22 ნომერი [5]
01.10.2018, 22:42

 

 

-რა მოხდა? - ვკითხე ლუკას,რომელმაც იკადრა და ინფორმაციის გასაგებად წავიდა.

 

-არაფერი, ფეხი აქვს მოტეხილი...- უბრალოდ მომიგდო პასუხი და მანქანის კარი გამიღო. - რა განერვიულებს, გაუვლი!- სიცილით დააყოლა და საჭის მხარეს წავიდა.

 

-რა არ გესმის, ჩემს გამო მოსტყდა ფეხი!- სასოწარკეთილი ადგილს ვერ ვპოულობდი.

 

-ხოდა ბოდიშის მოსახდელად საღამოს მიაკითხე, რამე გემრიელ ნამცხვარს გამოგიცხობ! - სიცილით დამიბრეხვა და ადგილს მოსწყდა.

 

-ეგრე ფიქრობ? - დავჭუტე თვალები.

 

-არ მითხრა,რომ ახლა დაიჯერე?!

 

-ხო, რა არის აქ დაუჯერებელი? - გავიოცე.

 

-შენნაირად თუ ფიქრობს დემი, მერწმუნე შენი ნახვა საერთოდ არ გაუხარდება! - თვალი ჩამიკრა და სახლთან მისულმა მანქანა ხმაურით გააჩერა. - საერთოდ მოწინააღმდეგის ბრალი იყო, ფეხი წამოუდო ისიც უყურადღებობის გამო ცუდად დაეცა და ფეხი მოიტეხა, შენ რა შუაში ხარ?!

 

-სწორედ მაგ დროს მე მიყურებდა! - ნასიამოვნებმა მივახალე და სახლში შევყევი. კი ვიცოდი რომ საერთოდ არიყო სასიხარულო,თუმცა მომხდარის გახსენება ტანში ჟრუანტელს მგვრიდა, ასე მეგონა იმ დროს სამყარო ჩემი იყო. - დღეს ღამე ვერ დავადგები,მაგრამ ხვალ საღამოს აუცილებლად მივალ და მოვინახულებ- ვთქვი მტკიცედ და დივანზე დავემხე.

 

-აი ძაან გთხოვ, რო მიხვალ რას ეტყვი? - სიცილს ვერ იკავებდა

 

-რა გაცინებს? - ვგრძნობდი როგორ ვინთებოდი ნელ-ნელა.

 

-არაფერი, მოდი წასვლას თუ აპირებ მოკლედ მოგიყვები დემის შესახებ,სულ უცოდინარი ხომ არ წახვალ? - ხმა დაუსერიოზულდა. სავარძელში ჩაჯდა ჩემს წინ და დაელოდა პასუხს. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სმენად ვიქეცი. - მოკლედ ოცდაექვსი წილისაა ავსტრიელია ძმასთან ერთად ჩამოვიდა აქ, რესტორნების ქსელი აქვს, მთელს ევროპაში შვიდი რესტორანი აქვს. ერთი ძმა ყავს და დედ-მამა, მარტო ცხოვრობს,მაგრამ შეყვარებულიც ყავს მგონი... -სახე მომეღრიცა, ასეთ პატარა ასაკში რომელ რესტორნების ქსელზე იყო ლაპარაკი, საოცრად გაოცებული და ჩაფიქრებული ვიჯექი, გონს მხოლოდ ლუკას ბოლო ხმაზე სიცილმა გამომაფხიზლა, ჯერ ვერ მიხვდი რა აცინებდა, მაგრამ მერე თვითონვე ამიხსნა სიცილის მიზეზი - რესტორნების ქსელი და ტაშფანდური კიდე! - თავის სიტყვებზე თვითონვე იცინოდა.- ფებურთს თამაშობს კონტრაქტით და ადრე რომ ვმუშაობდი მის ძმასთან ერთად,სწორედ იმ რესტორნის მენეჯერია სხვა არაფერი!

 

-და რა გეგონა, ახლა მისი არარსებული სიმდიდრის გამო ჭკუიან გადავიდოდი თუ? - შევუღინე.

 

-ნწ,მშობლები მდიდარი ყავს, უბრალოდ ხო იცი ავსტრიელები რანაირები არიან, შვილებს გამოუცხადეს დამოიკიდებლად ფულის შოვნაო და მაგიტომაც არიან აქ!

 

-მე მგონი გიჟი ხარ! - სახე მოვუღიცხე და ფეხზე ავდექი.

ცოტა ავბრაზდი რა საჭრო იყო იმხელა ტყუილის მეფიქრება,თითქოს მანამდე არ ვიყავი დაინტერესებული ოცდაორი ნომრით.

საწოლში გულააღმა დავწექი და ვაიძულე საკუთარ თავს,თუმცა ფიქრები თავისას შვებოდა. ყოველ წამს წარმოვიდგენდი ხვალინდელ დღეს, როგორ მივაკითავხდი სახლში ან საერთოდ რას ვეტყოდი.

ბევრ ფიქრთან ერთად ღამის პირველი საათისკენ ჩამეძინა, ისე რომ დილას მაღვიძარას ხმა ვერ გავიგე, გონს ლუკას ტაფების რახარუხმა მომიყვანა და საწოლიდან წამოვფრინდი, სულ ჰაერში მოვწესრიგდი, ყავის დალევის გარეშე მოვემზადე და ქუჩაში ისეთი გავარდი არაფერი მახსოვდა. სამსახურში ათი წუთით დავაგვიანე რაზეც საყვედური არ ამცდა.

***

 

საღამოს სამსახურში ნინამ გამომიარა, მეზობელ კაფეში დავჯექით და ცხელი ყავა შევუკვეთეთ კრუასანებთან ერთად.

