22 ნომერი [4]
27.09.2018, 21:14

 

-გამარჯობა! - ჯერ ლუკას მიესლამა მერე ჩემს გვერდით დაეყრდნო მოაჯირს,თან გვერდულად გამომხედა და ღიმილით ჩამიკრა თვალი.

 

-გამარჯობა...-ჩემდა უნებურად დავიჩურჩულე,თან დავინახე როგორი გაოცებული დარჩა ნინა.

 

-ვის გულშემატკივრობ? - ისე მკითხა არც კი შემომხედა.

 

-მე? - დავიბენი.

 

-ხო, შენს უკან აღარავინ დგას...- მანიშნა წუთების უკან მომხდარ ინციდენტზე და გაიცინა.

 

-სადაც შენ თამაშობ...- ჯანდაბა, ახლა იქნებოდა ჯგუფის სახელის დავიწყება? ოფლმა დამასხა ლამის ჭარხალივით ავწითლდი.

 

-ვერ დაგიმალავ და გეტყვი,რომ ვიცოდი! -თვალი ჩამიკრა,თან ქვემოდან ამომხედა და წარბი ზემოთ ასწია.

 

-ახლა,რატომ არ თამაშობ? - ძალიან გავუთამამდი.

 

-ფეხი მაქვს ნატკენი და როცა არ შემიძლია არ ვთამაშობ...

 

-გასაგებია!- მოჩვვენებითად გავუღიმე და თამაშს გავხედე,თუმცა გვერდითა ხედვიდან მაინც ვუყურედი.

 

-იტალიელი არ ხარ ხომ? -მოულოდნელად მკითხა.

 

-მეე?- ისევ დავიბენი. - არა, არ ვარ..-ბოლოს გონს მოვეგე.

 

-კი, აქცენტზე გეტყობა! - თვალი ჩამიკრა. პასუხი არ დავუბრუნე გაცხარებულმა ძალით გავუცინე და მის გვერდიდან გამოვედი, შოკში მყოფ ნინას გვერდიით ამოვუდექი და ძლივს ამოვისუნთქე.

თითქოს მისი გვერდით ყოფნისას სუნთქვა მეკვროდა, ხელები სულ ოფლიანი მქონდა,მაგრამ გულში ისე მიხაროდა ლამის ბოლო ხმაზე მეღიალარა. ყველაზე მეტად გამაკვირვა,იმან რომ ჩემს აწეულ შუა თითზე არაფერი მკითხა. ქურდივით ვაპარებდი მისკენ თვალებს, წამიერად დამიჭირა და ისევ გამიცინა,თან მხრებში გასწორდა და უკან ჩამიარა, მასთან ერთად ჩემი გონებაც წავიდა, თან ვევედრებოდი მობრუნებულიყო,მაგრამ ამაყად მიდიოდა წინ.

 

-ახლა თუ მობრუნდა ერთხელ მაინც, შანსი გაქვს მასთან ურთიერთობის! - ნინამ ყურში ქართუულად მიჩურჩულა და თვალი გააყოლა. თითქოს ჩემს გულში იჯდაო ზუსტად იგივეს ვფიქრობდი,მაგრამ არ მობრუნებულა, თავის ადგილს რომ დაუბრუნდა მხოლოდ მაშინ შემომხედა ეთხელ და მერე განაგრძო მატჩის თამაში. - არ ყოფილა შენი ბედი...-დამწუხრებულმა ამოილაპარაკა ბოლოს ნინამ.

 

*88

 

სახლში უზადოთ ბედნიერი ჩავედი, წამითაც არ მომისმენია ნინასთვის და ლუკასთვის, ჩემმთვის ფიქრებში დავფრინავდი, არ ვიცი რატომ,მაგრამ მეგონა,რომ მასაც მოვწონდი, მაგრამ ამ დროს ალტერეგო შიგნიდან მანგრევდა, ცდილობდა გონს მოვეყვანე,თუმცა ცაში ვიყავი ლამის გაფრენილი.

 

-აი აქ ცხოვვრობს...- ხელი გაიშვირა წითელი აგურის სამ სართულიანი კორპუსისკენ და გონს მომიყვანა.

 

-ვინ? - ფიქრებიდან გამორკვეული ვერ მივხვდი.

 

-დემი...

