22 ნომერი [2]
19.09.2018, 22:32

 

სამსახურიდან დაღლილი ქუჩაზე ფეხით მივაბიჯებდი. ამდენმა ქებამ ჩემი მანქანა ერთელ და სამუდამოდ გააფუჭა, ან რავიცი იქნებ უშველოს ხელოსანმა და გადამარჩინოს უდიდესი დარდისგან. სახლში ფეხით მომინდა რატომღაც წასვლა ავტობუსიც დიდი ხნით დაიგვიანებდა, ამიტომ ბნელ ქუჩაზე წავედი, თან დედას ტელეფონზე დავურეკე, ერთგვარი შიშის გაქრობის ხერხი მქონდა გამომუშავებული,როცა სიბნელეში მიწევდა ყოფნა დედას ვურეკავდი ოცდასამი წელის გოგო.

 

-მელი, ხომ კარგად ხარ? - ჩამესმა ცოტა ანერვიულებული ხმა ყურში

 

-სიბნელეში ვარ და ვიფიქრე ბარემ დედას მოვიკითხავ-მეთქი

 

-რას აკეთებ, სახლში მიდიხარ?

 

-ხო, მანქანა გამიფუჭდა...

 

-რა დაემართა? - შეიცხადა,თითქოს ახლად ნაყიიდი ყოფილიყოსო.

 

-არვიცი დედა, ვერ ვერკვევი მაგეებში ვეღარ დავქოქე

 

-კარგი ეგ იქით იყოს და როდის ჩამოდიხარ? - დამისვა კითხვა,რომლზეც პასუხის გაცემა საერთოდ არ მსურდა.

 

-ხომ გახსოვს მარტში ჩამოვალ, გითხარი უკვე...- მოვიტყუე ისევ უსირცხვილოდ

 

-კიდევ ხუთი თვე? - შეიცხადა.

 

-ხო დედა...- ცოტა უხეშად ვუთხარი და დავემშვიდობე, მივხვდი ეწყინა,თუმცა გზა მაინც მშვიდად გავაგრძელე, სიბნელიდან სინათლეში გადავინაცვლე და დავინახე შორიდან განათებული სტადიონი, მისი ჩავლის გარეშე სახლში ვერ მოვხვდებოდი. ვიცოდი რომ დღეს თამაში არ იყო,თუმცა თამაშის გარდა შეიძლებოდა ყოფილიყო ვარჯიში ან უბრალოდ ფეხბურთელების შეკრება, ხშირად იქცეოდნენ ასე სხდებონდნენ სტადიონის წინ და სვამდნენ ლუდს თან მუსიკებს უსმენდნენ და მხიარულობდნენ.

როგორც კი მისწვდა ჩემი ყურის სმენას მუსიკის ჰანგები მივხვდი დღეს ნამდვილად არ ჰქონდათ ვარჯიში. პირველად მიწედვა მსგავს სიტუაციაში იქ გავლა რადგან ყოველთვის მანქანით ჩავუქროლებდი ხოლმე.

ალეწილი სახლით ჩავუარე,თუმცა ვერავინ შემამჩნია, ბედნიერი სახლით ჩავედი დაბლა ჩემს ქუჩაზე,თან ჯიბეებში გასაღებს დავუწყე ძებნა,ხან ერთ ჯიბეზე მივირტყი ხელი ხან მეორეზე, ბოლოს ჩემს დიდ ჩანთაში მივაგენი და კარის გასაღებად ღიმილით ავწიე თავი,თუმცა ნეტა არ ამეწია.

ჩემს წინ იჯდა ორი დიდი ჩემოდნით ლუკა და ისეთი სახით მიყურებდა თითქოს უდიდესი ტრაგედია გადახდა, ნუ პრინციპში მისთვის იყო კიდეც დიდი უბედურება სახლიდან გამოგდება.

 

-წინასწარ გაფრთხილებ ჩემთან არ დარჩები!

 

-კი დავიჯერე,როგორ არა, ნუ თუ მამიდაშვილს ქუჩაში დატოვებ?

 

-აბა დათვალე მერამდენად გიტოვებ? -გავღიზიანდი,თან კარი გავაღე და შიგნით შევაგდე

 

-ხომ იცი მეორე ქალაქშიც შემიძლია წავიდე ჩვენს ბიძაშვილთან,მმაგრამ როცა აქ ხარ იქ რატომ უნდა წავიდე? - მოისაწყლა თავი.

 

-რა თქმა უნდა, როცა სულელი მელიი არსებობს სხვაგან რატომ უნდა წახვიდე?? - მაგიდაზე გაბრაზებულმა დავახეთქე სახლის გასაღები

 

-ამ ერთხელაც შემიფარე და გპირდები აღარ მოვალ მეტჯერ...-სამი თითი კისერზე მიიბჯინა და თვალები ამიფახუნა.

 

-დამქირავებელს რა ვუთხრა კი მაგრამ? - ცეცხლად ვიქეცი.

 

-არ ვიცი, მოატყუე უეცრად მომადგა ჩემი ქვეყნიდან და წასასვლელი არსად აქვსო...

 

-გეგონება უეცრად არ მომადექი!

 

-გეყოს ახლა, კარგ სენდვიჩს გაგიკეთებ და მომიტევე! - ვერ ვიტყვი,რომ მხოლოდ მისი მზარეულობის ნიჭის გამო ვტოვებდი სახლში,თუმცა ესეც უდიდესი პლუსი იყო, არ მომიწევდა სახლში მოსულ დაღლილს საჭმლის კეთება, როცა თავად მზარეული მყავდა სახლში. -თუ გინდა ხვალ ხორცის ღვეზელს გამოგიცხობ შუა დღეს! - დამიმატა და უფრო მაცდუნა.

 

-კი მარა, სამსახუირდანაც გამოგაგდეს?! - დავაჭყიტე თვალები.

 

-ხო, ვიჩხუბე,მაგრამ ნუ გეშინია მალევე ვიშოვი სამსახურსაც და სახლსაც.

 

-ჩემი საცოდავი ხელფასი ორივეზე,როგორ ვიმყოფინოთ?! - სულ გავგიჟდი.

 

-ორ კვირაში სამსახური მექნება დაწყნარდი!

 

ორი კვირაც და სამიც ჩაივლიდა,ისე რომ სამსახურს და ბინას ვერ იპოვნიდა,ამიტომ ტყუილად ნერვიულობას მოვეშვი და საწოლში მთელი ინერციით ჩავენარცხე.

 

****

დილას ცხვირში შემიღიტინა ომლეტის სურნელმა, წამშივე დავაჭყიტე თვალები და საწოლზე წამოვჯექი. ღია კარებში კარგად დავინახე ლუკა საცვლების ამარა,როგორ წვამდა კვერცხს და თან თეძოებს მუსიკის ფონზე ამოძრავებდა აქეთ-იქით. ღრმად გაოცებული დავრჩი მისი ადრე ადგომით, ალბათ პირველი ორი დღე ცდილობდა ჩემს „მოთაფვლას“.

ომლეტი ისე სწრაფად ვჭამე მეორეს გავაკეთებო იმედ გაცრუებულმა დაიჩურჩულა და თავისთვის მაცივრიდან ორი კვერცხი გამოიღო,თან გაკვირვებულმა გამომხედა,

 

-კაცი არავინ გყავს? - მოულოდნელად მაჯახა.

 

-ვინ?- პირ გამოტენილმა ვკითხე,თან ვიგრძენი როგორ გადამცდა პურის დიდი ნაჭერი.

 

-ეჰ, არაფერი! -ხელი ჩაიქნია და ალმაცერად ამათვალიერა. - ამდენ ჭამას თუ შეწყვეტ, არათუ გაიგონებ, არამედ რეალურადაც გეყოლება ვინმე და არ იქნები ასეთი განერვიულებული...

 

-მემგონი დღეს ვიღაც ქუჩაში დარჩება!

 

-ყავას ხომ არ დააყოლებ?- სხარტად შეცვლა სახის მიმიკა და გაბრწყინებული სახით მკითხა.

 

***

საღამოს ნინამ ქალაქის ფესტივალია და წავიდეთო, სახლში ყოფნა არასდროს არ მიყვარდა, ამიტომ გამოვეკაზმე და წავედი,თუმცა რა თქმა უნდა ჩემი ახლად გამომცხვარი „მეზობელიც“ წამომყვა, ვინაიდან და რადგანაც ჩემი გოგო გაფუჭებული იდგა სახელოსნოში, მომიწია ლუკას „მოკუკნულ“ მანქანაში ჩაჯდომა, რომელიც ძალიან „პრესტიჟული“ იყო ჩვენს დროში, დაბალი და რაღაცნაირად დაგრეხილი, მისი მარკის სახელიც კი არ ვიცოდი,თუმცა შიგნით ჩაჯდომისას სამად უნდა მოკეცილიყავი.

 

ღია ცის ქვეშ ერთერთი ბარის მრგვალ დახლთან ვიდექით ოთხნი, მეოთხე ნინას მეგობარი იყო,რომელიც აშკარად ლუკას უჟუჟუნებდა თვალს, მთელი საღამოს მანძილზე მხოლოდ მას უყურებდა.

ჩემმა მამიდაშვილმა არაფრის კეთებით იშოვა ხელად მეწყვილე მე კი ოცდასამი წლის მანძილზე ვერც ერთხელ შევხვდი ჩემმს ნამდვილ მეორე ნახეარს, ნუ რათქმაუნდა იყვნენ ისეთებიც,რომლებიც ნამდვილად არ იმსახურებდნენ ჩემს გულს. გემრიელად მოვკბიჩე სოსისიან პურს,თან შევამჩნიე როგორ გადმომხედა ლუკამ.

 

-შენ ჩემი კვების საკონტროლოდ გაჩნდი?! - დავღირიალე და კიდევ ერთხელ ვუკბიჩე მის დასანახად..

 

-შეწყვიტე ჭამა, აგერ კუთხეში ბიჭი,რომ დგას მას უნდოდა შენთან მოსვლა შევატყდე,მაგრამ ასე მხეცივით,რომ მოაგლიჯე თავი მაგ სოსისს შეეშინდა ცოტა და უკან დაიხია! - ისე ამბობდა თითქოს გულითადად ნანობდაო. თვალი გავაყოლე კუთხეში მდგარ დახლთან და შევეჩეხე თვალებით დაახლოებით ორმოცი წლის კაცს, სიცილი ავტეხე და მთელი ძალლით დავსცხე მხარზე ლუკას, თუმცა ხელი სწრაფად მოიცილა და ძალზედ გაკვირვებული და მოხარული გაექანა ჩემს უკან, ომახიანად შემოსძახა „როგორ ხარ მეგობარო-ო“ გაკვირვებული გავბრუნდი სოსისის ცოხვვნით და შევეგებე ჩემს ოცდაორ ნომერს,რომელიც ისე ეხუტებოდა ჩემს მამიდაშვილს,რომ ლამის კანი გააძრო, მერე ჩემზე გადმოიტანა ყურადღება და გამიღიმა, შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ძაღლი ან პატარა ბავშვი ვიყავი,რომელსაც უაზრო ღიმილის გარდა ვერაფერს აჩუქებ.

 

-დემი, ეს ჩემი მამიდაშვილია მელანი! - ხელი გამოსწია ჩემსკენ, მერე მობრუნდა და როგორც კი აცმაცუნებული პირი დაინახა თვლები დამიბრიალა. - ჭამა უყვარს! - მოულოდნელად თქვა და ადგილას მომკლა, მიფუჭებდა სამ თვიან დიდი საქმეს.

 

-ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს, რამოდენიმე კვირის უკან კარგი ჰამბურგერით დამასაჩუქრა!- თვალი ჩამიკრა და ხელი ჩამომართვა. პური გვერდზე გავწიე წამში და ხელსახოცით პირი მოვიწმინდე,თან ვიგრძენი როგორ ამეწვა ლოყები სირცხვილისგან. - როგორ ხარ? - ისე მკითხა პასუხს არც დაელოდა და ჩემს მამიდაშვილთან განაგრძო ლაპარაკი. მაშინვე მივხვდი რომ მისთვის სერიოზული ობიექტი არ ვიყავი, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვი,რომლისთვის მოლოდ ღიმილი და ლოყაზე ჩქმეტა შეიძლებოდა.

შევბრუნდიდ ა გავაგგრძელე ჩემი პურის ჭამა, ისე რომ თვალი ავარიდე გაოცებულ ნინას,რომელიც ადგილას მკლავდა.

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888
ნანახია: 451 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 3.8/4
სულ კომენტარები: 5
avatar
0 Spam
1
დამაწიწკნინა ეხლა იმ დემისთვის ის თმები ხოა ღირსი.
avatar
0
2
ვაიმე რა კარგად ვიცინე biggrin რატომ კი მაგრამ?
avatar
0 Spam
3
აბა ანგელოზივით გოგოს რო ვერ ამჩნევს ხო უნდა დააჩიჩქნო ის თვალები და წიწაკა ამოუსვა მეტი ეფექტისთვის.
avatar
0
4
ვაიმე biggrin biggrin biggrin biggrin biggrin ახლა ვწერ მესამე თავს და ვეცდები ცოტტა მაინც ვაწვალო 22 ნომერი თქვენი ხათრით biggrin biggrin biggrin biggrin
avatar
0 Spam
5
ძეგლს დაგიდგამ ჯგუფში თუ მაგას გადმოაყრევინებ ბუდიდან თვალებს
avatar