ახალი ეტაპი (მე-2 თავი)

10.04.2016, 20:14 | |
II თავი დღეს კარგი დღე ნამდვილად არ ჰქონდა. ჯერ ქეთოს მაჭანკლობამ მოუშალა ნერვები, მერე აფთიაქში ბოდიალმა და უამრავი შეცდომის დაშვებამ. იმ სიმპატიურმა ბიჭმაც, რომ მოუშხამა ისედაც დაგლეჯილი ხასიათი? თავისი პრეზერვატივებით და თვალის პაჭუნით. არა, აშკარად ყველაზე საშინელი დღე იყო. ყველაფერ ამას, ხომ ისიც დაემატა, რომ ბინის პატრონმა მოაკითხა სახლში და გამოუცხადა, თბილისში ბინები ძვირდება და ქირას გიზრდიო. ახლა რა ჯანდაბა უნდა ექნა? მისი მოკრძალებული ხელფასი გადასახადებს ძლივს სწვდებოდა, თავისთვის არაფერი რჩებოდა, ახლა კი ალბათ ქირისთვისაც არ ეყოფოდა. დანარჩენი როგორ მოეგვარებინა? შუქი, გაზი, ნაგავი როგორ გადაეხადა? ან საჭმელი არ სჭირდებოდა? თბილისში ცხოვრება, ხომ ასეთი ძვირია. დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. აშკარად უკიდურეს მდგომარეობას მიუკაკუნა. სადღა ეძებოს ახლა უფრო იაფიანი ბინა? რამდენი წელია აქ ცხოვრობს, აფთიაქიც ახლოსაა და ამით ტრანსპორტის ფულს ზოგავს. ახლა რა ეშველება? დაუკითხავად მოსწყდა თვალს პირველი ცრემლი, ლოყას ჩამოუარა და სადღაც მიიმალა. პირველს მოჰყვა მეორე, მესამე...კარზე ზარის ხმა მოესმა. მაშინვე მოიწმინდა ცრემლები ხელის გულებით და გააღო. ოთახში ზიზღით სახედამანჭული ქეთო შემოვიდა. _შენი ბინის პატრონი შემხვდა. რაო რა მინდაო?_მეგობრულად წამოიწყო საუბარი ქალმა. ეტყობა არც კი ახსოვდა, თუ როგორ გაანაწყენა დილით დარია. _ქირა გამიძვირა_ხვნეშით უპასუხა გოგომ და წყლიან ჭიქას დასწვდა ყელის ჩასაწმენდათ. _დამპალი ქალი_ჩაიბუზღუნდა ქეთომ და დარიას გამამხნევებლად დაუსვა მხარზე ნაოჭშეპარული ხელი._შენ რა ქენი იფიქრე? დარიას კინაღამ წყალი გადასცდა. ერთი ჩაახველა და აწყლიანებული თვალებით მიაჩერდა გვერდითა მეზობელს. _ქეთო დეიდა მე უკვე გითხარით... _მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოთ დარო. მომავალ თვეს გადასახადებს როგორ გადაიხდი? კარგი ქირა გადაგიხდია, დანარჩენები? ჩემო კარგო, მშვენივრად იცი როგორადაც მიყვარხარ. შენთვისვე გეუბნები, დათანხმდი. დარიამ დამწუხრებული სახით გადააქნია თავი. _ამის გაგება არ შემიძლია. მე მათ, არც კი ვიცნობ. _გაგაცნობ დარო. აი, ნახავ როგორ მოგეწონება ის ოჯახი. დარიამ ხელი შუბლზე მიიდო და ღრმად ამოისუნთქა. დაფიქრება სჭირდებოდა, ასე ზედაპირულად ვერაფერს გადაწყვეტდა. თან ბრაზდებოდა საკუთარ თავზე, ასეთ აფსურდულ წინადადებაზე დასაფიქრებლად, თუნდაც წამს მაინც, რომ კარგავდა. _ის ბიჭი როგორია, ახალგაზრდაა?_მცირე ინფორმაცია, მაინც ხომ უნდა ჰქონოდა? ქალმა გაიღიმა. დარიამ კი კოპები შეკრა, რადგან მოეჩვენა თითქოს ეს ღიმილი გამარჯვებას გამოხატავდა. _25 წლისაა. ძალიან ჯიუტია, მაგრამ კეთილი. ჩემს ხელშია გაზრდილი და რომ იცოდე, როგორ მიყვარს_თბილად ალაპარაკდა ქალი. ნათელი იყო მისი გრძნობები იმ ბიჭის მიმართ. _რატომ უნდა მოიყვანოს ცოლი?_კიდევ ერთი კითხვა დასვა ქარჩავამ ინფორმაციის გასამდიდრებლად. _ქონების ამბავია შვილო, საკუთრებას ედავებიან. მამამისმა კი ანდერძი დაუტოვა ნიკოს_ან ცოლი მოიყვანე ან გადაულოცე მთელი ქონება შენს უკანონო და-ძმასო. _უკანონო?_წარბები ზემოთ აწკიპა დარიამ. _ღალატობდა ცხონებული ჩემს მეგობარს_დანანებით გადააქნია თავი ქეთომ. _რა საშინელებაა_საკუთარი აზრი არ დაუმალავს გოგონას და ამბით გაოცებულმა მხრები აიჩეჩა. _რას ფიქრობ? დარიამ დაფიქრებით გადახედა ქალს. არა, ასე სწრაფად პასუხის გაცემა არ შეუძლია. იმ ხალხის გაცნობა უნდა. ამ ღამით კარგად უნდა დაფიქრდეს. _არ ვიცი ქეთო დეიდა, მინდა დავფიქრდე. _ხვალ მიპასუხებ?_ეჭვით გახედა ქალმა. გოგონამ თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დაუქნია. _მაშ, ხვალამდე_ღიმილით დაემშვიდობა კარის მეზობელს და კმაყოფილი გავიდა სადარბაზოში. *** დაბნეული და ერთიანად აწითლებული იჯდა ქეთოს სამზარეულოში და არ იცოდა გაფითრებული ხელები სად წაეღო. ქალბატონი მაგდა გოგონას წინ, სკამზე მოკალათებულიყო და მომავალი რძლის ვიზუალით აშკარად კმაყოფილი, მოურიდებლად ათვალიერებდა თავიდან-ფეხებამდე. სწორედ ეს მზერა უჩენდა უხერხულობის შეგრძნებას. ასეთი დაჟინებული მზერის ობიექტი არასოდეს გამხდარა, შესაბამისად ახლა ეუცნაურებოდა. ერთი სიტყვაც არ ესმოდა ქეთოს საუბრიდან, რომელიც უშუალოდ მისი მომავალი ქმრის ქება-დიდებას ეხებოდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამლაპარაკს? ნახავდა და მაშინვე მიხვდებოდა, თუ რა ჩიტიც ბრძანდებოდა ეს ნიკოლოზ ბრეგვაძე, ამდენს რომ ალაქლაქებდა ამხელა ქალს. _გადაწყვეტილება უკვე მიიღე?_ჰკითხა თბილად მომღიმარმა მაგდამ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალის მზერა უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა, მაინც ძალიან მოეწონა. დახვეწილი, ელეგანტური, თავდაჭერილი და კარგად აღზრდილი ქალი ჩანდა. თან სულ თბილად უცინოდა ჩვენს დარიას. _იცით მე... მე თქვენს შვილთან მინდოდა შეხვედრა_ანერვიულებულმა ძლივსღა ამოთქვა წინადადება ბოლომდე და ნეწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში. _ასეც ვიცოდი_გაიცინა ქალმა და ფეხზე წამოდგა_ნიკოს დავურეკავ და ვთხოვ, რომ მოვიდეს. დარიამ უბრალოდ თავი დაუქნია და ოთახიდან ნარნარად გამავალ ქალს თვალი გააყოლა. პირში სიმშრალე იგრძნო, ჭიქა წყლით გაავსო და ერთიანად გამოცალა. არა, ასეთი ანერვიულებული ჯერ არ ყოფილა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, თუ რა აღელვებდა ასე ძალიან. ჰო, ალბათ იმის ეშიმოდა, რომ მისი მომავალი ქმარი ცუდი ადამიანი აღმოჩენილიყო. დარიას ხომ სჯეროდა გულწრფელი სიყვარულის და უამრავი ოცნების კოშკიც ჰქონდა აგებული. სჯეროდა, რომ ერთხელაც მის ბედისწერას გადაეყრებოდა და თვითონაც იგემებდა გიჟურ სიყვარულს. ახლა კი ოცნებები თვალსა და ხელს შუას ეფანტებოდა. ქარი უმოწყალოდ შლიდა ყველაფერს. _უამრავი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა დავითანხმე_კისკისით გამოცხადა, ოთახში დაბრუნებულმა მაგდამ და ქეთოს გვერდით მიუჯდა. გული ორმაგად აუმუშავდა დაროს. რატომ თვითონაც ვერ მიხვდა. ესე იგი მოვიდოდა, ნახავდა, შეაფასებდა. იქნებ არც მოსწონებოდა იმ ბიჭს? იქნებ აეთვალისწუნებინა და ცხოვრება გაემწარებინა დაუცველი დარიასთვის? თუმცა ამის ჩადენა, მხოლოდ ცუდ ადამიანს ძალუძს. მაგდას შვილი კი ცუდი ადამიანი ვერანაირად ვერ იქნება. ლაპარაკში დრო მალე გავიდა, დარიაც მოეშვა და თითქოს დამშვიდდა კიდეც, მაგრამ მოულოდნელად კარზე დარეკილმა ზარმა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ეფექტი შექმნა. დარიამ ოდნავ წამოიკივლა შიშისგან და აფრთხიალებული გულის დასამშვიდებლად ხელი მკერდზე მიიდო, თითქოს ასე რამეს გააწყობდა. თავი დახარა, თვალები მაგრად დახუჭა და თავს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ესმოდა, როგორ ესიყვარულებოდა ქეთო ბიჭს და ლამის ცრემლებამდე მისული ტუქსავდა ასე, როგორ დამივიწყეო. _შემოდი შვილო_გასძახა მაგდამ ბიჭს. მაშინვე მოისმა მძიმე ნაბიჯების ხმა. თანდათან, რომ მოახლოვდა და ბოლოს შეწყდა, მიხვდა, ის უკვე სამზარეულოში იმყოფებოდა. _დარია_დაუძახა ქეთომ ღიმილიანი ხმით. უხერხულობისგან აწურულმა, ნელა ასწია თავი და პირდაპირ ცისფერი თვალების ტყვეობაში აღმოჩნდა. „ოჰ ღმერთო“-ამოიკვნესა გონებაში. არა, ამდენს აშკარად არ მოელოდა. მის წინ ასვეტილი ბიჭი იმდენად ესიმპატიურა, რომ ისედაც ჩავარდნილ ენას უკვე ვეღარც კი გრძნობდა. წაბლისფერი აჩეჩილი თმები, სახეზე ოდნავ მოშვებული წვერი, სავსე ტუჩები, თხელი ლამაზი, მაგრამ ამავე დროს მამაკაცური ცხვირი და თვალები, დიდრონი ცისფერი თვალები. ეს ყველაფერი ერთმანეთს საოცრად ერწყმოდა. დაინახა, როგორ ჩაიცინა ირონიულად და იგრძნო, რომ ეცნობოდა, მაგრამ საიდან? ამას ვერ მიხვდა. ოთახში ყველა გაჩუმდა, რაღაც მოლოდინს მოასწავებდა ეს სიჩუმე. ჰო, რა თქმა უნდა, ალბათ მომავალი წყვილისგან ელოდნენ ინიციატივას. დარია, რომ სიტყვის დამძვრელი არ იყო, თვითონაც იცოდა და ალბათ, ოთახში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა. ამ მომენტში ხმის ამოღებაც არ შეეძლო, უბრალოდ იმდენად იყო ანერვიულებული, რომ არც ახსოვდა პირიდან ბგერა როგორ დაეცდინა. ამიტომ თვითონაც მის წინ მთასავით ასვეტილ მაღალ, სიმპატიურ ბიჭს მიაჩერდა მომლოდინე და ამავე დროს დაბნეული გამომეტყველებით. თითქოს ნიკომაც იგრძნო ყველა მას, რომ ელოდა. ოთახში მყოფებს დამცინავი მზერა მოავლო და აკანკალებული გოგონას ანთებული თვალებით თვალიერების შემდეგ, ცინიკურად ჩაეცინა. _ნიკო ბრეგვაძე_როგორც იქნა დაილაპარაკა ბიჭმა. მისმა სასიამოვნო, ბოხმა, მამაკაცურმა ბარიტონმა ჰაერში გაინავარდა და მოხიბლულ დარიას ყურები დაუგუბა. დარიამ მის გამოწვდილ ხელს დაბნეულმა დახედა, ნერწყვი გაწირვებით გადააგორა და ფეხზე წამოდგა. მგონი მხრებამდეც კი ვერ სწვდებოდა წესიერად. _დარია ქარჩავა_ამოილუღლუღა ხმაგაპარულმა და აკანკალებული ხელი ჩამოართვა. ღრმად ჩაისუნთქა და მისი მხურვალე ხელების შეხებისას დავლილი ჟროანტელის დაიგნორება სცადა. *** „მაგარი ვარ“_გაიფიქრა საკუთარი თავით კმაყოფილმა, ირონიული ღიმილით და მის წინ უხერხულად მჯდარ, თავდახრილი დარია უკეთ შეათვალიერა. არა, აფთიაქში შესულს, თითქოს გულმა უგრძნო, რომ ის შავგვრემანი ფარმაცევტი სწორედ მისი საცოლე უნდა ყოფილიყო. ამიტომაც მიიქცია წამსვე მისი ყურადღება. „არა, კარგი საჯდომიც კი ჰქონდა მაგრამ...“_თავის ქნევით შეახსენა საკუთარ თავს და ახლა, არც ისე ღრმა დეკოლტიდან მომზირალ მკერდს დაასო მზერა. „ბედი აშკარად მეთამაშება“_ჩაიცინა გულში და წამოდგა. ოთახში მაშინვე სიჩუმემ დაისადგურა. ქეთოს დარიას საქებარი სიტყვა შუაზე გაუწყდა და სხვებთან ერთად გაკვირვებით მიაჩერდა. _მე მივდივარ_გამოაცხადა ცივი ხმით. _დარჩენილიყავი ცოტახანს_მუდარით შეხედა მაგდამ შვილს. ნიკომ თვალები მობეზრების ნიშნად აატრილა და კარისკენ დაიძრა. მაგდამ იმედგაცრუებით ამოიხვნეშა. გასვლამდე ბრეგვაძე შეჩერდა და უკან მოიხედა. თითქოს იგრძნო გოგონა რომ უყურებდა. გაწითლებულსა და დარცხვენილს თვალი თვალში გაუყარა და ისეთი ვნებიანი მზერით შეხედა, როგორც სჩვევია ხოლმე. აი, იმ მზერით გოგონებს რომ ადნობდა და მაშინვე მის ხელში აქცევდა. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს ხრიკი ამ ფარმაცევტთანაც გაჭრიდა. ბარემ თავს დავიზღვევო გაიფიქრა და მწველ მზერას მისი მომაკვდინებლად სექსუალური ღიმილიც დაურთო. მორჩა! ამ გოგოს ამაღამ ძილი არ ეღირსებოდა! პირდაპირ კაფეს მიაშურა, სადაც მისი ორი განუყრელი ძმაკაცი ელოდა. ახლა დაჯდებოდა მათთან, დალევდა, იცინებდა მაგათ სისულელეებზე და დამშვიდდებოდა. კაფეში შესვლისთანავე მოხვდა თვალში ოთკუთხა მაგიდასთან მსხდარი ბიჭები, რომლებიც აშკარად კამათობდნენ და ხელებს სასაცილოდ იქნევდნენ. _რას ლაპარაკობთ ასეთს?_ გაიცინა ნიკომ და ორივე ძმაკაცს მისალმების ნიშნად მხარზე ხელი დაჰკრა. ბიჭებმა ჯერ დაბნეულად აჰხედეს, ეტყობა გაუკვირდათ ასე უცებ საიდან გაჩნდაო, მაგრამ მალევე დაუბრუნდათ ძველი განწყობა. _არ იცი ახალი ამბავი?_პასუხი თავის თავზე აიღო თემომ და თვალებმოჭუტულ გიგის თვალი ჩაუკრა. _რა ამბავი? _მალე მამიკო გახდება ეს შტერი_ახითხითდა თემო და დასერიოზულებულ გიგის თავზე ხელი წაარტყა. _დავაი ბიჭო_დაუღრინა გაავებულმა გიგიმ და მეგობრის მოძრაობა თვითონაც გაიმეორა. _კარგით ახლა!_დააწყნარა პატარა ბაავშვებივით მოჩხუბარი ძმაკაცები ბრეგვაძემ და გიგის თბილი ღიმილით მიუბრუნდა_მართლა ორსულადაა ლიკა? გიგი ცოლის სახელის გაგებისთანავე გაიბადრა, დათბილული სახით დაუქნია თავი და ამაყად გაიჯგიმა. _მალე ბიჭი მეყოლება. -გილოცავ ძმა. მაგრამ რა ამბავია, ჯერ ორი თვეც ძლივს იქნება რაც დაოჯახდი_გაუკვირა ნიკოს. _კარგი რა. დღედაღამ არ ასვენებს იმ გოგოს და რა იქნებოდა აბა_ჩაიფრუტუნა თემომ და ხმამაღლა ახარხარდა. -ერთხელაც ამოგაცლი მაგ ენას!_კბილების ღრჭიალით დაემუქრა გიგი და მაგიდაზე დაწყობილი ხელები მომუშტა. _ერთხელ მაინც აასრულე შე კაცო ეგ მუქარა და დავისვენებთ ორივე_ხითხითს არ წყვეტდა თემო. კარგად იცოდა ამით კიდევ უფრო რომ ახელებდა გამძვინვარებულ ძმაკაცს, მაგრამ ღადავის მეფეს განა ეს ადარდებდა? ნიკოს უკვე ხელები, სიცილისგან ატკიებულ, მუცელზე შემოეწყო და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ბიჭების ხარხარი დაწრილი დათვის ბრავილს მოგაგონებდათ, თან იმხელა ხმაზე, რომ მთელმა კაფემ მათი მაგიდისკენ იწყო თვალების ინტერესით ცეცება. _თვითონ გახვალთ, თუ გაგიტანოთ?!_დაიღრინა წარბებშეჭმუხნილმა და სათითაოდ დაუბღვირა ბიჭებს. _კარგი, ჩუმად ვარ_ხელები დანებების ნიშნად აღმართა თემომ და მოწყურებულმა მთელი კათხა ლუდი გამოცალა. _შენკენ რა ამბავია?_წამში დამსვიდებული გიგი, ახლა ნიკოს ამბით დაინტერესდა. _დღეს ვნახე ის გოგო_ამოუოხრა და სკამის საზურგეს მკლავები ჩამოსდო. _მერე?_ქაფის მოსაშორებლად ტუჩები გაილოკა თემომ. _ის გოგოა აფთიქში პრეზერვატივი რომ მომყიდა. _აშკარად შენი ბედია_გაიცინა თემომ_მერე, მოგყვება? _ალბათ_მხრები აიჩეჩა ბრეგვაძემ_მაგდას მოსწონს და მე ვინღა მეკითხება. _თორე შენ არ მოგწონს რა_ძმაკაცს აჰყვა სიცილში გიგი_მთავარია დედამთილი იყოს კმაყოფილი. _წესიერი გოგოა?_წარბები ეშმაკურად აათამაშა თემომ. _ანუ გაინტერესებს, შემიძლია თუ არა გა***მო ხოლმე?_სათქმელს მიუხვდა ნიკო და გაეცინა. _ხო, გარეთ რომ არ ეძებო ქალები, ბარემ სახლში გეყოლება რა_ჩაერთო გიგიც. _ეგ მართლა ჩემი ცოლი კი არ არის ტო_შეიცხადა ნიკომ_თან უეჭველი გამოუცდელია, ყველაფერზე წითლდება. ხომ გითხარით აფთიაქში ლამის ბოლი აუვიდა მეთქი. _კაი?_აკაკანდა თემო და აზუზუნებულ ტელეფონს უპასუხა. _გისმენ ჩიტუნია_ტუჩები გააწკლაპუნა და „ჩიტუნიაზე“ ახარხარებულ ბიჭებს თვალი ჩაუკრა._შემოგივლი საღამოსკენ_უკვე თვითონ ეცინებოდა და შეკავებული ხითხითისგან გაწითლებულიყო. _ვინ იყო ბიჭო?_ჰკითხა ნიკომ, როცა თემომ კმაყოფილი ღიმილით გათიშა ტელეფონი. _ახალი ჩიტუნია. _შენ და შენი ჩიტუნიები რა_ჩაიცინა ბრეგვაძემ, ცივი ლუდი მოსვა და თავი გადააქნია. | |
ნანახია: 2222 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |