ანარეკლი -1
12.04.2016, 12:08
ვერ დავიძინე, არადა უკვე ღამის სამი საათი იყო. გადავწყვიტე რამე ფილმისთვის მეყურებინა. ავარჩიე ფილმი და დავიწყე ყურება , თან ყავას ვსვამდი, შემთხვევით ჭიქა კომპიუტერის მაგიდიდან გადმომივარდა და შარვალზე დამესხა. შარვალი გამოვიცვალე და გადავწყვიტე სველი შარვალი აბაზანაში შემეტანა, როცა აბაზანაში შევედი აღმოჩნდა რომ ნათურა იყო გადამწვარი . სარდაფში ჩავედი, რომ ახალი ნათურა ამომეტანა. ნათურა ავიღე და გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ კარის უკან რაღაც შევნიშნე, სავარაუდოდ სარკე, რომელსაც ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული. მიკვირს რომ აქამდე არ შემინიშნავს , თუმცა ერთი თვეც არაა რაც ამ სახლში გადმოვედი. ნაჭერი მოვაძვრე და იქ მართლაც სარკე აღმოჩნდა, დიდი სარკე იყო, ჩემს სიმაღლე. ძველებურ ნივთს გავდა , საკმაოდ ლამაზი იყო , ნაჭერი ისევ გადავაფარე და სახლში დავბრუნდი .
-გაიღვიძე გიგა ... ჯერ კიდევ მეძინა ეს რომ გავიგონე , ვიღაც მეძახდა. ძლივს გავახილე თვალი, მაგრამ ოთახში არავინ იყო, ვიფიქრე რომ უბრალოდ სიზმარში გავიგე ხმა . საათს დავხედე 8 საათი იყო. ნელ-ელა ზლაზვნით წამოვდექი, ძალიან მეზარებოდა უნივერსიტეტში წასვლა . შხაპი მივიღე. ჯინსის შარვალი და მაისური ჩავიცვი და ყავის დასალევად სამზარეულოში გავედი . მიყვარს სამზარეულოს ფანჯრიდან ყურება დილაობით , რადგან აღმოსავლეთის მხარესაა და ჯერ კიდევ ამომავალ მზეს სიამოვნებით ვუყურებ . ეს რა იყო ? ... ჩემს უკან თითქოს ვიღაცამ გაიარა, ანარეკლი ფანჯრის მინაზე შევნიშნე . თუმცა ამაზე აღარ მიფიქრია, რადგან კარზე ზარი დარეკეს... ჩემი შეყვარებული იყო .
-შემოდი ანა, დილა მშვიდობისა.
-დილა მშვიდობისა გიგა . დასამშვიდობებლად მოვედი. დღეს მივდივარ ლონდონში
-დღეს? აბა ორ კვირაშიო?
-ჰო, მაგრამ ექიმმა დედაჩემს უთხრა რომ ოპერაციის გადადება აღარ შეიძლებაო .
-გასაგებია, ყველაფერი კარგად იქნება. ლიკა ძლიერი ქალია და ადვილად გადაიტანს ამ ოპერაციასაც.
-იმედი მაქვს გიგა, ძალიან ვნერვიულობ . საშინელი დაავადებაა თავის ტვინის სიმსივნე
-ჰო, მაგრამ დედაშენს ავთვისებიანი არა აქვს და მალე გამოჯანმრთელდება . არ ინერვიულო ჩემო ლამაზო , თორემ ლიკაც ინერვიულებს , ხომ იცი იმედი არ უნდა დაკარგო . ნეტა შემეძლოს შენთან ერთად წამოსვლა
-არა, რას ამბობ . გამოცდები გაქვს , თანაც ბოლო კურსზე ხარ და რატომ უნდა დაიმატო კიდევ ერთი წელი . კარგი წავედი ახლა მე , მამაჩემი მელოდება .
-კარგი საყვარელო .
ანას ჩავეხუტე და გავაცილე. მე კი მანქანაში ჩავჯექი და უნივერსიტეტისაკენ წავედი.
სახლში საღამოს დავბრუნდი და მაშინვე ლეპტოპს ვეცი , რომ ანასთვის დამერეკა და დედამისის ამბავი გამეგო. სკაიპი გავხსენი . ანა შემოსული იყო და დავურეკე.
- ანა , როგორ ხარ ? როგორ იმგზავრე? დედა როგორაა? მივაყარე კითხვები
-კარგად ვიმგზავრე გიგა, დედას ოპერაცია გაუკეთეს და ახლა მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის .
-საავადმყოფოში ხარ?
-ჰო. დედას ჯერ ძინავს
-რომ გაიღვიძებს მოკითხვა გადაეცი ჩემგან .
-აუცილებლად... გიგა ... მანდ ვინ არის ?
-სად?
-შენს უკან
-არავინ, მარტო ვარ ... რატომღაც ტანში ჟრუანტელმა დამიარა , უკან მიხედვა ვერ გავბედე, თვითონაც არ ვიცი რატომ.
-მართლა? მომეჩვენა თითქოს შენს უკან ადამიანი იდგა . აი ფოტო გადაგიღე და გიგზავნი, შენ თვითონ ნახე.
-კარგი... ფაილი გავხსენი და ჩემს უკან მართლაც იყო ვიღაც . სავარაუდოდ ქალის სილუეტი იყო და ზურგზე მოფარებული ჰქონდა ... არა ... ჯანდაბა ... ის ნაჭერი, რომელიც მაშინ სარდაფში სარკეს ეფარა. უკან მივიხედე და ჩემდაუნებურად დავიყვირე, რადგან ნაჭერი ჩემს უკან ეგდო.
-რა ხდება გიგა?
-არაფერი, არაფერი. უბრალოდ სკამს ფეხი წამოკარი (უნიჭოდ მოვიტყუე)
-კარგი, გიგა უნდა გავიდე. ექიმი გვეძახის.
-კარგი ანუკა, გამაგებინე ამბები.
-გკოცნი
-მეც გკოცნი
სკაიპი გავთიშე და უკან მივბრუნდი, რომ ნაჭერი ამეღო, თუმცა ის იქ აღარ იყო.
ვიგრძენი ჩემს უკან ვიღაც იდგა. ადგილზე გავშეშდი, აღარ ვიცოდი რა მექნა. შემდეგ თვალთ დამიბნელდადა აღარ მახსოვს რა მოხდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 1374 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar