ალისფერი სამაჯურები
10.04.2016, 20:02


თავის უკანა ნაწილში ყრუ ტკივილს ვგრძნობ. პირით ვსუნთქავ და შიგადაშიგ ვახველებ. თვალები მენაბება, მეწევის. ფილტვებსა და გულს შუა უჰაერობა მაწუხებს, ის ადგილი ძალიან მიხურდება... ლავიწებს თითებით ვიზელ. ასე მგონია ჩემს სხეულში ვიღაცამ საშინელი ღუმელი დაანთო და მას ვეღარაფერი ვეღარ გაანელებს... მდუღარე ცრემლებს თვალებიდან გადმოსვლის ნებას არ ვაძლევ... დახეთქილ ტუჩებს ენით ვისველებ და საწოლიდან წამოდგომას ვცდილობ. ჯერ ცალ ფეხს ვდგამ სრიალა იატაკზე, მერე მეორესაც და ხელებს მაგრად ვაჭერ ლეიბს. სახსრებში ძალის ნაკლებობას ვგრძნობ და ვცდილობ არ წავიქცე. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას მიკვირს როგორ ვახერხებ ფეხზე დგომას. სარკეს ვუახლოვდები და საკუთარ თავს შევცქერი. სახეში ღრმად ჩამჯდარ, დასივებულ თვალებში უკუნ სიბნელეს ვხედავ.დაღლილ ქუთუთოებს წამით ვასვენებ და ერთმანეთს ვახუტებ. მალევე ვაიძულებ დაშორებას და ისევ ჩემს გამოსახულებას ვუყურებ. უცნაური გრძნობაა ხედავდე შენს რეალურ "მეს".
….

აქამდე არასდროს მიბანავია სიბნელეში. დღეს აცრემლებული თვალებით შევვარდი სააბაზანოში და სწრაფად მოვიცილე სხეულიდან ყველაფერი ზედმეტი. ცხელი წყალი ყველგან იყო. ჩემს დალალებში ნაკადულივით მიედინებოდა, ლავიწებიდან წვეთები ჩემს მკერდს მოუყვებოდნენ და მერე გულის სიმხურვალის წყალობით ორთქლდებოდნენ. თვალებიდან წამოსული მარილიანი სითხე, შხაპის სწრაფ და თითქოს კისკისით მომავალ წვეთებს ერწყმოდა. ტუჩები ოდნავ მქონდა ერთმანეთისთვის მოშორებული, გეგონება ვიღაცას ელოდებოდნენ. მკლავებს ნაზად ვუსვამდი ერთმანეთს და საპონს ვიცილებდი. კბილები ერთმანეთს დავაჭირე და სააბაზანოს კუთხეში ჩავჯექი. ასე არასდროს მომნდომებია რომ მეღრიალა, მეყვირა და ჩემს ხმას ის სიმხურვალეც ამოჰყოლოდა გულს რომ არ ასვენებდა. მარილიან ცრემლებს კისკისა წვეთები ვეღარ მართმევდნენ. შხაპის ხმა წვიმის ხმას მაგონებდა. ირგვლივ ორთქლი იდგა, საშინელი ცხელი ორთქლი. ბუნდოვანი, ბუნდოვანი და გიჟი სიბნელე იქორობას მოსდებოდა და სადაცაა მეც მშთანთქავდა....
აი ახლა კი, მაჯებზე მოწითელო სამაჯურები მიკეთია...ფერს ვერ ვარჩევ მაგრამ წესით ზუსტად ასეთი უნდა იყოს... აბაზანაში ვწევარ და ბუნდოვან, გიჟ, სიბნელეში დაბინდული თვალებით ვუყურებ როგორ იხსნება წყალში რაღაც უცნაური "ნივთიერება " ... თვალებს ვხუჭავ და ვყვინთავ... აი ახლა მეც სიბნელე ვარ.... ბუნდოვანი, გიჟი სიბნელე....

..............
ჰელოუფრომზეაზერსაიდ

^^ ლავიუ გაიზ მისს იუ ენდ აი ემ ვერი ჰეფი <3 კაროჩე სიმონ კაია როდაბრუნდა საიტიიიიიიმიყუარხართ ყველაი და ადმინისტრატობიც უსაზღვროდდდდდდდდდდდდდდდ
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: თალალა
ნანახია: 1729 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ნიჭიერება ხარ. *)) ხომდა ჩვენც გვიყვარხარ. <3
avatar