არეული გეგმა [14]
23.06.2017, 23:46

ფეხები ერთმანეთში ავხლართე, წამიერად გავაპარე მზერა მრგვალ მაგიდასთან მჯდარი ბაჩანასკენ,რომელიც ნიკას აქტიურად ანახებდა ტელეფონში რაღაცას და ორივე ერთად სიცილისგან იგუდებოდა. რა მიხვედრა უნდოდა,რომ წინა დღის სურათები იქნებოდა, ვინ იცის ჩემი ძმა სიმთვრალეში რამდენ სისულელეს აკეთებდა და რა თქმა უნდა "ჭკუანაკლული" ბაჩანაც ამას ტელეფონში აფიქსირებდა. სახე წაშლილმა ღრმად ამოვისუნთქე და მერე შევამჩნიე ჩემს წინ მდგარი ლუკა,რომელსაც წელზე დოინჯი ჰქონდა შემორტყმული და ისეთი სახით მიყურებდა აშკრად რაღაცას მიპირებდა. ბიძა არ მყოფნიდა ახლა მისი დიშვილი მიმატებდა, არადა ნინოს დავემუქრე ის უზრდელი ენაგატლეკილი ბავშვი,თუ მოდის წყნეშთი არ წამოვალ-მეთქი,მაგრამ ისე მაიძულა წამოსვლა ვერც კი შევეწინააღმდეგე. ისედაც არ მინდოდა წამოსვლა რა უნდა მეკეთებინა იმდენ არასასუველ ხალხში? თუმცა ნინომ თავი გაიგიჟა,როგორ ვუთხრა ნინოს უარი მის აკარაგზე წასვლაზე-ო, თან დამაეჭვებლად მკითხა ბაჩანას გამო მაინც არ გინდა წასვალა-ო. არადა რას იფიქრებდა,რომ სწორედ მისი სახის დანახვა არ მინდოდა. 
არც წყნეთში გადამბრუნებია ტვინი და როგორც ყოველთვის ისევ ვცდილობდი მარტო ყოფნას, შორიდან ვაკვირდებოდი ყველა მათგანს, ანიკოს ქმარი და მისი მეგობარი მწვადისთვის ხორცს ამზადებდნენ, ქალები სხვა საჭმელებს ამზადებდნენ და მოუიდებლად განიხილავდნენ ჩემი და ბაჩანას არარსებულ ურთიერტობას. ყველაზე მეტად გამაცოფა მატირდას აქტიურობამ მათ საუბარში, ისე გრძნობებით ამბობდა "იმხელა ვნება იგრძნობა მათი ერთად ყოფნისას, სიყვარული მეც მინდება..." რომელ ვნებაზე იყო ლაპარაკი, ლამის წამოვუხტი და თავში წამოვარტყი ხელი. ვნება კი არა სიმპათიებიც არ "გვიახლოვდებოდნენ". კატეგორიულად იკრძალებოდა ჩვენი ერთად ყოფნა იქ ზემოთ და აქ დედამიწაზე. 
ყველაზე უსაქმურად მე, ჩემი ძმა და ჩემი შეყვარებული ვიჯექით. არაფერი გვანაღვლებდა ისინი ერთობოდნენ მე კი ვიტანჯებოდი,მაგრამ საქმის გაკეთებას მერჩივნა ისევ უსაქმოდ დავტანჯულიყავი. ვაიგნორებდი დედაჩემის თვალების ბრიალს,იმ მიზეზით,რომ ავმდგარიყავი და წარმომეჩინა ჩემი ყოჩაღობა მომავალი მულ-დედამთილ-მამათილისთვის. 

-ეს ჩენ...- სახეში მესროლა ჭიკარტისებრმა ბავშმა ოთხად დაკეცილი ფურცელი და გაიქცა. სახე მოღეცილმა შეზლონგზე დავარდნილი ფურცელი ხელში ავიღე და წყალში ჩასაგდებად გავწიე,თუმცა მზის შუქმა დალადა,რომ შიგნით რაღაც ეწერა და გავხსენი.
"რა ცივი შეყვარებული ხარ, გააქტიურდი,თორემ გადატრიალება მოხდება :)" 
სიცილი ავტეხე,თან მისკენ გავაპარე თვალები და ვანიშნე წერილზე. ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა,ისე რომ სწრაფადვე გადაიტანა მზერა ნიკაზე. 
ჩემი აქტიურობა არ უნდა სდომნოდა,რადგან ჩვენი ანგარიში ჯერ 2-2ს აჩვენებდა, ანუ ლოგიკურად ჩემი ეშმაკობის დრო იყო,მაგრამ ისე უნდა მომეფიქრებინა რამე,რომ ისევ მე არ გამოვჩენილიყავი ურჩხულად.
იდეის გარეშე ავდექი ფეხზე,თან წელზე შემოვიკარი ნიკას კუბოკრული პერანგი და ქალებისკენ წავედი. 
-წითელი ღვინო არ გვაქვს? - კაი ლოთვით ვიკითხე.
-ჯერ რათ გინდა?- სიმწრით გაიღმა ნინომ და თვალებით რაღაც მანიშნა,მაგრამ სადედამთილოს აფერისტულად გავუღიმე,ისე რომ ვათქმევინე სად ედოთ.
-მარანში დევს, აიღე რომელიც გინდა და ბაჩანას გაახსნევინე.- ხელი გაიშვირა სახლიდან რამოდენიმე მეტრში მდგარ პატარა შენობაში,რომელიც მარნად გვევლინებოდა. თავაზიანად გავუღიმე და სხეულის რხევით წავედი. 
ვერ ვიტყვი,რომ იდეით მქონდა ტვინი გამოტენილი,თუმცა წითელი ღვინის დანახვისას რაიმე მწარე გეგმა,რომ არ მომფიქრებოდა არასებული იყო. მარნში სინათლე ავანთე და ერთმანეთის გვერდიგვერდ დადებულ ბოთლებს გავუღიმე, აბლაბუდა მოვაშორე ერთერთს და ხელში ავიღე. სადედამთილოს ეგონა თავის შვილს გავახსნევინებდი,მაგრამ რა იცის ასეთი ვაჟკაცი რძალი,რომ ყავს. სამი კარადა ერთდროულად გამოვაღე და გასახსნელს თვალებით დავუწყე ძებნა. მესამე კარადაში ბოლოსკენ იყო შეყჟნული, სიხარულით დავსტაცე ხელი,თუმცა მასთან ერთად წებოს პატარა ყუთი ამომყვა,თან ხელის გულზე გადმომესხა და სახნელი ხელზე მიმეწება, ბრაზით დავდე კარადის თავზე გახსნილი წებო და ღვინო, მიწებებული სახსნელი მთელი ძალით მოვიგლიჯე კანის პატარა ნაწილთან ერთად და ხმამაღლა დავიღრიალე, რასაც გარედან სიცილი მოყვა,მაგრამ სულ არ მადარდებდა მათი სიცილი ისე მეწვოდა კანი.
-თაგვი ნახე?- სიცილით გამომძახა პატარა ფანჯრიდან ანიკოს ქმარმა,თანხმობის ნიშნად შეწსუხებული სახით დავუქნიე თავი და წებოს ყუთს ავეფარე,როგორც კი გამეცალა ამჯერად ფრთხიალდ ავიღე და დავაკვირდი, წამიერად ისეთმა გრანდიოზულმა იდეამ გამიელვა, სულ გადამავიწყდა ნატკენი ხელი. 
-ჭიქა სად ავიღო?- გააქტიურებულმა მივირბინე ეზოში მოფუსფუსე ქალებთან და სახე გაბრწყინებულმა ვიკითხე.
-თაგვი ნახე,თუ ოქრო?- თავის ჭკუით იხუმრა მარიტამ, მოჩვენებულმა გავუღიმე და მაკას გავხედე პასუხის მოლოდინში.
-სამზარეულოში, ზედა კარადაში იქნება.- სახლზე მანიშნა,თან განაგრძო თავის საქმე. 
ბოროტული სიცილით ჩამოვასხი მაღალ ყელიან ჭიქაში სისხლივით წითელი ღვინო ხელები გავასავსავე ერთმანეთში და დაკუჭული ფურცლით ჭიქას გარედან ის განთქმული წებო წავუსვი,თან გრძელ სადგამს მოვუფრთხილდი თვითონ,რომ არ გავბულიყავი საკუთარ მახეში. ორი ჭიქით ხელში გამოვედი სახლიდან და ისეთი ბედნიერი მივიწევდი ბაჩანასკენ დედაჩემი გაოცებული მიყურებდა, ნინოსთვის საერთოდ არ მეცალა, მთავარი იყო ახლა არ ამრეოდა ჭიქები. 
-ნიკა გაქრი აქედან!- თვალები დავურიალე ძმას,თან ეშმაკური ღიმილით ჩავუკარი თვალი ბაჩანას, რომელიც ცოტა გაკვირვებული ჩანდა,მაგრამ უნდოდა არ შემემჩნია.
-ვლაპარაკობთ....- მანიშნა უკან წავსულიყავი.
-ჩემს შეყვარებულთან მარტო დარჩენაში ხელს რატო მიშლი?!- ხმამაღლა ნინოს გასაგონად ვთქვი,რომ ჩემი ძმა იქიდან,როგორმე მოეშორებინა. ღრენით წამოდგა,თან მხარი მძიმედ გამკრა და ლამის ყველაფერი წყალში ჩამიყარა. -ჩმორო!- ყურთან ვუჩურჩულე,თან ანთებული თვალებით დავუჯექი წინ ჩემს ვითომდა შეყვარებულს. 
-რაღაც ძალიან ბედნიერი ჩანხარ, რამეს ხომ არ გეგმავ? - წარბაწეულმა მკითხა,თან ჩემს მოკლე მაისურზე გადაიტანა მზერა. - ოდნავ,რომ მოიმატო შენი პირსინგი აღარ გამოჩნდება!- ავტომატურად ჭიპს დავხედე და საკუთარ თავს მოვუწოდე ასეთი კარგი განწყობა არ გამეფუჭა. 
-წითელი ღვინო დავლიოთ, თორემ რამეს იეჭვებენ!- ღიმილით გავუწიე ჭიქა,თან ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული,ცოტაც და ბოროტი დედაკაცივით ამოვიხარხარებდი. 
-ნწ...- ხელით გაწია ჩემი მიწოდებული ღვინის ჭიქა და ჩემსას წაავლო ხელი. - ვერ ვენდობი შენს მოწვდილ ჭიქას! - თვალი ჩამიკრა და ხელი აქტიურად მოხვია. - ფუუ ეს რა არი?- მომენტალურად იგრძნო,როგორ აეზილა ხელში წებო და სანამ გაიაზრა რა ჰქონდა ხელზე,იქამდე შეაშრა ჩემი "დიდებული წებო".
-ვიცოდი, ჩემს მოწოდებულს,რომ არ აიღებდი და ამიტომაც დავოტვე ჩემთვის "ხაფანგი" - მისკენ გადავიწიე დემონსტრაციულად და ყურთან ვუჩურჩულე. - სამით ორი! 
-ეს როგორ მოვიშორო?!- ჭიქას დაეჯაჯგურა და ფეხზე წამოხტა. 
-ჩემი პრობლემა არაა!- მეტი ყურადღებისთვის ფეხის წვერებზე ავიწიე და ყველას დასანახად ვაკოცე ლოყაზე,თან თვალი ჩავუკარი და ტანის რხევით წავედი ჩემს პირვანდელ ადგილას.
სანამ სახლამდე მივიდოდა გაითამაშა,თითქოს ხელში ნებაყოფლობით ეჭირა ჭიქა,მაგრამ სახლში შესულმა დავინახე,როგორ დაიწყო ჭიქასთან ჯაჯგური, რამაც ძაან გამახლისა. საერთოდ დამავიწყდა იქ ყოფნა,რომ არ მინდოდა, პირიქით იმდენად გავხალისდი სინანულის გრძნობა გამიქრა.
თხუთმეტ წუთში ალეწილი სახით გამოვიდა სახლიდან,თუმცა ჭიქის გარეშე, ჩემს თვალებს რა გამოეპარებოდა? ხელი ისე ჰქონდა აწითლებული კილომეტრიდან შევამჩნევდი. გაღიზიანებული მივიდა ბიჭებთან, რომლებიც სიცილით წავავდნენ მწვაედებს. ცალი მხარით მიეყუდა მაღალ ბოძს და მზერა გამოაპარა ჩემსსკენ, ვერ ვიტყვი,რომ მარიტას სიტყვები შეესამებოდა მის მზერას,რომელიც ადგილას მაქვავებდა,ცოტაც და გამოექანებოდა ჩემს დასახრჩობად,მაგრამ არ ვიმჩნევდი და ირონიულად ვუღიმოდი.
მწვადს შეწვა აღირსეს,თუ არა ყველა მაგიდას შემოუსხდა.იმდენად მშიოდა ჩემი მუცელის ბუყბუყი მაგიდის მეორე თავში ესმოდათ.უხერხულად გავიღიმე და მოურიდებალდ ჩავარჭე ჩანგალი მჭლე მწვადს პირველმა.
-დაგვიტოვე.- ნიკას ეგონა ჩუმად გამოუვიდა,თუმცა ახარხარებულ ხალხს უხერხულად გახედა, არცერთის უაზროდ გაღრეჭილი სახეები არ შევიმჩნიე და მადიანად გავნაგრძე ჭამა,ისე რომ გვერდით მჯდარ ბაჩანას საერთოდ არ ვიმჩნევდი.
-ეს ჩვენი სარძლო,რატომ დასვით მაგიდის კუთხეში შვიდი წელი არ უნდა გათხოვდე? - იუმორით აღსავსე მარიტამ სიცილით თქვა,მაგრამ რატომღაც არ გამეცინა და დამცინავი მზერით გადავხედე ბაჩანას,რომელიც ჩემთან ერთად დაცინოდა მარიტას. 
-რას ამბობ, შვიდ წელს ვერ ავიტან მიმის სახლში! - ორი ერთმანეთზე უარესი იუმორის მქონე ადამიანი თითქოს და ცდილობდა ჩვენს გაცინებას, საცოდავი თვალებით გადავხედე საკუთარ ძმას და ვანიშნე ხმა აღარ ამოეღო.
-ჩემი მირანდიკო ასეთი აუტანელია? - მოშიშვლებულ ფეხზე ხელი გადამისვა,ისე რომ არავის შეემჩნია და ეშმაკური ღიმილით დააკვირდა ჩემს ანერვიულებულ სახეს. ხელი სწრაფად გავაწევინე და დავუბღვირე. უკვე მეორედ ეცადა ჩემს ფეხზე განავარდებას.
-არა, ორივე ძალიან საყვარლები ხართ! - ჩემს მულს თავისი მულის სიდებილეები გადაედო და მთელი სიყვარულით შემოგვხედა ორივეს,თითქსო ბავშვობაში ისევე ვუყვარდი,როგორც ახლა. ცოტახანში ჩვენი არსებობა ყველას გადაავიწყდა, სათითაოდ ყველას მოეკიდა სასმელი. ხან იმღერეს ხან იცეკვას და ხანაც იუმორის დედ-მამამ ანიგდოტები მოყვეს, ჩემი და ჩემი ბაჩუტის გარდა ყველა იცინოდა. იქ ყოფნა,რომ მომბეზრდა ავდექი და სახლის უკანა მხარეს წავედი. აქ მოსვლისას შევამჩნიე ეზოს გარდან,რომ სახლის უკან საქანელა ეკიდა ხეზე, მეც მეტი რა მინდოდა? მის საძებნელად წავედი და როგორც კი ვიპოვე გახარებული ბავშვივით გავეანე და ზედ ჩამოვჯექი. 
ვინც კი მანქანით იყო წამოსული ყველა ნასვამი იყო, ამიტომ ჩემთვის აზრი გამოვიტანე,რომ დღეს მომიწევდა ჩემი შეყვარებულის აგარაკზე ძილი. ღამის რიტუალს ჩემს ეკუნასთან ვერ ჩავატარებდი და ვერ დაველაპარაკებოდი,მაგრამ ტელეფონზე დავურეკე და ვაიძულე წასულიყო სახლში ეზოში შეკრებილი მეგობრებისგან ჩემთან,რომ ელაპარაკა. 
-ხელი არ სტკივა?- ჩემს მოყოლილზე გულიანად იხარხარა და ბოლოს შეწუხებულმა ჩუმი სიციილით იკითხა.
-რა ვიცი, შეხვეული ჰქონდა წეღან, მე ახლა ცოტა მეწვის, ალბათ იმასაც სტკივა!
-ორივეს ერთი ტკივილი გაქვთ!- არტისტულად წამოიძახა. 
-შენთან ნერვების დასაწყნარებლად დავრეკე და რას ბოდავ? 
-კარგი, ჩუმად ვარ.
-ეგრე ჯობია!
-ხომ,იცი ახლა რამე გველურს მოგიმზადებს! - ბოროტულად ჩაიცინა ყურმილს მიღმა. 
-დღეს ვეღარაფერს მოიფიქრებს,მაგრამ ხვალ აუცილებლად დაველოდები მის შურისძიებას.- სიცილით ვთქვი,თან საქანელაზე გავქანდი. 
-უი, დათომ შეხვედრა მთხოვა, რა ვქნათ? 
-ჩამოვალ და მოვთაფლავ ნინოს, ოღონდ ჯერ არ დათანხმდე.
-არა, მოვიმიზეზებ რამეს.
-შენ მართლა არ შეგიყვარდეს!- სიცილით ჩავძახე ყურში.
-ჰო აი უკვე მიყვარს!- ირონიულად ამოილაპარაკა. 
-რავიცი აბა!- მხრები ავიჩეჩე,თან შევამჩნიე როგორ გამოვიდა სახლის კუთხედან ბაჩანა, თავის სხეულს ისე მოატარებდა თითქოს ჯონი დეპი მყავდა, მაგრამ იმდენად სექსუალურად მოდიოდა ნერწყვი ჩავყლაპე და უკან წავიღე სიტყვები, ნიავი ხუჭუჭა შავ თმებს აქეთ-იქით ურხევდა, ხელები ჯიბეებში ეწყო, სახე როგორც ყოველთვის ირონიული ჰქონდა და ჩემსკენ მოიწევდა. - წავედი მოდის....- გამოშტრებულმა ჩავჩურჩულე დაქალს და დაჰიპნოეზებულმა გავაპარე მზერა მისკენ, რომელმაც საქანელასთან ახლოს დადგა ხის პატარა მორი და ზედ დაჯდა.
-მოგეწონა საქანელა? - ჯაჭვს ხელი მოკიდა და გამქანავა. - ნუ გეშინია არ ჩამოგაგდებ!- ჩემს სახეზე გულიანად გაეცინა. 
-რა გინდა რას მოხვედი?! -უხეშად ვუთხარი.
-არ შეიძლება ჩემს შეყვარებულთან განვმარტოვდე? 
-არ ვარ შენი შეყვარებული და როცა მარტო ვართ ნუ მეძახი! - ხელი გავაწევინე ჯაჭვიდან და ცხვირაბზეუბლმა ავაირდე მზერა. - ისე როდემდე უნდა გავაგრძელოთ ასე? უთხარი,რომ დავშორდით!
-არა ჯერ ადრეა!- თავი გააქნია სერიოზული სახით. 
-რატომ? -თვალები დავქაჩე.
-ჯერ რაღაცაში უნდა გავერკვე....
-რაში?- ინტერესით ამენთო თვალები.- მითხარი!- ხმა,რომ არ ამოიღო ხელი მივკარი. 
-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის?- ისეთი სხვანაირი გახდა ენა ჩამივარდა, დავიბენი და გაოგნებულმა გავხედე გადასამოწმებლად ბაჩანა მეჯდა წინ, თუ ვინმე სხვა. 
-თუ არ მეტყვი წავალ და ახლავე ვეტყვი ყველას სიმართლეს! -დავემუქრე.
-მგონი შემიყვარდი....- ექოსავით ჩემსმოდა ხუთი წუთის მანძილზე მისი ორი სიტყვა, ჯერ გამომაშტერა როგორ შევუყვარდი და მერე დავიბენი, ასეთი სერიოზული და გულწფრელი ვერ იქნებოდა ტყუილის დროს. - თან ძალიან შემიყვარდი! - თვალები გამიფართოვდა, მერე ნერვიული სიცილი ამიტყდა. -ჰო სასაცილოა, ამ ყველაფრის მერე მაინც,რომ შემიყვარდი და არ შემიძლია უშენოდ ერთი წამიც კი! - ხელი სახეზე დამისვა, თვალები თავისით მიმეულულა, ჩემმა ალტერეგომ შიგნით ომი მომიწყო, ვერ იჯერებდა,როგორ "დავნებდი" და მივენდე, არადა ისე მინდოდა ჩამხუტებოდა და ეკოცნა,რომ ცოტაც და გავსკდებოდი. 
-მე...მე...-თვალები ფრთხილად გავახილე და ლუღლუღი დავიწყე, თან ჩემდა უნებურად მისკენ გადავიწიე და ტუჩები ტუჩებთან მივიტანე. ჯანდაბა, ეს ხომ თანხმობის ნიშანი იყო,თუმცა ყველანაირი ფიქრები გონებიდან გავფანტე და თვალები დავხუჭე, საქმის დამთავრება მას მივანდე და დაველოდე,როდის მაკოცებდა,თუმცა სახეზე ვიგრძენი როგორ შემიბერა სული და გამომაფხიზლა. 
-სამით-სამი!- მთელი გულით ახარხარდა და ფეხზე იმდენად ბედნიერი წამოხტა გაოგნებული დამტოვა. ვერ მოვითმინე უკან გავეკიდე და მთელი ძალით ჩავარტყი ზურგში მუჭი.
-ძაან სასაცილო იყო!- აღელვებულმა ვუღრიალე და ერთიანად აფორიაქებული ერთ ადგილას ვირწეოდი,თან ნერვები მეშლებოდა ასე როგორ გამასულელა,რომ მისი აფერისტობა დავიჯერე. - შემეხვეწები!- სახესთან თითი დავუქნიე და ალეწილი სახით მივბრუნდი ისევ საქანელასთან.

 
_______
ჰაი!
მადლობა,რომ კითხულობთ <3 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა, 14
ნანახია: 2116 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 9 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9
avatar
0 Spam
1
აუ მაშა კაი რაა _3 _3 როგორ შეიძლება პერსონაჟის ასე გაწირვა?? _3 _3 ძალიან ბოროტი ხარ -_- სულ ბაჩანას მხარეს ხარ და ჩემს მიმის უფრო ცუდი რამეებისთვის იმეტებ, მეტის ღირსია ბაჩანა, ენაზე უნდა წაესვა ეგ წებო. უხ როგორ გავბრაზდი _3 _3 აი მართლა უნდა შეეხვეწოს მიმის!!!! ვერვიტან მსგავს ტყუილებს, სხვანაირად ვერ გადაუხდიდა სამაგიეროს? რა უმსგავსობაა?
არადა მაინც ძალიან მომწონს ბაჩუტი crying crying 3o იცოდე მომდევნო თავში ველი ძალიან მაგარ შურისძიებას მიმის მიერ!
საბოლოო ჯამში ეს ორი თავი იყო ძალიან სასიამოვნო love ვგიჟდები ამ ორზე და მიყვარხარ შენ 3o 3o
avatar
0
2
ბოროწი ვარ _3 _3 _3 მოიფიქრებს მიმი რამეს რა გააჩერებს მაგას? :დდ მადლიობა დარაგუშა 3o მითუ love love
avatar
1 Spam
3
ახლა წავიკითხეე თოთხმეტივე და ძაან მომეწონაა ეს ისტორია ❤ ვაიმე ბაჩუტი რა სიცოცხლეაა
avatar
0
4
მარიამო დიდი მადლობაა 3o 3o
avatar
2 Spam
5
Vgijdebii am itsoriazee <3 Da dzaaan momeshala nervebii bachutaze :DD Ai hovgijdebi magram minda rom bachuta gaabrazoos da nerwyvebic aylapinos 3:) Mokled velodebi shemdeg taavs tkbilo da vgijdebi shenze
avatar
1 Spam
6
ა ქალი პიროვნება 3o 3o ერთი ჩემიანი გამოჩნდა. მეც ეგ მსურს ნინია. გაცოფებული ვარ ბაჩუკიზე. ძალიან მწარედ შეეხო მის გრძნობებს და ანანოს უნდა მიმიმ. B)
avatar
0 Spam
8
3o 3o :D :D
avatar
0
7
ნინო უღრმესი მადლობა, ეგეც იქნება აუცილებლად _3 :D 3o 3o
avatar
0 Spam
9
Velii _3 3o :D
avatar