ანარეკლი-6 დ ა ს ა ს რ უ ლ ი
12.04.2016, 12:19
-შენ იქით მხარეს წადი გიგა , მე მეორე გვირაბს შევამოწმებ. ტელეფონი ჩართული გქონდეს.
-კარგი, მაგრამ მგონი მალე დაჯდება.ცოტა ხნით მეყოფა.
გვირაბში შევედი , ირგვლივ უკუნი სიბნელე იყო და იძულებული გავხდი ტელეფონის ფანარი ჩამერთო. გვირაბი არც ისე გრძელი იყო და ბოლოში მალე გავედი . იქ კიბეები იყო. ალექსის დავურეკე.
-გიგა, რამე იპოვე?
-კიბეებია ამ გვირაბის ბოლოს.
-მარტო არ ჩახვიდე. მოვალ.
-შენ იპოვე რამე?
-ის გვირაბი რომლითაც მე წავედი შენი სახლისკენ მიდის .
-მართლა? კარგი მალე მოდი. ტელეფონი მიჯდება.
-კარგი, მე ლევანს დავურეკავ და გავაფრთხილებ.
მალე ნაბიჯების ხმა გავიგე და იქითკენ წავედი საიდანაც ხმა ისმოდა.
-გიგა
გავიგონე ანას ხმა
-ანა, შენ აქ რა გინდა?
სიბნელეში ძლივს ვარჩევდი მის სილუეტს. მისკენ წავედი . ჩავეხუტე.
-ანა, კი მაგრამ, შენ აქ რას აკეთებ
-გიგა, გიგა მოშორდი მაგას, სასწრაფოდ.
გამომაფხიზლა ალექსის ხმამ. თურმე ანას ნაცვლად ელენას ვეხვეოდი. ქალი ყელში მწვდა და მახრჩობდა, მაგრამ როგორც კი ალექსიმ ფანარი აანთო ელენა გაქრა.
-ეს რა ჯანდაბა იყო. ის ანას ხმით დამელაპარაკა.
-გიგა ადექი. ის ძლიერდება. რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ მისი გვამი.
-აქ რაღაც კარია, კიბის ქვემოთ, მაგრამ ბოქლომი ადევს. ვერ ვაღებ.
-მოიცა.
ალექსიმ ჯიბიდან ორი პატარა რკინის სამაგრი ამოიღო და ბოქლომის გაღებას შეუდგა, ჩემდა გასაკვირად ეს მალე შეძლო. შიგნით შევედით. დიდი ოთახი იყო. გამიკვირდა როდესაც სინათლე ავანთეთ. კედლები, ჭერი, იატაკი, ყველაფერი შავი იყო . კედლებზე წითელი ისრები ეხატა . ისრებს გავყევით და აკლდამას მივადექით. მე და ალექსიმ ქვა გადავწიეთ. იქ ვიღაც იწვა, ზემოდან ნაჭერი ეფარა. გადავაძვრე და იქ ელენა იყო.
-ისაა. ალექსი , ვიპოვეთ. ელენას სხეული ვიპოვეთ.
ამ დროს ალექსის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენ ლევან.
-გამაგრდი, ახლავე მოვდივართ.
-რა მოხდა?
-იმ ალქაჯმა მარინამ ლევანი დაჭრა. სასწრაფოდ უნდა წავიდეთ.
-ელენას რა ვუყოთ? აქ ვერ დავტოვებთ.
-მართალია. შეიძლება გადამალონ.
-ვინ?
-წავიდეთ, გზაში გეტყვი.
ელენა ხელში ავიყვანე და სასწრაფოდ გვირაბიდან ამოვედით და სახლისაკენ წავედით.ლევანი დაჭრილი იყო, ყელში დანა ჰქონდა ჩარჭობილი.მარინა კი არსად ჩანდა.
-ჯანდაბა, მკვდარია ... ამის დედაც . წამოიძახა ალექსიმ.
ალექსიმ პოლიცია გამოიძახა. სახლიდან გამოვედით. ელენა მანქანაში ჩავაწვინე, მეც ჩავჯექი. ალექსი ჩაჟდომას აპირებდა , მაგრამ უკნიდან მარინა მოეპარა და თავში ქვა ჩაარტყა, მანქანიდან გადმოვედი მარინა დავიჭირე.
-მას ვერ შეაჩერებთ, ელენა სიცოცხლეს დაიბრუნებს. კიოდა მარინა.
-შე ალქაჯო, მის გულს ფოსტით გამოგიგზავნი.
ძირს თოკი ეგდო, ქალს ხელები შევუკარი, შემდეგ ალექსის მანქანაში ჩაჯდომაში მივეხმარე. მეც ჩავჯექი და ჩემი სახლისკენ წავედით.კარი ანამ გაგვიღო.ელენას სხეულის დანახვაზე გიოც და ანაც გაოცებულები იყვნენ.
-ეს აქ რატომ მოიყვანეთ?
-დრო არ გვქონდა გიო.
ელენა ჩემს საძინებელ ოთახში შევიყვანეთ .
-ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ვკითხე ალექსის.
-დააწვინეთ და სარკე მოიტანეთ. დანაც.
ოთახი ჩავაბნელეთ და სარკეს ნაჭერი მოვაძვრეთ. დანა ხელში ავიღე მისთვის უნდა დამერტყა, მაგრამ სარკემ გიო ჩაითრია. ალექსიმ მოასწრო და ფეხებში ხელი მოკიდა, ანაც ეხმარებოდა.
-არ გაუშვათ! დავიყვირე და დანა გულში დავარტყი. მთელი სახლი შეზანზარდა. გიო სახლიდან გამოიყვანეს. ოთახიდან ყველანი გავვარდით და კარიდან ვუყურებდით ყველაფერს.
-უნდა შევიდე და საქმე დავამთავრო.
-გიგა. ანამ ხელი მკლავზე მომკიდა.
ანას ჩავეხუტე, ვაკოცე და დავამშვიდე. ოთახში შევედი. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი რომ ოთახის ყველა კარი და ფანჯარა ჩაიკეტა. კარისკენ წავედი და გავიგონე როგორ დავარდა რაღაც იატაკზე . უკან მოვიხედე. ელენა წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. მან სახეში ძლიერად გამარტყა და ძირს დავვარდი. ქლი მომიახლოვდა და დანა მომიქნია, ავიცდინე და გულის მაგივრად მარცხენა მკლავში დამჭრა. გიომ და ალექსიმ კარი შემოანგრიეს , მაგრამ რაღაც ძალამ ისინი უკან გააგდო, ელენა გარეთ გავიდა და ანა დაიჭირა. სასწრაფოდ ავდექი სულ დამავიწყდა დაჭრილი მკლავი, დანა ავიღე და ქალს ზურგში ჩავარტყი. ბიჭება ის დაიჭირეს და საწოლზე დააწვინეს. დანა მეორედ ჩავარტყი და გული ამოვუღე, მთელი სახლი ისევ შეზანზარდა, სავსე მთვარე ღრუბლებმა დაფარა. ელვა, საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა.დავინახე როგორ ამოვიდა მისი, ალექსიმ სარკე აიღო და მისი სული კვლავ იქ გამოამწყვდია. გიომ სასწრაფოდ ნაჭერი დააფარა.შემდეგ კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა, ელენას სხეული დაიმფშვნა , გაქრა.
გათენდა... აივანზე ვიჯექით, ანა დაჭრილ მკლას მიმუშავებდა. გიო და ალექსი მაგიდასთან იჯდნენ და ყავას სვამდნენ.ალექსისთან მივედი.
-ალექსი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა რომ გვერდით დაგვიდექი.
-რას ამბობ გიგა, დიდი სიამოვნებით დაგეხმარე. თუ დაგჭირდება კიდევ დაგეხმარები.
ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და გადავეხვიე.
-ამ სარკეს რას უპირებ? კითხა გიომ.
-უსაფრთხო ადგილას დავმალავ. ისე რომ ვერავინ იპოვოს.
-კარგი. იმედია ყველაფერი დასრულდა.
ალექსი გავაცილეთ, მან სარკე მანქანაში ჩადო და წავიდა.სახლში დავბრუნდი, ანა პიზას აკეთებდა, სულ მალე ისევ აივანზე ვიჯექით, მე გიო და ანა და პიზას მივირთმევდით. გახარებულები ვიყავით, რომ ყველაფერი დამთავრდა. თუმცა ორი მეგობარი დავკარგეთ, ლუკა და ლაშა. საინფორმაციოში გამოაცხადეს გუშინდელი ამბავი, პოლიციელი ლევანის მკვლელობის გამო მარინა დააპატიმრეს, აღმოაჩინეს ასევე საიდუმლო გაერთიანება და მისი 17 წევრიც დააკავეს. ისინი საფლავებს თხრიდნენ და მარინას მეთაურობით საზარელ რიტუალებს ასრულებდნენ.
-აღარ მინდა ამის მოსმენა გიგა. მითხრა ანამ.
-კარგი გადავრთავ.
-გიგა, იმედია ამ სახლში აღარ დარჩები.
-არა ანა, აქედან რაც შეიძლება მალე წავალ.
-გიგა არ გადართო ერთი წუთით. ტელევიზორს აუწიე.მითხრა გიომ.
ტელევიზორს ავუწიე. აცხადებდნენ რომ ავარია მოხდა, მძღოლი დაიღუპა.კადრებიც აჩვენეს, სადაც ჩანდა გზაზე მიმოფანტული სარკის ნამსხვრევები.
-ჯანდაბა . ეს ხომ ალექსის მანქანაა.
სამივემ სასწრაფოდ ჩავალაგეთ ბარგი. რაც ძალიან საჭირო იყო, მანქანაში ჩავჯექით და წავედით. არ ვიცი სად, მთავარია აქაურობისგან შორს. სარკე დაიმსხვრა. ელენას სული კვლავ გამოაღწევს იქედან და გააგრძელებს თავის ანარეკლში ცხოვრებას, სარკის ნამსხვრევებში უკვე ჩაიხედეს, სავარაუდოდ. თვალებიც ხომ ირეკლავს სარკესავით, ჰოდა ვინც იმ სარკეში ჩაიხედავს მისდა უნებურად გაავრცელებს და ელენას სულს ყველა სარკიდან შეეძლება წაიყვანოს ადამიანები. რა იცი რომ შენც არ ჩაგიხედავს რომელიმე ისეთ სარკეში სადაც მისი სული ბუდობს.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 1249 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
avatar
1 Spam
1
თიკუნა ძალიან ძალიან გამიხარდი.❤❤❤
avatar
0 Spam
2
მადლობა ჩემო საყვარელო heart
avatar