არეული გეგმა [12]

22.06.2017, 01:44 | |
12 ძილი მეპარებოდა,მაგრამ რა დამაძინებდა აყროლებულ გასახდელში მითუმეტეს ბაჩანასთან ერთად. თვალებს ძლივს ვახელდი. იმქომედა ჩემზე ვარჯიშმა, ასე ქანცგამოგდებული სკამზე ვეგდე,თავი კარადაზე მქონდა მიყრნობილი,თან შიგა და შიგ ჩემი ნერვების ჭიას ვუყურებდი. ნერვები იმდენეჯერ მეშლებოდა,რამდენჯერაც შევხედავდი და დავაფიქსირებდი,რომ არცერთხელ არ მიყურებდა. ასე უბრალოდ იჯდა ჭერს მიჩერებოდა. ძილმა წამსძლია,თავი ქათამივით გადავაგდე და წამსვე გამოვფხიზლდი, ისეთი შეშინებული შევხტი გაოცებულმა შემომხედა,თან როგორც ჩვეოდა ისევ დამცინა. მთქნარებით მოვაღე პირი და თავი კარადას გვერდულად მივაყუდე, თვალი დახუჭვას ვაპირებდი,რომ უცერად შევამჩნიე უსიცოცხლოდ მიგდებული ხოჭო,რომლის გულისთვისაც აღმოვჩნდი ჯერ ბაჩანას კარადაში,მერე კი აყროლებულ გასახდელში. ხელში ჩუმად დავისვი და შეუმჩნევლად გავსწორდი, თან სწრაფადგადავიხარე და გულზე უსულო მდგომარეობაში მყოფი ხოჭო მივაგდე და თავის გადასარჩენად წამში ავღმოჩნდი კარადის უკან, აი ბაჩანამ ვერ გაიაზრა რა მოხდა, გაოცებულმა გაუსწორა მზერა მკვდარ ხოჭოს და სწრაფად წამოვარდა, გულზე ხელი დაიფერთხა, მტრული მზერა მსტყორცნა და უსიტყვოდ დაჯდა სკამზე. -ორით ერთი!- ბავშვივით ამოვილაპარაკე,თან ახლა უკვე უშიშრად დავჯექი მის წინ. -აჰ, თურმე ითვლი..- ხრიწიანი ხმით მითხრა. - ასეთი გაბედული ბავშვობაში,რომ ყოფილიყავი უფრო საინტერესო მოგონებები დამრჩებოდა! -მაშინ,რომ მცოდნოდა მცოცავი არსებების გეშინია, დამიჯერე არ გაცოცხლებდი! - თვალი ჩავუკარი. -კალიის გარდა არცერთი არ მეზიზღება, ახლა უბრალოდ არ მოველოდი!- აღნიშნა,თან ხელში აიღო საცოდავი ხოჭო და დააკვირდა. -კი არ გეზიზღება, გეშინია!- შევუსწორე. -არა, მეზიზღება! -მაშინ,რატომ დარბოდი წინ და უკან იმ დღეს?! -მისი სახელიც კი ზიზღს იწვევს და შენ წარმოიდგინე ახლა ჩემს სხეულზე კალია,რომ გაინავარდებდა რა დამემართებოდა! - ზურგით კარადას მიეყუდა,თან ცალი ფეხი სკამზე დადო, მოკეცილ მუხლზე ხელი დაიდო და რაღაცნაირად გამომხედა. -მე უფრო სხვანაირ განავარდებას ვარ მიჩვეული! -აუფ!- დავცინე.-მაინც,როგორს? -ისეთს შენ,რომ არ გამოგიცდია!- ვერ გავიაზრე მისი ნათქვამი ორი წუთის მანძილზე,მაგრამ მერე მივხვდი და ავილეწე. -რა იცი,რომ არ გამომიცდია?! -გეტყობა!- გაიღრიჭა. -რა მეტყობა?!- საკუთარ თავს ზემოდან დავხედე და გავოცდი. -შეიძლება შენთან ურთიერთობაზე დავფიქრებულიყავი, ასეთი შტერი,რომ არ ყოფილიყავი! -ჰა? -ნერწყვი გადამცდა და ხველა ამიტყდა,თან გაანალიზე რაც მითხრა.- მე ვარ შტერი? -სამი საათიც და თავისუფლები ვართ! - ისე თქვა,თითქოს ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო. -რა გკითხე ვერ გაიგე? -გავცოფდი. -სახლში რის თქმას აპირებ?- განაგრძო ჩემი დაიგნორება. -ვიტყვი ბაჩანამ ჩემზე იძალადა-მეთქი! - ბრაზით გადავიჯვარედინე გულზე ხელები და მზერა ავარიდე. -მერე შემომტენიან შენს თავს ცოლად მოიყვანეო და მოგიწევს ჩემი ატანა! -ყველაფერზე პასუხი,როგორ გაქვს?