22 ნომერი [1]
17.09.2018, 22:50

სწრაფად ჩავყარე პატარა ჩანთაში საჭირო თუ არა საჭირო ნივთები და კარში ისე გავარდი ლამის კიბეებზე დავგორდი, თან ვგრძნობდი, როგორ ვიბრირებდა ჯინისის შარვალში ტელეფონი, ნუ რაღა თქმა უნდა ჩემი მეგობარი ნინა იქნებოდა, რომელიც საათზე მეტი მელოდა. ვერ ვიტყვი,რომ სულ უწევს ჩემი ლოდინი,ხანდახან პირიქითაც ხდება,მაგრამ შეხვედრისას ნამდვილად არ ამცდება მისი მსუბუქი ლანძღვა. ჩემს პატარა წითელ მინიკუპერს 'შემოვახტი" და სწრაფად მოვწყდი ადგილს,თან მეზობელს ხელით მოვუბოდიშე არასასურველი კვამლის გამო.
 აწ უკვე სამი წელია ჩემს ხელშია და ვინ იცის როგორ დღეშია, ან ვინ იცის რა დღეში ჩამაბარეს ეს საცოდავი პაწაწუნა ქალბატონი,რომელიც თავის საქმეს საკმაოდ კარგად ასრულებდა და ასრულებს.
დანიშნულების ადგილას მისულმა მეგობარს გადავურეკე და ვკითხე სად იყო,თუმცა დაწყებულ ფეხბურთზე უჩემოდ შესულა, რაც არასდროს გაუკეთებია, ცოტა გავბრაზდი, მერე ბრაზით გავუთიშე,რომ არც კი დავაცადე ეთქვა სად იდგა. ამღვრეული სახით მივაბიჯებდი ხალხით გატენილ სტადიონზე ,თან თვალებით ნინას ვეძებდი, ბოლოს წავაწყდი მეორე ბოლოშიი იდგა ხელში ლუდით და დაწყებულ ფეხბურთს ჟრიამულით შეჰყურებდა. მის დანახვისას ბრაზი სულ გადამავიწყდა და ბედნიერი ღიმილით წავედი მისკენ,ისე რომ ფეხბურთისთვის არც კი შემიხედავს,რადგან ვიცოდი დღეს "ის" არ თამაშობდა. მოაჯირს მკერდით დავეყრდენი და მარჯვენა ხელი მხარზე მივარტყი თამაშში გართულ ნინას.

-მოხვედი? კაია! - არც კი შემომხედა ისე დაიჩურჩულა და განაგრძო ბურთის "თვალთვალი". ჩამეცინა ნელ-ნელა გავაყოლე თვალი სტადიონს და დავიწყე ვინმე ნაცნობის ძებნა, ყოველთვის ვეძებ ყველგან ნაცნობს და ყოველთვის მხვდება ერთი ისეთი ვინც არასდროს მყავს ცხოვრებაში ნანახი,თუმცა ყოველთვის მეცნობა. სტადიონის პირდაპირ სწორეთ ერთ-ერთი მამაკაცი ამოვიჩემე,რომელიც საერთოდ არვიცოდი ვინ იყო,თუმცა მეგონა რომ ვიცნობდი, არც თუ ისე დიდია ჩვენი პატარა ქალაქის სტადონი, ამიტომ მეორე მხარედან შემამჩნია,რომ საეჭვოდ ვუყურებდი, ცოტა შეიშმუშნა და გვერდზე მდგომ ქალბატონს ხელმკლავი გამოსდო, სახეზე ღიმილი გადამეფინა და სხვის ძებნას შევუდექი, ამდროს მხარი მკრა ნინამ და  ჩურჩულით ამოილაპარაკა. - თამაშობს შენი!

-აბა სად? -წამშივე სმენად ვიქეცი, მოცუცქნულ სტადიონზე მალევე ვიპოვე ოცდაორი ნომერი და ყურებამდე გავიკრიჭე

-წესით დღეს არ უნდა თამაშობდეს...

-რა იცი, შენ უდგენ გრაფიკს? - ბრაზნარევი ხმით ვთქვი და თვალი ღიმილით გავაყოლე

-მეგონა,რომ არ თამაშობდა დღეს, რა შარზე ხარ მოსული, საჭმლის ჭამა მოასწარი?

-ნინა, მაცალე ვტკბები!- აღარც მომისმენია რა მითრა, ისევ გავნრაგრზე ოცდაორი ნომრის ყურება,მთელს სტადიონზე მხოლოდ მას ვხედავდ, თვალებში ბინდი მქონდა გადაკრული, მხოლოდ ის და მეტი არავინ, ვინ მოთვლის მერამდენედ ვიდექი სტადიონის მიღმა მის ყურებაში გართული, მას კი ჩემი არსებობის შესახებაც არ ჰქონდა ინფოარმაცია, ერთი ჩვეულებრივი მაყურებელი ვიყავი,რომელიც ყოველ თამაშზე მოდიოდა დაღლილი დღის განსატვირთად და ფეხბურთის საყურებლად,არადა არც კი ვიცოდი რამდენი წევრი თამაშობდა ფეხბურთს, მხოლოდ და მხოლოდ მის სანახავად მოვდიოდი, ან რატომ უნდა მეყურებინა სხვისთვის,როცა მისნაირ ქერა ლამის ოქროსფერ თმას სხვა ვერავისზე ნახავდი, ან მისი სექლი მოვარდისფრო ტუჩები, მკაცრი,მაგრამ ამავდროულად ნაზი სახის ნაკვთები, არ ვიცი როგორ შეიძლება ეს ერთდრულად ყოფილიყო,თუმცა საოცარი სახის მოყვანილობა ჰქონდა, ლამაზი თვალის ჭრილი დიდი ბრიალია მონაცისფრო თვალებით, რომელსაც ერთი ორჯერ წავაწყდი პირსპის, ისიც სრულიად შემთხვევით,თუმცა ადგილას დამადუმა. ფიქრში გართული მომენტალურად გამოვერკვიე და დავინახე, როგორ წაიქცა ოცდაორი ნომერი, უფრო სწორად მოწინააღმდეგემ,როგორ ჰკრა ხელი და დაახეთქა ძირს, დავიძაბეთ ყველა, წამების განმავლობაში არ ინძრეოდა,თუმცა მალევე მოეგო გონს და ფეხზე ოდნავ კოჭლობით წამოდგა, მერე სწრაფად გირბინა,რამაც ყველა გაგვაოცა,თუმცა მისდა საბედნიეროდ გოლი გაიტანა,თან ბედნიერებისგან ხელი ჰაერში ასწია და ჩემს მოპირდაპირე მხარეს გაიქცა და ერთერთ ახალგაზრდა გოგოს ბედნიერმა მოაჯირის მიღმა ჩაეხუტა. დავიძაბე ავწითლდი ხელები მაგრად ჩავავლე მოაჯირს და ლამის დავღუნე. მე მის სანახავად თითქმის  სამი თვე ყოველ მატჩზე მოვდიოდი, ხანდახან მაშინაც კი,როცა სამსახური მქონდა,მაგრამ ვიმიზეზებდი ვიღაც ნათესავების სიკვდილს,ის კი ვიღაც სხვას ეხუტებოდა ბედნიერების ჟამს. ჩემს უბედურების მიუხედავად გავიგონე,როგორ გამოაცხადეს,რომ ბოლო გატანილი გოლის წყალობით იუნკერებმა 2:1 მოიგეს. გამშრალი სახით ვიდექი არ ვიცოდი რა გემკეთებინა, არც კი მესმოდა რას მეუბნებოდა ნინა,თუმცა მწარედ ვიგრძენი,როგორ წამავლო ხელი მკლავზე და გამომაფხიზლა.

-რა დაგემართა?-გაკვირვებულმა მკითხა

-ვიღაცას,რომ ჩაეხუტა ვერ დაინახე?-სასოწარკვეთილმა ამოვილაპარაე,თან გასასვლელისკენ დაღონებული წავედი

-მელი,მემგონი  გიჟი ხარ არც კი იცნობ და ეჭვიანობ.- ძალიან გაკვირვებული ჩანდა ნინა

-ურალოდ მეწყინა, არაფერი ისეთი.

-თუ მასე დაგწყდა გული,რატომ აქამდე არ მიხვედი და არ გაიცანი?

-წარმოიდგინე ახლა, მივდივარ მე და ვეუბნები: "გამარჯობა, მე მელი ვარ" ამდროს უბრალოდ მიღიმის და მიდის ისე,რომ ჩემი ნათქვამიც არ გაუგონია, ასე რომ ნუ ბოდავ!- უარესად გავბრაზდი

-აბა,თვითონ არ მოვა და არ გაგიცნობს, წარმოდგინე მის ადგილას თავი,მისთვის ჩვეულებრივი მაყურებელი ხარ.

-ნინა,ნუთუ მიხვდი რასაც ვგულისხმობ! - იორნიულად გამეცინა,თან შორიდანვე შევამჩნიე,რომ იმ ადგილას უნდა ჩაგვევლო სადაც გამარჯვებული გუნდი სხვა გულშემატკივრებთან ერთად იდგნენ და ლუდის სმით აღნიშნავდნენ გამარჯვებას - ახლა იქ გვიწევს ჩავლა...-შიშით დვიჩურჩულე.

-მელი, გეყოს!- თვალები დამიბრიალა.- შეგვჭამენ? შეიძლება ვერც კი შეგვამჩნიონ

-ნეტა ვინ არის ის გოგო?- ვერ მასვენებდა ფიქრები, თან უფრო ვღიზიანებოდი მის სიახლოვეს რომ ვხედავდი. ახლოს მისულმა ვიგრძენი,როგორ გაჩერდა დრო, წამიერად წავაწყდი მის თვალებს კიდევ, ვიგრძენი რაღაც სასიამოვნო ემოცია და ჩემდა უნებურად ჩამეღიმა,თან ვიგრძენი შემთხვევით გამოყოლილი თვალი ახლა დაჟინებით,რომ გამომაყოლა, უფრო სწორად ცოტათი გაკვირვებულმა, როგორც კი გამოვდი იმ წამსვე ამიტანა ნერვიულობამ ფეხს ავუჩქარე და მივხვდი,რომ ძალიან სასაცილი ვიყავი, ვინ იცის იქნებ მისგოგოს შემჩნეული ვყავდი მთელი მატჩის დროს მოხოლო მის ბიჭს,რომ ვაკვირდებოდი, ისე მოვუმატე ნაბჯებს ლამის კვამლი დავაყენე. ნინას გულცივად დავემშვიდობე, საერთოდ არ ვიყავი ახლა სიცილის ან მასთან დარჩენის ხასიათზე მანქანას აწითლებული გაცეცხლებული მივუახლოვდი, კარი უნდა გამომეღო,რომ  გავიგონე როგორ დამიძახა ვიღაცამ.

-ჰეი! - არც კი გავბრუნდი, ან რატომ უნდა გავბრუნებულიყავი, რა ვიცი ვინ გიჟი იყო, რომ მერე ამკიდებოდა და ყოველ წამს შევეწუხებინე, უაზრო ფიქრებში წასულმა ვერც კი გავიგე,როგორ მომიახლოვდა სილუეტი და როგორ ამომიდგა გვერდზე, აჭრილმა გავხედე საყვედურის თქმას ვაპირებდი "ვინახარ რა ჯანდაბა ხარ-მეთქი" მააგრამ ენა წამერთვა, ადგილას გავქვავდი მანქანისთვის გასაღებად გამოწეული ხელი ჰაერში გამიშეშთა და ერთიანად აწითლებულმა ფიქრებში საკუთარი თავი თავადვე "დავბომბე" საოცრად მაინტერესებდა,რატომ იდგა ჩემს წინ ის ადამიანი,რომელი სამთვეზე მეტი ჩემს ფიქრებში მხოლოდ აუხდენელ ოცნებად იყო მისი გამარჯობაც კი. -კარგად ხარ? - დაიბნა.

-კი,კი... - აღელვებულმა ამოვილუღლუღე

-საჯერ დაგიძაღე და ვერ გაგაგონე, ვიფიქრე ცუდად იყავი.- ისეთი სახე მიიღო თითქოს ნამდვილად შეწუხდაო. 

-რა ხდება?- ძლივს ამოვილაპარაკე, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მუცელში ვიღაც მეჯდა და ენას დაბლა მიქაჩავდა ლაპარაკი,რომ არ შემძლებოდა. 
ხელი წამებში გამომიწია და დვინახე მის ხელის გულზე ჩემი ყელსაბამი,რომელიც წამოსვლამდე გავიკეთე, ცოტა უფრო ავნერვიულდი, ისტერიულად ჩავიცინე და მის ხელისკენ გაწეული ხელი ჰაერში "გამიხმა" მერე სწრაფად დავწიე  და ყელსაბამი გამოვაცურე,თან მის ხელს შევეხე, ხელის გამოწევისას დრო მარტო მე გამიჩერდა. 
-რომ მოდიოდი დაგივარდა...- ცოტა ჩემი საქციელით შეშინებულმა მითხრა და უკან გადადგა ნაბიჯები. - წარმატებები, აღარ დაკარგო! - თვალი ჩამიკრა.

მანქანაში ისე ჩავჯექი და ისე მივედი სახლამდე საერთოდ არ მახსოვდა, აზრზე მხოლოდ კბილებბის ხეხვისას მოვედი აბაზანაში,ჩემს თავს სარკეში ვუყურებდი და სირცხვილისგან ვიწოდი. მისი სახის გახსენებისას ტანში სირცხვილის ჟრუნტელი მივლიდა.

-მელი!- ისტერიული ხმით ვუთხარი სარკეში გამოსახულებას. - მგონი გიჟი ხარ, ეს გავიგეთ,მაგრამ რა დაგემართა, ბიჭი არ გინახავს,თუ ფეხბურთელი?! - ჩემ თავს ვტუქსავდი და ისეთი სახით ვიდექი თითქოს, ჩემს წინ სარკე კი არა ვიღაც სხვა ყოფილიყოსო.

****


იმ ღამეს ძილი საერთოდ არ მომეკარა, მერე ჩემს თავს ვუბრძანე ამოიგდე თავიდან ოცდაოირი ნომერი და ტკბილად დაიძინე-მეთქი, ასეც მოვიქეცი დილის ოთხი საათისკენ მიმეძინა,მაგრამ შვიდის ნახევარზე მაღვიძარამ გამაღვიძა, როგორც ყოველთვის მოვემზადე და სამსახურში ჩემი მინიკუპერით წავედი. რაღაც უცნაურ ხასიათზე ვიყავი ვერც კი გავიგე, კარგზე ცუდზე, ალბათ ხშირად ემართება ადამიანს "ამოუცნობი ხასიათი" ან მე ვარ განსხვავებული ადამიანი,რომელსაც ხშირად აქვს "მელისებული ხასიათი".
სამსახურში მისუმა სიხარულით შევეგებე ნაცნობ სახეებს, ფორმა მოვირგე და სალაროს მივუდექი, თან სამზარეულოდან დაწყებული დარბაზით დამთავრებული ყველა თანამშრომელი მოვიკითხე, მერე შეკვეთა მივიღე ჯიბე გაფხეკილი სტუდენტებისგან და სამზარეულოში გაუშვი, ორი ეკონომ მენიუ, არც გამიკვირდა. ვენდისში სამ წელზე მეტია ვმუშაობ და ზუსტად ვიცი მყიდველის ფსიქოლოგია, სალაროს მიღმა ცხოვრება სულ სხვანაირია, განსაკუთრებით,როცა მელი ხარ, რადგან ყოველთვის ყველა მყიდველს ვაკვირდები, ვინაა ან რას წარმოადგენს, ნუ რა თქმა უნდა ჩემს წარმოდგენებში წარმოვიდგენ ვინ შეიძლება იყოს ესათუ ის პიროვნება და ასე ვირთობ თავს სამსახურის ბოლომდე.
 
ჩემი თანამშრომლის მოყოლილ ანიგდოტზე ხმამაღლა გავიცინე და სიცილით გავბრუნდი სალაროსთან მოსულ მომხმარებლისკენ. ცოტა დავიძაბე, მეტისმეტი იყო სამი თვის განმავლობაში ერთიანად ზედიზედ ორჯერ მისი ნახვა, იქნებ ზემოთ ღმერთს გადაენაწილებინა მისი ნახვის დღეები,თორემ ასე ერთბაშად მისი ხილვა მაშინებდა.

-მომემსახურება აქ ვინმე, თუ ღმერთს შევულოცო?! - ძალზედ აგრესულად ჩამესმა მისი ნათქვამი სიტყვები და გონს მოვეგე

-მეგონა ფეხბურთელები სწორი კვებით იკვებებოდნენ! - ნაწყენმა დავიჩურჩულე და ღიმილით ვკითხე მერე.- გისმენთ, რას ინებებთ?

-რაო?- შავი სათვალე ჩამოიწია ცხვირზე და შემომხედა -ახ, შენ ის შეშნებული გოგო არ ხარ?!

-ვინ?- გამეცინა სირცხვილით.

-მომიტევე, როცა მშია ცოტა უხეში ვარ! -თვალი ჩამიკრა და ისევ უკან მოირგო სათვალე. - რაც შეიძლება გემრიელი და დიდი ჰამბურგერი გამოუშვი! - საფლე გახსნა და ძალით გამიღიმა.


_______________---

ბევრი ფიქრის მერე ისევ მოუბრუნდი წერას, არ ვიცი როგორ დამხვდებით, მაგრამ ნამდვილად ახლა მჭირდება წერა, თუ აარ გადავეშვვი წარმოსახვით ილუზიაში ნამდვილად გავგიჟდები, ასე რომ თქვენ იქატიურეთ და მე ყოველდღე გაგანებივრებთ ახალი თავით <3 
მადლობა წინასწარ მათ ვინც ისევ აგრძელებს ჩემი ისტორიების კითხვას.
ტკბილი ძილი <3 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888
ნანახია: 497 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 3.5/6
სულ კომენტარები: 5
avatar
0 Spam
1
რა უცებ მოფრინდი ჩიტო კაკ რაზ ახლა მჭირდებოდა რაღაც გემრიელი იმ ჰამბურგერივით მელი- ამ სახელზე სულ ფისო მახსენდება
avatar
0
2
ჰოდა მშვენიალური :დდ ჰამბურგერიც არ იქნებოდა ურიგო და ფისო რატო? :დ biggrin
avatar
0 Spam
3
ჩვენს ეზოში ერთ რიჟა ფისოს ქვია მელი სიყვარულია <3
avatar
0 Spam
4
როგორ გამიხარდი რომ იცოდე.
avatar
0
5
madloba <3
avatar