არეული გეგმა [19]
28.06.2017, 01:34

19

ბურანში ვიყავი,თუმცა ეკას და ნიკას პუტუნი მაინც მესმოდა,რაღაცას განიხილავდნენ და ჩუმად ხითხითებდნენ, ვითომდა ჩემი გაღვიძება არ სურდათ,მაგრამ უკვე ძილის შებრუნება გამიძნელდებოდა. თვალები არ გავახილე ვაცალე ესაუბრათ და ყვეალფერი გამეგო. დარწმუნებული ვიყავი ეკას მაინც ეტყოდა წუხელ ღამით ვის წერდა. თუმცა ხმა არ ამოუღიათ ამ თემასთან დაკავშირებით და საერთოდ ისე საუბრობდნენ,რომ მხოლოდ ზედაპირული სიტყვები მესმოდა. 
ნინოს სახლში არ ყოფნის გამო,თამამად საუბრობდნენ,თორემ აქამდე ნიკას ოთახში შეკუჭულები ისხდებოდნენ და უჩემოდ გაერთობოდნენ,მაგრამ მერე დამაეჭვა,უფრო ეჭვიანობა გამიღვიძა,იმ ფაქტმა,რომ ჩემი ძმა ცდილობდა ჩემს ერთადერთ და საუკეთესო მეგობრის "აგლეჯვას",თან უნამუსოდ. სისიხლი ამიდუღდა,ამიტომ უფრო გულდასმით ვუგდე მათ ლაპარაკს ყური და საეჭვო წინადადებაც ჩამივარდა ხელთ.
-იეჭვა რამე? - ერთდროულად შეშინებული და აღშფოთებული მომეჩვენა ეკას ხმა.
-არა,მკითხა ვის ვწერდი...
-მერე?-უფრო აუნერვიულდა ხმა.
-თათიაზე ვუთხარი.
-გაბრაზდა? 
-კი.-ჩაეცინა. 
-ჩვენზე უფრო გაბრაზდება...- სანამ გავიაზრებდი ჩურჩულით ნათქვამ ბოლო სიტყვებს ჩამეღიმა, თუმცა გააზრებისთანავე თვალები დავაჭყიტე და რეაქცია გამოვამჟღავნე.
-გაიმეორე! - თითი დავუქნიე საოცრად აღშფოთებულმა ჩემს ბავშვობის მეგობარს.
-ჰაა?- მოულოდნელობისგან შეხტა და ერთიანად აუწითლდათ ორივეს ლოყები. - ცუდად ხარ? -თავი გაისულელა.
-თქვენზე რატომ გავბრაზდები?
-საიდან მოიტანე? - ნერვიული სიცილი აუტყდათ ერთდროულად. -დაგესიზმრა? 
-დებილს ვგავარ?- ხმას მოვუმატე. - რატომ გავბრაზდები-მეთქი?!
-რა გაყვირებს,დამშვიდდი!- თვალები დამიბრიალა ძმამ.
-ერთმანეთი შეგიყვარდათ? - ისტერიული სიცილი ავტეხე -ამას წერდი?! - ხელი ეკასკენ გავიშვირე და სიცილი ვერ შევწყვიტე. 
-გაჩუმდი!-გამიბრაზდა ძმა,ეკა ადგილას გაიყუსა,თან მზერა ამარიდა, მისმა ქცევამ უფრო გამიმყარა ფიქრები და გაოცება ვერაფრიით დავმალე.
-გოგო, ჩვიდმეტისაა! -უარესად ავხარხარდი. -ამწელს დაამთავრა სკოლა, გაგიჟდი?
-მერე რა?- უარესად აიტანა ბრაზმა ნიკა. 
-ის,რომ ორი წელია თქვენში სხვაობა! 
-შენი საქმე არაა! - თავი ვეღარ შეიკავა და მიყვირა,თან ეკას ხელზე ხელი მოკიდა რამაც ჭკუიდან ამწია, ისე გამიტაცა ბაჩანაზე შურის ძიებამ,რომ საერთოდ ვერ შევამჩნიე,როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი ჩემთვის უახლოეს ორ ადამიანს. შოკისგან ხან ვიცინოდი,ხან ვბრაზდებოდი და ხანაც გაკვირვებული ვიყურებოდი,მაგრამ ნიკა ისე რქებით იცავდა საერთოდ შემშალა.
-მიმი...-შეწუხებული სახით ძლივს გასაგონი ხმით დამიძახა ეკამ. -გაბრაზდი?
-მეე?- გამიკვირდა. - არა ჯერ კიდევ გაოცებული ვარ.
-მეგონა გაბრაზდებოდი...-უარესად აწითლდა.
-ოჰ, მიმი თუ გაბრაზდებოდა ახლა! - აშკარად აგრესიულად მითხრა ძმამ,რამაც უფრო გამახალისა. 
-აზრზე ხართ, ერთდროულად დედა და შვილი გავაბედნიერე! - ემოციებს ვერ ვმალავდი. - როგორი მომგებიანი აღმოჩნდა ივლისი ჩვენი ოჯახისთვის! 
-შეგეშალა!- ირონიულად გამეღრიჭა. - პირველ რიგში საკუთარი თავი გააბედნიერე, ნუ თუკი მიგიღებს ჩვენი ბაჩანიტო! 
-ნიკოლოზ ორ წამში შემიძლია თქვენი ურთიერთობის ჯოჯოხეთად ქცევა,ასე რომ ენას კბილი მიაჭირე! - ირონიულად გადავიხარხარე!
-უთხარი ნინოს,მერე რა!- მხრები აიჩეჩა და ჩემს საუკეთესო მეგობარს მხარზე ხელი გადახვია,იმდენად უცხო იყო ჩემთვის,რომ სიცილს ვერაფრით ვიკავებდი,ეკა კი სირცხვილისგან კვდებოდა. 
-უსპეხია,ნამდვილად ოქროს თვე გვქონდა! - ავღნიშნე მისი ნათქვამი.
-ანუ მეთანხმები?- სიტყვაზე დამიჭირა.
-რაზე გეთანხმები?-თითქოს ვერ მივხვდი.
-ისე, შენი დღიური მე მქონდა!- ისეთი ბოროტული სიცილით გადაირხარხარა
-რა თქვი?!- ყბა ჩამომვარდა მისი სიტყვების გაგონებისას. -იხუმრე?!
-ნწ..-თავი გააქნია. 
-ასე მშვიდად მეუბნები?!
-ჰო, შენი აგდება და ისტერიკა მინდოდა,თავიდან გავერთე მერე კი მომბეზრდა! - ისეთი  სახით მეუბნებოდა,თითქოს ჩემთან ერთად არ იზიარებდა იმ შიშებს და ნერვიულობას. - არ გაბრაზდე,მხოლოდ ერთხელ გეხუმრე! -სიცილით დაახვედრა ხელი ჩემგან ნასროლ ბალიშს.
-ხმას ნუ მცემ! - გაბრაზებულმა ვიცვალე გვერდი დივანზე და მისი არცერთი სიტყვა შეგნებულად აღარ გავიგე. იქამდე ვდუმდი,სანამ ნინო არ დაბრუნდა სახლში. 
ცხვირში შემიღიტინა ცხელი ხაჭაპურების სუნმა,თითქოს ჯინაზე მომიტანაო. აბუყბყყებული მუცელი გონებით დავამშვიდე და დივანზე გავსწორდი, თან შევამჩნიე ნაცნობი სახე. ჯერ დავიბენი,მერეე გავოცდი და პირღიამ გავაყოლე თვალი კაცს. ღიმილით ჩამომართვა ხელი და "დათოდ" გამეცნო, გაკვრივებული ვაყოლებდი თვალს კაცს და ნიკას ისე გადავჩურჩულე სულ დამავიწყდა ნაჩხუბრები,რომ ვიყავით.
-მგონი,მართლა საუკეთეესო ივლისი გვქონდა! 
-გილოცავ, გეგმა წარმატებით შედგა! - ხელი სიცილით ჩამომართვა და ნინოს თვალი ჩაუკრა.
არ ვიცი რა ერქვა, ასე მოულოდნელად არეულ ივლის ჩვენ ცხოვრებაში,მაგრამ აშკარად დიდი ბედნიერება მოუტანა მათ და რა თქმა უნდა მათთან ერთად მეც გამაბედნიერა.
ნინო ისეთივე გაოცებული დარჩა ეკას და ნიკას ახალ დაწყებული ურთიერთობით მოყუდებული წყალი გადასცდა და ახლად გამომცხვარ წყვილს მთელი აღშფოთებით მიაპყრო მზერა, თან მეც გამაკვირვა ძმამ. თათიას ურთიერთობას ისე გამალებიით მალავდა და ეკას სიყვარული პირდაპირ გაანდო ჩვენს "მაჭანკალ" დედას, ალბათ იმიტომ,რომ აღარ ეჭინოდა მის ურთიერთობაში ჩარევის.

****

საღმოს ისევ მარტო დავრჩი, ნინო და მომავალი მამინაცვალი სადღაცას წავიდნენ,მერე ეკამ და ნიკამაც მთხოვა "განთავისუფლება" და სახლში საკუთარ თავს ჩამაბარეს. რომ ვთქვა ძალიან მაწყენინეს მოვიტყუები,პირიქით გამხარდა და დიდი მოლოდინით ველოდი რატომღაც ბაჩანას. ვერაფრით ავუხსენი ჩემს ალტერეგოს რატომ და რისთვის მინდოდა მისი ხილვა,მაგრამ აშკარად სამი დღის განმავლობაში თვალს საგრძნობლად დააკლდა მისი ირონიული და ცინიკური მზერა, გველური ფრაზები და რაც მთავარია ბოლო ხანებში დამთბარი ხმის ტემბრი,მართალია უნდოდა ისევ ისეთი ირონიული ყოფილიყო,მაგრამ აღარ გამოსდიოდა.

კარზე ერთხელ დააკაკუნეს, წამოდგომა ვცადე,მაგრამ სანამ ავდგებოდი იქამდე შემოაღო რკინის მთავარი კარი და მისაღებში ღიმილით შემოვარდა. 
-ვიცოდი მარტო,რომ იყავი და ამიტომ შემოვედი! 
-ვაა, ბაჩანაა! - სიხარულისგან,თუ მოულოდნელობისგან არ ვიცი,მაგრამ ისე ამიჩქარდა გული ერთიანად დავიბენი.
-იწექი, ნუ დგები! - ისევ დივნის კუთხეში დაჯდა და ჩემი ფეხები კალთაში ჩაიწყო,თან ხელში ჟელიბონების შეკვრა მომაწოდა.- ვიცი არ გეჭმევა,მაგრამ ჭამე!
-აუ,როგორ ზრუნავ ჩემზე!- სიცილი ავტეხე.- წაიშალე ჩემი წარწერა?- თითქოს ნაწყენმა ვთქვი.
-კი, იმღამესვე!- წარბი ბოროტული სიცილით ასწია ზემოთ. -შენ არაფერი გითხრეს ჩემს შედევრზე?! - ხელზე ხელი წამავლო და თაბაშირს დააკვირდა. - ეეე,რა უყავი?! - გაბრაზდა.
-ზედმეტი ბინტი გადავიხვიე! 
-ასე გიყვარვარ,რომ ჩემს სიყვარულს ბინტით ფარავ? 
-სიყვარულზე გამახსენდა!- ტუჩზე ხელი მივიდე. - დღეს რას მოიფიქრებ,რისთვის მოხვედი აბა? 
-მომენატრე!- აფერისტულად გაჯგიმა ხელები და თვალი ჩამიკრა.
