არეული გეგმა [17]
26.06.2017, 18:34

ქუთუტოები ერთმანეთს ძლივს დავაშორე, პირი გამომშრალი მქონდა ნერწყვი ძლივს გადავაგორე სასულეში და ძლივს ამოვისუნთქე. მტკივნეულად დავიმანჭე,თან ვცადე გამერკვიე სად და რა მდოგმარეობაში ვიყავი. ხელი სველ ტანსაცმელზე დავისვი და ზიზღისგან დავიკლაკნე, მართალია არაფერი იყო შესაზიიზღი,მაგრამ მაინც თავი ცუდად ვიგრძენი. ფეხზე ძლივს წამოვდექი და წამიერად შევამჩნიე წინ მჯდარი ბაჩანა,რომელსაც იმდენად დამცინავი გამომეტყველება ჰქონდა წარმოდგენაც არ მინდოდა რა მდგომარეობაში ვიყავი. 

-წყალმა გამოგაფხიზლა! - თვალი ჩამიკრა, მისმა სიტყვებმა ცოტა გონს მომიყვანა, უკან გავიხედე და შევამჩნიე ტბა,თვალები დავაჭიტე, სწრაფად გამოვარდი წყლიდან და ნერვიულად დავიწყე სუნთქვა. 

-გათიშული ჩამაგდე?- გავიაზრე წამის უკან რა შეიძლობოდა მომხდარიყო და მისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი, ხელი მთელი სიმწრით მოვუქნიე,თუმცა დამიჭირა და ხელი მომიღრიცა.- ჩემი მოკვლა გინდოდა არა?! -ტირილი მოვრთე.

-ნაპირას იყავი დაწყნარდი! - სიცილი ატეხა,თან აფართხალებული სკამზე დამსვა და ხელები გამიკავა. - გაწუწულ თაგვს გევხარ!

-საქონელი ხარ! - სიმწრით ჩავაფრინდი მის მკლავს და ვუკბინე, ტკივილით დაიგრიხა,თან ხელი მიშვა, მივხვდი ახლა,რომ არაფერი მომექმედებინა ისევ მის ხელში დავრჩებდი,ამიტომ ავდექი და გაქცევა ვცადე,მაგრამ აღენილი მწვდა მაისურის ბოლოში უკნიდან და ლეკვივით ამწია ზემოთ, მერე ისევ სკამზე დამახეთქა და ხელებით სკამის ზაურგეს დაეყრდნო ისე,რომ მის ხელებში ვიყავი მოქცეული.

-ალქაჯო! 

-მკვლელო! - სიტყვა არ შევარჩინე.

-იცოდე ახლა ძალით ჩაგაგდებ წყალში!-დამემუქრა.

-ოჰ,თითქოს აქამდე ჩემი ნებით ჩავედი.

-სიტყვაზე ნუ მეკიდები!- მკაცრად დამიბრიალა თვალები. 

-მოძალადე იდიოტო!

-ენას გააჩუმებ,თუ მართლა მოგიფრიალო წყალში?- კბილებში გამოსცრა,თან ცინიკურად გამეღრიჭა.

-არა, ცურვა არ ვიცი! - მკლავზე,რომ დამეჭიდა მივხვდი არ ხუმრობდა და სახე ტირილით მოვბრიცე. 

-მერე მთლად უკეთესი! 

-ვიცი,რო არ ხარ ბოროტი!- აფერისტულად გავუცინე,თან სკამზე ხელები ჩავჭიდე თავის დასაზღვევად.

-ვუაიმე, რა საყვარელი ხარ თავს,რომ მაცოდებ!- ლოყებზე ორი თითი მომიჭირა და ტუჩები ბავშვივით მომიკუჭა.

-გამიშვი....-თლიფინით ვთქვი და ხელი გავაშვებინე. - შენით გამომსტყუე! - ჩემსკენ დახრილს პირდაპირ მოკეცილი მუხლი ამოვარტყი ღრისების ადგილას და ყურთან ირონიულად დავსისინე,თან სანამ გამოფხიზლდებოდა იქამდე გავიქეცი და მისი მანქანის კარი გამოვგლიჯე.გამომეკიდა და კარის გაღება სცადე,მაგრამ შიგნიდან ჩავუკეტე და გამარჯვების ნიშნად შუათითი ავუწიე,თან ბოროტულად გადავიკისკისე და გასაღები გადავატრიალე. ხელები სიხარულით გავასავსავე,თან გავიიხსენე ზეპირად ნასწავლი მანქანის მართვა, არა კი ვიცოდი,როგორ უნდა მეტარებინა,მაგრამ მაინც ცოტათი დავფიქრდი. ჯერ სიკვდილისთვის ცოდო ვიყავი.
გაზისთვის ფეხი უნდა დამეჭირა,რომ მოულდონელად გვერდითა ფანჯარა ხელზე დახვეული მაისურით ჩატეხა და კარების გაღება სცადა,მაგრამ იმდენად შემეშინდა ინსტიქტურად ფეხი მთელი ძალით დავაჭირე და ადგილიდან ტყვიასავით გავქროლდი,თან ღმერთს ვევედრებოდი დღეს გადავერჩინე.
საკმაოდ,რომ ჩამოვშორდი სიჩქარე შევანელე და სიხარულით ტაში შემოვკარი,მაგრამ მერე ისევ საჭეს ჩავჭიდე ხელები და ღმერთს ბოდიშის ნიშნად ავხედე.  წამიერად მიიქცია ჩემი ყურადღება ტელეფონის ჩასადებმა, ტუჩები ამაყად მოვპრუწე და ეშმაკურად ჩავიღიმე. 

-ანუ, არც ტელეფონი და არც მობილური არ გაგაჩნია! - ეს იმის ნიშანი იყო,რომ ფეხით მოუწევდა დასწვავი ლისის ტბიდან წამოსვლა. ჩემი ეს მოქმედება იმდენად მომგებიანად ჩანდა,რომ მისი ყველა ანგარიში გადავფარე და საბოლოოდ მოვუგე. ბედნიერი კი არა უბედნიერესი ვიყავი,თითქოს ჯეკპოტი მომეგოსო სიხარულის გასაზიარებლად ბაჩანას ტელეფონიდან ეკას ნომერი ავკრიფე და მერე გავიაზრე სახლში ჩიტებივით გამოკეტილი,რომ დავტოვე.

-გისმენთ...- ნამძინარევი ხმით მიპასუხა.

-მისმენ კი არა, მიმი ვარ!- სიხარულით ჩავყვიირე ყურში.

-სად ხარ?- შეშფოთებულმა ამოიყვირა. - ჩაკეტილები ვართ მე და ნიკა! -ლამის ტირილით თქვა.

-გრძელი ამბავია,მაგრამ მოვდივარ და გამოგიშვებთ! 

-სწრაფად, ტუალეტში მინდა ცუდად ვარ...-ჩურჩულით ჩამძახა. -მოიცა, რამოხდა რატომ ხარ ასეთი გახარებული, არმითხრა,რომ მარტომ ჩაიტანე გათიშული ბაჩანა?!

-არა დამშვიდდი, აქეთ მე გამთიშა, მოვალ და მოვყვები ახლა მაცალე საჭესთან ვარ! 

-რასთან ხარ? - გავიგონე ერთდროულად,რომ იყვირეს ნიკამ და ეკამ. სიცილი ვერ შევიკავე და ჩაბნელებულ გზას გავხედე. - გააჩერე მანქანა!- მიყვირა ნიკამ. -ვისი მანქანით ხარ? - მომაყარა.

-ბაჩანას მანქანით, ბაჩანა ლისის ტბაზე დავტოვე, მგონი ამყველაფრის მერე მომკლავს! 

-გოგო,რამე მოგაწევინა,თუ რა ხდება?- შეშფოთებული ჩანდა ნიკა.

-დამელოდეთ მალე მოვალ! - ჩავიხითხითე.

-მიმი,მანაქანა გააჩ....- მისი სიტყვები შუაზე გაწყდა და ტელეფონიც გაითიშა. 

-ფუფ, შენი ხო არაფერი ვარგია!- ბაჩანას მისამართით ვთქვი,თან გვერდითა სავარძელზე ვისროლე მობილური და გზა გავნაგრძე.
 
მობოლურის გათიშვიდან დაახლოებით თხუთმეტი კუს ნაბიჯებით ვიარე, მერე კი მანქანა მოულოდნელად გამიჩერდა და საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ ბაჩანას წყევლა მეწეოდა და მოსვენებას არ მომცემდა. ტირილით გადმოვედი მქანქანიდან და მთელი ძალით მივცხე საბურავს ფეხი, თან საათზე დავიხედე და უარესად შევშინდი. ლისის ტბასთან ღამის სამის ნახევარზე მარტოდ მარტო ვიდექი და ველდოებოდი ჩემს უბედურებას. პირველი რაც მომაფიქრდა ეს მანქანაში ჩაჯდომა და ვინმე სულიერის ლოდინი იყო. ასეც მოვიქეცი დაახლოებით საათზე მეტ ხანს ვიჯექი ჩაბნელებულ მანქანაში და თვალებს შიშით ვაცეცებდი,თან ჩამსხვერული ფანჯრიდან ნიავი მთელს სხეულს მიყინავდა. ბაჩანას მოსაცმელი უკანა სავარძლიდან ავიღე და დავიაფრე. ვიგრძენი მისი სუნამოს სურნელი,ტანში დამაჟრიალა, სიამოვნებისთვის ისევ ვუყნოსე და მივხვდი რამხელა სისულელეც გავაკეთე,მისი იქ დატოვებით. მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე,მაგრამ მოულდონელმა ხმამ ადგილას გამაქვავა. 

-კუ კუ!- გატეხილი ფანჯრიდან თავი შემოყო და მთელი ბრაზით მომახალა. გააზრებისთანავე სწრაფად ჩავწვდი კარის გასახსნელს და წამში გარეთ ავღმოჩნდი,მაგრამ სანამ გავიქცეოდი იქამდე ჩამაფრინდა მაისურის კიდეში და მანქანაზე მუცლით მიმახეთქა,თან ყურთან გველივით ჩამსისინა. -გეგონა მარტო დამტოვედი და წახვიდოდი?

-არაა..- შიშით ამოვილაპარაკე-შენთან ვბრუნდებოდი,მაგრამ საწვავი აღარის მანქანაში...

-თან მატყუებს კიდეც!- ხელი უარესად დამიგრიხა და ამაყვირა. 

-არ გატყუებ,მართლა ვბრუნდებოდი....-ტრილი დავაპირე,თან შევამჩნიე შორიდან მანქანის ფარები. გადარჩენის ბოლო შანსი მქონდა,ამიტომ მის ხელებში ფართხალი დავიწყე,მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე განთავისუფლება და უკვე მოახლოვებული ერთადერთი მანქანა მთელი ღამის მანძილზე მივხვდი შეგვამჩნევდა და გადამარჩენდა,მაგრამ ადამიანი მაინც მოუთმენელია, საბოლოოდ გავიბრძოლე და გზის შუაგულში გავიქეცი. სიგნალი,ანთებული ფარები და ყვირილი ერთდროულად ვიგრძენი,თან ინერციით უკან გადავარდი და მთელი ძალით ძირს დავეხეთქე. ტკვილით დავიკლაკნე, ამოვახველე და ხელი დაბეჟილი მუცლისკენ ჩავაცურე,თან გავიგონე ყვირილი,მაგრამ თვალებში დამიბნელდა.

-სი**ო, გზაზე ვერ იყურები?! - ბაჩანას აღშფოთებული ღრიალი მაინც გავიგე. 
-უცბად გამოვარდა...-ახალგაზრდა ბიჭის ხმას გავდა,რომელიც შეშინებული ჩანდა, მერე ვიღაც გოგოს კივილმა ყურები დამიგუბა, ერთი სული მქონდა ფეხზე წამოვხტარიყავი და ენა ამომეგლიჯა,მაგრამ ისე ვეგდე ძირს,როგორც მოკლული ბუზი.

-ფუ, შენი....- ზემოდან დამხედა ბაჩანამ,თან ხელისკანკალით მომწმინდა ცხვირიდან წამოსული სისხლი.-გამოიძახე სასწრაფო!- უღრიალა იმ საცოდავ ბიჭს,რომელიც არაფერ შუაში იყო და ანერვიულებულმა თავი წამომაწევინა. -კიდევ კაი არ მოკვდები,თორემ რა იცხოვრებდა იმის ჯავრით,რომ ჩემ გამო მოკვდა ვიღაც კალიასავით მოხტუნავე! 

-ასეთ მომენტშიც კი ენას არ აჩერებ...-გავიცინე,მაგრამ მაშინვე გამიხსნა ტკივილმა და ისევ დავიკლაკნე. 

-ნუ ლაპარაკობ! - ტუჩებზე თითი დამადო და თვალები დამიბრიალა, მართალია უნდოდა ჩემი გალანძღვა,მაგრამ ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა ყველაფერი სახეზე ეწერა. 

-ბინგო!- სახე დამანჭულმა ვთქვი და მის ხელს ტკივილით ჩავჭიდე ხელი. - შეგიყვარდი! 

-მფფფ...-სიცილი ატეხა. - თუ კვდეი, ბარემ ბედნიერად მოვკვდეო არაა?- ირონიულად დამცინა,თან თავი ვიღაც გოგოსგან მოწოდებული ჟაკეტის ქვეშ ამომადებინა და ზემოდან დამაკვირდა. -მოვა ახლა სასწრაფო...-დამამშვიდა.

-ეკა და ნიკა სახლში არიან ჩაკეტილები...

-ვიცი, დავრეკავ და გამოუშვებენ, ნუ ნერვიულობ.

-მაინც და მაინც უნდა მოვკვდე,რომ ადამიანურად დამელაპარაკო?- გავიცინე ტკივილნარევი სიცილით. 

-გაოცებული გვიყურებენ გაჩუმდი!-სიცილი ატეხა,თან უცცხო წყვილს ქვემოდან ახედა. - რამდენხანში მოვა?

-გზაში არიან..

-კიდევ კარგი ნელი სიჩქარით,რომ მოვდიოდით....-ტირილით თქვა გოგომ. -არ დაგვინახია მართლა...

-ხო უცბად გამოვვარდა.-დაეთანხმა ბიჭი. 

სასწრაფოს ხმის გაოგნებისას,მივხვდი სამშვიდობოს ავღმოჩნდებოდი,მაგრამ იმდენად მეშინოდა ექიმების და საავადმყოფოსი ხელი უარესად მოვუჭირე ბაჩანას. გაკვირვებულმა დახედა ჩემს ხელს და ჩაეღიმა. 
სასწრაფოს პატრულის მანქანამ დაასწრო მოსვლა, ზემოდან დამაჩერდნენ პოლიცილები და რაციით გადასცეს სწრაფად მოსვლა,თან ყველას გასაგონად იკითხეს.

-რა მოხდა?

-არაფერი, უეცრად გამოვვარდა...-ტირილი მორთო გოგომ. 

აღარც გამიგია მერე რა ილაპარაკეს, სასწრაფოს საკაცაზე სამ წამში გადამაწვინეს და მანქანაში ამაგორეს, ბაჩანამ მკაცრად განაცხადა მეც მოვდივრო და ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა,თან ისევხელი დამიჭირა,მაგრამ იმდენად ძალა გამოცლილი ვიყავი, ექიმების სიტყვები ბუნდოვნად და ბევრჯერ ჩამესმოდა,თან ვიგრძენი, როგორ მომეშვა სხეული და როგორ მოცილდა ჩემი ხელი ბაჩანას ხელს. -ეეე!- აყვირდა,თან ბოლოს რაც დავინახე ექიმს სწვდა ხალათში და რაღაც უღრიალა.


____
ვიცი პატარაა,მაგრამ ახლა მასწავლებელთან მაგვიანდება და საღამოს შესაძლოა ისევ დავდო, ასე 12-დან 1-მდე <3 
მადლობა,რომ კითხულობთ <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა, 17
ნანახია: 2059 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 9 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9
avatar
0 Spam
1
Vuuaimeee raa kaiiitaviiyo magraam martla pattaraa
avatar
0
3
გამოვასწორებ bb მადლობა 3o 3o
avatar
0 Spam
2
avatar
0
4
that's my boy B) ll
ღირსია რაც დაემართა. რომ გარბოდა, სად გარბოდა?
მოკლედ, ორი დამპალი გადაეყარა ერთმანეთს, მაგრამ უპირატესობა ბაჩანასკენ არი, უფრო საყვარელია!
ნინოს და დავითის წყვილს ვშიფავ
avatar
0
7
ჩამპალო ბავშვო გაეთრიე _3
avatar
0 Spam
5
Aba pirvelisken davdebo ?
avatar
0
6
ვწერ ახლა და შემაგვიანდება ცოტა 3o
avatar
0 Spam
8
Geliitkbilo
avatar
0
9
დავდე 3o 3o 3o
avatar