ახალი ეტაპი (1-ლი თავი)
10.04.2016, 20:11
ახალი ეტაპი

პროლოგი

ბავშვობის დაქალის სამზარეულოში იჯდა მაგდა ქორიძე და თითებს მაგიდაზე ნერვიულად აკაკუნებდა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და თითქოს გადაწყვეტილება მიიღოო, გამტკიცებული გამომეტყველებით შეხედა მეგობარს.
_შენი დახმარება მჭირდება ქეთო.
_გისმენ მაგდა_აღელვებისგან ძლივსღა შეძლო გაღიმება ქალმა.
_გოგოს ვეძებ ჩემი ბიჭისთვის.
_ნიკოსთვის? კი, მაგრამ შენ რატომ?_გულწრფელად გაუკვირდა ქეთოს მეგობრის ნათქვამი.
_ჩემი ქმრის ოინებია_სიმწრით გაეცინა მაგდას.
_საფლავშიც არ ისვენებს არა?
_როგორც ჩანს არა_თავის ქნევით დაეთანხმა და ჭიქიდან ყავა მოსვა.
_რა ოინებია ასეთი?_ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო ქეთომ და დაინტერესებული მზერა მიაპყრო მეგობარს.
_იგივე მუქარაა. თავის უკანონო შვილებს დარჩებათ ნიკოს ქონება, თუ სასწრაფოდ რამე არ ვიღონე.
_მოიცა, ანუ იმ ქვეყნიდანაც გემუქრება არა?_გულიანად გადაიკისკისა ქეთომ_ესე იგი ან ცოლი უნდა შეირთოს ან ჰაიდა ამოიცარიელოს ჯიბეები არა?
_მარტო ცოლი, რომ იყოს რა მიჭირს. აქ მთავარი ბავშვია_უპასუხა დაღლილი ხმით, ამოიოხრა და ხელი ჭაღარის დასაფარავად შეღებილ თმაზე გადაისვა.
_ორიგინალური აზრებით ყოველთვის გამოირჩეოდა შენი ქმარი, მაგრამ ეს რაღამ მოაფიქრა?
_ალბათ ჩემი სიკვდილის მერე, მაინც მოვარჯულებ ამ ბიჭსო იფიქრა_გაეღიმა მაგდას.
_ნიკოს რაღა მოარჯულებს შენი ჭირიმე_ხელი სიცილით აიქნია ქეთომ და ყავიანი ჭიქები ნიჟარაში ჩააწყო.
_ვიცი ერთი გოგო_რამდენიმე წამიანი სიჩუმე ქეთომ დაარღვია და გარეცხილი ჭიქები პირქვე დაამხო.
_მართლა?_იმედის ნაპერწკალი აუკიაფდა ქორიძეს თვალებში. რადგან თვით მისი ბავშვობის დაქალი უწევდა რეკომენდაციას ვიღაც გოგოს, აშკარად კარგი და რაც მთავარია მისთვის სანდო უნდა ყოფილიყო.
_ძალიან ლამაზი, კეთილი და ჭკვიანი გოგოა_დაახასიათა გოგონა თბილი ღიმილით, მოტრიალდა და თვალი თვალში გაუყარა მეგობარს_ისეთი გოგოა, შენს ნიკოს, რომ არც დაესიზმრება.

I თავი

მთელი დღე გაუჩერებლივ იმუშავა, დაჯდომასაც კი ვერ ახერხებდა ნორმალურად. ახლა კი ერთიანად გამოფიტული, მხოლოდ თბილ ლოგინს ნატრობდა. ნაქსოვი სვიტერის საყელო ნიკაპამდე აიწია და გაყინული ცხვირი შიგ ჩამალა გასათბობად. დღეს მარტოს მოუწია მუშაობა, მისი კოლეგის ჯანმრთელობის პრობლემის გამო. უკვე კარგად დაღამებულიყო, როცა აფთიაქი დაკეტა და დაღლილ-დაქანცული სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა ტროტუარს. ოლეგა თავს ცუდად გრძნობდა და ისვენებდა. თუმცა თვითონ წამით არ დაუწუწუნია, გმირულად უმკლავდებოდა მომხმარებლების შემოსევას და წარმატებულადაც ჩაამთავრა კიდევ ერთი სამუშაო დღე.