-ეჭვიც არ მეპარება! - ტაში შემოვკარი. -იცი, ნიკას და ეკას ერთმანეთი,რომ შეუყვარდათ? - იმდენად მინდოდა ვიღაცისთვის გამეზიარებინა სიხარული და გაოცება უბრალოდ მის გარდა სხვა არავინ მყავდა. სხვა დროს ყველაფერზე ეკასთან გავრბოდი,მაგრამ ახლა როგორ წავსულიყავი მასთან?
-შენი დაქალი და ნიკა?- გაეცინა,თავი დავუქნიე,თან მის ხელზე ვერცხლისფერ საათს წავეთამაშე. -ნიკა პატარა არარი? -გაიკვირვა.
-ორი წელია სხვაობა!
-ეგ არაფერია.
-ფუფ, ახლა ნიკას ნაირ ღლაპს,როგორ შევხედავ საერთოდ?! - ჩემს დამანჭულ სახეზე ბაჩანას სიცილი აუვარდა.
-ჰო ვიცი, მე,რომ გიზიდავ ამის თქმა ყოველ წამს არაა საჭირო! - შეიფერა და ირონიული ღიმილით მითხრა.
-შენც პატარა ხარ ჩემი გემოვნებისთვის!
-ორმოცდაათი წლის კაცებზე ნადირობ? - სიცილი ატეხა. -მეც არავთქვი რა უნდა ამ კაცების სპორტ-დარბაზში.
-ჰო, უფროსი ბიჭები მომწონს! - თავი კმაყოფილმა დავაქნიე.
-კი, მოგწონს უბრალოდ ოთიკო ოცდაორი წლისაა! - იმდენად ირონიულად ჟღერდა მისი ნათქვამი,ყველაფერი ზემოთ ხსენებული ერთი ხელის მოსმით გამინადგურა.
-ოთიკოო სხვა თემაა...
-მირანდიკო, გამოგიჭირე და თავს ნუ იმართლებ! - ლოყები ისევ მომკუჭა და ბავშვივით წამეთამაშა.
-მირანდიკოს ნუ მეძახი ბაჩუკი! - ფეხი მივარტყი მუცელზე. 
-მირანდა და ბაჩანა! - აღტაცებით ამოილაპარაკა ჩვენი სახელები,ისე რომ საერთოდ არ დააკვირდა რას ნიშნავდა მისი ეს ჟესტი. უხერხულობისგან ჩაახველა და ისეთი სახით გამოხმედა თითქოს არაფერი უთქვამს.
-იმდენად კარგად დამამუღამებინე შენი ირონიული ლაპარაკი,რომ ახლა უკვე შენს გულწფელ ლაპარაკს იოლად ვცნობ!- ვანიშნე,რომ მივხუვდი და ხელები გულზე გადავიჯვარედინე.
-მთელს ოჯახს გვიხარია შენი ასეთი მიხვედრილობა!- აი სწორედ იმ წამს დამარწმუნა ჩემი სიტყვების სიმართლეში, იმდენად ირონიულად თქვა.
-ჩვევა გაქვს ტუჩების ლოკვა,თუ მე რომ ხედავ მაშინ ილოკავ? - ჩემი ყურადღება ისევ მიიქცია მისმა რაღაცნაირმა ჩვევამ, რომელზეც ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ახლა გავამახვილე. 
-გოგოებს,რომ ვკერავ მაშინ! - ისევ გაილოკა,თუმცა ახლა ძალით,თან ნიკაპზე ხელი ამკრა.
-ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადადის! 
-ხო აღარ გცემ ბავშვობისგან განსხვავებით.
-ნუ მახსენებ!- გავბრაზდი. 
-იცი რა მახსენდება?
-არა, არ ვიცი!
-არაუშავს გაგახსენებ.- თვალი ჩამიკრა. - კოტე ბაბუას ეზოდან მსხალი,რომ მოვიპარეთ დიდმა ბავშვებმა და მე შენ დაგაბრალე!
-ოჰ, რა გაცინებს, ამაყობ შენი თავით? 
-კი,ძაან საყვარელი ბავშვი ვიყავი!- ნარცისულად მოხვია თავის თავს ხელები მხრებზე და აქეთ-იქით დაარწია. 
-შენს გამო, ჯერ კოტემ გამლანძღა,მერე ნინომ მცემა!
-მოკლედ ჩემს გამო ეხვევი ყველა ხიფათში! - თავი გააქნია სიცილით.- მსხლების გამო იცემე, კარადაში ჩაიკეტე, მთელი ღამე გასახდელში გაატარე შენ საყვარელ ბიჭთან ერთად, საბარგულიდან ტბაში აღმოჩნდი,ავარიაში მოყევი და ბოლოს ნაღვლის ბუშტი ამოგაჭრეს.
-ამიტომ არ უნდა მომიახლოვდე, უბედურება მოგაქვს ჩემთვის!
-უბედურება,თუმცა მაინც ბედნიერი ხარ! 
-ძაან!- ცინიკურად ვთქვი.
-უნდა წავიდე ახლა! - ჩემი ფეხები,თავის კალთიდან ასწია და ფეხზე წამოდგა, არ ვიცი რა ემოციამ დამიარა სხეულში,მაგრამ ავღელდი, ლოყები ამიწითლდა და თვალი გავაყოლე. 
-ძალზედ მოხარული ვარ,რომ დამაფასეთ! - გონს მოვეგე და ირონიულად ამოვილაპარაკე.
-ხვალეც მოვალ,თორემ მაკამ ტვინი შემიჭამა რანაირი შეყვარებულები ხართ-ო!- გაეცინა,თან ზურგზე პიჯაკი ჩემოიგდო და გამიღიმა. 
-გაძალებს? - სიცილი ამიტყდა.
-ჰმ, დედიკოებს უკვე გეგმა ისე დაეხვეწათ, ისიც იციან ქორწილში რას ჩაგვაცვამენ! 
-სად? - დავიბენი.
-ჩვენი ქორწილი მხოლოდ მათ წარმოსახვაში იარსებებს დამშვიდდი! 
-კარს დახურავ შენით? - დავაიგნორე მისი ნათქვამი და მშვიდი ხმით ვკითხე. თავი თანხმობსი ნიშნად დამიქნია,მერე სანამ გავიდოდა გამიღიმა და კოლიდორში თვალს მოეფარა. - ბაჩანა! - ხმამაღლა დავუყვირე ჯერ კიდევ სახლში მყოფ ვითომ და შეყვარებულს და დაველოდე. თავი ისეთი სახით შემოყო,თითქოს ჩემს დაძახებას ელოდაო. 
-გისმენ.
-მოდი ხვალე განვაცხადოთ,რომ დავშორდით...-საიდან ან როგორ მომიარა არ ვიცი,მაგრამ მაინც ვთქვი და მივხვდი საუკეთესო შანსი გავუშვი ხელიდან,როცა ყველაფერი ლაგდებოდა.
-რატო?- გაეცინა.
-რა ვიცი, არ მოგბეზრდა მაკას ხათრით სიარული?- როგორც ეკა იტყოდა უკვე დამეწყო შეყვარებული ქალის წიკები.
-შენ როგორც გინდა!- მხრები აიჩეჩა და დამშვიდობების მიზნით ხელი დამიქნია.

კარის ჯახუნის მერე რაომდენიმე წუთის მერე დავფიქრდი. რატო ვაფუჭებთ ქალები ყველაფერს? რატომ ვართ მაზოხისტები და რატომ გვსიამოვნებს,როცა ვიტანჯებით? არ ვიცი სხვა ქალი ჩემსავით ასეთი იყო,თუ არა მაგრამ იმდენად მინდოდა გამომეცადა მასთან საბოლოოდ დაშორება,რომ ენა ვერ გავაჩერე, მაგრამ იმაზე არ დავფიქრდი,რომ იქნებ მისგან მინდოდა გამეგო საპირისპირო სიტყვები, ხომ შეეძლო უარი ეთქვა და ისე წასულიყო. ინსტიქტურად ფეხები ცივ იატაკზე ჩამოვდგი და ჩემი საზაფხულო ჩუსტები ფეხზე ჩავიცვი და აივანზე ხოხვით გავედი, ზემოდან დავაკვირდი,როგორ გამოვიდა სადარბაზოდან და როგორი მამაკაცური ნაბიჯებით მივიდა მანქანამდე, გასაღებით კარი გააღო და სანამ ჩაჯდებოდა ზემოთ ამოიხედა. 
-ფუფ- ჩავილაპარაკე და მივხვდი დამინახა. ხელი დამიქნია,თან გაეცინა და ჩასაჯდომად მოემზადა. - ბაჩანაა! - არამქვეყნიული ხმით ჩავძახე და აივნიდან ოდნავ გადავიწიე. მანქანიდან გადმოვიდა,თან ზემოთ ამოიხედა.
-რა გინდა?
-მანდ იყავი!- ისევ დავუყვირე და ისე გავიქეცი ლიფტისკენ,თითქოს კან ვიღაც მომსდევდაო. საერთოდ დამავიწყდა ჭრილობა,ხელი თავის ტკივილი და ჩემი ავადმყოფობა. რატომ ან რისთვის გავრბოდი არ ვიცი,თუმცა ახლა,რომ არგამეკეთებინა მერე აღარაფერს ჰქონდა აზრი. 
არასდროს არ გამიბედავს,ისეთი რამ რაც მერე შეიძლებოდა სინანულით დასრულებულიყო, სულ ვცდილობდი გაწონასწორებულად მეფიქრა და შედცომა არ დამეშვა,მაგრამ ახლა საკუთარი მე და საკუთარი თავი დავკარგე. პირველ სართულზე ჩასული ლიფტი გაიღო თუ არა ვარდისფერი პერანგის ამარა კიბეებზე ქაჯივით "გადავფრინდი",თან შევამჩნიე სადარბაზოს წინ მანქანას ეყრდნობოდა და იღიმოდა. 
-რას აკეთებ?- სიცილი აუტყდა,მაგრამ ხმა სირცხვილისგან არ გავეცი,თუ უბრალოდ არ მინდოდა სიტყვებით დამეტვირთა თერთმეტი აგვისტოს ღამე,რომელიც სინანულით,თუ სიხარულით მაინც შევიდოდა ჩემს მოგონებებში. გარეთ გასულმა უარესი ენარგია ვიგრძენი, ფეხს ავუჩქარე და ახლოს მისული კისერზე ჩამოვეკიდე. 
ჯანდაბა, სხეულმა ერთიანად დამიწყო კანკალი,თან უარესად ამაფოირაქა მისმა ხელებმა ჩემს წელზე. ჩაიხითხითა და აწეწილი თმები ცალი ხელით გადამიწია,ისე რომ კარგად შემოეხედა,მაგრამ ისე შემრცხვა ჩემი გამოხტომის თავი დაბლა დავხარე.
-მაინც ვერ ავცდით ერთმანეთს!- თქვა და თავის მკერდზე ამიკრა.
____
ბოდიშს გიხდით, შეცდომები ვერ გავასწორე 
მადლობა,რომ კითხულობთ <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა, 19
ნანახია: 2186 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 9 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9
avatar
0
1
ვაააააააააიმე mm uu
რა სიყვარულიკო მომენტი იყო ბოლოსს love ეკაზე ვიცოდი, იო B)
avatar
0
2
სიდან იცოდი? _3
მეკიმეგონა ჯერ ადრეათქო :D :D
avatar
0 Spam
3
სამი თავი ერთად წავიკითხე და ვხარხარებ სულმოუთქმელად :D
გადავირიე ბიცოლაჩემი :D
ნიკას და ეკას ურთიერთობაზე ეჭვის ჭია მყავდა და აი,გამართლდა.
მიმი ვიცი მაინც რო გაუმწარებს ამ ორს ურთიერთობას :D
აი ბოლოს,ბაჩუტის და მირანდას "ჰაგ" იყო ყველაზე მაგარი..
და მიმის გაბედული ნაბიჯი.საბოლოოს ორივე მიხვდა,რომ ერთმანეთს იქეთ,გზა არ აქვთ.
მაშკა ბრავო <3
ძალიან მაგარი იყო <3
avatar
0
5
მიხვდნენ :D :D მადლობა ნათუ 3o 3o
avatar
0 Spam
4
ააა ხალხი მთელი ოჯახი ერთდროულად დაწყვილდა ❤️❤️❤️აუ ისე მაგრად ვხარხარებ ამ ისტორიაზე :)))
avatar
0
6
მადლობა ნესი love love
avatar
0 Spam
7
Saocreba iyoo <3 velii axal taavs <3
avatar
0
8
თორმეტიდან პირველამდე დავდებ აუცილებლად 3o მადლობა
avatar
0 Spam
9
ზოგადად იშვიათია რომ რაიმემ იმდენი ემოცია და სიხარული გამოიწვიოს ჩემში, რომ მთელი დღე, მთელი ღამე და ზოგადდ სულ ყოველთვის დადებით განწყობაზე ვიყო. განსაკუთრებით ამ გამოცდების პერიოდმა დამცა და სერიოზულად ვფიქრობ ფსიქიატრს მივმართო :დდ ხოდა იშვიათია ამ ეტაპზე რამემ გამაბედნიეროს და ისე გამალაღოს რომ ჩემი ღიმილი და დადებითობა ყველას მოვახვიო. რაც ეს რომანი დაიწყე მას შემდეგ მოგყვები, თუ აქ ვერა პირადად უეჭველად გიზიარებ იმიტომ რომ ისე არ შემიძლია და ვერ ვიტევ ემოციებს. სულ ვამბობდი ეს ისეთი სასწაული რომანია, გამორჩეული თავი არ მაქვს მეთქი მაგრამ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ვააიმეეეე.. მაშა რაიყო ეს ჰა?? სულ ვფიქრობდი როგორ უნდა დაგეწერა ამათი სიყვარულის და გამოტყომის ეტაპი და არც წარმომედგინა რაღაც რომანტიული ვახშმით და იხვის ტოლმით, მაგრამ მთლად ასეთ სასწაულსაც არ ველოდი აი გეფიცები მართლა ♥♥♥ ეს იყო საოცარი რამ და ამ თავზე ვისაუბრებ კიდევ ძალიან დიდხანს. ჩემი მიმი ♡♡ ახლა ასმაგად ვიამაყე და ჟირაფივით წამიგრძელდა კისერი რომ მიმის მხარეს ვიყავი სულ. ნუ მართალია ბაჩანაზე ვგიჟდები მარა მიმი მყავს საოცრება და აი ზუსტად ასე უნდა იქცეოდეს ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უყვარს და შენ ვერ წარმოიდგენ რამდენი თქვი ამ თავით ♡♡ რამდენს აუხილე თვალები და რამდენი გოგო დააფიქრე ♡
ქართულის რეპეტიციაზე იმხელას ვკიოდი ჩემი მიმი და ბაჩანა მეთქი რომ ლამის გამომაგდო ქალმა და ბოლოს მეუბნება მეც წამაკითხე რა ჯანდაბამ გადაგრიაო :დდ ხომ გეუბნები მაშა სახლში მოსვლამდე ვერ მოვითმინე და ხომ წარმოგიდგენია ახლა როგორ ვარ მიჯაჭვული? ერთი სული მქონდა როდის გაგიზიარებდი ემოციებს და ბედნიერებას. ძალიან მიყვარხარ მე შენ და მადლობა რომ ამხელა ზეგავლენას ახდენ და მაბედნიერებ.
შენ სულ უნდა წერო! ♥
პ.ს დღეს ტკბილ თავს ველი, ვაცალოთ ახლა ამათ :D
avatar