არეული გეგმა [13]
22.06.2017, 22:41

13

რა უნდა გაეკეთება იმაზე უარესი,თუ არა ჩვენი ერთად ყოფნის გამოგონება?
მთელი სამი დღე სიცოცხლე გამიმწარეს, ჯერ მარტო იმიტომ,რომ ნინო არმელაპარაკებოდა,მაგრამ ვგრძნობდი როგორ უხაროდა გამოგონილი ურთიერთობა. ცხვირ აბზურებული დადიოდა მთელი დღის განმავლობაში,თან ელოდებოდა,როდის ვეტყოდი რამეს მერე,რომ ერთი ამბავი აეტახა. თავი არ მქონდა ხმას არ ვიღებდი და ვდარდობდი სად გაქრა ვითომ "შეყვარებული" სამი დღის მანძილზე,ისე რომ არცერთხელ არ მოვუკითხივარ, რასაც ვერ ვიტყოდი მაკაზე. იმიზეზებდა თუ ნამდვილად ნინოს დასამშვიდებლად მოდიოდა არ ვიცი,თუმცა ფაქტი იყო სადედამთილო თითქმის ყოველდღე სახლში მეჯდა. 
ერთადერთი ვინც ჩემზე გაბრაზებული არ ყოფილა ეს ჩემი სისხლი და ხორცი აღმოჩნდა,ჩემი ნიკუშა,რომელმაც არგამწირა და არ მამყოფა 7 მილიარდიან სამყაროში მარტოდ მარტო. მართალია დედას წინ ცდილობდა არ გამომლაპარაკებოდა,მაგრამ ღამით ჩემს ოთახში შემოიპარებოდა და დამცინოდა კარადაში,როგორ გავიჭედე. 
ნინოს გათხოვებამ ცოტა გადაგვედო, ცოცხალი თავით აღარ წავიდოდი იმ დასაწვავ სპორტ-დარბაზში,ისევ მერჩივნა ქუაში კუდში დევნა, ვიდრე იქ მისვლა.  ეკას,თუ ვენდობით დათო არც მანიაკი და არც ფსიქოფატი არ ყოფილა,მაგრამ ასე დაუზუსტებლად,როგორ გაგვეშვა საკუთარი დედა ვიღაც კაცთან პაემანზე,მითუმეტეს,როცა მთელი გეგმა ერთმანეთში აგვეხლართა და არ გვაწყობდა ყველაფრის გამორკვევა.
"სპორტ-დარბაზის" ისტორია სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში, ჯერ მარტო იმიტომ,რომ საკუთარი ძმა ყოველდღე მახსენებდა,თან დაცინვით და მერე მეორე იმიტომ,რომ ოთიკო ისე იცემა ვერ ვიცანი. ქუჩაში სრულიად შემთხვევით შემხვდა, იმდენად მომერიდა მასთან მისალმება,რომ ხეს ავეფარე და დავემალე.  ახლა აღანაირი უფლება არმქონდა მივსულიყავი და მენუგეშებინა ან ბაჩანასთან მივვარდნილიყავი და სახე ჩამომენგრია,მაგრამ ვერც უბრალო გამარჯობა ვერ ვუთხარი,იმდენად დამნაშავედ ვიგრძენი თავი.

****

ცივი ყავა ორ მაღალ ჭიქებში ჩამოასხა ნინომ, ფოდნოსზე დააწყო ხილთან ერთად და აივანზე გავიდა მაკასთან,თან მე დამაიგნორა.
-ძაან გაბრაზებულია!- აღნიშნა ნიკამ.
-არადა ერთი სული აქვს ემოციები გამიზიაროს,თავის მიზნებთან დაკავშირებით...
-რა მიზნები?- დაიბნა.
-ბაჩუკისთან,რომ დამაახლოვა!- თვალი ირონიული ღიმილით ჩავუკარი. 
-კი თავიდან გაეხარდება,მაგრამ რომ დაშორდებით სახლიდან გაგაგდებს! -სიცილი ვერ შეიკავა.
-თუ გგონია უშენოდ წავალ სახლიდან ძაან ცდები!
-და-ძმა გველაძუები!- შეკრული მუშტი მსუბუქად მოარტყა ჩემს მუშტს და ეშმაკურად გაიცინა. -რაო სიძე არ გწერს?
-ნუ ეძახი სიძეს! - გავცეცხლდი. 
-ისე გაშველების დროს მეც მომხვდა ბატონკაცის მუშტი!- ნიშნის მოგებით თქვა,თან სახე შემსკენ მოაბრუნა და ყბაზე ვითომ ნაწყენმა ხელი დაისვა. 
-თუ გინდა,რომ ვნახავ ფეხებშუა ამოვცხებ წიხლს! 
-შენ მიზეზს ნუ ეძებ, მის საცემად.
-მე შენსკენ ვარ,შენ ეშმაკებისკენ?! - გავუბრაზდი. - ვიფიქრე ძმას დავიცავ-მეთქი.- მხრები ავიჩეჩე.
-სუ ჩემზე იფიქრე!- ხელი ჩაიქნია სიცილით.- იცი,როგორი მტკივნეულია? - სახე მოღუშა წარმოდგენისას.
-რა იყო ვინმემ გაფეთა,თუ? 
-არა!- ლოყები აუწითლდა. - საღამოს დაბადების დღეზე მივდივარ, წამოხვალ? - მომენტალურად გადაიტანა თემა.
-ვის დაბადების დღეზე? - გამიკვირდა.
-ჩემი კლასელი თოკო გახსოვს? 
-ძაან,რომ ტიპობს?- ტუჩები მოვბრუცე და გავიხსენე მისი მეგობრის სახე. 
-ჰოო, ეგ!
-მერე მე რამინდა მაგის დაბადების დღეზე? 
-რავიცი გაერთობი!-მხრები აიჩეჩა.
-რომელი თქვენი ტოლი მე ვარ? - ხელი მივიდე და ძალიან დიდის როლის თამაში დავიწყე. - თათია იქნება ბატონო ნიკულ?
-გაგანიკულებ!- ფეხზე მიბწკინა და ფეხზე წამოდგა.- რა თქმა უნდა, იქნება!
-ისე ეს მოწრიპული გოგო რამ მოგაწონა?- სიცილით ვიკითხე,მაგრამ მისი სახის დანახვისას სწრაფადვე გამოვასწორე. - არა მე არაფერს არ ვუწუნებ, უბრალოდ ვიკითხე!
-მეც მიჩნდება კითხვა, ასეთი მსუქანი როგორ მოეწონე ბაჩანას! -გადმოვიდა ასპარასზე,თან იმის მაგივრად,რომ ჩემი მეორე ნახევრისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა მე მომაყენა.
-მსუქნები რა ადამიანები არ ვართ?!
-კი, უბრალოდ მოცულობაში დიდი ხარ!
-ხოდა მსუქნები ვართ ქალები,თორემ მოწრიპული გამხმარი ხე კი გყავს!
-წამოხვალ,თუ არა? - დააიგნორა ჩემი ნათქვამი.
-რავი, უხერხული არ იქნება? - ნამდვილად მჭირდებოდა განტვირთვა, თან ისეთი ძმა მყავს, მისი ლოთობა სტაჟიორ ლოთს,რომ შეშურდება. 
-რახან გეუბნები, ანუ არა!
-ხო,თან გაგაკონტროლებ ისევ არ გამოშკაფდე! 
-რავქნა? - დაიბნა.
-დათვრე და გაითიშო!


****

მაკას გაცილებიდან დაახლოებით თხუთმეტ წუთში კარი შემომიგლიჯა ნინომ და დოინჯ შემორტყმულმა ცივი მზერა მსტყორცნა. დავიბენი ხელებში შემახმა საღამოსთვის არჩეული კაბა, ნახევრად შიშველმა ტანზე კაბა ავიფარე და დედას გაოცებულმა გავხედე. 
იმდენად მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა ვიფიქრე ყველაფერი გაიგო და მერვე სართულიდან მომიფრენდა,მაგრამ წელზე დოინჯი შემოირტყა და მკაცრი ტონით ალაპარაკდა.

-ანუ ერთმანეთი გიყვართ? 
-ვის?- თვალები მოვჭუტე. 
-ბაჩუკის და შენ!
-ბაჩანას და მე? - გავუსწორე,თან სიცილი ძლივს შევიკავე და ვინატრე სადაც იყო იქვე დასცემოდა ბნედა ვითომ და ჩემს შეყვარებულს,რაგდან მივხვდი სწორედ ამ სიტყვებიდან დაიწყო ჩემი ხანგრძლივი და სასტიკი ტანჯვა.
-ხო!
-არა....-მისი სახის შემჩნევისას ბგერები ერთმანეთში ამერია და ბლუყუნი დავიწყე.- არ....კი...არ...
-არა თუ კი?
-კი!- საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მთელი ზიზღით ვთქვი ერთი პაწაწინა სიტყვა და თითქოს ამით გადავუსვი ხაზი ჩემს ამდენი ხნის შენარჩუნებულ თავმოყვარეობას. 
-ისე მინდოდა თქვენი წყვილის დანახვა,რომ ახლა გადამიარა გაბრაზებამ,მაგრამ დაშორება,რომც გაიფიქროთ რომელიმემ იცოდეთ არც ჩემგან და არც მაკასგან არ აგცდებათ ომი!
-ჯერ ახლა დავიწყეთ ურთიერთობა და რომელ დაშორებაზეა ლაპარაკი....-კბილებში გამოვცარი და სახე ალეწილმა დავდე საწოლზე კაბა.
-მე გაგაფრთხილე! - მკაცრად თქვა. - სად მიდიხარ?
-ნიკას მივყვები თორნიკეს დაბადების დღეზე.
-მე კიდე ვიფიქრე ბაჩანა უნდა გენახა...-გაეღიმა სასიამოვნოდ. 
-ხო,მერე უნდა ვნახო....- ჩემდაუნებურად წამომცდა. - დედა, თუ არ მოვემზადები უჩემოდ წავა ნიკა და დამოტვე რა!- სწრაფადვე გავაფანტინე ფიქრები და ვაიძულე ოთახიდან გასვლა.


****

-ამას ეძახი დიდი არაფერიაო?- ყურთან ვუჩურჩულე ძმას,თან გადავხედე დიდი სახლის მწვანე ეზოს,რომელიც საახალწლო ნათურებით იყო განათებული, მუსიკა ხმამაღლა ჩართული ჰქონდათ და ერთმანეთში იზილებოდნენ. რას წარმოვიდგენდი ჩვიდმეტი წლის ღლაპებს ჩვენზე უკეთესი წვეულებების მოწყობა თუ შეეძლოთ. ცოტა გაბრაზებული და გამხიარებული შევერიე ახალგაზრდებში და ჩემს წითელ ღვინოს დავსტაცე ხელი. ბევრს ვერ დავლევდი, ძმისთვის უნდა მეპატრონა,თორემ სახლში ნახევრად მკვდარს ვერ მივიტანდი. ნინო ორვეს ამოგვკრავდა პანჩურს და სახლიდან გვიფინტრიშებდა. ერთხელ მისმა ძმაკაცებმა მოიტანეს სახლში მკვდარი, მაშინ გადავრჩით ნინო დაქალებთან ერთად იყო წასული ორ დღიან ექსკურსიაზე და შანსი მომეცა ძმის გადარჩენის,მართალია მთელი ღამე გულს ირევდა და ძალიან ნასიამოვნებს მტოვებდა,მაგრამ ნინოს ყურამდე მაინც არ მისულა მისი ვაჟკაცობის შესახებ.
ალბათ მთელს წვეულებაზე ყველაზე "ბებერი" მე ვიყავი, როგორც ყოველთვის ამ დღესაც კუთხეში დავჯექი და საკუთარ განზომილებაში გადავერთე,თუმცა ჩემს ოხერ თვალს რა გამოეპრება? წამიერად დავლანდე,როგორ ჩაუჯდა კალთაში მოწრიპული ხის მაგვარი თათია ჩემს ძამიკოს და კოცნა დაუწყო. ჯერ წითელი ამენთო მის ასაკში კოცნა კი არა ბიჭი რას ნიშნავდა საერთოდ არ ვიცოდი,თუხუთმეტი წლის და ასეთი გამბედავი მე არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ მერე გამახსენდა თათიას და კი არა ნიკას ძმა ვიყავი და გავისუსე,თორე მე ვანახებდი თათიას კოცნა-ხვევნას ერთ კარგს,რომ შემოვულაწუნებდი. 
ყველაზე მეტად კი გამაცინა და გამაოცა ჩემს გვერდით "მოცოცებულ" ბიჭუნაზე,რომელიც შვილად მეკუთვნოდა და რბილად,რომ ვთქვათ "მკერავდა", დამცინავად გადავხედე ქერათმიან ბიჭუნას და ისე გავუღიმე,თითქოს მის მაგივრად ახალშობილი კნუტი დამენახოსო.
-ლაო პატარა ბიჭი, დედიკოს ჯერ არ დაურეკავს?
-ჰა?- არ მოელოდა ჩემგან ასეთ მწარე რეგირებას, წარბები შეკრა და უკან დაიხია. 
-ასე ჯობს ბიჭუკი!- ნიკაპზე ხელი მოვუსვი სავარაუდოდ ნიკას კლასელს და თვალი ჩავუკარი. - წადი აგე,იმ გოგოს ეჩალიჩე!- ვანიშნე ჩვენს წინ მჯდარ ასე 15-16 წლის წითურ ქალბატონზე,რომელიც თვალებს არ აცილებდა პატარა ბიჭიკოს. უხმოდ გამეცალა,თუმცა წითურთან იმ წამს არ მივიდა,მაგრამ მერე შევამჩნიე ჩემს ჩუმად,როგორ მიიპერა და გამოლაპარაკება დაუწყო. 
ამ დაცინვა-ფერებაში ვერ გავიგე,როგორ გამელეშა ძმა და როგორ გაიყვნეს მოსასულიერბლად ორმა ძმაკაცმა. უკან გავეკიდე თათიას ვანიშნე არ გამოგვყოლოდა,თორემ არც ისეთი კარგი სანახავია შეყვარებული,რომ გამოგიტყვრება.
ეზოს გარეთ სიცილ-კისკისით გაიტანეს ჩემი უმცროსი ძმა ბიჭებმა,თან ხელებს უნიავებდნენ ჰაერის მისაწოდებლად და სიცილს ვერაფრით იკავებდნენ.
-დათვერი შეჩემა?- სამჯერ მაინც იკითხა ერთერთმა, არადა ნიკა პირში ენას ვერ იტრიალებდა,რომელი პასუხის გამცემი იყო.
-ბიჭებო დათვრა, რაღათ უნდა კითხვა?! -სკამზე დამჯდარ ძმას სახეზე ხელი წავავლე და ერთი კარგად შემოვულაწუნე. - ბატონო კეშელავა გამოფხიზლდი,თორემ აქ დაგტოვებ! - თავი უიმედოდ ავწიე ზემოთ,თან აწეწეილ თმაში ხელი შევიცურე და შევამჩნიე ბიჭების გაოცებული მზერა.იმდენად იშვიათად მხედავდნენ,რომ ჩემს დობაში ეჭვი ეპარებოდათ. - დავარ მიისი!- ეჭვები განვუმტკიცე ორივეს და ისევ ვხიე ძმას სილა. 
-არადა არ დაულევია ბერვიიი...- ძმაკაცის ტყავის გადასარჩენად ამოილაპარაკა და ჩემი დაბოლება გადაწყვიტა, გამეცინა თავი გადავაქნიე,თან "ოდნავ დალეულს" კიდევ ერთი სილა ვუთავაზე, რომელიც სარგებლიანი აღმოჩნდა.
-ვააა, მიმი....- ამოიდუდღუნა,თან სახეზე ხელი დასივა და ნახევრად დახუჭული თვალებით შემომხედა. - აუ რა გაღუნული ვარ! 
-რა ხარ?- გაოცებულმა ამოვიკივლე.
-მთვრალი.... -სიცილი სამივეს ერთდროულად აგვიტყდა,- ნუ დამცინით!- წუწუნით ამოიდუდღუნა.
-უყარაულეთ დავრეკავ!- ვანიშნე ძმაზე და ცალკე გავედი. სხვა ვინ თუ არა ბაჩანა, მის გარდა ვისთვის უნდა დამერეკაა?
ასეთ "გაღუნულ" ნიკას არც ეკა მიიღებდა, მითუმეტეს არც ნინო.პირდაპირი მნიშვნელობით გარფენები აქვს სიმთვრალეზე, გონია,რომ ნიკაც მამასავით აგრესიული გახდება სიმთვრალის დროს და კატოგორიულად კრძალავს მისი მისამართით სასმელს. წარმოდგენაც არ მინდოდა რა დღე დაგვატყდებოდა,როცა დაინახავდა შვილს. 
-გისმენ!
-ბაჩანა, შენ ხარ? - ნერვიულად ამოვიდუდღუნე. 
-ბაჩანასთან, თუ რეკავ ბაჩანა ვარ! - თავის როლს ვერ შორდებოდა. 
-ბაჩუკი, შენი დახმარება მჭირდება! -მის სახელს ხაზი გავუსვი ისე ვთქვი.
-ბაჩუკი, ვერაფრით დაგეხმარება!
-ვერც ბაჩანა?
-ეგ უკვე სხვა საქმეა!- გავიგონე,როგორ ჩაეცინა.- რა ხდება?
-ნიკა დაითვრა და სახლში ვერ მიმყავს, არ ვიცი რავქნა...
-მერე მე ძალიან ვგავარ, გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების ოპერატორს? - იმდენად გამამწარა მისმა ნათქვამმა, სიმწრის სიცილი ამიტყდა.
-იცოდე,თუ არ დამეხმარები ვიტყვი,რომ გამაუპატიურე და მაიძულე დაგთანხმებოდი შეყვარებულობაზე! - დავემუქრე,თან უკან გავიხედე ვინმემ ხომ არ გაიგონა ჩემი ნათქვამი.
-ნიკას მოვაკითხავ,შენ სადაც ხარ იქ დაგტოვებ!
-სწორედ ნიკას გამო დაგირეკე,თორემ მე ჩემს გზას გავიკვლევ! 
-მომწერე მისამართი.- მისამართის სათქმელად პირი გავაღე,თუმცა ზუმრის ხმაზე მივხვდი გამითიშა, ამაზე უარესად გავცოფდი და ჩემი ლოთი ძმისკენ წავედი,რომელსაც ბაჩანას გავაყოლებდი. ნინოს კი ვეტყოდი,რომ მეგობრებმა გათენება გადაწყვიტეს და იქ დავტოვე.
___-
ვიცი პატარაა,მაგრამ ტვინმა ეორორი ამომიგდო :დ მეტი ვეღარ დავწერე, მაინც ეს მეცამეტე თავი რააა! დ
მადლობთ,რომ კითხულობთ!
ხვალ ისევ იქნება ახალი თავი <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა, 13
ნანახია: 2180 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
ბევრი ვიცინე ამ თავზე :D
აი ნიკას ბოლო სიტყვა "გაღუნული' შოკი იყო :D
მაშკა პატარა თავი იყო და არ მეყო.
ნინო და მაკა ძაან აქტიურობს :D
avatar
0
2
გაღუნულზე უჟე ვიბაზრეთ B) ნინო და მაკა როდის იყვნენ წყნარად?! _3 ხვალე დიდს დავწერ, მადლიობა 3o
avatar
0 Spam
3
ახალ ახალ ტერმინებს ვსწავლობ ჰაჰაჰაჰა
avatar