ახალი ეტაპი (მე-3 თავი)

10.04.2016, 20:15 | |
III თავი თითქოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. იცოდა არასწორს ჩადიოდა, თუმცა გული მაინც იმ ხალხისკენ მიუწევდა. ხალხისკენ? თუ ნიკოსკენ? ალბათ, სწორედ ნიკოსკენ. მან ხომ პირველი დანახვისთანავე მიიზიდა. აი, ეს უადვილებდა გადაწყვეტილების მიღებას. აღარ ეფიქრებოდა, არც მის პრობლემებზე, არც იმაზე რომ უცნობს მიჰყვებოდა და ახალ ცხოვრებას იწყებდა. უბრალოდ იცოდა, რომ დათანხმდებოდა. გული უგრძნობდა. მეორე დღეს ქეთოს შეაუარა და განუცხადა თანახმა ვარო. სიხარულისგან სულ გაგიჟდა და გადაირია ქალი. უხერხულად აწურული დარია გულში ცრემლების ღვარღვარით ჩაიკრა და ჩაკოცნა. ქეთომ, რას ჰქვია ასე გამახარე და სახლში ხელცარიელი როგორ გაგაბრუნოო და რაც კი ტკბილეულობა ჰქონდა გადმოალაგა მაცივრიდან. ჯერ იქვე გაუმასპინძლდა, შემდეგ კი თეფშზე დახვავებული, სახლშიც გაატანა. როგორც არმოჩნდა მაგდა სარძლოთი, პირველი შეხვედრისთანავე, აღფრთოვანებული დარჩა. თვითონ განათლებული, ჭკვიანი ქალი იყო და ხალხში თავაზიანობასა და ადამიანურ თვისებებს დიდ ყურადღებას აქცევდა. მაშინვე მოეწონა დარიას ვიზუალი. განსხვავებული სილამაზისა და ეშხის პატრონი იყო ქარჩავა. საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი კულულა, ლამაზი თმით. ვარდისფერი სქელი ტუჩებით და დიდრონი თაფლისფერი თვალებით. დარიაზე მთლად დაბალიც არ ითქმოდა, მაგრამ იმდენად კაფანდარა იყო, რომ მაგდა პატარა, საყვარელ ბავშვს ადარებდა. განა იტყოდა ასეთ არაჩვეულებრივ, ყოველმხრივ მოწონებულ რძალზე უარს? ნამდვილად არა! მისთვის, რომ გეკითხათ, სულ დაიტოვებდა და ფიქტიურს ფაქტიურ რძლად აქცევდა. თუმცა მისი გაუგონარი შვილის შემყურეს, ამის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონოდა. ნიკო და დარია ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. ბრეგვაძე დაჟინებით ითხოვდა, რომ ამ გოგოსთან დაკავშირებულ საკითხებში არ ჩაერიათ. უბრალოდ შეეტყობინებინათ დრო და თარიღი, ისიც მოვიდოდა ქორწინების სახლში და ხელს მოაწერდა. ის რა იცოდა, დარია რომ სულს ღაფავდა ისე უნდოდა მისი ნახვა. სწორი იყო ნიკოს საქციელი? მოვიდა, გოგოს გული აუფორიაქა და წავიდა. ერთხელაც არ გამოჩენილა მას შემდეგ. არადა დღედაღამ დარიას ფიქრებში ჰქონდა ბინა დადებული. საწყალი გოგო თავის თავს აღარ ჰგავდა. თვითონ ნიკო ბრეგვაძე კი თავის ყოველდღიურ თავზეხელაღებულ ცხოვრებას აგრძელებდა. ყოველ დილას სხვადასხვა შიშველ გოგოსთან გვერდით მწოლიარეს ეღვიძებოდა, ხან რომელ და ხან რომელ სასტუმროში. ერთი პლიუსი, რომელიც ამ ბიჭს ჰქონდა მდგომარეობდა იმაში, რომ საკუთარ სახლს ქუჩის ქალებიტ არ ბილწავდა. მისთვის ეს ადგილი წმინდა იყო, სადაც მთელი ბავშვობა და ცხოვრების უბედნიერესი მომენტები ჰქონდა გატარებული. და რაც მთავარია, იქ დედამისთან ერთად ცხოვრობდა. ეფიქრებოდა თუ არა დარიაზე? ვერ ვიტყვით წამდაუწუმ მისი სახე ედგა თვალწინ და მასზე ტკბილ ოცნებებში ეძინებოდა ხოლმეო, მაგრამ რომ ახსოვდა აშკარა იყო. ზოგჯერ ისეთ მომენტებში გაახსენდებოდა ხოლმე მისი აფაკლული, საყვარელი