ახდენილი სიზმარი (ზამთრის თბილი მოგონება)(სრული)

10.04.2016, 19:32 | |
ყველაზე მეტად ხომ უნდა ძულდეს. ისევ ხომ გრძნობს აუტანელ ტკივილს, ისევ ხომ ეღვიზება ღამე ცრემლებით, ხომ უნდა ძულკდეს?! მაგრამ მაინც უყვარხარს. ახლა ესდოება, თითქოს მოვა რაღაც რაც აუცილებლად შეცვლის წინას და ეს ახლის მოლოდინი ახარებს, ძველებურად ვერა მაგრამ ხომ ახარებს ეს ახლაც იმედია მისთვის. ისევ თვალცრემლიანი გაღვიძა, ისევ მოგონებებით დანამულმა სიზმრებმა აატირა. უჩვეულო სიცივე იგრძნო თბილი საბნის ქვეშ. საბანი გაასწორა, უფრო მოიკეცე და მოცელზე ხელებ შემოხვეულმა ენბრიონის ფორმაში მიიღო. ოთახიდან ხმაური მოესმა იცოდა ძალიან გვიან რომ გაიღვიზა. – შენ კიდე დიდიხან აპირებ წოლად?_გაბრაძებულმა შემოაღო ოთახის კარები დედამისმა_ იძინებ მე გეტყვი, დაძინებეს ვერ ხვდები ღამით. – ხო როგორ არა, ვერ ვხვდები!_ირონიულად ჩაილაპარაკა. მან ხომ ციოდა რაც არ აძინებდა ღამით. – ადექი ბებიასთან მივდივართ. – მე არ მცალია დღეს. წადით თქვენ._ბალიშიდან თავი არ აუწევია. – კარგი.– უკმაყოფილოდ გაიხურა კარები დედამისმა. ნენემ ეღთი ღრმად ამოისუნთქა, ამ ამოსუნთქვასაც ამოაყოლა თითქოს ნაგროვები სევდა გულში და მასთან ახლოს ყველა არტერიას და ვენას რომ ქონდა მოდებული. ბევრი წრიალის შემდეგ ისევ ადგა ფეხზე ფანჯარასთან მივიდა, სითეთრემ, რომელსაც მთელი გარემო შეეცვალა გულზე ცუდად მოხვდა. ეტკინა საშინლად ეტკინა გული, კიდევ ერთი ბზარი დაედო მის გულს და ალბათ მალეც დაიმსხვრეოდა. მტკივნეულად გაუღმა მოგონებებს ასე რომ ეფერებოდა და უფრთხილდებოდა, მის გარდა მაინც არაფერი ქონდა შერჩენი, მოგონებებით ცხოვრება. „ – ნენე_ ძილში მოესმა თბილი ხმა და ქუთუთოებიც ერთმანეთ გაჭირვებით დააშორა. –დემე აქ რა გინდა?_ გაუკვირდა მის გვერდით მწოლიარე დემეტრე რომ დაინახა, არადა კარგად ახსოვს ღამით ძვლის გააპარა სახლიდან, რომ არავის გაღვიძებოდა. – მომენატრე._ ცხვირზე თბილად აკოცა და თვალებში ჩახედე სადაც უდიდესი სიყვარული იკითხებოდა. – მატყუარა._ გაეკრიჭრა ნენე. – საზიზღარო მოგაზრობ ამ ცხვირს და ნახავ მერე– მხუბუქად დაასო კბილები დემემ ნენეს პატარა ცხვირს. – მერე გეყოლები უცხვირო._გაიბუსა ნენე. – არაუშავს „ზატო „ მე დანაყრებული ვივლი. – რაო გშია?– გაეცინა ნენეს. – ძალიან.– თავი მოისაწყლა. – მერე ჩემთან რომ მორბოდი გეჭამა.– იცოდა რომ გააბრაზებდა დემეტრეს, ეს ხომ ყველაზე ადვილად გამოსდიოდა. – ნენე ახლა ისე კარგ ხასიათზე ვარ, ვერ გამაბრაძებ, როგორც არ უდნა ეცადო. – მართლა და რა მოხდა ასეთი.?– ინტერესით აწია წარბები ნენემ და ინდაყვებით დაეყრდნო ბალიშს რომ წამოწეულიყო. – თბილად ჩაიცვი მივდივართ. – სად? – რომ მივალთ ნახავ._ ცხვირზე აკოცა და ფეხზე წამოდგა. – ოო სად მითხარი რა .. –სანამ შენებს გაუღვიძიათ ადექი და წავედით..“ ფანჯარა გამოაღო, ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი ასე არასოდეს არაფერი სიამოვნებდა როგორც თოვლის უჩვეულო სურნელი. ისევ მოავლო გარემოს თვალი და ისევ უიმედოდ ჩაიცინა. სხულის ცახცახით ჩაიცვა თბილი ტანსაცმელი, არავისთვის უთქვია ისე გავიდა სახლიდან და თოვლით დაფარული ეზო პირველმა გაკვანა თავისი სუსუტი ფეხებით. ყოველთვის ასე ემართებოდა სიცივისგან უჩვეულოდ უწითლდებოდა ცხვირი, ამის გახსენებაზეც ჩაწყდა გულში ღრმად ისევ ტკვილი და გაახსენდა რომ დემეს ეს მასში ყველაზე მეტად უყვარდა. „ –სად მივდივართ?_ვერ ისვენებდა ნენე და სიცივისგან აწითლებულ ცხვირის დამალვას ცდილობდა. –ნუ იფარებ სარფს მაიცნ დაგინახე– გაუღიმა დემეტრემ და შარფის ხელის მარტივი მოარაობით მოაცილა ცხვირიდან. –კიდევ ბევრი დაგვჩა დემეტრე გამეყინა ფეხები?– დაიწუწუნა ნენემ და უკვე კარგად ასულ აღმართს გადმოხედა. –არც ისე.– ხელში აიყვანა გოგონას სიფრიფანა სხული და გზა ისე გააგრძელა. –დემე დამსვი. –ნუ ხვანცალებ გოგო ჩამივარდები. –დამსვი დემე ვერ ივლი ამხელა თოვლში ჩემთან ერთად მაგხელა აღმართს. –გაჩუმდი.– ტუჩებთან ახლოს აკოცა და უკვე იცოდა რომ მისვნალდე ნენე ხმას არ ამოიღებლა. გემრიელადაც ჩაიცინა ნენეს მინაბულ სახეზე. როგორც იქნა აღმართი არიარეს და დემეტრემაც ნენე დასვა, თუმცა თოვლი იმდენად ჭარბობოდა ნენემ ფეხი სწორად ვერ დადგა და თოვლში პირდაპირ სახით დაენარცხა, დემეტრესთვის ხელი არ ქონდა გაშვებული და ისიც წაიყონა თოვლში. –დემეტრე ადექი გავიგუდე.– საწყლად ამოილაპარაკა. –ჩემი მოუხერხებელი._გაცინა დემეტრემ და ფეხზე ადგა და ნენეც აიყოლა. ხსეულზე მიიკრა ნენე სახეზე სიყვარულით მოეფერა. ნენეს სხეული წამში გაუთბა დემეტრეს შეხებით. – მიყვხარხარ ნენე._ ნელა დაიხარა ნენეს ბაგეებთან და ფრთხილად დაუკოცნა ორიცე ბაგე. სიამოვნებისგან მინაბული ნენე მთელი ძალით იყო ჩაბღაუჭებული დემეტრეს ქურთუკს რომ არ ჩაკეცილიყო ამხელა სიამოვნების შემდეგ. –ისუნთქე ნენე_ გაიცინა დემემ როცა მის ტუჩებს მოშორდა მაგრამ ნენე მაინც სუნთქვა შეკავებული ედოდა გაგრძელებას. დემეს ხმაზე უკმაყოფილოდ გაახილა თვალები. –სულელო._გაიბუტა ბავშვივით ნენე და ზურგი აქცია. სუნთქვა უფრო შეეკრა და იგრძნო რომ გული შეიძლება მართლა ამოვარდნოდა. თვალებზე ცრემლები მოადგა, ვეღარ შეიკავა და ცრემლებმაც დაუკითხავად გადმოკვეთეს ბარიერი. ხელი პირთან მიიტანა და გაოცებული სახით და ცრემლიანი თვალებით უყურებდა იმას რასაც ვერასოდეს იფიქრებდა. –დემე ეს .._ ხმა გაუწყდა ემოციისგან. დემეტრე უკნიდან მოეხვია და ცხვირი მის ყელში ჩარგო, ნენეს სურნელი ღრმად ჩისუნთქა. –მოგწონს? ვეცადე ზუსტად ისეთი ყოფილიყო როგორც იქ ეხატა._ დემეტრემ ყელში აკოცა და შემდეგ ნიკაპი თავზე ჩამოადო. –დემე მეე.. ისეთია._ ყურებამდე გაიღიმა ნენემ და ცრემლებს იწმენდდა. –ხოდა ძალიან კარგი. გეფიცები შიგნით არაფერისთვი მიხლია ხელი, უკეთესია ეგ შენ გააკეთო. –მიყვრხარ._ნენე შებრუნდა და დემეს მთელი ძალით მოეხვია. –მეც ჩემი პატარა მეც. გპირდები ამ სახლის ეზოში აიცილებლად ირბენენ ჩვენი შვილები და აუცილებლად გამოეკიდები უკან „ფრთხილად არ წაიქცე“_ს ძახილით.– დემეტრემ ხმაღლა გაიცინა და ნენეც აყვა.“ ისევ იმ ადგილას იდგა და ზუსტად ისევ იმ მდგომარეობაში მდგარ სახლს სევდიანად გახედა. როგორ უნდოდა მართლა ერბინათ ეზოში მათ შვილებს. ცრემლებიც ისევ დაუკითხავად მოსდიოდა თვალებიდან და გული ამ ჯერად სიხარულით კი არა ტკივილით ეკუმშებოდა. დიდიხანს უყურა სახლს რომლის სახურავიდან არ ამოდიოდა კვამლი და არც ეზო იყო საახალწლოდ მორთული, არა და ხომ უნდა ყოფილიყო. მეტს ვეღარ გაუძლო, რამდენჯერ ამოსულა აქ მაგრამ შიგნით შესვლად ვერაფრით ბედავდა, მიუდედავად იმის რომ გასაღებს სულ თან დაატარებდა. ღრმად ამოისუნთქა და მიტრიალებას აპირებდა რომ სახლის კარები გაიღო. ჯერ ეგონა რომ მოეჩვენა, მაგრამ კარებში სიულეტს რომ მოჰკრა თვალი მას რომ უყურებდა, მერე მიხვდა რომ ეს მოლანდება არ იყო. ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და შეეცადა გულის ბაგაბუგი გაეჩერებინა, თორემ უკვე ყელთან ქონდა ამოსული და ახჩობდა. ყველაფერს გრძნობდა იმ წამს გაბრაზებას, ტკივილს, მოკვლის სურვილს, მონატრებას, მაგრამ ამ ყველაფერს სიყვარული სჯობნიდა და ეს აგიჟებდა. დიდიხანს უყურა მის თვალებს, რომელიც სევდიანად უყურებდა. ისევ მტკივნეულად სუნთქავდა და თითოეულ ამოსუნთქვა–ჩასუნთქვაზე გრზნობდა ფილტვებში ჩხვლეტას. ხვდებოდა როგორ უახლოვდა ნაცნობი სილუეტი და ნაბიჯსაც ვერ დგამდა რომ წასულიყო იქიდან, ფეხები არ მიყვებოდა, გონებაც გათიშული ქონდა, გული? გულს ბაგაბუგი გაჰქონდა მთელს სხულში. –ნენე– გაიგონა როგორ ძალიან ჩუმად თქვა დემეტრეს ბაგეებმა ეს სახელი და როგორ დატანჯული ქონდა ხმა. ნენე უკვე ვეღარ უძლებდა თვალებიდან ცრემლების ნაცვლად „მდინარე“ მოსდიოდა და საცაა სლუკუნს დაიწყებდა. დემეტრე უკვე მის წინ იდგა. თვალთან შრამით და თმაში საგრძნობლად შეპარებული ჭარარით, რომელიც მის ასაკს აბსოლიტურად არ ესადაგებოდა. დემეტრემ ხელები ვეღარ გააკონტროლა, ვეღარ გაუძლო მის წინ მგდარ უკვე საშინლად მონატრებულს სხეულს, გულსაც და გონებასაც, მთელ სხეულს უნდოდა ნენეს შეხებოდა. ხელის ნელა ჩამოუსვა ნენეს ცრემლებით დასველებულ სახეს და ორივემ იგრძნო სასიამოვნო და ამავდროულად მტკივნეული ჩხვლეტა სხეულში. –ნენე – ისევ გაიმეორა დემეტრემ ჩუმად მისი სახელი. გრძნობდა რომ იმაზე მეტად მონატრებია ვიდრე ეგონა, მისმა დანახვამ სიხარულთან ტკივილთან ერთად უდიდესი მონატრებაც დაანახე. სხეული ვეღარ გააკონტროლა მონატრებას და სიყვარულს ვეღარ მოერია ნენემ და მთელი ძალიათ მოეხვია დემეს სხეულს. მთელი ძალით ეხვეოდა მის სხეულს და გაურკვევლ სიტყვებს ისმენდა დემეტრე რომ ბუტბუტებდა და სახეს ნენეს ყელში მალავდა, ცდილობდა მონატრებული სურნელით გაევსო მთელი სხული. –კიდევ რომ წახვიდე, კიდევ რომ... – ნენე უკვე სლუკუნებდა ტირილისგან და უფრო ეხვეოდა დემეს. –ჩუ ნენე. აღარ წავალ! არსად მივდივარ!_ ეხვეოდა სიფრიფანა სხეულს და ძალიან, ძალიან ღრმად სუნთქავდა ნენეს სხეულის სურნელს. იმ წამს მთელმა დედამიწამ შეწყვიტა მოძრაობა, თოვაც შეწყდა თითქოს ყველაფერი გაჩერდა ირგვლივ, ფოთლებიც დადუმდნენ თითქოს ისინიც ზედმეტად ხმაურობდნენ მათი შრიალით და მყუდროებას ურღვევდნენ ორ სულ ასე რომ იყო ერთმანეთზე ჩაბრაუჭებული. თავისით მოზებნეს ბაგეებმა ერთმანეთი და ტკივილით გაჟღენთილი კოცნა მონატრების კოცნამ შეცვალა. კოცნიდნენ მთლი გრძნობით, მთელი სიფაქიზით და დიდი სიყვარულით, მონატრების სურნელი რომ ასდიოდა. უკვე სუნთქვის უკმარისობასაც აღარ აქცევდნენ ყურადღებას იმდენად ყოფნიდან აჩქარებული სისიხლის მიმოქცევა სხეულში. –რომ არ წასულიყავი..– ჩაიჩურჩულა ნენემ როცა ერთმენეთ მოსწყვიტეს ბაგეები. –ახლა გამოეკიდებოდა ბავშვებს.– სევდიანად ჩაიცინა დემეტრემ. ნენემ თვალეში ჩახედა, უდიდეს სიყვარულთან მონატრებაც და ტკივილიც დაინახა და ეცნო, როგორ გავდა მის თვალებს ეს გამოხედვა. ისევ მოებჯინა გული ყელთან და ისევ სუნთქვა შეკავებული ცდილობდა როგორგმე გაეკონტროლებინა სხეულის თქრთოლა. დემეტრემ პლედი ნელა შემოახვია ნენეს სხეულს და გულზე უფრო მეტად აიკრა. იცოდა რომ აპატია წასვლამდეც აპატია ყველაფერი, მაგრამ ტკივილს და მონატრებას მაიცნ ვერაფერს უხერხებდა ნენე. –შიგნით..– ჩაიჩურულა ნენემ. –ისევ შენ გელოდება რომ მოაწყო.– ნათქვამს მიუხვდა დემეტრე. ღიმილით ახედა ნენემ და თავი მის მკერდზე დადო სადაც მწვანე და ყავისფერ ლაფებიან გაფორმებულ ტანისამოს ამშვენებდა მკერდთან მიქარგული სახელი“დ. გასვიანი.“ ნენეს გაეღიმა ახლა უფრო მეტად იგრძნო, რომ მაშინ როცა გაუშვა შეცდომა არ დაუშვია. უფრო მაგრად მოხვია სხეულე ხელები და თავიც უფრო კომფორტულად მოათავსა მის სხეულზე. დემეტრემ თავზე ფრთხილად აკოცა და ოდვან დაიხარა ყურთან ახლოს. –წამოდი შევიდეთ. –ჩაი გაქვს? –მწვანე.– გაიცინა დემეტრემ და ნენეც აყვა სიცილში მისი საყვარელი ჩაი გაიხსენა დემეტრეს ხათროთ რომ სვამდა სულ. –ბედობას გილოცავ ჩაიჩურჩულა ნენემ. –მეც გილოცავ._ შუბლზე აკოცა დემეტრემ და ნაბიჯი გადადგა სახლისკენ საიდანაც უკვე ბევრჯერ ამოვიდოდა კვამლი სახურავიდან და ყოველ წელს მოირთობოდა ეზო საახალწლოდ. სიცივე იგრძნო, მერე თვალებიც გაახილა. მთელ სხეულში დაუარა ტკივილმა იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე უგრძვნია. ცრემლებიც თავისით გადმოსცვივდა თვალებიდან. ისევ ხმაური მოესმა და დედამისმა შემოაღო ოთახის კარები უკმაყოფილო სახით. –შენ კიდე დიდიხანს აპირებ წოლად? იძინებ მე გეტყვი, დაძინებას ვერ ხვდები ღამით. –ხო როგორ არა ვერ ვხვდები. –ადექი ბებასთან მივდივართ. – მე არ მცალია დღეს წადით თქვენ.– სევდიანად ჩაიჩურჩულა და ცრემლები მოწმინდა. უცებ დეჟავიუს განცდა დაეუფლა. სწარაფად წამოხდა ფეხზე და ფანჯარაში გაიხედა, ირგვლივ სულ სითეთრე იყო. იგრძნო როგორ გამოტოვა გულმა დარტყმები. სწრაფად ჩაიცვა და თოვლით დაფარული ეზო რომელიც არავის ქონდა გაკვალული სწრაფი ნაბიჯით გაიარა თავისი სუსსტი ფეხებით. გული გამალებით უცემდა სანამ იქ მივიდოდა სადაც გრძნობდა რომ დემეტრე იქნებოდა. მთელი გზა გარბოდა, როგორც იქნა მიახწია ადგილს. დაღლილობისგან სწრაფად სუნთქავდა, მაგრამ ღიმილი და ბედნიერება ვერ დამალა, როცა სახურავიდან თეთრი კვამლი დაინახა როგორ ამოდიოდა, ამ დროს კარებიც გაიღო და კარებში ისევ აისვეტა ნაცნობი სილუეტი. | |
ნანახია: 2843 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | |
სულ კომენტარები: 2 | |
| |