22 ნომერი [3]
21.09.2018, 22:32
-მომეჩვენა თუ მის დანახვისას აწითლდი? - ოცდაორი ნომრის გასვლისთანავე გვერდზე ამომიდგა და ჩუმად დამიჩურჩულა ლუკამ. - რამე არვიცი?

-ოჰ, ისე მეუბნები რამე არ ვიციო,თითქოს ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი იცი! - გაბრაზებულმა ამოვიდუდღუნე და მაგიდაზე მუვაგდე პურის ნაწილი.

-მოდი შენი ცხოვრების ყველა დეტალი მერე მომიყევი და ახლა რაც მთავარია ის ჩამომირაკრაკე... - მხარი გამკრა და ლუდი დალია.


-რა არის მთავარი? - წავიყრუე ცოტა,თან ნინას და მის მეგობარს დავაკვირდი, ცოცხალ ბენდს უსმენდნენ და საერთოდ არ აინტერესებდათ რას ბოდავდნენ ორი ბიძაშვილ-მამიდაშვილი.

-რატო ანერვიულდი მის დანახვისას? - მკითხა პირდაპირ.

-ჩვენი ქალაქის გუნდში თამაშობს, ასე თუ ისე ცნობილი ფეხბურთელია და ლოგიკურია მის დანახვისას ავნერვიულდი, ამ ორი კვირის მანძილზე ზედიზედ სამჯერ ვნახე, არაა ასანერვიულებელი? - ერთიანად მივყარე.

-ოჰ, მყავდეს ესეც მესი!- მის ხმაში ცოტა შური ვიგრძენი.- ისა და როდიდან ინტერესდები ფეხბურთით? არა მგონია ყველა ფეხბურთელს სახეზე ცნობდე და მერე ნერვიულობდე!

-რა გინდა რას გადამეკიდე?! - დავუყვირე ქართულად, თან მოშტერებულ ნინას ვანიშნე უკან გაეხედა ბენდისთვის. - შენ საიდან იცნობ?

-ჩემი თანამშრომლის ძმაა, თუ გახსოვს ანდრე?! -მკითხა ისე თითქოს ოცდაოთხი საათი ერთად ვიყავით.

-მე რა ვიცი ვინაა ანდრე? - გავიოცე.

-არადა ორჯერ გყავს ნანახი...- თვალები გადააბრალა.

-ითვლიდი? -დავცინესავით.

-კარგი ახლა გეყოს და მითხარი როდიდან დაინტერესდი ფეხბურთით?! - თვალებში ისეთი თვალებით ჩამაშტერდა შეუძლებელი იყო მისთვის უარის თქმა, ამიტომ ღრმად ჩავისუნთქე და შეგნებულად ქართულ ენაზე დავიწყე.
-სამი თვის უკან ნინამ მაიძულა ფეხბურთზე წასვლა, ხომ იცი არ მიყვარს ფეხბურთი, ჯერ უარი ვუთხარი,თუმცა შაბათ დღეს სახლში ჯდომა არ მინდოდა, ამიტომ ავდექი და გავყევი, იქ მისულს დავინახე ოცდაორი ნომერი და დავინტერესდი, მერე მთელი თამაშის დროს ვაკვირდებოდი,როგორ ეშლებოდა ყველაფერზე ნერვები. იმდღეს წააგეს ძალიან მოწყენილი იყო, უფრო გაბრაზებული საკუთარ თავზე,თუმცა პირველად მაშინ შემომხედა, ნუ რათქმაუნდა ისიც შემთხვევით და წამიერად,მაგრამ სწორედ მაშინ მოხდა მოსახდენი. მის მერე სულ ყველა თამაშზე ვარ ნამყოფი, თუმცა არცერთხელ არ დამინახვს ბურთი, ანუ აქედან იმსჯელე,რომ მხოლოდ მის საყურებლად მოვდიოდი. მემგონი გიჟი ვარ,თუმცა ამდენ პრობბლემაში მასზე ფიქრი ძალიან შემიყვარდა, არვიცნობ, მაგრამ მგონია,რომ სულ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. სამი თვის მანძილზე სადაც 22 ციფრს დავინახავ ყველგან ბავშვივით მიხარია. 

-მელანი, კარგად ხარ? - ჯერ გაეღიმა მერე ისტერიულად აუტყდა სიცილი და ლამის სუნთქვა შეეკრა. - არადა არაფერი დაგილევია!

-აი, რატომ დამცინი?! - ცეცხლი მომეკიდა.

-არ დაგცინი, უბრალოდ მიკვირს....

-რა არის გასაკვირი? - უარესად გავბრაზდი. - ცხოვრებბისგან დასტრესილს მასზე ფიქრი მიხარია, გაგრძელდება კიდევ რამოდენიმე თვე და დამავიწყდება რა მოხდა მერე ჰა?!

-ახლა ისე ლაპარაკობ, მგონია მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდება! - მხარზე სიცილით მკრა ხელი,თან რამდოენიმე ნაბიჯი წინ გადადგა. - წავალ მოვიყვან და გაგაგაცნობ, რაღა მარტო შენ იფიქრო მასზე, ადგეს და „ოცდაორმა ნომერმა“ შენზეც იფიქროს! - ხაზგასმით თქვა მისი ჩემს მიერ მინიჭებული ზედმეტ სახელი და წინ წავიდა,თუმცა დავეწიე და მაგრად ვუჩქმიტე მკლავზე.

-უკან გაბრუნდი და ადგილი დაიკავე ისე თითქოს არაფერი მომხდარა,თორემ აქვე დაგიდგამ კუბოს! - კბილებში ბრაზით გამოვცარი და ადგილას დავაბრუნე.

-ექიმს გაესინჯე! - ნატკენ მკლავზე ხელი მოსივა და ისევ წინ წავიდა.- არ გამომეკიდო,თორემ არვიცი რას გიზამ, უბრალოდ მეფსია და ტუალეტში მივდივარ, არვაპირებ მისთვის არაფრის თქმას! - ძალიან გაბრაზებულმა მომახალა და ტუალეტისკენ აიღო გეზი. ცოტა დავმშვიდი,მაგრამ იმის წარმოდგენისას,რომ ყელაფერს ეტყოდა ცეცხლი მეკიდებოდა. ათასჯერ გადავხარშე მომხდარი და შევამჩნიე,რომ რამოდენიმე წყვილი თვალი მაკვირდებოდა,თუმცა დავაიგნორე და გავნაგრძე ჩემთვის ბრაზი.

გონს მაშინ მოვედი,როცა ოცდაორ ნომერს ნაცნობი გოგონა მიუახლოვდა გადაკოცნა და მის გვერდით დაიკავა ადგილი, გავცეცხლდი უარესად,თან თითები გადავაჯვარედინე ერთმანეთში და მძიმედ ამოვისუნთქე, არცერთი სიტყვა არ გამიგია ნინასა და მისი მეგობრის ნათქვამი,თუმცა შთაბეჭდილებას ვუტოვებდი,თითქოს ღრმად დაინტერესებული ვუსმენდი.

მორიდებულად გავუღიმე და ლუდის კათხით ხელში წავედი ტუალეტისკენ სადაც ლუკა მეგულებოდა, დაახლოებით ათი წუთი ველდოე და გამოსვლისთანავე ვეცი.

-ვინაა ეს გოგო იცნობ? - ჩემს დანახვისას შეშინებული შეხტა, მერე ამოისუნთქა და თვალები გადააბრიალა. -ძალიან მაინტერესებს!

-ექვსითვე არ მყავდი ნანახი და ამ ექვსი თვის განმავლობაში შემთხვევით ტრაქტორმა ხომ არ გადაგიარა თავზე?! - მკლავზე წამავლო ხელი და წინ წამათრია. - მისი შეყვარებულია, ვინ უნდა იყოს?!

-ანუ შეყვარებულია?! - დამიმწუხრდა ხმა.

-არა, თავის დას კიდებს ტრაკზე ხელს! - მისი ნათქვამის მერე მზერა ოცდაორი ნომრის ხელსკენ გადავიტანე და ნამდვილად უკანალზე აღმოვაჩინე.

-ამის გამო თავს ხომ არ მოვიკლავ ახლა!- ვცადე სიტყვებით დამემშვიდებინა საკუთარი თავი და წინ წავედი, მათი მაგიდა უნდა ჩამევლო, ამიტომ მაქსიმალურად გავიმართე წელში და საბოლოოდ გადავწყვიტე სხვის შეყვარებულზე ფიქრი შემეწყვიტა, თუმცა ძალან დიდი დაძაბულობას ვგრძნობდი მთელს სხეულში. ფეხს ოდნავ ავუჩქარე და ვიგრძენი,როგორ წამოვდე ერთერთი სკამის ფეხს და პირდაპირ მათი მაგიდის წინ როგორ გავიშხლართე,თან ხელიდან კათხა მოვიქნიე, ისე რომ ხელბში დამრჩა ცარიელი კათხა, ნუ რაღა თქმა უნდა ყველა თავზე მომეხვა, ლუკამ აწითლებულმა წამომაყენა და მკლავზე მიჩქმიტა, თვალი შეშინებულმა გავაპარე ოცდაორი ნომრისენ და დავინახე,რომ ცხვირ-პირი სულ სველი ჰქონდა, მისი ქერა ლამაზი თმა ლუდისგან ოდნავ ჰაერში გაშეშებულიყო ჩემს გულთან ერთად.
იმ მომენტში ცხოვრება შემზიზღდა, ფეხზე ვიდექი უკვე,თუმცა სუიერად ლამის უსკრულამდე ვიყავი დასული. თვალებში ვერც შევხედე ისე მოვიბოდიშე და ადგილიდან გავქრი.

-ვაიმეეე! - წამომეწია ლუკას სასოწარკვეთილი ხმა,თან მანქანა გამიღოდა შიგნით ჩამასვენა.-რა ამბავია ნეტა განახა, სპეციალურად ქენი ხო? - გაეცინა,თან მანქანა დაქოქა. - ჩემი თუ არ გახდები ბარემ ლუდში იბანავეო არა?! - სიცილს ვერ წყვეტდა.

-ხმა ჩაიგდე,თორე მოგკლავ!

***
იმ ღამეს ერთი წუთითაც არ მეძინა, დილას როგორც მკვდარი ისე ავდექი საწოლიდან ყავა სწრაფად დავლიე და სასოწარკეთილი დავჯექი აივანზე მზის ამოსვლისთვის,რომ მომესწრო. დიდი სიამოვნება ვერ მივიღე,რადგან იმდენად გაბრაზებული ვიყავი, საერთოდ არ ვფიქრობდი მზეზე და მის ამოსვლაზე.

-როგორ ხარ? - გაბმული რამოდენიმე ზარის მერე ვუპასუხე ნინას. - წუხელ სად გაქრი?

-სად გაქვრებოდი შენი აზრით??

-რა განერვიულებს, ოცი წუთის მერე აღარც ახსოვდა...

-ძალიან გაბრაზებული ჩანდა? - გულმა ვერ მომითმინა.

-შენ აჭარბებ მაგას, არაფერი გაბრაზებულიც არ იყო, არ ესიამოვნა უბრალოდ...

-რატომ მირეკავ ამ დროს რა გინდა? - ბოლოს გამახსენდა დილის ექვსი საათი რომ იყო.

-მოგიკითხე უბრალოდ, დღეს ფეხბურთია,მარა არ წამოხვალ ხო? - შემომაპარა ბოლოს დარეკვის მიზეზი.

-რატომ, ვითომ? - გავცეცხლდი.

-რავიცი გუშინდელი მერე...-დაიბნა

-აბა გაბრაზებული არ იყოო? - ხმას ვუმატე.

-ანუ მოდიხარ? - უხერხულად ჩაიცინა.

-კი!

***
არვიცი რატომ მაგრამ გამბედაობა მომემატა, საოცრად გაბრაზებული და ენერგიით აღჭურვილი ავედი სტადიონზე ჩემს „საყვარელ“ მამიდაშვილთან ერთად. ნუ რაღა თქმა უნდა ყველა ვისი ნახვაც შეიძლებოდა იქ იყო, თუმცა ოცდაორი ნომერი დღეს არ თამაშობდა, გულშემატკივრებთან ერთად იდგა და ყურებამდე გაკრეჭილი იყურებოდა, სიმართლე რომ გითხრათ ნამდვილად ვერ ვხდებოდი რატომ არ თამაშობდა ხოლმე ასე ხანდახან და რატომ იყო გულშემატკივრებთან ერთად და არა მის დანარჩენ შემცვლელ თანაგუნდელებთან ერთად,თუმცა არ მაინტერესებდა.
მის მოპირდაპირე მხარეს დავდექი და თვალი არ მოვაცილე, ლუკას არც ვაინტერესებდი ნინასთნ ერთად ბჭობდა რაღაცას,თან ყოველ ბურთის კართან მოახლოვებაზე ყვიროდა რაღაც უაზრობებს. ბოლოს იმდენი ვქენი შემომხედა, ჯერ არ ელოდა ალბათ იქ ჩემ დანხვას,მერე გამიცინა და ბოლოს თვალი ჩამიკრა. მოულოდნელობისგან უკან გავიხედე,თუმცა ხეების გარდა ვერაფერი დავინახე,შევხედე და დავინახე როგორ გაეცინა, რამაც უარესად გამაბრაზა და შუა თითი ავუწიე, ისე რომ ვერც კი გავიაზრე. გონს მაშინ მოვეგე ლუკამ მხარი,რომ გამკრა.

-აი სად დაგერხა! - დაიჩურჩულა და კრუგზე წამოსულ ოცდაორ ნომერს გააყოლა თვალი

-რა ვქნა ახლა?! - ავნერვიუულდი, ლამის ხეებში გადავხტი და გავიქეცი.

-ეგ მანამდე გეფიიქრა სანამ შუა თითს არ აუწევდი..-დამამშვიდა მამიდაშვილმა და განაგრძო ფეხბურთის ყურება, მე კი ადგილას ვიდექი ქვასავით და ფეხს ვერც იქით ვდგამდი და ვერც აქეთ. ჩემს ტვინს არქონდა გააზრების საშუალება,რომ რამე მოემოქმედა, ამასობაში კი ჩემამდე მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჯი აკლდა....
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888
ნანახია: 452 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.8/5
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
გაიქეცი ქალო არ დააჩაგვრინო თავი.
avatar