ლოყები, ბრაზდებოდა. ყველაზე ხშირად კი ეს, ხორციელი სიამოვნების მიღებისას ხდებოდა. რატომღაც, როცა დაღლილი და გაოფლიანებული ლოგინზე დაებერტყებოდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა, დანაშაულის გრძნობა აწუხებდა. უჩვეულო იყო ეს მისთვის, მაგრამ ამ გოგოსთან დაკავშირებული ყოველგვარი უჩვეულობა მოსწონდა. *** მოკლე, გაშლილ მუქ ლურჯ კაბაში გამოწყობილი გამოვიდა ქორწინების სახლიდან, მის ახალ ოჯახთან ერთად. შავი მანტო შემოიცვა და გრძელი კულულა თმები, ნაზი მოძრაობით ზურგზე გადაიყარა. სჯეროდა რომ ამ შეცდომას არ ინანებდა. თითქოს მისი ცხოვრების განახლება საჭიროც კი იყო, იქნებ ახალ ეტაპს უფრო ბედნიერი გაეხადა. ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ფორმაში გამოწყობილ ახლა უკვე ქმარს გახედა და ბედნიერს ჩაეღიმა. რა აბედნიერებდა და აღიმებდა, თვითონაც არ იცოდა. უბრალოდ რაღაც ახარებდა და ვერ ხვდებოდა რა. ნიკოს, მეჯვარედ თემო ედგა. დიდი სიხარულით დასთანხმდა ბრეგვაძის შემოთავაზებას. რას ჰქვია ჩემმა ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა და მეჯვარედ სხვის დაყენებას როგორ დავუშვებო და თავიდანვე დაჯავშნა ადგილი. თუმცა ნიკო, ალბათ, სხვაზე არც იფიქრებდა. გვერდზე საკუთარი ძმაკაცზე უკეთესს ვის დაიყენებდა? დარიას მეჯვარე გიგის ცოლი იყო, ლიკა. სიმართლე ითქვას, დაროს ახლო მეგობარი არავინ ჰყავდა, ამიტომაც უყოყმანოდ დასთანხმდა მაგდას. ერთ ოთახში უწევდათ დაძინება. რა თქმა უნდა, ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო ქარჩავა. წინასწარ ხვდებოდა თავის მოვალეობებს, ამ ახალ ოჯახში და მათ პირნათლად შესრულებასაც გეგმავდა. უბრალოდ პირველი მოვალეობა ცოტათი აშინებდა. დიდ, მისაღებ ოთახში გაშლილი სუფრა დახვდათ. ბევრი არავინ შემატებოდა ოჯახს, მხოლოდ თემო, გიგი, ლიკა და ქეთო. ოთახში ტრადიციული სადღეგრძელოები და სიცილ-ხარხარი მელოდიასავით იღვრებოდა. ყველა სიხარულით შეხვდა წყვილის გაბედნიერებას. აბა, ახალდაქორწინებული წყვილისთვის გეკითხათ. ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ ხმაგაკმენდილები, უხერხულად აწურულები და მათი დალოცვისთვის მადლობის ნიშნად, მხოლოდ მსუბუქი თავის დაკვრით იფარგლებოდნენ. ქეთო ცრემლებად იღვრებოდა, რაღა მეშველება ჩემო ოქრო დარიას გარეშეო. ქარჩავაც თბილი ღიმილით შესცინებდა და დასამშვიდებლად გადაეხვეოდა ხოლმე. _დარო გამომყევი, ჩემო კარგო, ერთი წუთით_თავისკენ დედა-შვილური ღიმილით მოიხმო მაგდამ. დარიაც სხარტად წამოფრინდა ფეხზე და ტუსტუსით აეკიდა დედამთილს. _ეს არის შენი და ნიკოს ოთახი_საშუალო ზომის, ნათელ ოთახში შეატარა დარია და ხელში თეთრი ქაღალდის პარკი შეაჩეჩა. _აქ ღამის თეთრეულია, ვიფიქრე დაგჭირდებოდა_თვალი ეშმაკურად ჩაუკრა აწითლებულ რძალს და სიცილით დატოვა ოთახი. ქარჩავამ ამოიოხრა და აწითლებულ ლოყებზე გაყინული მარჯვენა ხელისგული მოისვა. რა მხიარული დედამთილი შეხვდა, ვერაფერს იტყვი. თუმცა ფაქტია, აშკარად შეუძლია რძლის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება. განა არ შეეძლო ქეთოსთვის ეთხოვნა პარკის გადმოცემა? მასთან ხომ ასე ძალიან არ შერცხვებოდა. მაგდა კი...მაინც დედამთილია ბოლოს და ბოლოს. _უჰ_ამოისუნთქა ხმაურიანად, მდიდრულ ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო წამიერი მზერა და პარკში ცალი თვალით ჩაიჭყიტა, თითქოს ეშინოდა იმ ნივთების ნახვის, რომელიც ამ ოთხკუთხა პარკში იმალებოდა. _ჯანდაბა_ამოიხრიალა ხმაწართმეულმა საცოდავად და გაოგნებულმა თხელი, გამჭვირვალე, შავი ფერის პენუარი ბრეტელებით ამოაძვრინა პარკიდან. თვალებგაფართოებული მიაშტერდა ნაჭრის ნაგლეჯს. ჰო, სხვას ალბათ ვერც უწოდებდი. უმოკლესი და ზედმეტად გამომწვევი პენუარი, დარიასთვის ზედგამოჭრილი ნამდვილად არ იყო. _ასეთი რამ ამოარჩევინა?_აიბუტბუტა აჭარხლებულმა და „სამარცხვინო“ თეთრეული სასწრაფოდ ჩააბრუნა თავის ადგილას. _ეძახე დედამთილი_ჩაიდუდღუნა დედამთილის გემოვნებით გაოცებულმა და ტუჩები გაკვირვების ნიშნად გადმოატრიალა. რა თქმა უნდა, იცოდა რომ მაგდა ძალიან თანამედროვე ქალი იყო, მაგრამ...“ნეტა ახლაც ასეთი საღამურები აცვია?“_იკითხა გონებაში დარიამ და წარბები ზემოთ აწკიპა. თუმცა მაგდა იმდენად ტანადი ქალი გახლდათ, ქარჩავა დარწმუნებული იყო, რომ ახლაც მსგავს თეთრეულში გამოწყობილი, ბრწყინვალე იქნებოდა. უკვე კარგად დაღამებულიყო, როდესაც საკმაოდ შეზარხოშებული სტუმრები წამოიშალნენ არ შეგაწუხებთო და წავიდნენ. უსაქმოდ მყოფმა დარიამ მაგიდის ალაგება დაიწყო, აბა ამ ღამით ასე როგორ დავტოვო მაგდას ხომ ვერ დაველოდებიო და ისე დატრიალდა, როგორც ნამდვილ ახალ რძალს შეეფერებოდა. თუმცა ოთახში შემობაჯბაჯებულმა პუტკუნა, საყვარელმა ქალმა-თქვენ არ შეწუხდეთ ქალბატონოო და თეფშები წამში გამოსტაცა ხელიდან. ქარჩავამ მხრები უბრალოდ აიჩეჩა და დივანზე გადაწოლილ, ტელევიზორს მიშტერებულ ქმარს, ქურდივით გახედა. კიდევ კარგი ნიკო ნასვამი არ იყო, ერთი-ორი ჭიქა თუ ექნებოდა გადაკრული და ისიც მხოლოდ ზრდილობის გამო, თორემ მისი უსიყვარულო ქორწინების აღნიშვნა, სულაც არ ეპიტნავებოდა. დარიამ კიბეები ფეხაკრებით აირბინა და გულამოვარდნილი თავის ოთახში შეიკეტა. უკვე ღამის 11 საათი იყო, შესაბამისად, ძილის დრო დარიასთვის. „სამარცხვინო“ თეთრეულიანი პარკით, სააბაზანოში შეიძურწა და ნიჟარას ხელებით დაეყრდნო. აშკარად ძალიან ნერვიულობდა, გაგიჟებული გული ვერაფრით დაეწყნარებინა. სუნთქვა ისე გახშირებოდა, თითქოს ეს-ესაა მთელ სახლს შემოურბინაო. საცოდავად გადახედა ზედმეტად გამომწვევ საცვლებს და პენუარს, და ყოყმანით მოირგო ტანზე. სარკეში სპეციალურად არ ჩაიხედა, ვაითუ გადავიფიქროო და საძინებელ ოთახში გავიდა. _ვაი_წამოიკივლა გულგახეთქილმა და ლოგინზე წამოკოტრიალებულ ქმარს შიშით შეხედა. ნიკომ ალმაცერი, ოდნავ გაკვირვებული ღიმილით აათვალიერა დარცხვენილი დარია და თავის ქნევით ჩაიცინა. _დიდი ვერაფერი_დაიგესლა ბრეგვაძე და მკლავი თავქვეშ ამოიდო. ქარჩავამ გაოგნებისგან ლამის თვალები გადმოყარა. ეს თავს იკლავდა სამარცხვინო, გამომწვევიაო და ნიკომ ყველაფერს მაშინვე გადაუსვა ხაზი. ამას დამიხედეთ! ეწყინა, ძალიან ეწყინა, რომ ისე არ აღიქვა მამაკაცმა, როგორც საჭირო იყო. ახლა ქარჩავას, არც სირცხვილი მიაჩნდა რამედ და არც ნერვიულობა. თავი ამაყად ასწია, ნაწყენი მზერა სტყორცნა ნიკოს, მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს და გაბუტული შეწვა შიგ. ნიკო ღიმილით გადატრიალდა დარიას მხარეს და მხარ-თეძოზე წამოწოლილი, გოგონას ზურგს მიაშტერდა. წამით თვალები დახუჭა და სულ რაღაც ერთი წუთის წინ, კართან მდგარი ნახევრადშიშველი დარია გაიხსენა მის გამომწვევ, სავსე სხეულს რომ ამზეურებდა და ნერწყვის დიდ გორგალს გადაყლაპვა აიძულა. მასში აზვირთებულ სურვილს, რომ გვერდით მწოლიარე უფრო ახლოს შეეგრძნო, ვერაფერი მოუხერხა. თითქოს მისკენ მოძრავი მატარებლის უკან დახევას საკუთარი ძალებით ცდილობდა. ვარსკვლავებივით აციმციმებული თვალები გაახილა, სწრაფად ეცა გამხდარ სხეულს, გადმოატრიალა და შემკრთალს ზემოდან მოექცა. _რაც უფრო მალე გავაკეთებთ ბავშვს, მის უკეთესი. *** დილით თავი ძლივს წამოსწია, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კისერზე თავის ნაცვლად ლოდი გამობმოდა. კიდევ კარგი ამ სახლში გათბობა დღედაღამ იყო ჩართული. თუმცა ნოემბრის მიწურულს, რომელი გიჟი გამორთავდა სახლში გათბობას, გარდა დარიასი. ეს კი, რა თქმა უნდა, ეკონომიის გამო, თორემ დილის, კანკალით და გათოშილი სხეულით გატარება ქარჩავას სულაც არ ეხალისებოდა. ზურგას უკან სითბო და კისერზე ცხელი ჰაერის მსუბუქი, პერიოდული ფრქვევა რომ იგრძნო, გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები და თავი უკან მიაბრუნა. მასზე მიხუტებული, მზინარე ქმრის დანახვაზე თბილად ჩაეღიმა. იგრძნო, როგორ აუღაჟღაჟდა ისედაც მუდამ წითელი ლოყები. ნიკოს დანახვამ ღამინდელი მოგონებაც ამოუტივტივა გონებაში და შერცხვა. ცხელი შხაპის მიღება მოუნდა, იქნებ მოდუნებით მაინც დაეამა მუცელში გაჩაღებული ცეცხლი, ასე რომ სწვავდა და სტკენდა. კვნესით დაახწია თავი ბრეგვაძის მკლავებს და მტკივანი სხეული ლოგინიდან ძლივძლივობით აათრია. იქვე, სავარძელზე გადაკიდებული ხალათი მოიცვა და ტკივილისაგან დამანჭული სახით შეიმალა სააბაზანოში. _კარგად ხარ?_ეშმაკური ღიმილით დაუსვა კითხვა, დიდ მაგიდასთან საუზმობით გართულ დარიას მაგდამ და ისე აათვალიერა, თითქოს წუხანდელი ღამის შემდეგ, მასში ცვლილებების აღმოჩენას ლამობსო. _კარგად ვარ გმადლობთ_მორცხვად ჩაიღიმა დარიამ და თაფლიანი პური მადიანად ჩაკბიჩა. _ხომ არ გტკივა რამე?_უხერხული კითხვების დასმას არ წყვეტდა ქალი. ქარჩავა კი უფრო და უფრო წითელი ხდებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ დაეძვრინა თავი, შემარცხვენელი დაკითხვისგან. _მგონი უნდა სტკიოდეს. მესმოდა, ამ დილით, მისი კვნესა_ოთახში დინჯი ნაბიჯებით შემოვიდა ნიკო და ცოლს ჩაკბეჩილი თაფლიანი პური, პირდაპირ პირიდან ააცალა. -შემიძლია რამე წამალი მოგცე_ აშკარად შეწუხდა მაგდა, შვილის მიერ თქმულით. _არა, არა არ მინდა_თავი და ხელები ერთდროულად გადააქნია შეშფოთებულმა და დარცხვენილმა ქარჩავამ. „რა შეუჩნდა ამ დედა-შვილს?“_გაიფიქრა სასოწარკვეთილმა და მასზე ურცხვად მოშტერებულ, ირონიულად მომღიმარ, თავხედ ქმარს თვალი სასწრაფოდ აარიდა. | |
ნანახია: 2309 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |