არეული გეგმა [10]
19.06.2017, 23:41
10
ორიკვირის მანძილზე ბაჩანა ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან,როგორც დღიური. თვალით არ მყავდა ნანახი,მითუმეტეს ნინო საერთოდ აღარ ახსენებდა. მეგონა,რომ ჩემმა ლაპარაკმა დააფიქრა, აღარც ისეთი გაბრაზებული ჩანდა,როგორც თავიდან, თუმცა ბრაზი მაინც ჰქონდა. ერთი სიტყვით თავიდან მოვიციილეთ ერთმანეთი მე და ბაჩანამ. მეც და ისიც მშვიდად გრძნობდა ალბათ თავს. ყოველ შემთხვევაში არ მიწევდა ყოველ წამს იმაზე ფიქრი,რომ სადმე ბაჩანა აღმოჩნდებოდა.
-მიმი!- გავიგონე როგორ დამიძახა ნინომ. - არ გესმის?- რომ არ გავაგონე ოთახის კარი გამომიღო და ღიმილით ამათვალიერა.
-რა ხდება?
-გახსოვს მაწონის და ლიმნის დიეტის დაზუსტება,რომ მთხოვე?
-კი, მერე? 
-ვიპოვნე!- აღტაცებით ამოილაპარაკა. 
-უი, მართლა? მერე?- დავინტერესდი. 
-ანიკოს სცოდნია და წუხელ დამაკვალიანა.
-საშიშიაო? 
-არა მგონი!- მხრები აიჩეჩა,თან მანიშნა სამზარეულოში გავყოლოდი. - ანიკომ თქვა აუზზეც იაროს და უფრო შედეგიანი იქნებაო, არ გინდა?
-აუზი?-ტუჩები უკმაყოფილომ მოვპრუწე. 
-ხო, რა იყო? 
-არაფერი.
-მშვენიერი ტანი გაქვს, რადროს შენი კომპლექსებია?! - ხელი მხარზე გამკრა,თან ჭიქებში ალუბლის ცივი კომპოტი ჩამოასხა. 
-არ წავა; აუზზე, რა პრობლემაა!- უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე. - აი,რომ გავხდები მერე კი!
-მიმი, გახდომას რას ეძახი?- დამცინა. - ჩონჩხივით,რომ დაიარებიან? - წარბაწეულმა ისეთი სახით მკითხა, ხმა ვერ ამოვიღე. - შენ უკანალიც და მკერდიც ისეთი გაქვს, სილიკონით,რომ იკეთებენ!- ფეხზე მწარედ მიჩქიტა,თან თვალი ჩამიკრა.
-დედა, ეგ შენთვის ვარ ლამაზი!- ხელი სიცილით ჩავიქნიე. 
კარის ხმაზე ფეხზე ავდექი და არც გავიხედე ისე გავაღე.  ცალმხარზე სპორტული ჩანთა ეკიდა ნიკას, ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა ვიფიქრე ტყავი ააძვრეს-მეთქი. აბა რა ეგონა ბაჩანას რჩევით,რომ წავიდა სავარჯიშოდ? ისე დაინტერესდა კალათბურთით,რომ სულ დაავიწყდა ჩვენი გეგმა. 
-მშია,მაგრამ ჭამის თავიც არ მაქვს... -ამოილუღლუღა,თან სკამზე მიესვენა. 
-დილიდან ვარჯიში რა უბედურებაა?- ვთქვი უკმაყოფილომ,თან ძმას სახეზე ხელი დავუსვი. 
-მიმი დედი, ვარჯიში დილას უნდა დაიწყო და არა ღამე!- ირონიულად მითხრა და გაზზე საჭმელი დადო. 

****

ეკუნას ოთახში ვიწექი საწოლზე, ხელები თავქვეშ მქონდა ამოდებული და ჭერს ვუცქერდი,თან ხანდახან თვალს ეკუნასკენ ვაპარებდი, ტელეფონში რაღაცას ეძებდა. 
-ბინგო!- დაიძახა და ფეხზე მთელი სისწრაფით წამოვარდა.
-რა მოხდა? 
-ვიღაც დავით ქანთრიძემ მოგვწერა! 
-მერე? - თვალები მობეზრების ნიშნად გადავატრიალე,თან ფუმფულა ბალიშის ქვეშ ხელი შევაცურე და ისე ჩავხუტე. 
-სასწრაფოდ დავურეკავ ამოვიდეს ნიკა! 
-რისთვის?
-ჩვენს შექმნილ ექაუნთზე მოგვწერდა ამ დავით ქანთრიძემ, ნინიკოსთან გაცნობა უნდა! -ემოციებს ვერ მალავდა,თითქოს ნინოს კი არა მას მიწერა წლების უკან დაშოებულმა შეყვარებულმა. 
-არ ამოვა,მთელი დღეა კუნთები სტკივა!- ხელი ჩავიქნიე. -მაგრამ ცადე!
-ისე კარგად ამოვა! - თვალები მოჭუტა და მობილური ყურზე მიიდო, არვიცი რა გამბედაობით,მაგრამ ბრძანებითი ტონით ეუბნებოდა სასწრაფოდ ამოსულიყო ზედა სართულზე, ყურმილს მიღმა მეც მესმოდა,როგორ წუწუნებდა ნიკა,მაგრამ დაითანხმა და შეპირდა თხუთმეტ წუთში ჩავიცვამ და ამოვალო. მისი ამოსვლა არათუ თხუთმეტ წუთს, არამედ მთელ ორმოც წუთმა მოიცვა. კარი ეკას დედამ გააღო, ოთახამდე მოაცილა, მერე კი მარტო დაგვტოვა.
უკმაყოფილო სახით ჩაჯდა პუფში,თან მაგიდიდან ეკას ცივიყავის ჭიქა უკითხავად აიღო და დალია, ალბათ, რომ სცოდნოდა უკვე დალეული,რომ ქონდა პირს გამოირეცხავდა,მაგრამ გავისუსე და ვაცალე ეკას მოეყოლა. ისეთი აღფღტოვანებული დარჩნენ ორივე ვიღაც დათოთი,რომ მეც ვთხოვე ჩემთვის ენახებინათ. ჩვეულებრივი მაღალი ოდნავ სრული შავთმიანი კაცი ჩანდა, ყავისფერი დიდი თვალებით და სქელი წარბებით. განიერი ყბები ოდნავ ჩასუქებული,მაგრამ მოხდენილად ქონდა, კბილები სწორი და საღსალამათი, ღიმილიც არაუშავდა. საერთო ჯამში კარგი კანდიდატი იყო პირველი ჯერისთვის. თამამად მივწერეთ და გამოვკითხეთ ყველააფერი. როგორც აღმოჩნდა ცოლი და ორი შვილი ყოლია,მაგრამ ათი წლის უკან გაშორდა ცოლს და მას მერე მარტო დარჩენილა. მარტობას და დეპრესიას ვარჯიშით გავუმკლავდიო, უკვე ოთხი წელია თითქმის ყოველდღე დადის სპორტ-დარბაზში. ოთხი წლის მანძილზე საგრძნობლად დაუგდია წონა და დღემდე ცდილობს გაუმკლავდეს ზედმეტ წონას. პატარა ინფორმაცია ჩვენც მოვუყევით ნინოზე, როგორც მოგვწერა გულთან მიიტანა ნინოსა და ჩვენი მამის ისტორია, თან შეირდა მასთან,თუ დაიწყებდა ურთიერთობას მსგავსი არ განმეორდებოდა. 
-ახლა უკვე აღარ მომწონს...- უკმაყოფილომ ამოილაპარაკა. 
-რატო? - დავეჭვდი.
-მანიაკი,რომ იყოს? - მოულოდნელად დააბერტყა ეკამ.
-ხო,თუნდაც...-დაეთანხმა. 
-მერე ვინ თქვა,რომ ეგრევე შეხვედრა,უნდა დავუნიშნოთ? 
-აბა ჩვენ ვეჩათაოთ? - სიცილი აუტყდა ნიკას. 
-რაღაც დრო კი! - თავი დავუქნიე.- თან გავიგოთ სად და როდის მოძრაობს ყველაზე ხშირად და შორიდან დავაკვირდეთ, ძაან გაიგებს ახლა ჩვენ ამ ნინოს შვილები ვართ,თუ არა!
-ვის უნდა დააკვირდე?- სიცილი ორივეს ერთდროულად აუტყდათ. 
-მაგ დათოს!-მე კი უფრო სერიოზულად დავინტერესდი დედის გათხოვებით.
-მე არ მცალია ვიღაცას ვსდიო კუდში! - თავი გააქნია ნიკამ.
-მე...-ჩანდა სურვილი საერთოდ არ გააჩნდა ეკას.- მე ვიჩათავებ ამ კაცთან!- პრობლემაც სათავისდო გადაჭრა და გაიღიმა.
-ფრთხილად იყავი მამის ტოლი კაცი არ შეგიყვარდეს!- დასცინა ნიკამ.-უი ისე, ასაკი რომ არ გვიკითხავს?
-კითხვა,რათ უნდა აღწერაში უწერია,რომ ორმოცდაათი წლისაა...
-ნამეტანი ბებერი ხომ არაა?- დაეჭვებულმა ვიკითხე
-ბებერი ოთხმოცი წლისაა, ორმოცდაათი ჯერ არა!
-გაარკვიე სად დადის ყველაზე ხშირად.- ვანიშნე მიწერა. 
-რა გარკვევა,უნდა ხომ თქვა ყოველ დღე სპორტ-დარბაზში დავდივარო?- აქტიურად აენთო თვალები ძმას. - მხოლოდ ის კითხე სად ვარჯიშობს და რომელ საათებში.
-არ ტეხავს საათის კითხვა? - ტუჩები მოპრუწა ეკამ. - აა, ვკითხავ დილას ვარჯიშობ,თუ საღამოს-მეთქი.
-მოიცა,თქვენ გინდათ,რომ სპორტ-დარბაზში გამიშვათ? - სიცილი ვერ შევიკავე. - ჩემი შესიებული ფორმებით სად უნდა წავიდე? 
-ხოდა,მაგ შენ შესიებულ ფორმებს ვარჯიში სჭირდება და კაკრას ჩვენ საქმესაც ძალიან არგია შენი ვარჯიში!- თვალი ჩამიკრა და გამიმეტა საკუთარმა ძმამ. -საინტერესოა,როგორ დააკვირდები? 
-როგორ? - არცოდნის ნიშნით სახე დავმანჭე და ეკას დავაკვირდი,იქნებ რაიმე ეთქვა. 
-აი, მაგალითად რამე მავნე ჩვევა,ხომ არ აქვს...
-მაინც რა მავნეჩვევა უნდა ნახოს სპორტ-დარბაზში?- სიცილი ვერ შეიკავა.
-თუნდაც იქექება თუ არა ცხვირში ან გაზების გაშვება,ხომ არ უყვარს ხალხმრავალ ადგილას, რავციი მე მივიდეს და დააკვირდეს! -მხრების ჩეჩვით ამოილაპარაკა. -რაღაც ფიტნეს კლუბი ყოფილა თავისუფლებაზე და იქდადის საღამოს ექვსი საათიდან!- როგორც კი შეტყობინება წაიკითხა,ხმამაღლა გაგვიხმოვანა და მანიშნა ამაზე მეფიქრა. 
-სპორტული ტანსცმელი,რომ არ მაქვს? - სახე შემიწუხდა. 
-მე გათხოვებ....
-პატარა ექნება! - სიცილი ატეხა.
-არადა ეკა ორმოცდათხუთმეტი კილოა,მე კი სამოცი, რა განსხვავებაა?! - გაბრაზებულმა შემოვირტყი წელზე დოინჯი.
-სულ რაღაც ხუთი კილოგრამი!
-გველო!

****

რას ან რატომ ვაკეთებდი, არ ვიცი,მაგრამ ამაყად მეკიდა ცალგვერდზე სპორტული ჩანთა და ძლივს მიგნებულ სპორტ-დარბაზში თავდახრილი შევედი, არავის მზერა,რომ არ შემემჩნია. მეგონა,რომ ყველა მე დამიწყებდა ყურებას და დაცინვას "ამხელა ძროხა აქ რამ მოიყვანაო". აბონიმენტი დაცვის თანამშრომელს ვაჩვენე და გასახდელში შევედი. ვერ ვიტყვი,რომ ქალების ზღვა რაოდენობა დამხვდა,თუმცა ჩემი ჩათვლით ნახევრად ამყრალებულ გასახდელში ხუთი ქალბატონი ვიყავით. იქიდან ორი დაახლოებით ორმოც წელს გადაცილებული და ისეთი სხეულის ფერმები ჰქონდათ,რომ ოცდაორი წლის გოგოს მათი მშურდა. დარჩენილი ორი კი ჩემი ასაკის იქნებოდნენ დაახლოებით,თან დამამშვიდა იმ ფაქტმა,რომ ერთერთი ჩემზე ბევრად მსუქანი იყო. 
შავ ელასტიკებსა და შავ ზედაში გამოწყობილი გამოვედი გასახდელიდან, ხელში წყლის ბოთლი და ემპეტრი ფლეერი მეჭირა. პირველი რისი კეთებაც დავიწყე ეს იყო სურათიდან დამახსოვრებული ადამიანი ცხადში მეპოვა. პირველ პერიმეტრზე,რომ ვერ ვიპოვე სადაც ბევრი სარკე ეკიდა იქით მხარეს წავედი,თან ვაიგნორებდი პირდაღებულ ბიჭებს, ალბათ იქ ისეთი იშვიათი იყო გოგოს,მისვლა,რომ მეც კი მაშტერდებოდნენ. 
ზურგიდან მდგარ კაცს გამჭოლი მზერა მივაპყარი, გონებით ვაიძულებდი მოეხედა,თან შევამჩნიე,როგორ წამოვიდა ჩემსკენ ტრენერი და როგორ მაიძულა რაღაც ამოუცნობ ტრენაჟორებზე დავმდგარიყავი. 
თავი მაინც უკან მქონდა მოღრეცილი,იმის მიუხედავად,რომ ტრენაჟორი ზურგით მდგარ კაცთან ზურგით იყო. 
ქანცგამოცილი ჩამოვედი ჩემთვის უცნობ ტრენაჟორიდან და კედელს ავეყუდე, ღრმად ვსუნქავდი და ვაიგნორებდი გამხიარებულ მამაკაცებს,რომლებიც აშკარად მე დამცინოდნენ,მაგრამ იმ კაცის შემობრუნებამ გამომაცოცხლა, მაშინვე გამიჩნდა სიცოცხლის სურვილი, ჩემდა უნებურად გავუღიმე მომავალ მამინაცვალს,თან შევამჩნიე,როგორ გაოცდა ჩემი საქციელით. შევუფასე პედოფილი,რომ არ აღმოჩნდა. ღიმილით გავტრიალდი შემდეგ ტრენაჟორისკენ,მაგრამ ისე მოულდონელად შევეხეთქე ვიღაცის მხარს, სახე მომეღრიცა. ტკივილით ამოვიკვნესე და ნაცნობი ხმა გავიგონე. 
-ბოდიშ....- ჰაერში გაუწყდა ხმა ისეთი გაოცებული დარჩა ჩემი იქ დანახვით. 

________
დიდ თავს შეგპირდით,მაგრამ ვერ მოვახერხე,თან ისეთ მომენტზე გავწყვიტე გაგრძელება,რომ არ შეიძლება 3:) :დ მალდობა,რომ კითხულობთ <3 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: undefined
ნანახია: 2189 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
გველი ხარ მეთქი ვამბობ და არ გჯერა -.- რაიყო ეს სად გაწყვიტე? მაგრამ მაინც დავტკბი და გავმხიარულდი. აი ნიკაზე მაფანატებს გეფიცები :დდ მისი კომენტარები მკლავს :D
ახალი პერსონაჟის გამოჩენა მომწონს, იმედია კარგი კაცი აღმოჩნდება და ნინოც დაისვენებს, ნიკაც, მიმიც, ბაჩანაც, ჯუმბერიც და ბონდოც :დდდ
წინა თავის წაკითხვის შემდეგ ინტერესი მკლავდა ვის ხელშია დღიური, ახლა + ამას ვის მიენარცხა მიმი კლუბში მთელი ძალით. მე ვიცი შენი ბოროტების ამბავი და ბაჩანა აშკარად არ იქნება. ისე ეს ბიჭი საეჭვოდ გაქრა რაღაც და კიდე რას ბოროტობ. :D
ხვალ ველოდები დიდ თავს, რამე მაინც გამჟღავნდეს თორე წამივიდა სული :დდ
შენ ყველაზემაგარი მყავხარ ♥♥♥♥♥ ჯერ იმიტომ რომ არცერთი დღე არ ჩააგდე და დაპირებისამებრ პატარაა თუ დიდი მაინც დებ ახალ თავს ♥♥♥♥♥♥
avatar
0
2
დედუ, შვილო აცალე იმ ბიჭს დატკბეს მარტოობით არ უნდა ეს მირანდა და ყველა სტენის -_- რიავიცი აბა ვნახოთ ვინ იქნება ის ყმაწვილი ან ქალბატონი ვისაც მიეჯახა და მხარი მოაძრო თავისი "შესიებული ფორმებოთ". როგორ გაწყენინებდი სიცხიან ქალს? თან კატაც დამემუქრა crying წავედი ახლა დავიძინო, ტკბილი ძილი და ფრიად მოხარული ვარ შენი ასეთი აქტიურობით love მადლიობა და გყვარობ bb 3o B)
avatar