არეული გეგმა [15]
25.06.2017, 01:05
15

სამზარეულოში ჩემი "ბანდის" დანარჩენ ორ წევთან ერთად შევედი. ეკა მაგიდასთან დაჯდა, ნიკა ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და ასპარეზი მე დამითმო. ავნერვიულდი, ხელები ერთმანეთზე გავასავსავე, ღრმად ჩავისუნთქე და ნერვიულად გავიღიმე.
-ყავას დალევთ? - ვერ შეამჩნია ჩვენი საეჭვო ნერვიულობა დედამ. 
-აუ, კი. - მუდარით მოღუშა სახე ეკამ. 
ნერვიულობამ უფრო ამიტანა, სკამზე დავჯექი,თითქოს ამაზე დიდი პრობლემა, არ მქონია არადსროს. ნინო შეუდგა ცივი ყავის კეთებას,თან ისე,რომ არაფერი იეჭვა. ნიკა თვალებით მანიშნებდა სათქმელი სწრაფად მეთქვა. 
-ნინო...-როგორც კი ყავა გაამზადა და ჩვენს წინ დაჯდა, აღელვებულმა ამოვილაპარაკე.
-რა ხდება?- თვალები მოჭუტა და სამივეს გადმოგვხედა. 
-საქმე გვქავს,მაგრამ არ გვეჩხუბო!- ყურებამდე გაეღრიჭა ეკა. გაბრაზებული მზერა ვსტყორცნე მეგობარს და ვანიშნე დაეცადა. 
-უი, ზღვაზე მიდიხართ? 
-არა, მისმინე...
-რა მოხდა, ვინმე დაიღუპა?- გულზე ხელი მიიდო,თან თვალები დაგვიქაჩა. სიცილი ძლივს შევიკავეთ და-ძმა კეშელავებმა. 
-არა, მშვიდობაა!-მაინც ჩამეღიმა. - ერთ კარგ კაცს, ძალიან მოსწონხარ...
-ვის?- თვალები დააჭყიტა. - მეე?!- ისტერიული სცილი აუტყდა.
-ხო, პაემანზე დაგპატიჟა. შენზე ყველაფერი იცი, ჩვენ მოვუყევით ყველაფერი...- ერთმანეთს მივაყარე და შიშით დავხუჭე თვალები.
-რაო?- ჯერ ვერ გაიაზრა. - მოიცა, რა თქვი? - უარესად ანერვიულდა, მერე რა მოხდა ვერ აგიღწერთ, გაოცებული წამოვარდა და აქეთ-იქით დარბოდა. ვერ იჯერებდა,როგორ გავუბედეთ ან როგორ გავრისკეთ მსგავსი უმსგავსო საქციელი. ყვირილით აგვიკლო და კატეგორიული უარი გამოგვიცხადა, მერე სამივე ერთმანეთზე მიყოლებით გამოგვაგდო და აგვიკრძალა სახლში მისვლა. რა უნდა გვექნა? ვისხედით სადარბაზოში კიბეებზე და ველოდით,როდის გაგვიღებდა კარს. 
ნიკამ ვერ ითმენდა დაახლოებით სამჯერ დაუკაკუნა კარზე და სახლში შეშვება სთხოვა, მეოთხე ცდაზე კარი გაუღო გაბრაზებულმა და თვალები დაუქაჩა.
-კიდე აქ ხართ?
-კარგი რა დედა! - წუწუნით წამოვდექი.- შენთვის კარგი გვინდოდა...
-კარგი? - სიმწრით გაეცინა. - უნამუსოები ხართ!
-მართლა კარგი კაცია...- ყვრილ-წივილში ჩაერთო ეკაც.- ძალიან მოეწონე და შენთან შეხვედრა უნდა.
-აღარ მიხსენოთ! 
-სახლში მაინც შემოგვიშვი-მუდარით გაეღრიჭა დედას ნიკა. 
-არა!- კარი მთელი ძალით მოგვიჯახუნა და ისევ სადარბაზოში დაგვტოვა. სხვა გზა,რომ არ დაგვრჩა ეკასთან ავედით და სათადარიგო გეგმის მოფიქრება ძალიან გვიან დავიწყეთ.
ეკას დედის გამოცხობილ სოკოს ღვეზელებს მივირთმევდით,თან სიმწრით გვეცინებოდა ნინოს რეაქციაზე, არადა როგორი დაგეგმილი და დალაგებული გეგმა გვქონდა, ამ ყველაფრის გამო ვიწრო კარადაშიც ვიყავი საათზე მეტი და მერე მთელი ღამე ბაჩანასთან ერთად ამყრალებულ გასახდელში. რა არ გამოვიარეთ, მაგრამ ჩემი ხიფათები იმდენად სასაცილო ჩანდა,რომ ეკას და ნიკას ხმას საერთოდ არ ვაღებინებდი. იმედგაცრუებული ვიჯექით, ვერაფერი მოვიფიქრეთ ისეთი,რომ ის ანგელოზივით კაცი ნინოსთვის გაგვერიგებინა ან რა გვეპასუხა დღეს საღამოს ექვსს საათზე,რომ არ გამოცხადდებოდა ჩვენი ძვირფასი დედიკო პაემანზე. 
ოთახში ბოლთას ვცემდით, ერტმანეთის ზედმეტი რეპლიკაც კი გვაღიზიანებდა, არაფრის და არავის ხმის გაგონება არ გვსურდა, მხოლოდ და მოხლოდ პრობლემის გადაჭრის გზას ვეძებდით,მაგრამ მაინც და მაინც დღეს გაგვეთიშა სამივეს ტვინი და ასე ბედის ანაბარა დაგვტოვა. ათასი იდეა მოგვდიოდა,მაგრამ იქიდან არცერთი არ იყო რეალური, ამიტომ მკაცრად ავკრძალე უაზრო გეგმის გაჟღერება. ბოლოს ხელი ჩავიქნიეთ და დიდი ტექსტი დავწერეთ დათოსთვის გასაგზავნად. დაახლოებით სამჯერ გადავიკითხეთ და რაღაც-რაღაცეები გავასწორეთ, იმხელა ტყუილი მოვიფიქრეთ საკუთარი თავის არც კი შეგვრცხვა. 
გასაგზავანად გამზადებული შეტყობინება გავამზადეთ,თუმცა კარზე ზარის ხმის გაგონებისას ფეხზე წამოხტა ეკა,თითქოს მისგარდა ვერავინ გააღებდა კარს. ნერვებს აშლილმა ავიღე ტელეფონი ხელში, კიდევ ერთხელ ჩავიკითხე და გაგზავნის ღილაკისკენ წავიღე თითი,თუმცა ეკუნას ყვირილმა გამაჩერა.
-ხო, ნინო დეიდა!
-ნინოა?- გაოცებულმა ვკითხე სკამზე მჯდარ ნიკას,თან ოდნავ გაღებული კარი ბოლომდე გავაღე. - აქაც თუ აგვიტეხა ამბავი დაგვერხა!- ისევ დავხურე და კედელთან ავიწურე. 
-ხო, აქ არიან...- მომესმა,როგორ მოუხალოვდნენ კარს, ადგილას გავშრით ნიკას აწითლებულმა სახემ უცბად ფერი დაკარგა. -მოდით...- ოთახში შემოიყვანა და კარი დახურა. მომენტალურად გაგვეღიმა და-ძმას, თან ერთმანეთს გადავხედეთ და თვალებით ვცადეთ ლაპარაკი,მაგრამ იმდენად დავიბენით ვერცერთი ჟესტი ვერ გამოვიცანი,როცა აქამდე რეკორდი მქონდა დამყარებული ჟესტებით საუბარში. 
-რომელ საათზე დაუნიშნეთ პაემანი?- გაბრაზებული ხმით ამოილაპარაკა და სკამზე ისე დაჯდა სამივეს რაღაცნაირად გამოგვხედა.
-მფფ...-ენა დაება ეკას. -ექვსიიი?- ჩვენ გვკითხა, არადა თავად შეუთანხმდა საათზეც და ადგილზეც. -ჰო, ექვსზე...- ბოლოს ნერვიულად დააყოლა.
-რა უთხარით ჩემზე? -სიმწრისგან გაცეცხლდა. 
-ყველაფერი...-შეპარვით ამოვილაპარაკე,თან ქვემოდან შევხედე. 
-ვინ არის, სად მუშაობს რა უნდა?- ერთმანეთს მიაყარა,თან ხელები ერთმანეთსი ახლართა ნერვიულად. 
-დათო ქანთრიძე, ორმოცდაათი წლის, ცოლს გაშორებული და ორი შვილი ყავს..
-სად მუშაობს? -სიმწრით გაეცინა. 
-ოჯახის მძღოლია. - ვთქვი სერიოზული ხმით,თან ნიკას გადავხედე. დამაბნია დედის ასეთმა გაურკვევლმა საუბარმა, ვერც მე და ვერც დანარჩენი ორი ვერ მიხვდნენ, საერთოდ რა ხდებოდა,მაგრამ რაღაც იმედი მაინც გაგვიჩნდა.
-კარგი წავალ!- ფეხზე წამოხტა და მზერა მოგვარიდა ყველას, ალბათ შერცხვა,მაგრამ არ დავეძებდით, სიხარულით შევყვირეთ ერთმანეთს და აწითლებულ ნინოს ჩავეხუტეთ. 
სახლში ჩასულებმა პირველი ჯერზე ტანსაცმლის შერჩევა დავიწყეთ, იმხელა აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია,რომ ნინომ თავად აირჩია შავი შარვალი და თეთრი კლასიკური ბლუზი.ვის რა გაგვეკეთებინა ვერ გავიგეთ, მაკიაჟს ხან მე ვუკეთებდი ხან ეკა, ნიკა კი იდგა კუთხეში და ქალების გაგიჟებულ სახეებს სიცილით აკვირდებოდა.
მანქანამდე მივაცილეთ, იმდენად შევაწუხეთ ჩვენი მზრუნველობით,რომ უკვე გიჟს გავდა. დაგვემუქრა კიდევ,თუ რამე დამარიგებლ სიტყვას მეტყვით არ წავალო. გავისუსეთ აფერისტულად გავუღიმეთ და დაძაბული იქამდე ვიდექით,სანამ მანქანა ქუჩას არ მოეფარა.
-იეს!- აღტაცებით ვიყვირეთ სამივემ ერთდრიულად და ერთმანეთს გადავხვიეთ,თან მივულოცეთ წარმატებით დაგეგმილი გეგმა.

****


სანამ ნინო დაბრუნდებოდა ჩვენი სამეული სამზარეულოში ვიჯექით და ახლა ვგეგმავდით,როგორ მომეღო ბოლო ბაჩანასთვის. ნიკა წინააღმდეგი იყო, ეკა რაღაცეებს ბოდავდა მე კი არანაირი იდეა არ მააწუხებდა, არადა მწყუროდა ბაჩანას მიწასთან გასწორება.
ფიქრით დაღლილებისთვის ნიკამ საჭმლის მომზადება გადაწყვიტა, უხმოდ დავუქნიეთ თავი და მისაღებში დივანზე დავწექით ორივე,თან ტელევიზორში მუსიკა ჩავრთეთ და ბოროტულად ვიცინოდით. 
გონება გადამწვარი მქონდა, ახლა მხოლოდ ძილი და დასვენება მინდოდა, თუმცა ვერ ვინელებდი ორი დღე ისე როგორ გავიყვანე,რომ ანგარიში ოთხით-სამი არ გავხადე,მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი,რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მქონდა.
ომლეტი ბოსტნეულთან ერთად შეგვიწვა ბატონმა ნიკოლოზმა და სუფრაც გაგვიშალა ქალბატონებს. არცერთს არ შეგვრცხვა, პირიქით სიხარულით შემოუსხედით ბიჭის მიერ გაშლილ სუფრას და ვეძგერეთ გამზადებულ საჭმელს. 
-ოქროს ხელები გაქვს!- შევუქე ძმას მომზადებული ომლეტი და ნინოს წინა წელს დაბეჭდილი ატმის კომპოტი მოწყურებულმა მოვიყუდე,თან გრანდიოზული იდეა ამომიტივდა ტვინში და საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ ჭამა გონებას ხსნის. 
-რა მოხდა? - ჩემს გაბრწყინებულ სახეზე სიცილი აუტყდა ძმას. 
-მოვიფიქრე!
-რა?- დაიბნა ეკა.
-ვიტყვი,იმ საღამოს ბაჩანამ შეურაცხყოფა მომაყენა და მაიძულა მის შეყვარებულად გამესაღებინა თავი,რომ არავისთვის არაფერი არ მეთქვა! - ბედნიერმა შემოვკარი ტაში და წარმოვიდგინე ნინოს სახე ამ ყველაფრის გაგებისას, ალბათ ბაჩანას ტყავს გააძრობდა და მასზე ყოველგვარ სადიდებელ სიტყვებს უკან წაიღებდა. 
-რა შეურაცხყოფა? - უარესად დაიბნა ეკა,თან ილუკმებოდა. -აა, მიხვდვი...- ბოლოს გაიაზრა.
-ეგ მეტის მეტია!- გააქნია თავი ნიკამ.
-ის არ იყო მეტის მეტი ჩემს გრძნობებზე,რომ ითამაშა? - აღშფოთებულმა წამოვიყყვირე.- მეტის ღრსია!
-მოიცათ...-ეკამ თავისი გაოცებებით ტვინი წაგვიღო,მაგრამ მერე საჩვენებელი თითი ჰაერში ასწია და სალაპარაკოდ გაღებული პირი დამახურინა. - აბა დაფიქრდით!- გატენილი პირით მთელი ირონიით თქვა და ეშმაკურად გაგვეღრიჭა.
-რაზე?-ერთდრულად ვიკითხეთ. 
-მასაც,ხომ შეეძლო რამე ისეთის მოფიქრება დაშორებასთან დაკავშირებით,რომ შენ გაემწარებინე? მაგრამ არ ჩქარობს შენთან დაშორებას, მგონი მართლა შეუყვარდი! - პროფესორივით გააკანტურა თავი და ამაყად შემოგვხედა. ვერც მე და ვერც ჩემმა დიადმა ძმამ ვერ შევიკავეთ სიცილი, იმდენად სისიულელედ მოგვეჩვენა სიცილით ავიკელით მთელი სახლი. ეკამ ნაწყენმა მოღუშა სახე და თავის დასვრილ თეფშს ჩანგლით დაუწყო თამაში.- მართლა ეგრეაა...-ბრაზით დაიბუზღუნა.
-მართალს ამბობს მგონი..-სიცილით დაეთანხმა ეკას. სახე წამეშალა გაოცებულმა გავხედე ორივეს და წარბები შევკარი.
-ნორმალურები ხართ? 
-რა იყო რა არშეიძლება,რომ შეუყვარდე?- ამაყად გაიჯგიმა ნიკა.- მაგ შენ იდეას, ჯობს მარიამთან შევიკრიბოთ და იქ აღმოაჩენს,რომ შენ მისი შეყვარებულიხარ, ხომ წარმოგიდგენიათ იქ რა ამბავი ატყდება?- ბოროტულად ჩაიცინა.
-არაა!- კატეგორიული უარი განვაცხადე. -ცოდა მარიამი...
-უჰ, ერთს იტირებს და დაავიწყდება,თან ეკუნას ატყუებდა ჩემი შეყვარებულიაო, ანუ ღრისია!
-ნუ ხარ ბოროტი! - თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
-ისე კარგი იდეაა!- ჩემი ლაპარაკი საერთოდ ვერ გაიგო,ისე დაეთანხმა ნიკას და ხუთი თითი მის ხელს მიატყაპუნა. 
-ეკა, შენი დაქალია დაგავიწყდა?! - გავიოცე.
-მასე ათასი ბიჭი უყვარს მაგას და დიდად გული არ დაწყდება,უბრალოდ სკანდალს მოუწყობს! - მხრები აიჩეჩა უმნიშვნელო გამომეტყველებით.
-რამე უფრო სერიოზული მჭირდება,თუ ვერაფერს მოვიფიქრებ, იყოს ეგ!- ვთქვი ვითომ გაბრაზებულმა და დასვრილი ჭურჭელი ნიჟარაში ჩავდე.
____________

გამარჯობა!
დღეს იმდენი სამეცადინო მქონდა ძლივს დავწერე გადამწვარი ტვინით ეს, ბოდიშით პატარა თავისთვის. ხვალ ვეცდები დიდი დავდო. მადლობა,რომ კითხულობთ <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა, 15
ნანახია: 2239 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
სადაა შურისძიება ან დიიდი თავი? _3 მაგრამ ვიცი როგორი დაღლილი იყავი და აღარ ვილანძღები :დდდდ ნინოს რეაქციაზე გავიგუდე :დდ ჯერ რომ პანიკა ჰქონდა და მერე თვითონ გამოიჩინა ინიციატივა. იმედია აეწყობიან როგორც წყვილი 3o
"ბანდა" მევუასება მაგრად :დდდ ნიკაზე მაფანატებს love
ახალი თავი მინდა სასწრაფოდ თორე ვერ ვითმენ როდის იძიებს შურს ჩემი მიმი love
სასწაულიხარ სიყვა 3o 3o
avatar
0 Spam
2
hmmm ratomghac shurisdziebas velodii meec _3 magram mainc kargii iyo :D Ninozee dzaan gamecinaa :D :D :D Iseshevechvie am motxrobas veghar vitmen xolmee rodis dadeb :D :D 3o 3o Shemdegistvis did tavs velodebiit icode daa gemiels _3 3o :D
avatar
0
3
დიდი მადლობა გოგოებო 3o 3o 3o 3o love love
avatar
0 Spam
4
5 გული მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა
avatar