505 (სრულად)
10.04.2016, 19:38
მარტი იყო 1...
საშინლად ციოდა,მთელ სხეულში ატანდა ყინვა და კანკალისგან ძვლებიც კი მტკიოდა.
სამსახურიდან გამოვედი
ჩანთა მხარზე გადავიკიდე.
თმა გავიშალე,მერე ვინანე რადგან ქარი დაუნდობლად აფრიალებდა ჩემი ერთი საათის ნაწვალებ დავარცხნილ თმას.
ყურსასმენები გავიკეთე,ხელები მანტოს ჯიბეებში ჩავმალე და ცხვირი კაშნეში ჩავყავი.
ციოდა...
მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებდი ტრადიციის დარღვევას.
ჩემს საყვარელ პარკს მივაშურე.
როგორც ყოველთვის სხვა სკამებისგან მოშორებით მდგარ ხის სკამზე ჩამოვჯექი, მესმოდა "artic monkeys-505", ჩანთდან უკვე მილიონჯერ წაკითხული "ტრიუმფალური თაღი" ამოვიღე და გადავშალე.უზომოდ მიყვარდა ეს წიგნი.
ისევ 505 მესმოდა
" I'm going back to 505,
If it's a 7 hour flight or a 45 minute drive,
In my imagination you're waiting lying on your side,
With your hands between your thighs, "
მე კითხვას ვაგრძელებდი, ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილას ვიყავი მისული და ვინ იცის მერამდენედ მესმოდა 505
"-ბედნიერი ვარ-მეთქი,- გაიმეორა ქალმა
რავიკი წუთით გაჩუმდა
-გესმის,რას ამბობ? -ჰკითხა ბოლოს
-კი
ქუჩიდან შემოჭრილი მკრთალი შუქი ქალის თვალებში ირეკლებოდა
-ასეთ სიტყვებს არ ფანტავენ ჟოან
-არც მე ვფანტავ
-ბედნიერება -განაგრძო რავიკმა-ვინ იცის სად იწყება და სად თავდება" ამ ადგილის კითხვაც დავასრულე და 505-ის ბოლო სიტყვებიც ჩამესმა ყურში "...and a smile" დამთავრდა სიმღერაც.
დღეისთვის საკმარისი იყო.
ისედაც ძალიან გავიყინე.
წიგნი ჩანთაში ჩავიდე, კარგად მოიხვიე კაშნე ყელზე და ის იყო წამოდგომა დავაპირე რომ ჩემთან პატარა ბიჭი მოვიდა
-ეს თქვენთან გამომატანეს-მითხრა და ხელში რაღაც ფურცელი შემომაჩეჩა

მერე კი ძალიან სწრაფად გაიქცა ისე რომ ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი.
დავხედე და მე ვიყავი
ყურსასმენებით.
აწითლებული ცხვირით.
წიგნით და ღიმილიანი სახით.
გავგიჟდი
ვინ დამხატა
რატომ?
დაბნეული და ნაბიჯარეული გავუყევი გზას.
სახლს მივუახლოვდი.
გულში რაღაც ჩამწყდა.
ჩემი ფანჯრებიდან სიბნელე ანათებდა.
კიბეებს ნელა ავუყევი ლიფტზე არც მიფიქრია.
დიდხანს და უაზროდ ვიდექი კართან, გაღების თავიც არ მქონდა,ციოდა ახლა არაფერი სჯობდა სითბოს მე კი ყინვაში დგომა მერჩივნა.
ძლივს გავაღე კარი, უცნაურად მარტოდ ვიგრძენი თავი და ყველა ოთახში შუქი ავანთე.
ნახატს ვუყურებდი და ცრემლები თავისით მოდიოდა...
მთელი ღამე დავდიოდი ერთი წამითაც არ მძინებია
დილით დასიებული თვალებით წავედი სამსახურში
გაგიჟდნენ რა გჭირსო?
არაფერი-მეთქი.
საღამოს სწრაფი ნაბიჯით გამოვედი და პარკს მივაშურე.
რაღაც უცნაურად მოუსვენრად ვიყავი.
ყურსასმენები მეკეთა და მუსიკა არ მესმოდა თუ ჩართული არ მქონდა არ მახსოვს.
წიგნს ვერ ვკითხულობდი.
ველოდი მორიგ ნახატს.
იმედი გადამეწურა როცა გვერდით ვიღაც მომიჯდა და ისევ მესმოდა 505-ის სიტყვები მაგრამ შემიძლია დავიფიცო ჩემი ყურსასმენებიდან არ მოდიოდა ეს ხმა.
ყურსასმენი მოვიცალე და შევხედე.
თვალები ჰქონდა? სასწაული
არაბუნებრივად გრძელი თითები...
სწორი ცხვირი
და ულამაზესი ღიმილი
ყინვაში დამცხა.
ნახატი მომცა და ადგა
ინტერესიანი თვალები გავაყოლე, დაძახებას ვაპირებდი,თითქოს იგრძნო და მოტრიალდა
-ხვალ გნახავ ნენ
გავგიჟდი.
საიდან იცოდა ჩემი სახელი
რატომ მხატავდა
რა უნდოდა
წავედი.
ნახატისთვის არ დამიხედავს სახლში მივედი.
მე ვიყავი ისევ
ზედმეტად გაფანტული სახით
ყველაფერს ვიყურებდი

ისევ წიგნი მეჭირა.
მეორე დღეს ვერ მივედი.
გავცივდი
ისე რომ სამსახური და პარკი კი არა სამზარეულომდე ვერ მივედი ჩაი რომ მომემზადებინა.
ვერც მესამე დღეს მივედი.
გვიანი იყო კარზე ზარის ხმა გავიგე
ვინ უნდა ყოფილიყო როცა არავინ მყავდა?
ძლივს ავითრიე წელი და კარამდე მივედი.
ის იყო
ყველა ფერი ერთად დამემართა
ცრემლები წამომივიდა
-სად დაიკარგე? -მითხრა ნაწყენი ხმით
-ცუდად ვარ -ვუთხარი ისე მეც არ მესმოდა ჩემი ხმა
-ცუდად ხარ?
მერე ხელი მომკიდა და საწოლში ჩამაწვინა.
ჩაი მომიმზადა.
წამლები თავისი ხელით დამალევინა
ჩამეძინა
მთელი ღამე ჩემს ოთახში იყო
დილით ორი ნახატი დამახვედრა
ერთი ცარიელი სკამი იყო რომელზეც მე არა უფრო ჩემი ლანდი ჩანდა
მეორეზე მე ვიყავი კართან თითქმის მკვდარი ადამიანის სახით.
მთელი კვირა ცუდად ვიყავი
ვიწექი
პატარა ბავშვივით მივლიდა
და კიდევ 5ნახატი დამიხატა.
გამოვკეთდი
წავიდა
ისევ პარკში ვხვდებოდით ერთმანეთს
თითქმის არ ვლაპარაკობდით
ჩვენი გაცნობიდან თუ ამას გაცნობა ერქვა 6თვე იყო გასული
ჩემთან წავიყვანე
დილით ერთად ვიღვიძებდით და ერთად ვიძინებდით.
უკვე ძალიან ბევრი ნახატი მქონდა
მე პარკში
მე წიგნით
მე ყურსასმენებით
მე ფანჯარაზე
მე ჩაის ფინჯნით ხელში
მე შოკოლადით პირგამოტენილი
მე გაციებული
მე...
მე...
მე...
ყველგან და ყოველთვის მხოლოდ მე.
მაგიჟებდა მისი ყველა მოქმედებით
მისი არსებობაც კი მაგიჟებდა
ვგრძნობდი რომ ჩემი ცხოვრება რაღაცას დაემსგავსა
უაზროდ კარგად ვიყავით
ერთი წელი გავიდა ჩვენი გაცნობიდან და უკვე 365 ნახატი მქონდა.
არ ვიცი სასწაული იყო ის და მისი მთელი არსებობა.
ხანდახან ისეთ რაღაცეებზე მელაპარაკებოდა მეშინოდა
თანაც ძალიან
-ნენეე
-ჰოო

-ერთ დღეს რომ წავიდე რას იზამ?
-არაფერს
-ეგ როგორ?
-არ წახვალ,მე შენ ვერსად ვერ გაგიშვებ და დაიმახსოვრე
-არავინ არაფერი არ ვიცით ნენ
-შენ რა ჩემს მიტოვებას აპირებ?
-ამაზე არ ღირს ლაპარაკი ნენ.
* * *
მას შემდეგ არც უხსენებია
ისევ მხატავდა
ისევ ვიღიმოდი
ისევ კარგად ვიყავით
505 დღე იყო გასული ჩვენი გაცნობიდან
504ნახატი მქონდა
დილით სამსახურში წავედი
სახლს რომ მივუახლოვდი ისევ ჩამწყდა გულში რაღაც
ჩემი ოთახიდან ისევ სიბნელე ანათებდა
ვიგრძენი რომ უკვე არაფერი არ იქნებოდა კარგად
ატირებულმა შევაღე კარი
და დამხვდა
ტკივილის
მრტოობის და ტანჯვის სუნი.
იმაზე მეტად ცარიელი მეგონა ეს სახლი ვიდრე მის გამოჩენამდე იყო
ნახატი დამხვდა
მე ვიყავი ისევ
მე...
მე...
მე...
აღარ შემეძლო ყველგან მე.!...
რას არ მივცემდი ახლა ამ 505ნახატის ნაცვლად მისი ერთი ფოტო მქონოდა.
წყალი მინდოდა
სამზარეულოში შევედი
ვერ ვსუნთქავდი
ლიმნიანი ჩაი იდო
"დალიე და გამიხსენე" ეწერა მასზე
მერე წერილიც ვიპოვნე ვიტირე
არა რაღაც არაადამიანურად ვიყავი
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა მაგრამ არ მყვარებია
და არც მეყვარება
რადგან მას არავინ გავს.
ვუყურებ ნახატებს და თვალწინ მიდგას
მისი მწვანე თვალები
არაბუნებრივად გრძელი თითები
სწორი ცხვირი
და ღიმილი.
დავდივარ პარკში.
არ ვარღვევ ტრადიციას იმ იმედით რომ ის ისევ მოვა და მაჩუქებს 506-ე ნახატს.
ვუსმენ 505-ს და ვკითხულობ რემარკს.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 2583 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
აუუ ჩემი დაქალიაა ესსს applause flower heart
avatar
0 Spam
2
ჩემი დაქალიცაა. :დდდ
ხო ისტორიას რაც შეეხება ხომ ყველა მიყვარს და ვგიჟდები მარა ეს საუკეთესოა საუკეთესოთა შორის.❤❤
avatar
0 Spam
3
მადლობა გოგოებო love love
avatar