 

-გუშინ ისე გაუჩინარდი ვერც დაგემშვიდობე..

 

-ისე ვიყავი დაბნეული საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა. - თავი ვიმართლე.

 

-კი გეტყობოდა! - გაეცინა. - კი,მაგრამ რა ნახე ამ ბიჭში ამისთანა,რომ ასე გადაგრია?

 

-არ ვიცი,მაგრამ ასე მგონია,რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ! - ოცნებეში წასული იდაყვით დავეყნრდენი მაგიდას და ყავა გვერდულად მოვწრუპე. - როგორი გამოხედვა აქვს ნეტა იცოდე.

 

-ვიცი,მაგრამ დიდი არაფერი.

 

-შენ ეტყობა სხვანირად გიყურებს! - წარბი მოებულმა ავუწიე და კრუასანი პირისკენ წავიღე. - დღეს საღამოს უნდა ვინახულო!

 

-რომელ საღამოს? - გაეცინა.

-ნუ, აქედან რომ წავალ.-გამეცინა ჩემსავე ნათქვამზე,

 

-მოიცა ვის სანახავად მიდიხარ?- ბოლოს გაიაზრა და გაოცებულმა დამიქაჩა თვალები.

 

-ოცდაორი ნომრის! -ვთქვი და მისი წივილკივილი აღარც კი გამიგონია.

 

 

***

 

ღრმად ჩავისუნთქე, ხელი ნამცხვრის ყუთს მაგრად მოვუჭირე და აფორიაქებულმა მივადე მარჯვენა ხელი ზარის ღილაკს, სანამ მივაჭედი დავფიქრდი, ერთი პირი ვიფიქრე უკან გაბრუნებაზე,თუმცა ძალა მოვიკრიბე და მთელი ძალით მივაჭირე ზარს. ერთი,ორი სამი ზარის მერე კარი გამიღო სპორტულებში გამოწყობილმა ქერა ყმაწვილმა,რომელიც საკმაოდ გავდა ოცდაორ ნომერს და მაშინ მივხვდი,რომ სწორედ ის ანდრე იყო,რომელიც მყავდა ნანახი ლუკას ფიქრებით,თუმცაა საერთოდ არ მახსოვდა. მისი გამომეტყველებიდან იგივეს ვგრძნობდი. ქერა გრძელი თმა მოიქავა და სამჯერ ამათვალიერა.

 

-დემიანე კენინგი აქ ცხოვრობს? - ვკითხე და უხერხულობისგან გვეკრიჭე.

 

-კი, მობრძანდით...- სახლში შემიპატიჟა,თუმცა ვგრძნობდი ცოტა გაურკვევვლობაში იყო. წინ წასულმა სავარაუდოდ მისაღებში მყოფ ძმას გერმანულად უთხრა, ნუ რა მიხვედრა უნდოდა რა თქმა უნდოდა ჩემზე ეტყოდა. გულუპრყვილო სახით მივედი კოლიდორის ბოლომდე და მისაღებ ოთახსი დივანზე გაწოლილი დემი დავინახე, რომელსაც არც თუ ისე ბედნიერი სახე ჰქონდა, მითუემტეს მის სახლში მე რომ დამინახა. რაღაც სხვანაირად იყურებოდა, ისედაც თეთრი სახე უფრო გაფითრებული ჰქონდა და მზერა გაციებოდა. წარმოდეგნაც არ მინდოდა ახლა რა მდგომარეობაში იყო. ანდრემ ჯერ ძმას უთხრა ისევ რაღაც გერმანულად და კარისკენ წასულმა მერე მე მითხრა. - სახლში ვბრუნდები და წასვლას, რომ დააპირებ კარი დაუხურე!-თვალი ჩამიკრა და კარში გაუჩინარდა.

მისაღებში შეპატიჟების გარეშე შევედი და შევეჯახე მის ცივ მზერას.

 

-ნამცხვარი მოვიტანე,არვიცი რამდენად მოგეწონება...- მრგვალ დაბალ შუშის მაგიდაზე დავუდე და ანერვიულებულმა მის ცივ სახეს მივაშტერდი.

 

-რატომ მოხვედი? - მკითხხა მოურიდებლად პირდაპირ და ადგილას გამყინა. ან რას ველოდებოდი? ფეხი მოიტეხა, რომელიც ისედაც დაზიანებული ჰქონდა და ახლა არცკი  იცოდა ითამაშებდა თუ არა კიდევ. უხერხულად გავუცინე წინ სავარძელზე უკითხავად ჩამოუჯექი და ნერვიულობისგან ავწითლდი.

 

-ვიფიქრე მოვინახულებ-მეთქი...

 

-რატომ, ავადმყოფობის რამე მეტყობა? - აგრესიულად მომახალა

 

-არა, უბრალოდ მოვედი

 

-არც კი მიცნობ, რატომ მოხვედი? -თავისას არ მოეშვადა თან ირონიულად გაეცინა

 

-მინდოდა ეს ნამცხვარი გაგესინჯა. - ყუთს ხელი მივკარი და ვგრძენი როგორ ამემღვრა თვალები.

 

-ვანილის ნამცხვარია? - ვერ მივხვდი შევეცოდე თუ ნამდვილად გაუხარდა ნამცხვარი,თუმცა მომენტალურად გაეცინა და ყუთს დახედა.

 

-კი, ლუკამ გამოაცხო!-თავი აცრემლიანებულმა დავუქნიე და ყუთს თავი მოვხადე. სწრაფად ავდექი და დავიწყე დანის ძებნა.

 

-სამზარეულოში, მეორე თარო გამოაღე და იქ დევს.-მიმიხვდა და ხელი მეორე ოთახისკენ გაიშვირა.

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888
ნანახია: 425 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar