არეული გეგმა [1]
10.06.2017, 01:57
ხელები ერთმანეთში გავასავსავე,დედას მოჩვენებითად გავუღმე,თან ღრმად ჩავისუნთქე და თვალი კარისკენ გავაპარე, ისე რომ კარში შემოსულს არ შევემჩნიე,მაგრამ ზუსტად მაშინ გამოიხედა და დამინახა. ყურადღება არ მომაქცია, ზერელედ გაგვიღიმა ყველას და სკამზე მოწყვეტით დაჯდა.
-როგორ ბრძანდებით? -დედას გასაგონად იკითხა,თან ყურძნის მარცვალი პირისკენ წაიღო
-კარგად შვილო, შენ?
-არამიშავს. 
-ჩემი შვილი გახსოვს? - მოულოდნელად იკითხა ჩემს შესახებ. ადგილას გავშრი, ერთიანად დამასხა ოფლმა და ვიგრძენი,როგორ ამიწითლდა ლოყები. 
-მირანდა?! -ხაზგასმით თქვა,თან გამჭოლი მზერა მესროლა და უარესად დამაბნია.
-მიმი...- შეუსწორა დედამ.
-ხო რა მნიშვნელობა აქვს! - მხრები აიჩეჩა და დედამისს ხელიდან ყავის ფინჯანი გამოართვა. - მირანდა, გაზრდილხარ!- ისევ გადმოიტანა მზერა ჩემზე 
-ორივე გაიზარდეთ! - სიცილით თქვა მარიკამ. 
არაფრით შეცვლილა,ისევ ისეთი აუტანელი და საზიზღარი ხასიათიი ჰქონდა,როგორც ბავშვობაში. ყველანაირად ცდილობდა მაშინაც და ახლაც ჩემი ნერვების მოშლას, იმისდა მიუხედავად,რომ უკვე საკმაოდ დიდი იყო ორი წლის ბავშვის ასაკთან შედარებით.  
ხელში მანქანის გასაღები ეჭირა და აქეთ-იქით ატრიალებდა,თან თვალებში მიყურებდა,ელოდებოდა როდის ამიტანდა მოთმინება და როდის ჩავარტყავდი რამეს თავში,მაგრამ ვდუმდი, ვითმენდი და ველოდი როდის შეწყვეტდა ასეთი მზერით ყურებას. 
-ბაჩუკი,გავიგე კომპანია გაგიხსნია...- ყურადღება გადაატანინა დედამ. 
-ბაჩანა.- შეუსწორა,თან ღიმილით განაგრძო. -კი, მანქანები ჩამომყავს გერმანიიდან, სამწუხაროდ ნათესავები ვინც მყავდა ყველა დავასაქმე,თქვენი შვილისთვის ადგილი აღარ დამრჩა! 
-ბაჩანა!- კბილებში გამოსცრა შვილის სახელი მაკამ.
-რას ამბობ!- არმოეწონა დედას მისი სიტყვები.- ჩემი მიმი ჯერ სწავლობს! 
-იხუმრა, ნინო!- ხელი გაჰკრა მხარზე შვილს მაკამ.
-ბოდიშის მოხდით დაგტოვებთ!- ტელეფონის წკრიალთან ერთად,ფეხზე წამოდგა და ეზოში გავიდა. 
ეკლებზე ვიჯექი,თითქოს ახლა ჩემს უკან იდგა და ჩემს მოხჩობას აპირებსო. დედას თვალებით ვანიშნებდი წასვლის დროა-მეთქი, ან საერთოდ რატომ წავყევი, რა მესაქმებოდა? ვყოფილიყავი სახლში და მეკეთებინა ჩემი საქმე,ვიდრე ძველის-ძველი ახლობლები მენახა, თან ისეთი ახლობლები,რომლებიც დიდად არ მეხატებოდნენ გულზე, მითუმეტეს ბაჩანა,რომელსაც დღემდე საკუთარ თავზე უზარმაზარი წარმოდგენა ჰქონდა. 
მახსოვს,როგორ მიხაროდა იარაჯულების გადასახლება ჩვენი უბნიდან, ალბათ 12 წლის ასაკში არაფერი გამხარებია ისე,როგორც "განთავისუფლება". მათი ოჯახიდან ყველაზე მეტად ბაჩანა მაღიზიანებდა,ჩემზე სამი წლით უფროსი იყო, თავი "კაცი" ეგონა უშნოდ იმანჭებოდა და როგორც შეეძლო მამცირებდა. ცდილობდა თავისი უფროსი დის დაქალებს  შეტენვოდა და ასე დაემკვიდრა თავი, მე კი მათი გულის მოსაგებად  "მსუქან თაგვს" მეძახდა. არ ვიცი რატომ,მაგრამ დასანახად ვერ მიტანდა, არადა არც არაფერი მქონდა დაშავებული, ალბათ იმიტომ ამითვალისწუნა,რომ სულ მარტო ვთამაშობდი, არ მიყვარდა ბავშვებთან ერთად ყოფნა და უაზრო წივილ-კვილი,მერჩივნა ჩემთვის მეთამაშა სახლში.
მეორე ვინც ჩემს გაღიზიანებას ახერხებდა ეს მისი დედა გახლდათ. ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით,რომ თავისი შვილის მსგავსად საზიზღარი და ბოროტია-მეთქი, უბრალოდ ზედმეტად მოსიყვარულე  მეჩვენებოდა. მაღიზიანებდა ის ფაქტი,რომ ჩემს სიმსუქნეს ყოველთვის ხაზს უსვამდა, ლოყაზე ისე მიჩქმეტდა საათობით მეტყობოდა წითელი ლაქა. თითქმის ყველა კომპლექსი იარაჯულების ოჯახმა გამომიმუშავა. 
ბაჩანას მამა ბუნდოვნად მახსოვს, სახლში ყოველთვის გვიან ბრუნდებოდა, ერთი რაც მახარებდა გიორგი იარაჯულის დანახვისას,ის იყო,რომ ბაჩანას შიშის ზარი სცემდა, სახლში წასვლაზე უარს ვერ უბედავდა და დაღვრემილი მირბოდა, აი სწორედ მაშინ დამინახავდით გახარებულს და გაღიმებულს, სხვა დროს თავდახრილი ვიჯექი და ვსიმენდი ბაჩანას წვეტიან ხუმრობებს. არც მისი და ჩამოუვარდებოდა ძმას, უბრალოდ ჩემზე ხუთი წლით უფროსი იყო და დიდად არ მითობდა დროს, ძირითადად ბიჭების გულის მოგებით იყო დაკავებული, მახსოვს როგორ ისვამდა მბზინვარე ტუჩსაცხს და ეზოში სკამზე ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდა თავის დაქალებთან ერთად. 

ფიქრებიდან ოთახში შემოსულმა ბაჩანამ გამომიყვანა, ფრჩხილი პირისკენ წავიღე და თითზე ვიკბინე, ავათვალიერე და ვერ დავმალე აღფრთოვანება, გარეგნობა იმაზე კარგი ჰქონდა ვიდრე თვითონ იყო, ჯობდა ღმერთს გარეგნობის მაგვირად ადამიანობა ერგუნა.
-ახლა უკვე გამხდარ თაგვს დაგიძახებ.-გვერდზე მომიჯდა და ისე მითხრა,რომ დედებს არ გაეგოთ. დავაიგნორე, მაგრამ ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები,ხელები ერთმანეთს მოვუჭირე და უხერხულად გავუცინე მაკას,რომელიც რაღაცას ყვებოდა და ეგონა,რომ ვუსმენდი. 
-ბაჩუკი,არ აპირებ ცოლის მოყვანას? - ცოტახნის შემდეგ მოულოდნელად იკითხა დედაჩემმა და ჩემი თვალების ბრიალიც დაიმსახურა, ამით ვანიშნე ენაზე კბილი დაეჭირა,თორემ სახლში ნათქვამი "კარგი ბიჭი ყოლია მაკას-ო" ცუდად გამახსენდა.
-ნინო დეიდა, ბაჩანა მქვია!- ისევ ღიმილით შეუსწორა და განაგრძო.- არა ჯერ არ მინახავს ჩემთვის შესაფერისი გოგო! - სიმწრით ამენთო თვალები, ხელები მაგრად მოვუჭირე სკამის სახელურებს და ათასგვარი სალანძღავი სიტყვა მივუძღვენი გონებაში გვერდით მჯდარ "ბაჩუკის".
-თქვენ რას აპირებთ? - სიცილით იკითხა ჩემი მისამართით მაკამ, მაშინვე მოაღო პირი დედამ და არ გაჩერდა.
-ქორწილს სექტემბერში ვგეგმავდით,მაგრამ მოულოდნელად დაშორდნენ ერთმანეთს...
-დედა!- თვალები გადავატრიალე და მზერა ავარიდე გვერდზე მჯდომს,რომელიც ფხუკუნებდა. 
-უი,რატო?- დამწუხრებულმა იკითხა.
-არაფერი, უბრალოდ ვერ შევეწყეთ ერთმანეთს!- მკაცრად ვთქვი და წყალი ანერვიულებულმა დავლიე.
-სამწუხაროა...- თქვა სევდიანად.- მე ჩემი ანიკო გავათხოვე,უკვე ხუთი წელია! -აღტაცებით დაასრულა ბოლოს. -შვილიშვილიც მყავს უკვე!
-ვაიმე, რა კარგია!- ტაში ღიმილით შემოკრა დედამ. - რამდენი წლის?
-სამი წლისაა, ბებიკოს კაცუნაა! 
ყურადღება აღარ მივაქციე მოლაპარაკე დედებს,ტელეფონში დავიწყე უაზროდ ყურება და ვცდილობდი რამით გამერთო საკუთარი თავი,თან მაღიზიანებდა გვერდით მჯდარი სუბიექტი,რომელიც სულიერად მანგრევდა, ასე უაზროდ ვერ ვიტანდი ადამიანს,რომელსაც კარგად არ ვიცნობდი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა
ნანახია: 3713 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ძალიან კარგია
avatar