არეული გეგმა [18]
27.06.2017, 01:43

18


ვხედავდი ჩემი ახლობლების შეშფოთებული,აღელვებულ და განადგურებულ სახეებს,თან ვერ ვიჯერებდი ჩემსგამო,თუ ინერვიულებდა ვინმე. ალბათ ბავშვური ნათქვამივით ჟღერს,მაგრამ მეგონა ნინოს და ნიკას გარდა არავის ეტკინებოდა გული ჩემზე,მაგრამ იმდენი ადამიანის სახე დავინახე გაოცებისგან პირი მოვაღე. სულ ყველა,რომ დავივიწყოთ მამაჩემის დედა -ბებიაჩემიც კი იყო მოსული, მაგრამ რატო გვახსენდება ადამიანი მაშინ,როცა სიკვდილი "უკაკუნებს"?მერჩივნა ერთ ჩვეულებრივ დღეს მოსულიყვნენ და მოვენახულებინე,მაგრამ მაინც და მაინც ბოლო წამს გვახსენდება ერთმანეთი,როცა კარგად ვართ არც ჩვენ გვახსოვს ის მივიწყებული და მიკარგული ხალხი.
არა მარტო ჩემი ნათესავები, მეც დავფიქრდი ჩემი ცხოვრების უაზრო ნაბიჯებზე, დავფიქრდი,რომ ასე ბავშვივით არ უნდა მეცხოვრა,მაგრამ მერე გავაანალიზე,რომ ბავშვი გავხდი ბაჩანას გამოჩენიდან,თორემ აქამდე არანაირ სულელურ ნაბიჯს არ გადავგდამდი. 
პირველი აგვისტოდან ოფიციალურად "უნაღვლო" ადამიანი გავხდი, როგორც ეკა ამბობს "ორი წამიც,რომ დაეგვიანებინათ მოკვდებოდი-ო" მე არ მჯერა,მაგრამ ნინო ისეთ ისტერიკაში ჩავარდა სამი დღე ხმას ვერ ირებდა. არა ამ ჩემი ავარიით ძალიან ბევრი ხალხი დავაშინე,ზოგი აფერისტულად და ზოგიც გულწრფელად. ჩემ დაბადებისდღემდე ცხრადღე რჩებოდა, მეკი თვალებს ძლივს ვახელდი, არათუ ლაპარაკი. ყველაფერზე მეტად მაოცფებდა ჩემს სახეზე ნაკაწრები,მუცელზე სისხლჩაქცევები და დასახიჩრებული სხეული. ერთი პლუსი ჰქონდა - გავხდი! სამ დღეში ისე ჩამოვიღვენთე ნიკა დამცინოდა "მგონი ღრიდა-ო",მაგრამ ისევ "მოზვერად" მერჩივნა ყოფნა, ვიდრე უსულო ქათმად.
მნახველების სიას არც ოთო ჩამორჩა, ჩემი საყვარელი ნარცისები ტკბილეულებთან ერთად მომიტანა. გამოჯანმრთელება მისურვა და ჩემზე ისევ ნაწყენი წავიდა. ლაპარაკის თავი არ მქონდა,მითუმეტეს ისეთთან ვინც ვერ გაიგებდა,ამიტომ გვუღიმე და ეკას ვთხოვე შოკოლადები მას ეჭამა,რადგან მე არ შემეძლო.
ალბათ ახლა ყველა ზის და ფიქრობს სადაა ბაჩანა? - ბაჩანამ ერთხელ მინახულა ისიც ავარიის დღეს და აღარ გამოჩენილა, არ ვიცი ელემენტარული ვალდებულების გრძნობა არ გააჩნდა,თუ უბრალოდ არ ვაინტერესებდი,მაგრამ იმდენად მეწყინა საკუთარ თავზე გაოცებული ყოველ წამს გაოცებას ვერ ვმალავდი,თან შეპარვით ვკითხულობდი ჩემზე რაიმე მაინც,ხომ არ იკითხა ან რავიცი იქნებ მოკვდა კიდეც.

მეოთხე დღეს სახლში ნაღვლის ბუშტის გარეშე გამიშვეს ხელის მოტეხილობასთან ერთად. ალბათ სულელი უნდა იყო ასეთ მგმომარეობაში ცოტათი,რომ გიხარია,მაგრამ ფეხისვწერებზე ძალით მოსიალურე ნიკა და მოფუსფუსე ნინო საოცრად მომწონდა,თავს დედოფლად ვგრძნობდი,თუმცა მაწყხებდნენ მნახველები,აღარ შემეძლო ამდენი "კარგად ვარ-ის" თქმა,უკვე მინდოდა,როგორც კომპიუტერში ცხოვრებაშიც დამეკოპირებნა და ყველასთვის "ქოფიფეისთი" გამეკეთებინა. 
ყველაზე მთავარი გამომრჩა, ჩემი დიადი სადედამთილო,რომელსაც ყოველდღე ნაირნაირი საჭმელი მოჰქონდა,თან ყოველჯერზე ავიწყდებოდა,რომ ნაღვლის ბუშტი შვიდი დღის უკან ამომაჭრეს და ჩემთვის მხოლოდ მაწონი და წიწიბურა შეიძლებოდა,,პრინციპში სხვა საჭმელი საერთოდ არ მინდებოდა იმდენად მქონდა მადა დაკარგული,თუმცა მერვე დღის შუაღემეს ცხვირში შემიღიტინა ნიკას "შუმახერობამ" სამზარეულოში და დივნიდან თავი წამოვყავი, ვაიძულე ჩემთვის გამოეყო ჩუმად მისი მომზადებული შემწვარი სოსოისები ისე,რომ მძინარე ნინოს არ გაეგო. უარი ვერ გამიბედა, ერთი სოსისი დამიდო გამჭირვალე თეფშზე,თუმცა მიხვდა არც ხელი მივარგოდა და არც მუცელი,რომ წამოვწეულიყავი და მარცხენა ხელით მეჭამა,ამიტომ მან მაჭამა და თვითონ უკვე გაციებულ სოსისებს დაჯერდა.
ვინაიდან და რადგანაც ჩემი გადაადგილება ცოტათი შეზღუდული იყო, ნინომ ბოლომდე შემიზღუდა და მისაღებ ოთახში გამამწესა,რადგან ჩემს ოთახში თავი მარტოდ არმეგრძნო. ვერ ვიტყვი,რომ არ მომეწონა,მაგრამ ღამით ჩემი საწოლი მენატრებოდა.
სოსისების ჭამა,რომ დაასრულა ძმამ,ჩვეულად დამიჯდა სავარძლის ბოლოში იატაკზე და ჩემთან ერთად კინოს ყურებას შეუგდა,მაგრამ ვამჩნევდი, საერთოდ სხვაგან,რომ იყო. ჩუმად წერდა ტელეფონში რაღაცას,თითქოს ისეთი მხედველობა მქონდა,რომ ორ მეტრში წავიკითხიდავდი მის შეტყობინებებს,მაგრამ მერე დავეჭვდი თათიაზე მალვა არ დასჭირდებოდა, ტელევიზორს ერთი ტონით დავუწიე და მარჯვენა ფეხი ზურგზე მივკარი. შეხტა, მოულოდნელობისგან ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და აწითლებულმა გამომხედა.

-ვის წერ? - თვალები დავქაჩე.
-მეეე?- ხელი გულზე მიიდო,თან მობილური ხელში აიღო და ჩააქრო.
-ხედავ ვინმეს ოთახში?
-არაა..-თავი გამიქნია.
-თათიას?!
-ნწ, თათიას იქამდე დავშორდი სანამ ავარიაში მოყვებოდი...
-ჰა?- უცბად თავი ჩიტივით მეგონა და საწოლზე წამოვიწიე,თან მივხვდი ძალიან სწრაფი მოძრაობა გავაკეთე, მთელი ძალით დავენარცხე ბალიშს და ტკივილით სახე დავმანჭე. 
-გეტკინა?- ზემოდან გაოცებული დამაშტერდა.
-რატო დაშორდი?- დავაიგნორე მისი ლაპარაკი.
-მივხვდი,რომ არ მიყვარს...-მხრების ჩეჩვით დაბრუნა თავის ადგილზე,თან მოკეცილ მუხლებზე იდაყვებით დაეყრდნო. -არ დაიწყო ახლა დამრიგებლობა!
-ეგრე უთხარი არ მიყვარხარ-ო? - ავღშფოთდი.
-არა, ისედაც ჩამოვშორდით ბოლო დროს ერთმანეთს და დავშორდით რა..
-ახლა ვის წერ? - თვალები დავაჭყიტე.
-რა მნიშვნელობა აქვს?!-წამოენთო.
-დიდი! 
-ვერევი მე შენს ცხოვრებაში?! -თვალები დამიბრიალა.
-ვაიმე, კიკუშ კაარგად ხარ? -სიცილი ავტეხე,თან ყოველ ამოშვებულ ბგერაზე სასტიკად მტკიოდა ჭრილობა.
ყურადღება ვეღარ მივაქციე, კიდევ რამე,რომ მეთქვა ნამდვილად გაბრაზდებოდა და საერთოდ აღარაფერს მეტყოდა,მაგრამ დრო და დრო თავისით გამოტყდება,ასე რომ გავიტრუნე და ფილმის ყურება გავნაგრძე.
დილას ზემოთ ხსენებული ბებია მეწვია, აფერისტულად მომელერსა და უხერხულობა,რომ იგრძნო წავიდა. ნინომ გააცილა ყოფილი დედამთილი და სამსახურში წავიდა, თან მიბოდიშებდა მარტო,რომ მტოვებდა არადა ჩემს გამო გასული დღეები მიგდებული ჰქონდა სალონი,ამიტომ ღიმილით გავაცილე,მაგრამ სანამ წავიდოდა საჭმელ-სასმელი დამიტოვა და წავიდა,თან ნიკა გააფრთხილა მარტო არ დავეტოვებინე,თუმცა იმდენად მინდოდა მარტო ყოფნა,რომ ცოტახანში ვაიძულე ნიკა გამქრალიყო,ისიც ბედნიერი გავარდა სახლიდან და მარტო დამტოვა.
ჰალელუია, მთელი რვა დღის განმავლობაში მარტოდ-მარტოდ დავრჩი ყოველგვარი მობეზრებული ზრუნვის და მოფერების გარეშე. იქამდე ვერ ვიჯერებდი,სანამ საჭირო ოთახში მომინდა და გამყოლ-მშველელი არავინ მყავდა, არადა ექიმმა კატერგორიულად ამიკრძალა მოთმენა,თითქოს ნაღვლის ბუშტის მაგივრად შრდის ბიშტი ამომაჭრა. მარტო ადგომას ვერ ვრისკავდი,იმდენად ვყავდი ნინოს დაშინებული მის გარეშე ზედმეტ მოძრაობასაც არ ვასრულებდი.
კარზე ზარის ხმა და ჩემი მოთმინების ფიალის ავსება ერთი იყო, ფრთხილად წამოვდექი ფეხზე ჭრილობაზე ხელი მივიდე და კუს ნაბიჯებით ჯერ მთავარ ადგილას -საჭირო ოთახში შევბრძანდი. დარწმუნებული ვიყავი კარზე დედაჩემის,მამიდის,ბაბუის,სიდედრის ძმიშვილი იქნებოდა,ამიტომ მასზე მნიშვნელოვნად უნიტაზი მეჩვენა,თან მითუმეტეს შვებით ამოვისუნთქე და ფეხზე შედარებით თამამად ავდექი, კაბის ბოლო ქვემოთ დავქაჩე და ხელები გადავიბანე,თან სარკეში ჩემს დასახიჩრებულ სახეს დავაკვირდი,მაგრამ კარზე კაკუნის მაგივრად ბრახუნი,რომ გავიგე კარამდე ისევ კუს ნაბიჯებით მივგორდი და ჭუჭრუტანაში ჩაუხედავად გამოვგლიჯე კარი. ხელი ჰაერში დარჩა,გაოცებულმა შემომხედა და ირონიულად გამიღმა. 
-ვაა, რას გავხარ! - სხვა ვინ,თუ არა ბაჩანა? თვალები გადავატრიალე და უკან გავბრუნდი,მაგრამ ხელმკლავო გამომდო და დივნამდე მიმაცილა. -ბევრი არაფერი ეჭმევაო,მაგრამ ტრიუფელები მოგიტანე! 
-ოჰ, ეგ ხო რას ამბობ მეჭმევა...
-ხოდა,რაც არ გეჭმევა ის მოვიტანე! - თვალი ჩამირკა,თან დივნის ბოლოდან ფეხები გვერდზე გამაწევინა და შიგნით ჩაჯდა,მეც ნაგლად დავაწყე ფეხები მის ფეხებს და გავუღიმე ცინიკურად. - რა კაცური ფეხის თითები გაქვს! - თითი წაავლო ჩემი ფეხის დიდ თითს და აქეთ-იქით გაარხია. ისევ ვერ გავიაზრე,რომ ჭრილობა მეტკინებოდა და ფეხი ავიქნიე. სახე ტკივვილით დამემანჭა, ამოვიხვნეშე და თავი უკან გადავაგდე ქათამივით. - გტკივა?- სახე შეუწუხდა.
-რატომ მობრძანდი,ისევ მანქანის ქვეშ უნდა შემაგდო,თუ?
-ოპ,ოპ! -ხელი ჰაერში ამიწია და მკაცრად დამაკვირდა. - ჩემი მანქანის შუშა,იცი რა ძვირი ღირდა?!
-აჰ,ანუ შუშაზე იაფასიანი ვარ?- გამეცინა.
-ჩემთვის კი!-მხრები აიჩეჩა.
-ხო,მაგიტომ არ გამოჩნდი ეს დღეები! -სერიოზულად ნაწყენმა ვუთხარი და მერე გავაიზრე,რამხელა შანსი მივეცი ჩემთვის დასაცინად.
-ანუ, განიცდიდი ჩემს არყოფნას? - ახარხარდა. - მე კი, ვფიიქრე დავასვენებ ჩემგან-მეთქი.
-დამასვენე!- წარები შევუჯმუხნე და ტელევიზორი გამოვრთე. 
-დღეს ჩემთან ოთო იყო მოსული! - ჩაიცინა.
-ვინ?- გავოცდი.
-შენი ყოფილი სატრფო!
-რაო,რა მინდაო? - ტუჩები მოვბრიცე.
-ვიცი იმდღეს მიმის დასაცავად დაიბრალე,რომ მისი შეყვარებული ხარ და კაცურად გაანთვისუფლე შენგანო, ჯერ კიდევ მე ვუყვარვარო! -სასაცილოდ ამითამაშა წარბები. 
-მერე შენ მაგიტომ არ მოდიოდი? 
-ჰო,ოთიკომ დამაშინა...-აფერისტულად მოღუშა სახე. -წუხელ იყო მოსული და მაგიტომ მოვედი.-ბოლოს დამისერიოზულა.
-რატომ,უნდა დამშორდე?!- გამეცინა.
-არა, ცოლად უნდა მოგყვანო!- დამცინა ისევ. -ახლა,რომ დაგშორდე ყველაზე ცუდი ბიჭი ვიქნები,თან მაგ ოთარიკოსთვის არ მემეტები! - თვალი ჩამიკრა.
-მაგიტომ,მოვედიო და რატომ აბა?!- სიტყვებზე გავეკიდე.
-გითხარი,როგორ ძლიერ უყვარხარ შენს ძველ და დაუვიწყარ სიყვარულიკოს!
-ჩემს ახალ და ჭკუის დამკარგველ სიყვარულიკოს ძლიერ ვუყვარვარ,თუ ჯერ არა? - ჩემს სიტყვებს იმდენად არ ელოდა, სახე წაეშალა,მაგრამ მიხვდა ზედმეტი მიმიკა,რომ დამენახა გაყიდიდა თავის თავს და ირონიულად გაიკირჭა.
-ძლიერ!- თავი დამიკრა ეშმაკური ღიმილით,ახლა მან უფრო დამაბნია. -არ გინდა თაბაშირზე რამე დაგახატო? - ჩემი დუმილის გასამუხტად ხელი მოტეხილ ხელზე დამადო და ზემოდან დამხედა,თან ჟურნალის მაგიდიდან ნიკას წითელი მარკერი აიღო და დასაწერად გახნსა.
-არა რა!- ამოვიწუწუნე.
-ჩემი ხათრით! 
-შენი ხათრი რატომ უნდა გამაჩნდეს? 
-იმიტომ,რომ შენი გულის ფანცქალი ვარ! -არტისტულად მომადო ხელი გულზე და ეშმაკურად ამითამაშა ისევ წარბები.
-რას დამახატავ? - ინტერესით ვკითხე.
-თავი გააბრუნე და მერე ნახე!
-ოჰ,ეგრე ვერ გენდობი!
-უნდა მენდო, ძლიერი სიყვარული გვაკავშირებს ჩვენ! 
-მხოლოდ ჩვენი ძლიერი,შეუპოვარი და ერთდაერთი სიყვარულის გამო გავრისკავ და გენდობი!- მეც ავყევი თამაშში. -იცოდე არ მატკინო!- ბოლოს დავემუქრე.
-უი,რა სასაცილოდ ჟღერს!- ჩაიხითხითა და ორი წუთის მანძილზე რაღაცას ჩხიკინებდა,მერე მზადააო და ხელი სახესთან მომიტანა, სადაც დიდი ასოებით ეწერა "ბაჩანა მიყვარს ძლიერ!". სიცილი ამიტყდა და წარწერას კარგად დავაკვირდი. -თუ გინდა შენც დამაწერე! -თავის ბეწვიანი ხელი ჩემსკენ გამოსწია და მარკერი მომაჩეჩა.
 -დარწმუნებული ხარ?-ბოროტულად გავიღიმე და ვანიშნე თავი გაებრუნებინა. სიცილით დავაწერე და ხელი მეც სახესთან მივუტანე,მან კი ხმხმაღლა წაიკითხა.
-"მიმი,ძალიან მომენატრა და მასთან, ამიტომ მივედი!"- ბოლო სიტყვები რაღაცნაირი ინტონაციით თქვა და მივხვდი რაღაც ვერ იყო თავის რიგზე ჩემს გონებაში.

____
ხვალ საღამოს იქნება შემდეგი <3 
აბა თქვენი აზრით ვის წერს ნიკა? 3:) :დ
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, 18, გეგმა
ნანახია: 2146 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
avatar
1 Spam
1
Rogor vgijdebii shenzee 3o velodebodiii taan 3o hmm ratomghac mgonia bachutas swers :D kai taviiko pataramagram dzalian gemrieli
avatar
0
3
მადლობა ნინი 3o 3o ძაან მახარებ love like კომნტარები რატოა პატარა? ვერ მივხვდი :დ
avatar
0 Spam
2
Teledan vwer komentareebs da rajandaba schirspatarebiideba ><
avatar
0 Spam
4
აუ როგორი თავი იყო იცი? იმენნა შენსავით სუპერი. ♥♥ ანუ შენსავით ტკბილი და ბოროტული :D
რაღაცნაირი მსუყე და მოზრდილი იყო.
ვაიმე ისე მომეწონა და ჩამატკბო ამ ორის დიალოგმა. შენი გულის ფანცქალი ვარო ბაჩანამ რომ უთხრა მანდ პირი მთელი მოთმინების ფასად მოვკუმე რომ ამ გამთენიის 5_ის ნახევარზე ჩემები არ დამეფრთხო მაგრამ დედაჩემი მაინც შემოვარდა რა გაჭიხვინებსო :D
ბოლოსკენ მართლა ჩავთბი, როგორ მოულოდნელად და დაუგეგმავად შეუყვარდათ ერთმანეთი და ჯიუტად არ იმჩნევენ ♥♥ მაგრამ ამათ ეგეთი სიტუაციაც უხდებათ ♡♡♡ თაბაშირზე და ბაჩანას ხელზე წარწერა იყო პიკი, უყვართ ბაღნებს ერთურთი ♥♥♥♥♥
პ.ს ნიკა ვისაც წერს მე მივხვდი და მაინც წაუგველე ხო? :დდდ მაგრამ მომეწონა იდეა.
პ.სს ემოციებით დატვირთულს და ბედნიერს ჩამეძინება ახლა. ♡♡
გყვარობ ♥♥♥
avatar
0
5
ბოროტიო?! _3 მე კეთილი გოგო ვარ happy შენდა შენმა ჭიხვინებმა ხო წალეკა საიტი ნწნწნ crying არუყვართ ჯერ ერთმანეთი ნუ აბრალებ! _3 კაიჰო :D :D :D
სუ დამავიწყდა შენ რო გითხარი ჩემი შსაძლო მომავალი განვითარებაზე crying crying კაი ეს ბოლოა ხმაას არამოვიღებ B) მადლობააა 3o (ვიმემ რამეთუ ვერ გაიგეთ გაატარეთ აღელვებულივარ)
avatar
0 Spam
6
ბოთე ქალო :დდდდ ყველაფერი გავიგე ნუღელავ ♥♥♥♥
რატო არ უნდა მითხრა? ხმამაღლა გამოვაცხადე თუ რავქენი? ისე ლამაზად მეტყვი 3:)
პ.ს ჩემმა ჭიხვინმა კიარა მეც წავლეკე საიტი :დდდდდდდდ
avatar
0 Spam
7
Ardebdghees??((((
avatar
0
8
დავდე <3
avatar