არეული გეგმა [2]
10.06.2017, 21:17
-კარგი ბიჭია არა ბაჩუკი? - მანქანის კარი ხმაურით დახურა და საჭეზე ხელები შემოაწყო.
-ტვინიდან ამოიგდე ყოველგვარი ბაჩუკი,ბაჩანა და შმაჩანა!- გაღიზანებულმა ამოვილაპარაკე და თავი მანქანის მინას მივადე
-არ მოგეწონაა?- შეიცხადა.
-რა აქვს მოსაწონი?!
-სიმაღლე,ტანი, აღნაგობა, გამოხედვა და რავიცი მე ყველაფერი კარგი აქ! - მხრები აიჩეჩა,თან გზას დააკვირდა.
-ხოდა შენთვის მიჩუქნია! 
-მირანდა!- მკაცრად წამოიძახა ჩემი სახელი, მირანდას იმ შემთხვევაში მეძახდა,როცა გაბრაზებული იყო.-არ მინდა შენც ჩემსავით შეცდე და ვინმე არამზადას გაყვე, მშვენიერი ბიჭია!
-დედა, უკვე მიმათხოვე იმ ვიღაც გაუზრდელ ბაჩუკიზე?! -აღშფოთებულმა წამოვიძახე.
-არა, უბრალოდ ვთქვი კარგი ბიჭია-მეთქი...-ხმა არ გავეცი, ისიც დადუმდა და მეც. ვიფიქრე, მორჩა დღეს მოკვდება ბაჩანა და ბაჩანას კარგი ბიჭობაც ჩემს ცხოვრებაში-მეთქი,მაგრამ დედაჩემის შემდეგმა სიტყვებმა ჭკუიდან ამწია. - ძალიან უხდებით ერთმანეთს, ლამაზი შვილი გეყოლებათ! 
-დედააა! 
-ვსო,კარგი! - ჩაიცინა და საჭის მართვა განაგრძო.
-მე რუსთაველზე უნდა ჩავიდე...-ვთქვი უმნიშვნელოდ,თან ტელეფონში ეკას მესიჯს თვალი კიდევ ერთხელ გადავავლე. 
-რა გინდა მანდ? 
-ყავაზე მეპატიჟება ეკა.
-ფული გაქვს? - თავი დავუქნიე და წელში გავსწორიდი,მოვემზადე ჩასასვლელად. 
-მიმი...- ისეთი ხმით დამიძახა, ვიფიქრე დედა მე ვიყავი და არა ის. -კვირას ჩვენთან დავპატიჟე...
-ვინ?- ღრმად ჩავისუნთქე და სიმწრით გავიღიმე.
-მაკა და ალბათ ბაჩუკიც მოვა...-ალბათ სიამოვნებდა "ბაჩუკის" თქმა.
-კვირას ლექცია მაქ.-ვვდილობდი თავი დამეძვრინა.
-ხო, შუა დღეს არ გაქ? - თვალები გაუბრწყინდა.-ვიცოდი და საღამოს დავპატიჟე.
-მე,რომ არვიყო დანაშაულია?- ვეცადე არ მეუხეშა.
-ეწინებათ...
-ძალიან!- ირონიულად ვთქვი და მანქანის კარი გავაღე.
-დედი, იფიქრე ბაჩუკიზე, კარგი ბიჭია!- ფანჯრიდან მომაძახა და ჩემი გამომეტყველების დანახვისას ადგილიდან მოწყვეტით დაძრა მანქანა.

***

ჩემს საწოლზე მუცელზე იწვა, ფეხები მოკეცილი ჰქონდა და ჰაერში აქეთ-იქით აქნევდა,თან დამცინოდა. 
-ანუ ის ვიღაც ბაჩუკი ჩემს ოთახში ნებივრობდა?- საჩვენებელი თითი ჭერისკენ აიშვირა და ისევ ჩემსკენ გადმოინაცვლა. ძნელად იჯერებდა,რომ შეიძლებოდა მის სახლში სხვა ვინმეს ეცხოვრა აქამდე, იმდენად ეგონა.რომ მარტო მისი იყო სახლი, ახლაც და მანამდეც. 
-ძალიან გთხოვ ბაჩუკის ნუ ეძახი! - მკაცრად ამოვილაპარაკე. - არა, მისი და ბინადრობდა შენს ოთახში
-იქნებ მართლა კაი ბიჭია?
-ეკა, შენც?!- ნერვიულად წამოვხტი ფეხზე, ფანჯრის რაფას წელით მივეყრდენი და ვეცადე ზედ დავმჯდარიყავი, ეკუნამ მზერა ამარიდა,იცოდა რაც მოყვებოდა ზედმეტ სიტყვებს,ამიტომ ამჯობინა ჩუმად ყოფნა. ზუსტად ვიცოდი ახლა კვდებოდა ისე აინტერესებდა ჩვენს ოჯახში პოპულალური "ბაჩუკი",მაგრამ იმდენად მთრგუნავდა მასზე ფიქრი, ვცდილობდი აღარასდროს აღარ მეხსენებინა. იმედი მქონდა,რომ მარტო კვირას ვიხილავდი მის გაბურძგნულ ხუჭუჭა თავს და მას მერე აღარ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მაშინებდა ის ფაქტი,რომ ცუდად დაიხვია "ბაჩუკი" ნინომ.
-ოთიკოს ჯობია? - შეპარვით მკითხა.
-სხვა საქმე არ გაქვთ? 
-მაინტერესებს ლაპარაკით,ხომ არა შეგაყვარებ არა? -წუწუნით აბზიკა ტუჩები ზემოთ. - მომიყევი და აღარ დავსვამ უაზროდ კითხვებს.
-რა მოგიყვე? - თვალები მობეზრებულად გადავატრიალე.
-თავიდან ბოლომდე. ყველაფერი,რომ მეცოდინება ლოგიკურია აღარანაირი კითხვა არ გამიჩნდება. 
-ხო მოვყევი არა?!
-არა, ყველაფერი მაინტერესებს! - არ იშლიდა თავისას.
-უხეში, უტაქტო და დეგენერატია! - სამ სიტყვაში ავღწერე და კმაყოფილმა გავიღიმე,მაგრამ ეკას დაბღვერილი სახე,რომ შევამჩნიე უფრო კონკრეტულად გადავწყვიტე მოყოლა. -ჩემზე მაღალია, ადრე კალათბურთს თამაშობდა, ახლა უბრალოდ ჰობად აქვს-ო ნინომ თქვა, ხუჭუჭა მუქი ყავისფერი თმები აქვს, ცისფერი თვალები და გველისნაირი გამოხედვა!
-გველის გამოხედვა სად ნახე?- გამაწყვეტინა.
-მაცალე, მოყოლა!- მკაცრად ვთქვი და გავაგრძელე. - ვერ დავუკარგავ, გარეგნობა კარგი აქვს! - გამოვტყდი,თან ტუჩი გავილოკე და გავაცნობიერე,როგორ მომეწონა მხოლოდ და მხოლოდ მისი გარეგნობა. - რაღაც კომპანია გავხსენიო, დარწმუნებული ვარ მალე დახურავს, შტერია და რა უნდა გამოუვიდეს?! 
-სურათს მანახებ?-ქვემოდან ამომხედა,თან აფერისტულად გამიცინა.
-ეკუნა, გულის ჯიბით დამაქვს მისი სურათი და განახებ!- ირონიულად ამოვიდუდღუნე.
-ფეისბუქზე ვიგულისხმე.
-არ მყავს დამატებული, თუ ძალიან გინდა მოძებნე თვითონ! 
-რა გვარია? - ჩემი ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და აქტიურად დაიწყო ყურება.
-იარაჯული.
-რა გვარი?- თვალები მოჭუტა და დაეჭვებულმა მკითხა.
-ხო, არ გაგიგია?
-რომ, გამიგია მაგიტომ გკითხე. 
-საიდან?- წელში გავსწორდი,თან დავაკვირდი. 
-სურათს ვნახავ და გეტყვი, ის არის თუ არა ვინც მე მგონია! - ისე ეძებდა ერთხელაც არ გამოუხდავს ჩემსკენ, ბოლოს ახტაცებული წამოვარდა ფეხზე და აქეთ-იქით გიჟივით დარბოდა,თან "არმჯერაო" ყვიროდა და ხარხარებდა, ვეღარ მოვითმინე და ზურგში მძიმედ დავარტყი გაშლილი ხელი გამოვაფხიზლე და ვანიშნე აზრზე მოსულიყო. წარბაწეულმა შემომხედა და ტელეფონი შემომიბრუნა, საიდანაც გაკრეჭილი მიმზერდა ბაჩანა ვიღაც გოგოსთან ერთად, მხრები ავიჩეჩე და ვანიშნე "მერე რა". ისევ ჩაიფხუკუნა და საწოლზე მოწყვეტით ჩაჯდა. - იცი ეს ვინაა? - აღტაცებას ვერ მალავდა. 
-ვინ? - ტუჩები ავიბზუე. 
-მარიამ სიჭინავა, ჩემი კლასელი! 
-მერე?
-რა მერე, ერთად არიან, ადრე მიყვებოდა მაგაზე,მაგრამ არ მივაქციე ყურადღება, ვიფიქრე ასეთმა ბიჭმა მარიამს რატომ უნდა ჩეხედოს-მეთქი და თურმე, ერთად არიან! 
-ვინ გითხრა,რომ ერთად არიან?- სიცილით დავაკვირდი მობილურში მათ საერთო სურათს და გამახსენდა მისი სიტყვები "ჯერ არ მინახავს ჩემი შესაფერისი"
-ერთად აქვთ სურათი, მერე ის,რომ ხშირად ახსენებს ჩემთან მაგ ბაჩანას,თუ ბაჩოს!
-რახან ერთად აქვთ სურათი და ხშირად ახსენებს, ანუ ერთად არიან?- კიდევ ერთხელ დავცინე და ხელი ჩავიქნიე. - სად დაფრინავ?!
-რა იყო, არ გინდა ერთად,რომ იყვნენ? - ეშმაკურად გამიცინა.
-არ მაინტერესებს!- გავცოფდი, ხელები ყავის ჭიქას მოვუჭირე.
-მე მაინტერესებს, ამ დღეებში უნდა შევხვდე მარიამს და ჩემს გოგოებს,ხოდა გავარკვევ! - ტაში შემოკრა და ტელეფონში ისევ ჩაიხედა. 
-რას გაარკვევ?- ნერწყვი გადამცდა და ხველა ამიტყდა. - არც კი გაბედო! 
-რა გინდა, განა ვეტყვი,რომ შენი ნაცნობია...
-დაივიწყე ეგ ბიჭი! 
-მეგობრობა გავგუგზავნე შემთხვევით... -  ქვემოდან ამომხედა, შეშინებულმა წაიღო პირისკენ ხელი და ჩუმად ჩაიცინა. სახეზე ეტყობოდა,რომ შემთხვევით არ გაეგზავნა, წამების მერე გავიაზრე და სიმწრით გავიცინე, ისტერიული სიცილი ავტეხე და ხელიდან ტელეფონი წავართვი. ღრმად ჩავისუნთქე, ხელი უარყოფისკენ წავიღე,მაგრამ ისე მომენტალურად დაეთანხმა მეგობრობის შეთავაზებას,რომ ფერი წამივიდა. მთელი სიმწრით ვესროლე ტელეფონი ეკას,თან ფეხზე წამოვხტი და ლამის ტირილი დავიწყე.- არაუშავს, მერე რა? - შეშინებულმა დაიდუდღუნა,რამაც უარესად გამომიყვანა წყობიდან.
-რა ვუთხრა ახლა,რატომ დაგამატე-მეთქი?- ხმის კანკალით დაჯექი სავარძელზე და მეგობარს წაშლილი სახით გავხედე.
-არაფერი, რამოხდა მერე? 
-ეკა კიდევ ერთხელ იტყვი მაგას და სახით გახოხიალებ! 
-არ მოგწერს ნუ გეშინია!
-ოჰ, დამამშვიდა!- ხელი გაბრაზებულმა ჩავიქნიე. - რაში მჭირდება მაგის მოწერა?!
-მე უნდა წავიდე, საქმე მაქვს გასაკეთებელი. - ფეხზე წამოხტა და კარისკენ წავიდა, არ გავაჩერე, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი მსოფლიოს გადატრიალება,რომ მომხდარიყო მაგასაც ვერ გავიგებდი.
გულაღმა ვიწექი და ვფიქრობდი, წარმოდგენილი მქონდა უკვე,როგორ დამცინებდა, ჯერ საკუთარი დედის მოკვლა მომინდა,მერე კი ეკასი,რომელმაც საბოლოოდ გამწირა. 
***
წინ მეჯდა ნიკა, ხელში წიგნი ეჭირა და ვითომ კითხულობდა, არადა სინამდვილეში ტელევიზორში ფილმს უყურებდა, უბრალოდ დედას ატყუებდა,რომ მეცადინეობდა.ყურადღება გადავიტანე ნინოზე,რომელიც ტელეფონზე სავარაუდოდ მაკას ელაპარაკებოდა,თან შიგა და შიგ ჩემსკენ გამოაპარებდა თვალს და შემათვალიერებდა, მე კი დივანზე ვნებივრობდი, ფეხები დივნის თავზე მქონდა შემოწყობილი,ისე რომ ირიბად ვიწექი, ფიილმს ცალი თვალით ვუყურებდი, რომლის აზრი ვერაფრით გავიგე, ფიქრებით ახლა ნინოსა და მაკას საუბარში დავბოდიალობდი, ყრუდ მესმოდა ფათაფუთი რაღაცას გეგმავდნენ,მაგრამ უკვე არაფერი მადარდებდა, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო ცუდი უკვე მოხდა. 
-ნიკა ან ისწავლე, ან ფილმს უყურე ორივე ერთად არ გამოგივა! - სამზარეულოდან გამოსძახა,თან განაგრძო საუბარი.
-ბოლოს ასეთი გახარებული როდის ნახე? - სიცილით ამომხედა იატაკიდან ძმამ,თან წიგნი დაკეცა და ძირს დადო.
-გამოცდები,რომ ჩააბარე მაშინ. 
-ეს სამი დღე რაღაც გრანდიოზულად ემზადება და ვინ მოდის ამისთანა? - ზურგით დივნის ქვედა ნაწილს მიეყრდნო და ქვევიდან ამომხედა. 
-არ გემახსოვრება შენ,მოვლენ და გაიცნობ.- უღიმღამოდ ვუთხარი და ტელევიზორს ხმა დავუწიე.
-ის ხომ არა, ბავშვობაში,რომ გიყვარდა? - გულიანად აკისკისდა,მაშინვე ყურზე წავავლე ხელი და თვალები დავუბრიალე. 
-კიდევ ერთხელ იტყვი და ყური აღარ გექნება!
-მართლა ეგ მოდის? - უარესად ახარხარდა. - ის დღიური გადააგდე არა? 
-რა დღიური?-ვითომ ვერ მივხვდი.
-რა დღიური და მთელი ფურცლები იმ ბიჭს,რომ მიუძღვენი...მოიცა რა ერქვაა?- დაფიქრდა. -ბაკური თუ ბონდო?!
-ბაჩანა!- აგრესიულად გამოვცარი კბილებში.
-ანუ აღიარებ,რომ მასზე წერდი?!- მიხვდა,რომ გამომსტყუა ის რაც ბავშვობიდან უნდოდა. იმ დღიდან,როცა ის დასაწვავი დღიური იპოვა. ვერ ვიტყვი,რომ მიყვარდა,უბრალოდ მასზე ვწერდი, სხვა არაფერი.
-დედას ვეტყვი,რომ იმდღეს მთვრალი მოგიტანეს! 
-კარგი, ჩუმად ვარ!
ტელეფონის ზუზუნის ხმაზე გადავრთე ყურადღება და დავაიგნორე ჩემი ძმა,რომელიც კრავის თვალებით მიმზერდა. მობილური გავანათე და მოულოდნელობისაგან დივანზე წამოვჯექი.
-რა მოხდა?- დაბნეულმა გამაყოლა თვალი ნიკამ, დავაიგნორე და შეტყობინება მეცხრედ წავიკითხე,ისტერიული სიცილი ამიტყდა და ვინატრე ეკას იქ ყოფნა კისერი,რომ მომეგრიხა. 
ყოველგვარი სიტყვების გარეშე ფეისბუქ შეტყობინებებში "გამხდარი თაგვი" დამაწერა. ტელეფონი სიმწრით მივაგდე დივანზე და ფეხზე წამოვხტი. წინ და უკან დავიწყე უაზროდ სიარული და ვნატრობდი ჩემი ცხოვრება ისევ ისეთი ერთფეროვანი და უაზრო გამხდარიყო,როგორიც აქამდე მქონდა და არ მომწონდა.
_______
ველი თქვენს აზრს <3 ტკბილი ძილი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, გეგმა, undefined
ნანახია: 2753 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ვაიმე რაკარგი თავი იყო მაშო ♥♥♥♥
ძალიან ბევრი ვიმხიარულე. ნიკა რა მაგარი ვინმეა :დდდ იმედია ის დღიური აღარ არსებობს და მიმის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული ^_^ ველი ახალს ♡♡♡
avatar
0
2
მადლობა ჟანუ 3o 3o
avatar