- გაღზიანებულმა ამოვიდუდღუნე. -რავი აბა! *** როგორ და რანააირად გავძელი დარჩენილი სამი საათი ვერ ავღწერ,მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი მის გამწარებას, მით უფრო ვმწარდებოდი მე. ვერაფრით შემეძლო მისი მიწასთან გასწორება,თუმცა მერე დავიფქრდი. რისთვის ან რატომ ვცდილობდი მასთან კამათს? ამასაც ხომ თავისებური ახსნა აქვს, რომელიც არ მინდოდა,რომ გამეაზრებინა,თორემ ზუსტად ვიცოდი,რომ ბაჩანა ოდნავადაც არ მიზიდავდა. ტრენერმა კარი გააღო,თუ არა და დაგვინახა შიშისგან შეხტა, ორივემ დავცინეთ, მერე კი თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი. როგორ აუხსნა ჩემი იქ ყოფნა არ ვიცი,მაგრამ ზედმეტად არაფერი უთქვამთ, პირიქით შეწუხებული სახეებით გვიყურებდნენ და გვითანაგრძნობდნენ მთელი ღამე სკამზე გატარებას. გადავლების გარეშე ჩავიცვი ტანსაცმელი და ისეთი სისწრაფით გამოვვარდი არავის არაფერი ვუთხარი. რა დროული ვარ... სწორედ იმ წამს გამიჩნდა დანაშაულის გრძნობა, წარმოვიდგინე რა დღეში იქნებოდა ნინო. ნიკა ალბათ უკვე კუბოს ზომებს იღებდა ეკასთან ერთად. ან საერთოდ,როგორ უნდა ამხესნა მათთვის სად გავატარე მთელი ღამე. აწურული დავდექი ავტობუსის გაჩერებაზე,შეშინებული ვიყურებოდი აქეთ-იქით,თან ვიგრძენი როგორ აზუზუნდა მობილური ჩანთაში, რამაც უფრო დამაშინა. გაოცებულმა დავხედე ტელეფონს, ნინო უკვე მეასეჯერ რეკავდა,მაგრამ ვერ ვუპასუხებდი. ხმა გავთიშე და ისევჩანთაში ჩავდე. შორიდან შევამჩნიე ავტობუსი,როგორ მოდიოდა, მოვემზადე წინ დავდექი,მაგრამ ბაჩანას მანქანამ დაასწრო და წინ გამიჩერა. -სწრაფად ჩაჯექი!- ფანჯარა ჩამოწია, რეიბანებიდან ზემოდან გამომხედა,თან მანქანის კარი გააღო და სიგარეტს საოცრად დაარტყა ნაფაზი. გაოცებულმა მოვაღე პირი და დავაკვირდი, იმდენად მამაკაცური და მიმზიდველი მომეჩვენა დაჰიპნოზებული ჩავუჯექი,თან მზერა არ მოვაშორე და გავაგრძელე ყურება. - დახურე პირი!- ნიკაპზე ხელი ამკრა,თან გაზზს ფეხი დაადგა და ისეთი სისწრაფით გამაქროლა,თავი მანქანის სავარძელს ვხიე. - დედაჩემი და ჩემი და შენთან არიან, ნინოს ამშვიდებენ! -ისე გამიღიმა კიდევ მოვაღე პირი და მივხვდი,რაღაც ვერ იყო რიგში. - დავიჯერო ასე იმოქმედა ამ ღამემ,რომ შეგიყვარდი? - დამცინავად დამადო ფეხზე ხელი,თან თვალი ჩამიკრა. მაშინვე გამოვფხიზლდი და გავაანალიზე ავტობუსის მაგივრად ბაჩანას მანქანაში ვიჯექი და პირმოღებული ვუყურებდი,როგორ მითათუნებდა ხელებს ფეხებზე. -გაწიე ხელები!- ხელი უხეშად ავაღებინე.- ჩემთან არიან?- მერე შემეშინდა და ნიკაპმა კანკალი დამიწყო. -კი... -ვიღაცას,რომ გააგებინა ესეიგი სერიოზულად ინერვიულა....- თვალები ამიწყლიანდა. - მომკლავს... -მაგ სანახაობას არ დავაკლდები! -ჰმ!- გავცეცხლდი.- დედაშენიც იქ არის და კარგად მოგსდებს გვერდებში! -ჯერ ერთი, სახლში არ ვაპირებდი წუხელ წასვლას სხვა გეგმები მქონდა და ეს კარგად იცოდა მაკამ, მაგრამ რომც არ სცოდნოდა არც ეგ იქნებოდა პრობლემა, მირანდა კი არვარ! -გეყოს ახლა!- უარესად დამცხა. -ის მაინც უთხარი,რომ ცოცხალი ვარ? -არა, დავურეკე და მახარა,რომ დაიკარგე და სასწრაფოდ მივსულიყავი, მე არც კი ვუკითხივარ. ხედავ,როგორ დაინტერესე დედაჩემს?! - ისევ გაიღრიჭა. -დავიკარგე?- ფრჩხილების კვნეტა დავიწყე და შეშინებულმა მოვავლე ჩემს კორპუსს თვალი. - ვაიმე, წადი უკან, მომკლავენ! -ნუთუ მირანდიკოს ეშინია?! - ირონიულად აზიდა წარბი,თან ტუჩი გაილოკა და ისევა ამიერია გონება. ჩემი თავი გამოვარკვიე და გავლანძღე ისევ მასზე,რომ გადაერთო. -ნუ მეძახი მირანდიკოს! -კაი მირანდიკო! -ოე, ბაჩუტი!- ხელი ვკარი და მანქანიდან კი არ გადავედი, გადავფრინდი. - ჯერ ვერ მოვიფიქრე რავუთხრა სად ვიყავი.... -ჩემი პრობლემა არაა!- მხრები აიჩეჩა,თან მანქანა ჩაკეტა და უკან გამომყვა. სამჯერ მოვბრუნდი გამოსაქცევად,მაგრამ უკან დამაბრუნა ურჩხულმა და კარზე ხარი დარეკა, უკან ამოვეფარე ბაჩანას განიერ მხრებს, თან ლოცვა დავიწყე. -სად ხარ ამდენ ხანს, ნინო კიდევ ცუდად გაგვიხდა! - კარი დამ გაუღო ძმას და ჩურჩულით უთხრა. სამალავი წამიერად დამიმსხვრია და გამომაჩინა.- ვაიმე, იპოვე?!- ხელები სახეზე მომადო,თითქოს ადამიანი კი არა კნუტი ვყოფილიყავი. - აქამდე უნდა დაგვერეკა შენთვის!- აღტაცებით,თქვა თან ძალით შემათრია სახლში. მაშინვე ვიგრძენი სიგარეტის, წამლების და ერთმანეთში აზელილი სუნამოების სუნი, თან მესმოდა ერთდროულად რამოდენიმე ადამიანი,რომ ლაპარაკობდა,მაგრამ დამინახეს თუ არა თითქოს დრო გაჩერდა. ნიკამ ნერწყვი გადაყლაპა და სახე უარესად დაეძაბა,მაკამ ანერვიულებულ ნინოს ხელზე ხელი დაადო, რომელსაც ეკუნას კალთაში ედო თავი და ჩემს დაქალთან ერთად ტიროდა. მზერა ოთიკოზე გადავიტანე,რომელიც გაოცებული გამოუძინებელი მზერით დამაკვირდა. -სად იყო?!- როგორც კი გაანალიზა ოთახში,რომ ვიყავი ფეხზე წამოვარდა ნინო, ჩემსკენ გამოქანდა და მომეხვია. -დედიკო,ვინმემ რამე დაგიშავა, მოხდა რამე?!- სახეზე ხელები დამისვა და აცრემლიანებულმა შემომხედა, როგორ მეთქვა "არა,უბრალოდ ბაჩანასთან ერთად გავატარე მთელი ღამე გასახდელში-მეთქი" ნერწყვი გადავაგორე და ხმა არ ამოვიღე.- დედიკო, რაცარუნდა მომხდარიყო,მთავარია,რომ ცოცხალიხარ! - ნერვიულად აუვარდა სიცილი ნინოს. დავაფიქსირე,როგორ ჩაეღიმა ბაჩანას. უარესად ავნერვიულდი და დედას გამოვეცალე. - წყალი დამალევინე...- ეკას გახედა,თან სკამზე წაშლილი სახით ჩამოჯდა. -სად იყავი?- ყველაზე მეტად ახლა ვისი თავიც არ მქონდა ეს ოთიკო იყო, ზუსტად ვიცოდი მისი უხამსი ფიქრები. - იცი,როგორ ვინერვიულეთ და სად არ გეძებეთ? - ჩემსკენ წამოვიდა,რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ჩახუტება დააპირა,რამაც გამაოცა,მაგრამ გაოცება ბაჩანას რექაციამ აღშფოთებით გადაფარა. გვერდზე დამიდგა და ხელებ გამოშვერილი ოთიკო უკან გაწია. -ჩემთან ერთად იყო მიმი!- ისეთი სხვანაირი ხმა ჰქონდა ტანში გამაჟრიალა და თვალებით ვანიშნე არ გავეყიდე. - მთელი ღამე ვსაუბრობდით ჩვენს ურთიერთობაზე, ხოდა ოფიცალურად ერთად ვართ,ხომ გინდოდათ? -ხელი ჩამკიდა და მაგრად მომიჭირა. პირის მოღება ახლა უნდა გენახათ,ერთდროულად შვიდივეს მოგვეღიცა ყბა და ბაჩანას ავხედეთ. -არ უნდა დაგერეკა?- აღშფოთებული ხმით მოასწრო თქმა ნინომ, მერე კი კუთხეში ავიტუზე და დავაკვირდი,როგორ გაექანა ბაჩანასკენ ოთიკო და მოულოდნელად გაარტყა, არც ის ელოდა და არც არავინ. გამოერკვია თუ არა კისერში სწვდა ოთიკოს და კარისკენ წაყვანის მაგვირად, გაათრია.უკან გაეკიდა ყველა, მარტო დავრჩი კედელთან აყუდებული უკიდურესად გაოგნებულ-გაოცებული და ვიაზრებდი თითოეულ წამს, მერე მესმოდა ყვირილი ეზოდან, ხან ნინო ყვიროდა,ხან ყველა ერთად. ცოტა დროის მერე ვინამუსე და აივანზე გავედი,მერვე სართულიდან არცისე კარგად ჩანდა,მაგრამ დავინახე როგორ ჩასვა ნიკამ ჩასისხლიანებული ოთიკო ტაქსსში,თან თითონაც მიუჯდა. -რატო გამომყევით უკან?- მიუბრუნდა ქალებს და აგერიულად იკითხა. -სად მიდიხარ?- ხელზე დაეკიდა მანქანისკენ წასულ შვილს. - აღარ ცემო, ეყოფა ისედაც ძლივს იყურებოდა!-ემუდარებოდა. -მაკა, შემეშვი აღარვის ცემას არ ვაპირებ!- მანქანაში ჩაჯდა და მთელი სისწრაფით გავარდა უბნიდან,ისე რომ იქვე შეგროვილი მეზობლები სულ გააბოლა. *** -არ უნდა გაგეფრთხილებინე?!- კიდევ ვერ იწყნარებდა ნერვებს მაკა. -მეც არ ვთქვი ბაჩანამ რატომ არ დარეკა მთელი ღამის მანძილზე...- ჩაფიქრებულმა მოილაპარაკა მაკამ. ხელები ერთმანეთში ავხლართე,თან ეკას თავი დავდე და დავაკვირდი აფერიაქებულ ქალებს. მივხვდი რამხელა რაღაც გამოიწვია ჩემს ცხოვრებაში ბაჩანას გამოჩენამ,რა დონემდე დავეცი, დედის მოსაშორებლად ვიღაც კაცს ძებნა,რომ დავუწყე,მაგრამ რათ მინდა ყველაფერმა მაინც მაზღვევინა და ათასი პრობლემა შემიქმნა. ნიკა ჯერ არ იყო მოსული, ყველა მას ელოდებოდა პასუხის გასაგებად, მოკვდა თუ გადარჩა ჩემი ყოფილი შეყვარებული,რომელიც ვითომდა ახალმა შეყვარებულმა მიცემა. ანიკოს ისეთი გაოგნებული სახე ჰქონდა,თითქოს ფილმშიც კი არ ენახა მსგავსი სიტუაცია. იმის მაგივრად,რომ დედა დაემშვიდებინა,აქეთ ამშვიდებდა შვილს მაკა. ნინო იჯდა და ჯერ კიდევვერ იჯერებდა მომხდარს. -რაც მოვიდა ხმა არ ამოუღია, ჩემს ნერვებზე მოქმედებს მაკა ხედავ?!- ისევ ამოილაპარაკა და ხელი გულზე დაიდო. მისთვის პირველი შემთხვევა იყო,როცა სახლში არ მივედი, ისე მზრდიდა,რომ ყოველთვის ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ, მის გარეშე ზედმეტ ნაბიჯს არ ვდგამდი და ახლა მისთვის შოკი იყო, ბაჩანასთან ერთად,რომ ავღმოჩნდი სადღაცას მთელი ღამე. -შეეშინდა თვითონაც. გაანებე თავი.- უხერხულად გაიღიმა მაკამ. მაოცებდა მისი თავშეკავებულობა ან საერთოდ არ იყო წინააღმდეგი ასეთი ქაჯი რძლის. ჯიბიბიდან აზუზუნებული ტელეფონი ამოვიღე და მოსული შეტყობინება გავხსენი. "2-2" თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ მერე ბაჩანას სახელი,რომ ამოვიკითხე ნომერზე ჩემდა უნებურად ჩამეღიმა და მივხვდი,კიდევ ერთხელ გაღიმება და მკვდარი ვიყავი. ______ ეძღვნება ჟანეტიკოს! <3 ტკბილი ძილი. | |
ნანახია: 2180 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 7 | |
სულ კომენტარები: 7 | |
| |