არეული გეგმა [11]
20.06.2017, 22:43
11
-ვაა, ბაჩანაა!- ერთდროულად შეშინებულმა,გაოცებულმა და აღშფოთებულმა ამოვილაპარაკე,თან ტუჩზე ვიკბინე.
-მეღადავები?- თავი ზემოთ ასწია,თითქოს ღმერთს ჰკითხა. 
-არა....-დავიბენი და რაც მომადგა ის ვუთხარი.- არ ვიცოდი აქ თუ ვარჯიშობდი...
-კი, აბა რა!- ირონიულად გადაიკდა პატარა პირსახოცი კისერზე და ხელებით ჩამოეკიდა. - ამდენი სპორტ-დარბაზებიდან მაინც და მაინც აქ,როგორ მოხვდი? დავიჯერო დამთხვევაა? 
-თუ არც გჯერა!- ხელი ავიქნიე და წინ წავედი. - მაგაზე მადარდე...-ჩემთვის ჩავილაპარაკე,თან იქვე გამოწეულ თხელ კედელზე დავჯექი და ქანცგამოლეულმა თვალები იქით გავაპარე ვისგამოც ვიყავი მოსული. ნერვები მეშლებოდა დედასთან ერთად ბედიც მეღადავებოდა, საიდან უნდა მცოდნოდა ახლა ბაჩანა სწორედ ამ სპორტ-დარბაზში,რომ ვარჯიშობდა? საკუთარ თავზე გავბრაზდი, საერთოდ რატომ მოვედი და რატომ დავუწყე ვიღაც უცნობ კაცს თვალთვალი. 
-გასახდელის კარი არ დაუხრო ჩაიკეტება!- ფიქრებიდან ტრენეტის ხმამაღალმა ლაპარაკმა გამომაფხიზლა, სწორედ მომავალ მამინაცვალს ეუბნებოდა. წითელი ამენთო, ახლა წასვლის დრო იქნებოდა? მერე რა,რომ ექვსი საათის მაგივრად რვაზე მოვედი? ხომ შეეძლო კიდევ ზედმეტი ორი ან ერთი საათი დარჩენილიყო. ბუზღუნით ავდექი და ტრენერის ბრძანებით სარბენ ბილიკზე დავიწყე "სირბილი". პირდაპირ ჩანდა გასახდელის კარი, ველოდებოდი,როდის გამოვიდოდა,რომ უკან გავყოლოდი,მაგრამ მრცხვენოდა ახალი მოსული უეცრად,რომ გავქეცულიყავი. 
-გასახდომად მოხვედი,თუ სასეირნოდ? - ტრენერის მკაცრმა ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან, სიჩქარეს მოუმატადა ახლა უკვე ნამდვილად გავრბოდი,თან ისე საშინლად წარმოდგენილი მქონდა შორიდან,როგორი სანახავი ვიყავი. არადა ვიდეო რგოლებში,როგორ სექსუალურად დარბიან ლამაზ ტანიანი ქალები, აი მე კი ზუსტად ისე დავრბოდი,როგორც ძროხა. იმდენად მძიმე ნაბიჯები მქონდა,რომ ბაგა-ბუგი ტვინს მიბურღავდა. ტრენერმა შეცოდებული თვალებით ამათვალიერა და მომშორდა.
დავითი გასახდელიდან გამოვიდა, ნაცნობებს დაემშვიდობა და გასასვლელში გაუჩინარდა. მინდოდა ჩამსოვლა და უკან გაყოლა,მაგრამ ვერ ვაჩერებდი, არადა ლამის გული ხელში მეჭირა ისეთი გადაქანცული ვიყავი,მაგრამ ტრენერს დავავიწყდი. ქლოშინით მივრბოდი, გულში ეკას და ნიკას ვლანძღავდი ახლა სახლში არხეინად,რომ ისხდნენ და ნებივრობდნენ, მე კი ყველაზე რთული დავალება შემახვედრეს. 
მოულოდნელად გამოჩნდა ჰორიზონტზე ბაჩანა,მაშინვე ვეცადე მიმებაძა მაინც ვიდეობიდან ქალბატონებისთვის,მაგრამ რომ დამცინა,მივხვდი არ გამომივიდა.
-გაგითიშო? - იმდენად იმოქმედა მისმა ირნიულმა და ამავდროულად დამცინავმა სიტყვებმა,რომ თავი უარის ნიშნად გავუქნიე,არადა სულ ცოტაც და სახით დავასკდებოდი სარბენ ბილიკს. -კაი!- მხრები აიჩეჩა,თან ისევ დამტოვა. უკვე აღარ შემეძლო,რამე რომ არ მექნა ჩემი ცხოვრების წუთები იქნებოდა ნამდვილად,ამიტომ ტრენჟორის სამაგრს ხელი გამოვქჩე და მთელი ძალით უკან წავედი. შეუმჩნევლად,მაგრამ მაინც დავეცი ძირს. უხერხულად გავუღიმე იქვე მჯდარ ქალს და ფეხზე ადგომის მაგივრად, ზლაზვნით გავშალე ფეხები და დაგრეხილი წავედი სადმე დასაჯდომად. 
-უკვე ჩამოხვედი? - გაოცებულმა მკითხა ტრენერმა,თან ტრენაჟორისკენ გააპარა თვალები. თავი სახე წაშლილმა დავუქნიე,თან კედლის კუთხეს თავი მივადე და ვთხოვე ცოტახანს შევისვენებ-მეთქი,მანაც ხმრები აიჩეჩა და დამტოვა.
 წამიერად შევამჩნიე იქვე მიგდებული მკვდარი ხოჭო. სახე დავმანჭე,მაგრამ წარმოვიდგინე ბაჩანას სახე,როცა საცოდავ ხოჭოს დაინახავდა. მოურიდებლად ავიღე და ხელის გულზე დავიდე,მაგრამ ჯერ გეგმა არ მქონდა,როგორ ვანახებდი. ამიტომ დავდექი და დავაკვირდი შორიდან ბაჩანას. საერთოდ არ ეცალა ჩემთვის, თავის სტიქიებში იმყოფბებოდა. ხელში ჰანტელი ეჭირა და ხელებს ავარჯიშებდა, ტუჩი ჩემდა უნებურად გავილოკე მის ამობერილ კუნთებზე,თან საკუთარ თავს საყვედური გამოვუცხადე უხამსი ფიქრებისთვის, მერე შევამჩნიე,როგორ მანიშნა ტრენერმა ვარჯიში გამეგრძელებინა, თავი დავუქნიე და მისი შებრუნებიდან სამ წამში კაცების გასახდელში შევვარდი, ღმერთს მადლობა მოვუხადე არავინ,რომ არ დამხვდა,თან ბაჩანას კარადას დავუწყე ძებნა, სახელური ჩამოვწიე,მაგრამ არ გაიღო და დავეჯაჯგურე,თუმცა მერე იქვე მეორე კარადიდან გასაღები გამოვაძრე და ბაჩანას კარადას გაღება დავუწყე.
-ფუფ, საყვედურს გავუშანშალებ!- ნერვები,მომეშალა კარადა სხვისი გასაღებით,რომ გაიღო, ეს ხომ იმას ნიშნავდა,რომ ნებისმიერს შეეძლო კარადის გაღება. თავი გაბრაზებულმა გავაქნიე და გაღებულ კარადაში, ხოჭოს,შეგდება დავაპირე,მაგრამ სოწრედ იმ წამს შემოვიდა ვიღაც, პირველი რაც მომაფიქრდა ეს იქ შეძრომა იყო. რკინის კარადაში კარტოფილის ტომარსავით შევეტენე და კარი დავხურე. ფიტნეს კლუბის პატრონს გულში მადლობას ვუხდიდი კარადაზე რამოდენიმე ამოჭრილი,რგოლი,რომ აღმოჩნდა,თორემ ისე გავიგუდებოდი ვერავინ გაიგებდა. 
ხმა,რომ ვეღარ გავიგე ვერავისი კარადის კარებს ვკარი ხელი,მაგრამ არ გაიღო. სიმწრით გავიცინე,მერე ტირილი ამივარდა და წამოვიდგინე ბაჩანას რეაქცია,რომ მოესწრო. ვერც ვინძრეოდი ისე ვიყავი შიგნით ჩაჭედილი, ერთი არასწორი მოძრაობა და კისერს მოვიღრიცავდი,მაგრამ ვცდილობდი მხარი მთელი ძალით მეკრა და გამეღო კარადა,მაგრამ საბოლოოდ გამიწრა ბედმა. 
ორ საათზე,მეტ ხანს ვიჯექი კარადაში გამომწყვდეული, სხვათაშორის ხანდახან კარგია კარადაში,რომ ჩაიკეტებდი და ფიქრის გარდა სხვა არაფერი,რომ არ გექნება გასაკეთებლი, მაგრამ მაინც და მაინც ბაჩანას კარადაში გამომწყვდეული ყოფნა არ მინდოდა. 
დამთხვევბის არასდროს მჯეროდა,მაგრამ ბაჩანა ჩემს ცხოვრებაში "დიდი დამთხვევაა" დავიჯერე,ის რაც აქამდე სისულელედ მიმაჩნდა, აქამდე ვფიქრობდი,რომ ყველაფერი რაც ხდებოდა საჭირო იყო და არა დამთხვევა,თუმცა ბაჩანა იარაჯულმა ეს ფუნქცია საერთოდ წამიშალა. რა დამაჯერბდა იმას,რომ ბედი მე და ბაჩანას მიზანშეწონილად გვახვედრებდა ყოველ კუთხე-კუნჭულში. ასეც არმაქვს ცუდი ბედი,რომ ჩემთვის ის გაიმეტოს ვინც მაღიზიანებს.
ჩემი ყურადღება კარზე გასაღების ხმამ მიიქცია,ღრმად ჩავისუნთქე ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ბაჩანას ყველა ჯერ უთქმელი სიტყვები ამეტანა,მაგრამ მოულოდნელად კარი მოწყდა ჩარჩოს და ძირს მთელი ძალით გვერდულად დავეცი. 
-ფუ შენი!- მოულოდნელობისაგან შეეშინდა და უკან გახტა. თავს ცოცხალი თავით არ ვწევდი, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავვარდნილიყავი,მაგრამ მიწასაც დავავიწყდი და თავმოყვარეობასაც. - გული გამიხეთქე!- მკლავში მწვდა და ფეხზე წამომაყენა. - მოიცა....- სახე შეუწუხდა, გაანალიზა მომხდარი. მივხვდი დამეერხა და თვალები დავხუჭე,თითქოს მის ლანძღვას ვერ გავიგონებდიო. 
-ჩემს კარადაში რა გინდოდა? - გაოცებულმა მომახალა. 
-მმ....-ლაპარაკი მინდოდა,მაგრამ შუა გზაში სიტყვა მიწყდებოდა. 
-რა "მმმ"?- ახლა უკვე გაბრაზებულმა მომიჭირა თითები. - ძროხა ხარ? 
-არა...-თავი შეშინებულმა გავაქნიე, საკუთარ თავზე გავბრაზდი. როცა მას არ ვხედავდი დიდგულზე ვიყავი და მეგონა ნებისმიერ მომენტში გავუმკლავდებოდი,მაგრამ საქმე სამქეზე,რომ მიდგებოდა მისი ისე მეშინოდა,თითქოს კინგ-კონგი ყოფილიყოსო. 
-აბა რას ღმუიხარ? ამიხსენი რა გინდოდა აქ?
-ტელეფონზე დარეკვა მინდოდა, მე ანგარიში არ მქონდა, ვიფიქრე შენ გექნებოდა და შემოვედი, ამდროს ვიღაც შემოვიდა და გასახდელში გახდის გარდა სხვა რა უნდა ეკეთებინათ? - გავოცდი საკუთარი ტყულისგან. - არ მინდოდა ასეთ პატარა ასაკში მენახა შიშველი მამაკაცი,ამიტომ კარადაში ჩავჯექი და კარი ჩამეკეტა....
-ბატონოო?- სიმწრით გაეცინა, უფრო დამცინა. - დარკევა,თუ გინდოდა ვერ მითხარი? 
-მომერიდა...
-მატყუებ რაღაცას!- ცხვირთან დამიქნია ხელი,თან ხელი გამიშვა და საშხაპეს კარი გააღო. - გადი ახლა,ხურავენ დარბაზს და მოასწარი აქედან აორთქლება სანამ გამოვალ,თან გააფრთხილე აქ,რომ ვარ! - სააბაზანოს კარი ხმაურით დახურა. ძირს დავიხარე და მკვდარი ხოჭოს ძებნა დავიწყე, იმ მიზნით,რომ არ იპოვიდა და უფრო არ დააეჭვებდა ჩემი უეცრად მოგონილი ტყუილი. ამასობაში გასახდელში შუქი ჩააქვრეს, მიხვდი დრო იყო იქდან გავქმრალიყავი და ქალების გასახდელიდან ნივთები გამომეტანა,თორემ წყალის გადავლებას კი არა გამცოვლას ვერ მოვასწრებდი. ნახევრად განათებულ გასახდელში გზა ძლივს გავიკვლიე კარამდე. რკინის სახელური სამჯერ ჩამოვწიე დაბლა, მაგრამ ვერაფრით გავაღე. 
დიდხანს ვეჯაჯგურე კარს,მაგრამ მერე გონებაში ამომიტივტივდა,როგორ გააფრთხილა დავიითი ტრენერმა კარი,რომ არ დაეხურა.
-კიდევ ერთი დამთხვევა და დავიჯერებ,რომ ღმერთმა ნამდვილად ჩემთვის მოგავლინა ქვეყანაზე! - ღრენით ამოვილაპარაკე და მთელი ძალით მივარტყი კარს წიხლი. სახე თავისით დამემანჭა ტკივილისგან,თან არც არავის გაუგონია ჩემი "ვაჟკაცობა". 
-შენ კიდევ აქ ხარ? - კარი ხმაურით გაიღო და პირსახოცში გახვეული გამოვიდა. ნაბიჯები უკან გადავდგი,თან კარებს ავეყუდე.- არ გითქვამს,რომ აქ ვარ? - სიწმრით გამოსცრა კბილებში.
-კარები არ უნდა დაგხურა...- ნერვიულად ამოვილაპარაკე,თან დავაკვირდი,როგორ დაეჭიმა ყელზე ძარღვები. - წეღან ტრენერმა გააფრთხილა დათოს კარი არ დაეხურა,თორემ ჩაიკეტებოდა...
-დათო ვინაა?- წარბები ბრაზისგან შეჭმუხნა. -რას ბოდავ? 
-ვიღაც კაცი...- ვეცადე თავი დამეძვრინა. - კარი იკეტება შიგნიდან, ვინმე თუ არ გაგვიღებს აქ მოგვიწევს ყოფნა...
-საიდან მოტანე?- გაცოფდა.
-ხომ,ვთქვი ტრენერმა თქვა-მეთქი.
-შენთან ერთად მთელი ღამე აქ? - სიმწრით გაიცინა. - ხუმრობ? - აგრესიულად ჩამყვირა,თან კარზე შეკრული მუშტებით დაიწყო ბრახუნი,მაგრამ რკინის კარებს ვერც თავისი კუნთებით გაინტანდა და ვერც მხრებით. - სპეციალურად არ გახვედი და არ უთხარი აქ,რომ ვიყავი არა? 
-ეე, ზედმეტი მოგდის!- გაბრაზებულმა მივადე ხელები სველ მკერდზე და ვცადე უკან გამეწია. - შენ თვითონ დახურე კარები, თან რომ შემოდიოდი გეთქვა, ჩემი რა ბრალია?! 
-რა ჯანდაბა გინდოდა კაცების გასახდელში, მითუმეტეს ჩემს კარადაში? - ღრიალით მომახალა. - წავიდნენ უკვე! 
-ხოდა ისე მოიქეცი,რომ ამ ღამეს მკვლელობა არ ავიკიდო! - არც მე დავაკელი ყვირილს.
-ღმერთმა შენი სახით განსაცდელი მომივლინა, ნუთუ შეიძლება ყოველ წამს შენ გიყურო?! - მთელი სიმწრით მისცხო შეკრული მუჭი კარადას და იქვე მძიმედ დაჯდა ხის გრძელ სკამზე. 
-არ მე მსიამოვნებს შენი მახინჯი სახის ყურება! 
-რაო?- არ მეგონა,რამე თუ გააცინებდა,მითუმეტეს ჩემი სიტყვები.
-ჰო რა იყო?- უხერხულად ვიგრძენი თავი. - მახინჯი,რომ ხარ პირველად გაიგე? 
-დაგაჭირო ჭრილობაზე ფეხი და გაიძულო დღეს ტირილი,თუ შემეშვები და ხმას არ ამოიღებ?
-რა ჭრილობაზე?- თვალები ამენთო,თან მის პირდაპირ მეორე სკამზე დავჯექი და ფეხები ერთმანეთში ავხლართე. - გირჩევნია ჩაიცვა, დიდი სურვლი არ მაქვს შიშველი გიხილო!- ვანიშნე პირსახოცზე,თან მზერა ავარიდე. 
-არადა,მაგიტომ შემოიპარე გასახდელში!- წარბი ირონიულად ამიზიდა ზემოთ,თან ტუჩი საეჭვოდ გაილოკა.
-რაო?- თვალები მოვჭუტე და გავცეცხლდი. - შენი უპროპორციო სხეული ვის რათ უნდა?!- საკუთარი თავი გავკიცხე ცუდი ტყუილისთვის, არადა მშვენიერი "კუბიკები" და მხრები ჰქონდა. ჩემი დასაწუნი ვერანაირად ვერ ექნებოდა. 
-მაიძულებ შენს უკანონოდ მითვისებულ ზედმეტ მასებს შევეხო!- მანიშნა ჩემს ტანზე,თან დამცინავად ამათვალიერა. გავმწარდი,მინდოდა ავმდგარიყავი და "ზედმეტი მასით" შეკრული მუჭით მეჯახებინა ცხვირ-პირში,მაგრამ თავი შევიკავე და ხმა არ ამოვიღე. უბრალოდ განგაში ამიტეხა ტვინმა,როგორც კი გავიაზრე რას იფიქრებდნენ სახლში შემი არ გამოცხადებით. პირველ რიგში ნიკას დაარტყამდა წნევა, ან შეიძლებოდა საერთოდ ვერ შევემჩნიე,მაგრამ ნინო აუცილებლად შეამჩნევდა ჩემს არ ყოფნას და დარწმუნებული ვიყავი მაკასთანაც დარეკავდა, ისიც ეტყოდა თავისი შვილის სახლში არ ყოფნის შესახებ. დავფაცურდი თვალი გავაპრე უკვე ჩაცმული ბაჩანასკენ,რომელიც ჩემმა გამომეტყველებამ გაამხიარულა,მაგრამ სიცილის დრო საერთოდ არ გვქონდა, რაიმე უნდა მოგვეფიქრებინა,რომ აქედან გაგვეღწია. 
-ახლა ნინო გადარეკავს მაკასთან და დაიჩივლებს სახლში,რომ არ მივედი, ისიც ეტყვის არც ბაჩანაა მოსულიო და სხვანაირად გაიგებენ....- ნერვიულად ავიფარე სახეზე ხელი,თან ლამის ტრილი მოვრთე.
-სხვანაირად,როგორ? -თითქოს ვერ მიხვდა.
-ეგონებათ,რომ ერთად ვართ სადმე, ესღა მინდოდა ძლივს მოგიშორე, ახლა ისევ თავიდან დაიწყებენ!- შუბზლე ხელი მივინარცხე და ფეხზე ნერვიულობისგან წამოვხტი. 
-მომიშორე?- სახე გაოცებისგან დამაჭა. - რას ბოდავ?
-არაფერს,თითქოს ვერ ვხდები,რომ ორივე დედა გეგმავდა ჩვენი ურთიერთობის აწყობას.
-მე კი მგონია,რომ შენ თხოვე დედიკოს და ორივე ცდილობდით! - ისევ დამცინა. 
-ბოდიში მოიხადე!- ხელი ჰაერში ავუწიე. - დედაშენიც ისეთივე აქტიურია,როგორც დედაჩემი. ასე,რომ ტყუილად ნუ ცდილობ მე გადმომაბრალო, ისედაც შენი დანახვაც კი არ მსიამოვნებს!
-ნეტავ რა მაქვს შენთვის ასეთი გაკეთებული? 
-ძალიან სასაცილო ხარ შენი ირონიით! - სახე დავმანჭე. - მოსაბეზრებელი!
-დღეს გულახდილი საღამო გვაქვს? - გველივით ჩაისისნა,თან კარადიდან ტელეფონი ამოიღო. - იმდენად უნდა ღმერთს დამსაჯოს,რომ ტელეფონიც კი დამიჯდა! 
-აქედან უნდა გავიდეთ!- დავაიგნორე მისი სიტყვები.
-უი, რას ამბობ, მართლა?! 
-ქალივით, ნუ მელაპარაკები და მოიფიქრე რამე! 
-ფაანჯარაც კი არაა სადმე,რომ ვინმეს რამით გავაგებინოთ ჩვენი აქ ყოფნა. - მანიშნა აქეთ-იქით გამეხედა. - მე ძილს ვაპირებ, იმედია გველივით არ ისისნებ მთელი ღამე და შენც დაიძინებ! - წვრილ სკამზე ჰორიზონტალურად გაწვა,თან თავქვეშ სპორტული ჩანთა ამოიდო და თვალები დახუჭა.
-შენ რა გაგიჟდი? - გავოცდი.- გინდა მარტო დამტოვო აქ?
-მარტო დაგტოვო?- კითხვა სახედამანჭულმა გამიმეორა. - სიკვდილს კი არ ვაპირებ?!
-ხო,მაგრამ მეშინია!
-არ მაინტერესებს, გაიხსენე ზურგში ჩაგდებული კალიები და მერე დაფიქრდი მიღირს,თუ არა შენი ღამის დარაჯად ყოფნა.
-არადა მაშინ ვიხუმრე! 
-ხოდა ახლა მეც ვხუმობ და ვიძინებ! - თვალები ისევ დახუჭა, გავისუსე ნახევრად ბნელ ოთახს თვალი გადავავლე და სკამზე ავიწურე, მუხლებზე დავიდე ნიკაპი და შეშინებულმა ისევ გადავათვალიერე ყველა კუთხე-კუნჭული,თან შევამჩნიე,როგორ გაახლია თვალი და როგორ შემომხედა,თუმცა მზერა ავარიდე და სხვა მხარეს დავიწყე ყურება. გაეცინა,თან ამოიხვნეშა და ეცადა ჩემი ურადღების მიპყრობას,მაგრამ არცკი გავხედე. არადა როგორ მინდოდა ლაპარაკი. ჩემი სუსტი წერტილი სიბნელე, დახურული სივრცე და ბაჩანაა, ბედისწერამ კი საკიმვე ერთდროულად მარგუნა. ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი,რომ ლაპარაკითაც ვერ ვლაპარაკობდი.
-გაფიცებ აქ საიდან მოხვდი?- ვერ მოითმინა და მკითხა. 
-ხომ აგიხსენი?
-სპორტ-დარბაზს ვგულისხომბ...
-შემთხვევით!
-მატყუებ! - მკაცრად თქვა და გულაღმა დაწვა სკამზე. 
-რომ მოგიყვე დამცინებ და რა აზრი აქვს? - საკუთარ სიტვებს ვერ დავუჯერე, ვიღაც ვიგინდარა ბაჩანასთვის ვაპირებდი გეგმის მოყოლას.
-იქნებ არ დაგცინი რა იცი?- გვერდიდან გადმომხედა.- პრინციპში მე და შენ ადამიანურად არც ბავშვობაში და არც ახლა არ გვისაუბრია.
-საშუალებას აძლევ,რო ადამიანს?- ირონიულად ჩავილაპარაკე..
-მომიყევი მაინტერესებს!
-შენს გამო არ მოვსულვარ, გამორიცხე!
-მაგას მაინც ვერ გამოვრიცხავრაც არ უნდა მითხრა!
-აი,ხომ ვამბობ! - ხელი ჩავიქნიე. 
-კარგი,მომიყევი! - სიცილი ვერ შეიკავა. 
გავბედე და ყველაფერი მოვუყევი ისიც კი რატომ გავრისკე დედის ასე გაწირვა, რას წარმოიდგენდა მისი თავიდან მოშორება ამ დონეზე, რომ მწყუროდა. გასუსული მისმენდა სანამ არ დავასრულე,მაგრამ ვამჩნევდი შიგა და შიგ როგორი გაოცებული მიყურებდა, რაც უფრო მიღრმავებდა დანაშაულს, საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი,რომ ბაჩანასთან ლანძღვის გარეშე შევძელი ლაპარაკი და საკუთარ პრინციპებს გადავახტი, თუმცა რა უნდა მეკეთებინა იქ მთელი ღამის განმავლობაში?
-პატარა მანიაკი ხარ!- სიცილი ატეხა,როგორც კი დავასრულე მოყოლა.
-აბა არ დაგცინებო?!- ნაწყენმა გავხედე,მაგრამ შენც არ მომიკვდე თითქოს არც გაუგია. 
-მოდი მოვრიგდეთ,რომ მე და შენ აღარასდროს ვილაპარაკებთ,თორემ სერიოზულად დამაშინე ისე დამაინტერესა შენმა მოყოლილმა! - ცინიკურად ასისინდა,სკამზე წამოჯდა და გამოჭოლი მზერა მესროლა. როგორც ყოველთვის ახლაც დამაბნია მზერამ,თავი დაბლა დავხარე და თამაში დავუწყე კედების თასმებს. -ამბობ შენი დანახვა არ მინდაო, არადა ჩემი მზერა გაბნევს!- ნიშნის მოგებით მითხრა და გაეცინა ჩემს ალეწილ სახეზე.
___
მეც მიკვირს ამხელა თავი,როგორ დავწერე :დ მაგრამ ამდენი ხანია გპირდებით და ძლივს ავასრულე.  
ველოდები თქვენს შეფასებას. მადლობა,რომ კითხულობთ! <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, 11, გეგმა
ნანახია: 2213 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
avatar
1
1
cudadvaaaaaaar!!
sauketeso tavia B)
avatar
0
2
ვაუ, ფისო შენხარ? :D მადლობიკო 3o
avatar
1 Spam
3
დღეს გადავიკითხე ყველა თავი, ძალიან მხიარული, მსუბუქი და კარგად წასაკითხი ისტორიაა, კარგად მახალისა რა გიჟების ოჯახია პირდაპირ რა :)))ვინ ვის ურიგებს ვერ გაიგებს კაცი)) მართლა მომეწონა ❤️❤️
avatar
0
4
:D :D მადლობა ნესი 3o გამახარა შენმა კომენტარმა love
avatar
0 Spam
5
ვერაფერს ვამბობ, მხოლოდ 5 გულს ვაფერადებ
avatar