 

-ოცდაორი ნომერი? - ჩამეღიმა ყურებამდე. თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია. ჩემი სახლისგან საკმაოდ შორს,თუმცა ფეხით დაახლოებით თხუთმეტი წუთის სავალზე.

 

-რა დაგემართა? - ჩემს ღიმილს ვერ მიხვდა ლუკა, ან რა მიხვედრა უნდოდა?

 

-აცალე უხარია! - რა თქმა უნდა მიხარია, რადგან ამ თვეების მანძილზე ვცდილობდი გამეგო სად ცხოვრობდა, რადგან ჩემს უბანში ჰქონდა დადებული სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი სურათი ამიტომ მოსვენება არ მქონდა, ვცდილობდი გამეგო მისი საცხოვრებელი ადგილი,თუმცა ამაოდ.

 

-რა გითხრა ამისთანა? - ჩაეცინა ბიძაშვილს.

-ოჰ,ვითომ არ გვისმენდი! - გადავიხარხარე.

 

იმ საღამოს არც არაფერი მომხდარა მნიშვნელოვანი, ნინა გავაცილეთ ავტობუსის სადგომამდე და სახლში დასაძინებლად წავედით.

 

მეორე დილას უხასიათოდ მივედი სამსახურში, ცუდ ხასიათზე ვიყავი, გამიჭირდა შაბათ-კვირის მერე სამსახურში გასვლა,თუმცა მალევე მოვედი ხასიათზე.

ძალიან დამღლელი დღის მერე ავტომექანიკაში სიხარულით მივედი და ჩემი მინიკუპერი სულ ფრენა-ფრენით წამოვიყვანე,თან მასთან ლაპარაკში გართული ისეთი აჟიტირებული ვიყავი საერთოდ ვერ დავინახე წინ მანქანა უეცრად რომ გაჩერდა და პირდაპირ მანქანის უკანა ნაწილს შევასკდი. არვიცი იმ დროს რა დამემართა,მაგრამ ენა ჩამივარდა მთელი ინერციით მომნარცხა სახეში აირბაგი და უკან მიმაგდო სავარძელზე, რამოენიმე წამში გონს მოვეგე და მოვიცილე სახიდან,თან მანქანიდან გადმოვძვერი და წინ სულ სირბილით გავიქეცი.

 

-იდიოტო, შუა გზაში მანქანას ვინ ამუხრუჭებს?! - ვიღრიალე ბოლო ხმაზე და შეშინებულ გოგოს ლამის უარესად ჩავაგედებინე ხმა. -ტფუი! - ვიღრიალე გამწარებულმა და ნატკენი მხარი დავიზილე.

 

-არ ვიცი,რა დაემართა...-დაიწყო ისტერიული ტირილი და მანქანიდან ისიც გადმოვიდა.

 

-დაგიწერ ჩემს ნომერს და სწრაფად წავალ, არ მაქვს ახლა პოლიციის თავი!- მისი მანქანიდან უკითხავად ამოვიღე სარკეში ჩარჭობილი ბლონოტი და ზედ დავუწერე თან უპასუხოდ წამოვედი.

მართალია მარტო წინა ნაწილი ჰქონდა დაზიანებული ჩემს მანქანას,თუმცა ნერვები ისე მქონდა მოშლილი, ლამის ყველა მანქანას ბრაზით გადავუარე.

სახლში მისულს კიდევ კარგი ლუკას მომზადებული ჰქონდა სპაგეტი სოუსთან ერთად,თორემ ალბათ ჩემს წარუმატებელ დღეს შიმშილიც დაემატებოდა და ერთიანად ავფეთქდებოდი. ლუკას ინციდენტზე მხოლოდ გაეცინა, მეტი არაფერი მითხრა. არც მქონდა მისი მოსმენის თავი,მხოლოდ საჭირბოროტო კითხვა დავუსვი და დაველოდე პასუხს.

 

-იპოვე სამსახური?

-აი, ვეძებ...- დაიბნა,თუმცა ისე დაიძვრინა თავი პასუხი აღარ გავეცი, არადა ვიცოდი კიდევ რამოდენიმე თვვე იქნებოდა სამსახურის გარეშე, სულ ასე აკეთებდა რაც კი იტალიაზე ჩემოდგა ფეხი, სამი თვე მუშაობდა და სამი თვე ვიღაცის კისერზე იყო. -დემის ძმას ველაპარაკე და შემომთავაზა მასთან გადასვლა,თან ბინას გავიყობთ და თან ვიმუშავებთ...

 

8888

 

ორი კვირის მანძლზე ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმით საერთოდ არც არაფერი მომხდარა, გარდა იმსა,რომ ქარაფშუტა გოგომ დამირეკა მანქანის თაობაზე და შეხვედრაზე მთხოვა მისვლა, მეც რამოდენიმე კვირით გადაუდე.

ორი კვირის მერე ისევ წავედით თამაშზე,თუმცა ამჯერად სხვა ქალაქში უფრო დიდ სტადიონზე და უფრო მეტი ხალხით. მართალია მუშაობა მიწევდა,თუმცა თანამშრომელს ვთხოვე და სმენა გამიცვალა, რამაც უაღრესად გამახარა, ახლა თითქოს უფრო მეტი სიხარული მქონდა, რადგან ოცდაორ ნომერთან რაღაც ურთიერთობა მაინც მაკავშირებდა.

 

მთელი თამაშის მანძილზე უაზროდ გაკიოდნენ გულშემატკივრები, ყურები დაცობილი მქონდა, ერთი სული მქონდა უკან გავბრუნებულიყავი და თავში ჩამერტყა ლუდის ბოთლი,თუმცა თავს ვიკავებდი. პირველ რიგში ვიდექით და წარმოიდგენეთ ყურში რამდენი უაზრო შეძახილი ჩამესმოდა. ვიდექი მოღუშული სხით რადგან ოცდაორი ნომერი ჩემგან სამკაოდ შორს თამაშობდა, თითქოს საერთოდ არ იყოო იქ, ყოველ წამს თითის წვერებზე ვიწოდი და მოშორებით  ვაკვირდებოდი. რა თქმა უნდა შემამჩნია და როგორც კი მომენტი მოეცა ჩემს მხარეს გამოირბინა მოაჯირზე დადებულ ხელზე ხელი სირბილის დროს დამისვა და წამში ისევ გაიქცა, ცოტა დავიბენი,მაგრამ გონს მომიყვანა ჩემსკენ მოშტერებული ოცდაორი ნომერი როგორ დაეცა ძირს და ფეხი გადაიბრუნა, გონება გამეთიშა, თითქოს საერთოდ გავქრი იქიდან, იმხელა ხმაზე იღრიალა მსაჯმა ექიმის სახელი,რომ გონს მოვეგე და გავხედე ოცდაორ ნომერს რომელიც ძირს უხმოდ იწვა და ორად იმანჭებოდა, ზემოდან კი მოწინააღმდეგე დაყურებდა, რომელმაც ფეხი წამოუდო და ადგილას დააგდო. რაღათქმა უნდა თავვი დამნაშავედ ვიგრძენი, ჩემთვის რომ არ შემოეხედა ალბათ არც წაიქცეოდა.

ვვიდექი გაოცებული და ამავდროულად შეშინებული იმის დანახვისას,თუ როგორ დააწვინეს საკაცეზე გაშეშებული ფეხით და სტადიონიდან გაიყვანეს.

-რამე მოოუვიდა? -შეშინებულმა ვკითხე ლუკას.

 

-არვიცი მელი, იქ არ ვარ რომ გავიგო!-უხეშაად მომიგდო პასუხი და დააკვირდა მოვლენებს, მე კი გასასვლელისკენ ძლივს გავიკვლიე გზა,რომ დამენახა სად მიყავდათ ან ჰქონდა თუ არა ყველაფერი რიგზე.

___________---


ვიცი პატარაა მაგრამ ამ თავში მეტი გამიზნულად აღარ ჩავსვი, იმედია არ გამიბრაზდებით ამდენი ხნით,რომ დავაგვიანე, სამსახურში ძალიან გადატვირთული დღეები მქონდა და ვეღარ მოვასწარი დადება, ამიტომ ბოდიშს გიხდით.

პ.ს წინ სასწაულები გველის :დდდ 

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888
ნანახია: 444 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
სასწაული შენ გელის ასე თუ დააგვიანე შემდეგი თავი biggrin
avatar