ფეხზე ძლივს მდგარი კარის სახელურს ჩაეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო და გასაღები რის ვაი-ვაგლახით მოარგო საკეტს. როგორც ყოველთვის ახლაც ცივი და ცარიელი სახლი შეეგება. შუქის აუნთებლად გაიარა პატარა დერეფანი და თავის ოთახში შევიდა, წამში გაიხადა ტანსაცმელი და გაყინულ ლოგინში კანკალით შეწვა. მოკუნტულს არც ფიქრის თავი ჰქონდა და არც ის ესმოდა, თუ როგორ ხმაურობდა მისი მთელი დღის უჭმელი კუჭი. საბანს თავისი სხეულის სითბო მალევე გაუნაწილა და ერთიანად მოშვებულს წამში ჩაეძინა.
დილით ადრე, კვლავ ჩვეული შემართებით და უკეთესი დღის იმედით მკვირცხლად წამოხტა ლოგინიდან. ცივი იატაკი ფეხის ცერებით გაირბინა და სააბაზანოში შეიკეტა. სამსახურში 9 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, ჯერ კი მხოლოდ 8-ის ნახევარი გახლდათ, შესაბამისად დრო საკმაოდ ჰქონდა. დილის ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ სამზარეულოს მიაშურა, ჩაი გაიკეთა და ჭიქითა და ვაშლის პავიდლოიანი პურით დამშვენებული, ტრადიციულად აივანზე გავიდა სასაუზმოდ. უყვარდა ასე ჯდომა სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით ახლა. რა სჯობდა შემოდგომის გრილ ნიავს, რომ მიუშვერდა სახეს და სხეულს ცხელი ჩაით გაითბობდა. მიუხედავად სიცივისა უყვარდა ოქროსფერი შემოდგომა. სულ ღიმილით აყოლებდა თვალს, ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებს მიწაზე ლამაზად, რომ ეფინებოდნენ და ცეცხლისფერს ადებდნენ. სიწითლე შეპარული ხეებისა და ბუჩქების მზერა გულს სიხარულით უვსებდა. განა, მხოლოდ შემოდგომა უყვარდა? არა! ის ყველა დროზე გიჟდებოდა. მათი სილმაზე აღაფრთოვანებდა და სულს უთბობდა.
ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ხედს თვალი უკმაყოფილოდ მოაშორა, ჭიქა მაგიდაზე დადგა და დერეფანში გავიდა, კარის გასაღებად.
_დარია ჩემო გოგო, დილამშვიდობის.
_დილამშვიდობის ქეთო დეიდა, შემობრძანდით_ღიმილით შემოიპატიჟა, მისი კარის მეზობელი და მისაღებ ოთახში შეატარა.
_ვიცოდი, რომ გეღვიძებოდა და ახლა ვამჯობინე მოსვლა, საღამოს დაღლილს არ შევაწუხებ-მეთქი ვიფიქრე_მორიდებით გაუღიმა გოგონას და დივანზე ჩამოჯდა.
_რამეს, ხომ არ მიირთმევთ?_სტუმარ-მასპინძლობის წესი არ დავიწყნია დარიას და თავაზიანად ჰკითხა.
_არაფერი მინდა საყვარელო. მოდი ჩამოჯექი, მინდა დაგელაპარაკო.
დარიამ უბრალოდ თავი დაუქნია და მორჩილად, ოდნავ გაკვირვებული მოკალათდა ქალის წინ, სავარძელში. მუხლებზე დაწყობილი ხელები ერთმანეთს გადააჭდო და დაელოდა საუბრის წამოწყებას.
_ხომ იცი, რომ შვილივით მიყვარხარ დარო?
_რა თქმა უნდა, ქეთო დეიდა_ღიმილით დაეთანხმა დარია.
_ისიც იცი, რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც გავნებს. შენსავით კეთილი და მოსიყვარულე გოგო მეორე არ შემხვედრია. რაც აქ გადმოხვედი, მას შემდეგ შვილად მიგიღე და შენი კეთილდღეობის მეტი არაფერი მინდა.
_კი მაგრამ ამას ახლა, რატომ მეუბნებით?_გულწრფელად გაუკვირდა გოგონას.
_ვიცი, რომ გიჭირს შვილო_ამოიოხრა ქალმა, დარიამ კი თვალები მორცხვად დახარა_ვიცი, რომ მთელი შენი ხელფასი ქირასა და გადასახადებზე მიგდის და შენთვის არაფერი გრჩება. ერთი შემოთავაზება მაქვს შენთან.
_შემოთავაზება?
_ხო. ჩემი ბავშვობის მეგობარი, თავისი ბიჭისთვის წესიერ გოგოს ეძებს. ძალიან კარგი ოჯახია, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. შეძლებულები არიან, მაგრამ ახლა თავიანთ საკუთრებაში მოდავეები გამოუჩნდენენ. მათი გადარჩენა, კი მხოლოდ იმითაა შესაძლებელი, თუ ის ბიჭი ცოლს მოიყვანს_მოკლედ ახსნა სიტუაცია ქეთომ, ხელები კალთაში ჩაიდო და გოგონას რეაქციას დაელოდა.
_მერე მე..._ენა დაება დარიას. კარგად მიხვდა საითაც მიჰყავდა საუბარი, მისი კარის მეზობელს და თავი საშინლად შეურაწყოფილად იგრძნო.
_ამას შენთვისვე გეუბნები დარო. ისეთი ოჯახია შენ, რომ შეგეფერება_სწრაფად ჩაურთო წინადადება ქალმა.
_ამას, როგორ მეუბნებით_აღშფოთებისგან სუნთქვა შეეკრა გოგონას და ფეხზე წამოხტა.
_დაფიქრდი ჩემო კარგო, თუ შენს მდგომარეობას დაუკვირდები, ასეთი შანსი ხელიდან გასაშვები არ არის.
ქალმა თბილად გაუღიმა ენაჩავარდნილ დარიას, თავზე ხელი გადაუსვა და სიტყვის უთქმელად, სრულიად მშვიდი გამომეტყველებით დატოვა სახლი.
მთელი დღე დაბნეულმა გაატარა. აფთიქშიც იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ სულ შუბლზე ირტყამდა ხელებს.
_დარია იმ კაცმა ტკივილგამაყუჩებელიო და კუჭის წამალს, რატომ აძლევ?_შეაჩერა კოლეგამ არეულ-დარეული გოგო და გამოსაფხიზლებლად ერთი კარგადაც შეანჯღრია. რა მისი ბრალი იყო? დილით ისეთი თავზარდამცემი ამბავი „ახარა“ თავისი კარის მეზობელმა, სხვანაირად ვერც იქნებოდა, საცოდავი გოგონა. არა, მაინც როგორ იფიქრა, რომ დარია მსგავს წინადადებას დათანხმდებოდა? ჯერ ისე არ გასჭირვებია, რომ უსიყვარულოდ, სრულიად უცხო მამაკაცს მისთხოვდეს. ქეთოსგან ამას ნამდვილად არ მოელოდა. რაც ბავშვთა სახლიდან წამოვიდა და იმ სახლის ახალი ბინადარი გახდა, ეს ქალი გვერდიდან არ მოშორებია. უვლიდა, ჰპატრონობდა, დედის მაგივრობას უწევდა, სწავლაშიც შეუწყო ხელი. ისიც მართალი იყო, რომ ხელფასი თითქმის არაფრისთვის ჰყოფნიდა, მაგრამ გათხოვება ფულისთვის? არა! ამას, ნამდვილად ვერ იკადრებდა.

***

საძინებლის კარი ლამის გამოგლიჯა და კედელთან მდგარი ლარნაკი, განრისხებულმა კედელს მიანარცხა. არა, ასეთი სისულელე თავში, როგორ მოუვიდა? დედამისმა ნამდვილად გააფრინა. როდის იყო ვინმეს სიტყვაზე დადიოდა? მშვენივრად მოეხსენებოდა დედამისს, რომ ქვეყანაზე არ დადიოდა ადამიანი, რომელიც მისთვის ჭკუის სწავლებას გაბედავდა. ის, მხოლოდ საკუთარ თავს უსმენდა და ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. ახლა კი...ახლა მისი თავქარიანული ცხოვრების ერთიანად შეცვლას ითხოვდნენ. არა, აშკარად გაგიჟდა ყველა.
_გეყოფა ნიკო!_დაუყვირა ქალმა და ხელიდან სასროლად გამზადებული ბროლის ვაზა გამოართვა.
_მეყოფა?!_დაიღრიალა ბიჭმა და თვალები ავად მოწკურა_რას მეუბნები მაგდა ხვდები მაინც?! ვინ გოგო, ვინ გოგო ხომ არ გადაირიე?!
_ხმა აღარ გავიგო ნიკოლოზ!_თითი ჰაერში ააფრიალა ქალმა_აღარ გაბედო ხმის აწევა, როცა მელაპარაკები! ჭკუას მოუხმე! მშვენივრად მოგეხსენება, ამას რატომაც ვაკეთებ. თუ არ გინდა შენმა უკანონო და-ძმამ გემოზე პარპაში მოგაშლევინონ წესიერად მოიქეცი და გაიაზრე რას გეუბნები!_მკაცრად გამოსცრა კბილებს შორის და შვილს თვალები დაუბრიალა.
_რას მეუბნები, რა ცოლი დედა?! არ მინდა ცოლის მოყვანა ან ასე მალე ვინ უნდა მოვიყვანო, გაგიჟდი?_ყვირილს არ წყვეტდა გააფთრებული ბიჭი.
_ხმას დაუწიე!_ხმაში ბრძანების კოლო გაერია ქალს, წამის შემდეგ კი ჩვეულებრივი ტონით განაგრძო_ქეთომ მირჩია ერთი ძალიან კარგი გოგონა.
_მერე?! დათანხმდა?! თუმცა ვინ იტყვის უარს მილიონერის ცოლობაზე_ცინიკურად ჩაიცინა ნიკომ და ხელები თავზე შემოიწყო_ეს რა შარში გავყავი თავი.
_ქეთო დაელაპარაკება, იმედია დათანხმდება. ახლა სხვა გოგო ძებნის დრო არ გვაქვს_ჩაილაპარაკა დაღლილი ხმით და სავარძელში ოხვრით ჩაეშვა.
_მე არავინ მეკითხება არა? იქნებ და არ მომეწონოს ის გოგო.
_ქეთომ, რადგან თქვა კარგია, ესე იგი კარგია_ხმა გაუმკაცრდა მაგდას. არ ესიამოვნა ნიკომ თავის მეგობარში ეჭვი, რომ შეიტანა_ახლა კი წახვალ და ნახავ იმ გოგონას!
_რაო?_შეიცხადა და თვალები გააკვირვებით დააკვესა.
_აფთიაქში მუშაობს, წადი და ნახე! ხომ გაინტერესებდა?_წარბაწევიტ ახედა მაღალ შვილს. მაგიდაზე დადებული ბლოკნოტიდან პატარა ფურცელი ამოხია, აფთიაქის მისამართი დაწეა და ნიკოს ხელისგულზე დაუდო.
_აი, ასე_გაუღიმა დაბნეულ შვილს, ლოყაზე მოწყვეტით აკოცა და სხეულის ლამაზი მიხვრა-მოხვრით დატოვა ოთახი.
„რა სისულელეა“_ჩაიფრუტუნა ნიკომ და სახლიდან გულმოსული გავარდა. არა, ახლა მხოლოდ ბიწებთან საუბარი და დალევა მოიყვანდა აზრზე. ანდაც საერთოდ დააკარგვინებდა აზროვნებას.“მაინც რა ჯანდაბაა. რა ცოლი, რის ცოლი, ღადაობს ეს ხალხი.“ ცოლი უნდოდა ახლა ნიკოს? თავის გემოზე მონავარდე მექალთანეს, რომელიც ყოველ ღამე სხვადასხვა ქალებთან გართობით იყო დაკავებული. ნკოს, რომელიც არც დალევასა და არც კარგ კაიფზე უარს არ ამბობდა, თიმცა ზღვარს მაინც არასოდეს გადადიოდა. სიმართლე, რომ ითქვას არც არასოდეს უფიქრია ცოლის მოყვანასა და სიყვარულზე. ამას ვინ გაუძლებდა? თან სიყვარული და ნიკო, დულ სხვადასხვა განზომილებები იყვნენ. ერთმანეთისგან ისე შორს, როგორც ცა და დედამიწა. ახლა, ვიღაც მისთვის სრულიად უცხო გოგო უნდა შემოეშვა მის ქარის წისქვილივით განუწყვეტლივ მბრუნავ ცხოვრებაში და მისთვისაც გაეწია ანგარიში.
_ამის დედაც!_დაიღრიალა თავისუფლების დაკარგვის შიშით გაგიჟებულმა და საჭეს შეკრული მუშტი მაგრად დაჰკრა_ვნახოთ ერთი ვინ ხარ ასეთი_ჩაილაპარაკა ეშმაკური ღიმილით, მისამართს დახედა და მანქანა მისი მომავალი ცოლის სამუშაო ადგილისკენ გააქროლა.
პატარა „ავერსის“ აფთიქში შესულმა, როცა დახლს იქით ორი გოგონა დაინახა გულში უსიამოვნოდ გაჰკრა ფაქტმა, რომ მისი საცოლის არც სახელი იცოდა და არც გვარი. წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ორ გოგოს შორის, რომელს ურიგებდნენ და სულ მალე რომელი მათგანი გახდებოდა მისი შვილის დედა.
„კარგი, რაც არის არის“._ჩაიდუდღუნა და ხვეულთმიანი შავგვრემანი ფარმაცევტისკენ დაიძრა, რომელმაც ზუსტად ამ წუთას გაუსტუმრა კლიენტი, მეორე კი ჯერ კიდევ დაკავებული იყო.
_გისმენთ?_დაიწკრიალა გოგონამ და მომლოდინე მზერა მიაპყრო ახალმოსულს.
ნიკომ წარბები ზემოთ აქაჩა და სახეზე ირონიული ღიმილი გადაეფინა.
_პრეზერვატივი თუ შეიძლება.
გოგონას ღაწვები შეეფაკლა, აშკარად შერცხვა.ნიკომ ცინიკურად ჩაიცინა და თვალებით ანიშნა დროზეო.
_რამდენი შეკვრა?_მორიდებით იკითხა ფარმაცევტმა და თვალი აარიდა. ეტყობა ძალიან უჭირდა ამ თემაზე საუბარი. თურმე რა მორცხვი ყოფილა.
_ხუთი_ვითომც არაფერიო ისეთი ხმით უპასუხა და კარგად დააკვირდა გოგო რეაქციას.
ფარმაცევტს თვალები გაუფართოვდა და რამდენჯერმე დაახამხამა. „რა იყო ხუთი არც ისე ბევრია“._გაიფიქრა ნიკომ და თაროსკენ მიმავალ გოგოს თვალი გააყოლა.
„ვერაფერს იტყვი, მშვენიერი უკანალი აქვს“_ჩაილაპარაკა გულში და ქვედა ტუჩი ენის წვერით დაისველა.
ახლა მეორე ფარმაცევტს დააკვირდა. ეს ბევრად უფრო მაღალი, წითური, ლამაზი სხეულის ფორმების მქონე გოგო იყო. თან ნიკოს რატომღაც უფრო თავისუფალი და უშუალო მოეჩვენა. ნუ, რა თქმა უნდა, მადისაღმძვრელიც, მაგრამ თავისდაუნებურად ტვალი, მაინც მორცხვი შავგვრემნისკენ გაექცა. მართალია ის მისი კოლეგასავით მაღალი და შხვართი ფეხების მქონე არ იყო, მაგრამ არც მას აკლდა ბუნებრივი ფორმები. თან ძალიან ლამაზი და ეშხიანი გოგო გახლდათ. სიდაბლე კი ბევრად უფრო საყვარელს აჩენდა.
ნიკომ სახეალეწილ და ერთიანად აფორაჯებულ გოგონას პრეზერვატივის შეკვრები გამორთვა, ფული გადაიხადა, მორცხვს თვალი ჩაუკრა და მისი გაოცებული სახით გამხიარულებულმა მოიკეტა მინის კარი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: სოფო
ნანახია: 2476 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar