილიას წასვლის შემდეგ მხიარულად იყო და იღიმოდა, ახლა ამ ახლად შეძენილ ჩვევებსაც ივიწყებდა. არ იცოდა თვითონაც რა ემართებოდა, ასეთი მონატრება ჯერ არასოდეს განეცადა.
- რაღაც საბუთები დაიკარგა ოფისში და იმის ხელმეორედ შესადგენად დამიბარეს.-ილიას ტონისთვის ყურადღება აღარ გაუმახვილებია, კარადაში ჩანთა და მანტო შეინახა.
სიცივემ ილიას ოთახში პიკს მაშინ მიაღწია როცა გათბობა და დენი გაითიშა.
რას არ წარმოიდგენდა თათა ოღონდ ახდა თუ გათბობა არ ექნებოდა ეგ აზრადაც არ მოუვიდოდა. სიცივემ საგრძნობლად რომ იმატა და უკვე ისედაც დაჭრილი ილია ძილში კანკალებდა, დაბნეულმა და შეშინებულმა რა გაეკეთებინა არ იცოდა. ბუხარი დაანთო, თუმცა სითბო ოთახამდე სადაც ილია იყო ვერ აღწევდა. როგორმე ოთახში უნდა გადაეყვანა თორემ სიცივეში მისი გაჩერება კარგ შედეგს არ მოუტანდა.
ღიღინის ხმა მოესმა, კიბეებზე ვიღაც ჩამორბოდა. მე_6 სართულზე იყო, ყველაზე ჩაბნელებულ სართულზე. ფრთხილად დადგა ფეხი პირველ საფეხურზე, მაგრამ ისე, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, ბიძგითა და ქალის სუსტი წამოკივლების ფონზე, ქვის იატაკზე ზურგით მოადინა ზღართანი.
ნატუკას თქმით მთელი დღე და ღამე იძინებდა ძლიერი გამაყუჩებლის მოქმედების გამო. თათამაც ჩაი მოიმზადა და თავის ოთახში სავარძელში მოკალათდა უხმოდ უცნობის პირისპირ. ფეხები მოიკეცა და თბილ პლედში გახვეულმა დაიწყო ჩაის დაგემოვნება თან უცნობს აკვირდებოდა.
თათამ პატარა იყო დედა რომ დაკარგა სულ პატარა არც კი ახსოვს. მაგრამ უმისობას მაინც გრძნობდა ყოველ წუთს.ახლაც აქ რომ არის თითქოს მშვიდდება. სულ ასე იცის იტირებს და მერე ჩაეძინება დედის საფლავსე სულ გონია, რომ მის მკერდზე იძინებს. თავს ინუგეშებს. მეტი ნუგეშის მიმცემი მაინც არავინ ყასვ.