არეული გეგმა [16]
25.06.2017, 23:49
იმ საღამოს ნინო კმაყოფილი დაბრუნდა, თუმცა მაინც ცდილობდა ბრაზი შეენარჩუნებინა. იმდენად გვიხაროდა წარმატებით დასრულებული "მისია".რომ ემოციებს ვერ ვიკავედით და მაღაზიიდან სასმელი ამოვზიდეთ, გავილეშეთ და მთელი ღამე სიცილში გავატარეთ. ნიკა მაშინებდა, ისეთი გახდა ბოლო დროს მის ძმობაში ეჭვი შემეპარა,ვიფიქრე გამომიცვალეს-მეთქი,მაგრამ რას დავეძებდი, ჩემთვის მთავარი იყო,მისი ასეთი თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ჩემი და ეკასადმი. აქამდე სულ დაგვცინოდა და არ გვეკარებოდა,მაგრამ ბოლო პერიოდში ერთმა დიდმა პრობლემამ დაგვაახლოვა.
იმ ღამეს,როგორც ყოველთვის გაითიშა ნიკა,ამიტომ ოთახიდან საერთოდ არ გამოგვიყვანია და დილამდე იქ დავტოვეთ,მე კი ჩემსავე ოთახში იატაკზე მეძინა,თუმცა იმდენად მთვრალი ვიყავი საერთოდ არ განვიცდიდი ამ ფაქტს, პირიქით ღმერთს ვთხოვდი დილას ნაბახუსევს არ გამეღვიძა. 
ყველაფერი ყოველთვის საპირისპიროდ ხდება,ამიტომ დილას ეკას კარზე კაკუნმა გამაღვიძა,თავი ძლივს ავწიე ძირიდან და თმა გაბურძგნულმა ლოდივით დამძიმებული თავით გავუღე, ასევე სახე ალეწილ მეგობარს. ნინოს დანახვისას ორივემ აფერისტულად გავიღიმეთ რაიმე,რომ არ შეემჩნია და ჩემი ოთახის კარი გადავრაზეთ შიგნით,რომ არ შესულიყო,ბოლოს მისმა ექსკურსიაზე წასვლამ გადაგვარჩინა. გამოგვიცხადა ორ დღიან ექსკურსიაზე სვანეთში თანამშრომლებთან ერთად მივდივარ და არაფერი მოიწიოთო.ღიმილით გავაცილეთ და ოთახში ჩაკეტილი ძმა გამოვუშვით.

***
-მოვიდა!- აივნიდან სახლში შევვარდი და "ბანდის" დანარჩენ ორ წევრს ვანიშნე გამქრალიყვნენ. ჩემს ოთახში სწრაფად შევარდნენ,თან გარედან კარი ჩავუკეტე და გავიგონე,როგორ ახარხარდნენ. - გაჩუმდით, თორემ ყველაფერი წყალში ჩამეყრება! - ბრაზით მივაბრახუნე კარზე,თან ზარის ხმამ ადგილას შემახტუნა.

***
2საათით უკან.

-ანუ, რა გამოდის უნდა შეურიგდე? - როგორც ყოვეელთვის ახლაცვერ მიხვდა ეკა.

-არა!

-აბა? - პირი მოაღო.

-თავიდან ვთქვა? - თვალები გადავაბრუნე მობეზრებისგან.

-კი,ოღონდ გასაგებად! -დაასწრო თქმა ნიკამ. 

-რადგან ნინო დღეს ექსკურსიაზეა თანამშრომლებთან ერთად და არ დაბრუნდება, ერთი კარგი იდეა მომივიდა...- გადავხედე სმედად ქცეულ დაქალ-ძმას,თან გადავამოწმე დაღეჭილ-გადმოღეჭილი ახლა მაინც თუ ესმოდათ.- ბაჩანას დავპატიჟებ, რომანტიულ საღამოს მოვუწყობ თავისი; სანთლებით,ღივინით და ვახშმით...

-მერე? - არმაცალა მოყოლა ეკამ.

-ღვინის ჭიქაში ძილის წამალს ჩავუყრი და გავთიშავ!-ატაცებით ვთქვი და ტაში შემოვკარი.

-მერე? - სახე დამცინავად მობრიცა ნიკამ.

-მეტი ვეღარ მოვიფიქრე...

-იცი, ეგ კანონით,რომ ისჯება? - სიცილი აუტყდა ეკას. 

-რას ამბობ, ახლა გაიქცევა და იტყვის!

-და რას ეტყვი,რატო გეპატიჟებიო?

-ვეტყვი,რომ აღარ გვინდა ეს შეჯიბრი და ერთმანეთის გამწარება, თან ვნებიანი ვიქნები და შევიტყუებ!
-არ წამოეგება ეგ მაგ მახეს,მაგრამ ვთქვათ და დაილია, მერე რას ვუშვებით? - თვალები ინტერესით მოჭუტა ნიკამ.

-სადმე ქუჩაში დავაგდოთ და კისერზე ჩამოვკიდოთ რამე სასაცილო წარწერა! - ასეთი იდეა პირველად გაამჟღავნა ეკუნამ, სიცილი სამივეს ერთდროულად აგვიტყდა,მაგრამ იმდენად მოგვეწონა სხვა იდეაზე აღარც გვიფიქრია.

-ამხელა მუტრუკს რითი წავიყვანთ? - ნიკასთვის არარეალურად ჟღერდა. 

-თავისივე მანქანით! - თავი სიხარულით დავუქნიე.

-არა მგონია გაითიშოს...-ისევ თავის აზრზე იყო ჩემი ძმა.

-ხოდა სამ ტაბლეტს ჩავუფშხვნი! 

-რომ მოკვდეს? - თვალები დააჭყიტა ეკამ.

-არაფერი მოკლავს, მოზვერივით არის ვერ ხედავ? 

-მოზვერივით უფრო შენ ხარ! -დამცინა უმცროსმა კეშელავამ. - არ დალევს შენ მიწოდებულ ღვინოს.

-მთლიან ბოთლში ჩავფშხვნი და თავად დავასმხევინებ! 

-მოიცა, შენც რო მიითიშები მაგაზე არ გიფიქრია? 

-არ დავლევ! 

-მასეთი დებილი გგონია? - ხელი სიცილით ჩაიქნია ნიკამ. -გაიძულებს დალიო.

-მოვაჩვენებ,რომ დავლიე ან მოვიფიქრებ რამეს სპონტანურად! 

-ორივე თუ გაითიშეთ შენც მასთან ერთად მიგაგდებთ სადმე.- ეშმაკურად გაიცინეს და ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს. 
 
ორ საათში სახლი რომანტიულ ადგილს დავამსგავსეთ,იმდენი სანთელი დავალაგეთ ერთი არასწორი ნაბიჯი და მთელი კორპუსი ცეცხლში გაეხვეოდა. ვახშამი რა თქმა უნდა მე არ გავამზადე - გამოვიძახეთ ტაილანდური ლაფშა, რამდენად რომანტიული იყო არ ვიცი,მაგრამ რას დავეძებდი მთავარ "ფიშკად" სასმელი გვევლინებოდა. ეკამ თავის სახლიდან ჩამომიტანა წითელი მუქი ფარდები,თავის ხელით დაკიდა, მერე დავფიქრდი ეს ორი ადამიანი,რომ არა არაფერი გამომივიდოდა, არადა ის მარტო მოქმედებდა.
ისეთი ალერსიანი ხმით დავპატიჟე გაკვირვებული მეკითხებოდა რა ხდებოდა,მაგრამ მობილური გავუთიშე და სანამ მოვიდა სული დავლიე. 
***

კარამდე თამამად მივედი,ღრმად ჩავისუნთქე და აფერისტული ღიმილით გავუღე. ხელში შოკოლადის შეკვა ეჭირა,  სათვალეები ხუჭუჭა თმაში ჰქონდა აწეული, თეთრი პერანგის ღილები ოდნავ შეხსნილი და გადაწეული, ნერწყვი უნებურად გადამცდა და ისევ დავიჭირე საკუთარი ფიქრები ბაჩანასკენ რომ იხრებოდნენ. 
სანთლის შუქზე განათებულ ოთახში შემოვიდა და გაიცინა. 

-აბა გამოტყდი რას მიპირებ! - შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები, ტუჩი გაილოკა და ირონილუი მზერით გამომხედა. ადგილას გავშრი, ნერვიულად ავხლართე ხელები ერთმანეთში,თან  გავიცინე და ვეცადე არაფერი შემემჩნია,მაგრამ იმდენად ამირია გოენბა ყველაფერი დამავიწყდა.

-არაფერს...

-აბა ეს რა არი? -გაეცინა,თან მაგიდას მიუჯდა. -ოჰ,ისევ წითელი ღვინო?- ბოთლი ხელში აიღო და შეათვალიერა. დრო ვიხელთე და მის წინ მოჩვენებითი ღიმილით დავსკუპდი,თან დეკოლტე ოდნავ ქვემოდ ჩამოვწიე.

-შერიგება მინდა შენთან..

-შენი არცერთი სიტყვა არ მჯერა, რას გეგმავ გამოტყდი, სანამ დროა! -თვალი ჩამიკრა,თან ღვინო პირველს მე დამისხა. ავნერიულდი ჭიქა ჩემსკენ გამოვწიე,თან დაველოდე,სანამ თვითონაც დაისხამდა,მაგრამ ბოთლი მაგიდაზე დადგა და წარბი ბოროტული ღიმილით აზიდა ზემოთ. 

-არა,მართლა მინდა,რომ შევწყვიტოთ ეს უაზრო ბავშური თამაშები და ვიმეგობროთ... - მკერდი შემუმჩნევლად,მაგრამ მაინც წამოვწიე წინ, ვცადე სექსუალური გამოვჩენილიყავი,თუმცა არც კი შეუმჩნევია. მივხვდი ყველაფერი გეგმის საწინააღმდეგოდ მიდოდა. 

-მეგობრობას მთავაზობ,თან რომანტიულ საღამოს მიწყობ? - სიცილია ატეხა. 

-მე....- ენა დამება. -ვიფიქრე, ასე უფრო კარგი იქნებოდა.

-კი,ნამდვილად კარგია!- თვალი ჩამიკრა, ჭიქას ხელი მიკრა და გაიღიმა.- დალიე,რატომ არ სვამ? 

-დავლევ!- სიმწრით გავიცინე,თან ბოთლიდან მასაც ჩამოუსხი წამლით გაჟღენთილი ღვინო.

-მე საჭსთან ვარ და არ ვსვამ!- ჭიქა ჩემსკენ გამოსწია და იდაყვით მაგიდას დაეყრდნო,თან ისეთი გამჭოლი მზერა მსტყორცნა ერთიანად ამაფორიაქა, თითქოს საბოლოოდ დაუსვა წერტილი ჩემს გეგმას. 

-ნიკა და ნინო წასულები არიან და დღეს ჩემთან დარჩი....- სიტყვების თქმის მერე გავიაზრე რაც შევთავაზე,თუმცა სხვა გზა არ მქონდა, ან უნდა მეთქვა, ან საბოლოოდ დავმარცხდებოდი.

-მეე?- გაოცებისგან სიცილი აუტყდა. -ნწ, პატიოსანი ბიჭი ვარ!- იმდენად დამაცირებლად ჟღერდა ბრაზი ძლივს შევიკავე, ფეხზე ავდექი და სამზარეულოში აწითლებული შევედი. რაიმე რომ არ მომეფიქრებინა გეგმაც არ შედგემოდა და მის თვალში უკანასკნელ ქალად შევირაცხებოდი. ონკანი მოვუშვი და ცივი წყალი სახეზე შევისხი,თან გავხედე,როგორი ირონიული სახით იჯდა. ისეთი პირი უჩანდა სასმელს არაფრით არ გაეკარებოდა,მაგრამ რამენაიურად უნდა გამეთშია,მაგრამ როგორ ჯერ გონება ვერ ფიქრობდა. შუშის წყლის ბოთლი ხელში ავიღე და მისაღებში შევედი,თითქოს წყლის მოსატანად ვიყავი გასული.

-უნდა წავიდე, ისედაც არ მეცალა! - ადგომაა დააპირა,მაგრამ მივხვდი ახლა,თუ გავუშვებდი რაც კი გამაჩნდა ყველაფერს დავკარგავდი და გონებას რაც პირველი მოაფიქრდა ის გავაკეთე. ასაგომად წამოწეულ ბაჩანას კეფაში ვხიე შუშის ბოთლი და ადგილას დავსვი, წამში ჩამოცურდა სკამიდან და იატაკზე გაწვა..
-ვაიმე!-პირზე ავიფარე ხელი,თან უსულოდ გაწოლილ ბაჩანას დავაკვირდი თავალები ისე ჰქონდა დახუჭული მკვდარს გავდა. -ღმერთო, ესღა მაკლდა!- თავი ზემოთ ავწიე და "ღმერთს გავესაუბრე", თან შემეშინდა ჩემი ოთახიდან ძმის და მეგობრის გამოშვება. დავიხარე იატაკზე და გულზე თავი დავადე. უცემდა,მაგრამ ძლივს ისმოდა გულის ბაგა-ბუგი. სახეზე ავასრიალე ხელები და მთელი ძალით შემოვცხე,თან ხმადაბლა დავუძახე. - ბაჩანა, არ მინდოდა...- მისკენ უფრო ახლოს მივიტანე სახე და ვცადე კიდევ ერთხელ გამომეფხიზლებინა,მაგრამ წამიერად გაახილა თვალები და ისე მოულოდნელად მეძგერა ტუჩებზე შიშმა ამიტანა, წამების მერე გავიაზრე,რომ მკოცნიდა და ვცადე თავი გამენთავისუფლებინა,თუმცა ისე მიჭერდა მკლავებს ზურგზე სუნთქვა უარესად მიჭირდა, ბოლოს თავი გავინთავისუფლე და ამოვიხვნეშე. -იდიოტო!- ფეხი მთელი ძალით მივკარი ნეკნებში და გასაქცევად ფეხზე წამოვხტი,მაგრამ დამწეია და კედელთან სახით მიმაჯახა,თან ზურგიდან ყურში მიჩურჩულა. 

-ხუთით-საამი! 

-გამიშვი ხელი, ოთახში ეკა და ნიკა არიან! - დავემუქრე ხმამაღლა,თუმცა ხელები უარესად დამიბრიცა და გასასვლელ კარში გამიყვანა. - გამიშვი,ხომ გითხარი სახლში არიან-მეთქი! 

-გაჩუმდი! - თვალები დამიბრიალა და ლიფტში შემტენა, როგორც შემეძლო ისე ვფართხალებდი,მაგრამ მავთულივით ვყავდი მოკეცილი და არ მაძლევდა საშუალებას გავნთავისუფლებულიყავი. მთელი ჩხუბით მიმათრია მნქანამდე და საბარგულს თავი ახადა. - საკუთარ მახეში,თავადვე გაები!- თვალი ცინიკურად ჩამიკრა და ლავიწსა და ყელს შორის ხელი მომიჭირა და თვალებში დამიბნელა, როგორ გამთიშა და როგორ ჩამტენა მანქანაში მახსოვდა,მაგრამ მერე ყველაფერი გონებიდან წამეშალა.მე მთელი გეგმა დავაწყე მის გასათიშად,მან კი ერთ წამში გამთიშა და დამიმორჩილა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა, 16
ნანახია: 2083 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
avatar
0 Spam
1
აუუუუ, რავქნა რომ ეს თავი საშინლად მომეწონა და განწყობა ამიმაღლდა ♥♥♥
ნიკა არია სასწაული, მაგის გამოსვლებზე ვგიჟდები და შედარებებზე :დდდ
აუ კოცნის პროცესმა დამატკბო მაგრამ მერე რომ წარმოვიდგინე ოთახში შეკეტილი ეკა და ნიკა ლამის ჩავბჟირდი სიცილიაგან :დდდ აი ასეთი ნაკლები გეგმა არ შეშვენის ჩემს მიმის და მარიამს ვთხოვ ნუ მიჩაგრავს. აუ ბაჩანაზე მეკეტება ♡♡♡♡ ხომ აწვალებს მაგრამ ვიცი რომ ის კოცნა იყო გრძნობით და ემოციებით ♥♥
მიყვარხარ შენც და ეს ორიც ♥♥
avatar
0
2
მიმიმ მანდ არ მომიყვანოსო ჩემ ბაჩანას ხელიო _3 მადლიობა დსმაოჯან 3o ნიკა და ეკა იჯდებიან ჩაკეტილები ნინოს მოსვლამდე _3 :D :D :D
avatar
1 Spam
3
არა ჩემზე ნუ ეჭვიანობს კაცო. მე მისკენ ვარ და ეგ ეშმაკებისკენაა? :დდდ
მომდევნო თავი იმენნა ბაჩანას და მიმის დაუთმე აღირსე ბოლოს და ბოლოს ერთურთით ტკბობა :დ ♡♡
avatar
0
4
წადი დამაძინე ეხლა bb
avatar
0 Spam
5
Vaimeee axla ramisaa gavgijdeeee crying :D es saad gawyvitee?? Dzaliaan dzaliaan magarii taviiyo
avatar
0 Spam
6
მიმიმ შური იძიოს თორემ საუკუნოდ დაგაძინებ -.-
avatar