არეული გეგმა [20]
29.06.2017, 01:05

-მიმი! - დედაჩემის აღშფოთებულმა ყვირილმა მომიყვანა გონს. აწითლებული მოვცილდი მის მკლავებს და სადარბაზოსთან მდგარ ნინოს შეშინებულმა გავხედე. წელზე ცალი ხელით დოინჯი ჰქონდა შემორტყმული,მარჯვენა ხელში გასაღები და ნაყიდი პროდუქტები ეჭირა. სახეზე ფერი ჰქონდა წასული და ყოველ წამს ჩემს ძმას უყურებდა იმედგაცრუებული,რომელიც არანაკლებ გაოგნებული იყო. ვერ მიხვდა რატომ ვეხუტებოდი ჩემს აწ უკვე ნაღდ სიყვარულს,მაგრამ მერე ჩაეღიმა და თითი შორიდან დამიქნია. -აქ რა გინდა? - მომიახლოვდა გაოგნებულმა მიყვირა და საერთოდ დაავიწყდა თავისი ამდენი ხნის ნანატრი "სასიძო".

-თავის შეყვარებულს ეხუტება. დედა, რა უნდა უნდოდეს? - უკნიდან მიუახლოვდა ნინოს და ხაზგასმით თქვა "შეყვარებული", მივხვდი წასული იყო ჩემი საქმე. ყველანაირი გზა მქონდა მოჭრილი ეკასა და ნიკას გასამწარებლად. ახლა მას შეეძლო ნინო ჩემს საწინააღმდეგოდ განეწყო. 

-შენთვის სიარული არ შეიძლება! 

-არაფერი მომსვლია დედა! -თვალები დავაბრიალე და ბაჩანას სირცხვლით გავხედე, რომელსაც საერთოდ არ ადარდებდა წამის უკან მომხდარი. პირიქით,თითქოს არც არაფერი ყოფილა მნიშვნელოვანიო. არ ვიცი ნიღაბი იყო ეს მისი,თუ უბრალოდ ნამდვილად არაფერს ვნიშნავდი მისთვის წარმოდგენა არ მქონდა.

-ნინო, სიარული შეიძლება. ის უფრო მიუღებელია ოცდაოთხი საათი დივანზე მიჯაჭვა. ექმი არვარ,თუმცა უარესია წოლა.

-მერე ამხელა გზა რატომ გამოიარა, სახლში ადგილი არაქვს?! - ხელებში მიაჩეჩა ნიკას პარკები და აღტაცებულმა ჩამავლო მლავზე ხელი. - რამე,რომ მოგსვლოდა ბაჩუკის ჩახუტება გიშველიდა?!

-დედააა!- თვალები გადავატრიალე. - ბაჩუკი არა, ბაჩანა! - გავუსწორე და ხელი გავაშვებინე.

-რა მნიშვნელობა აქვს!- ხელი ბრაზით ჩაიქნია და თავით მანიშნა გავყოლოდი.

-მგონი,როცა ყველაფერი დალაგდა სასიდედროს აღარ ვევასები!- ჩუმად მიჩურჩულა,თან ლოყა ბავშვივით მომიბრიცა და მობრეცილ ლოყაზე ხმაურით მაკოცა. 

-რა დალაგდა?- თითქოს არ ვიცოდი. თუმცა ინტერესი მკლავდა რას მეტყოდა.

-პუტკუნ, წადი,თორემ ნინო საბოლოოდ აიღებს ჩემზე ხელს! - შეუმჩნევლად მომცხო უკანალზე ხელი,თან დააიგნორა ჩემი კითხვა და მანქანაში ეშმაკური ღიმილით ჩაჯდა. ფანჯარაზე მივუკაკუნე იმის ნიშნად,რომ ჩამოეწია და ბრაზით ვუთხარი.

-შენს ჯინაზე ასი კილო გავხდები!

-აა, არ ხარ? - ცინიკურად დაისისნა და ჩემს ალეწილ სახეზე გულიანად ახარხარდა.- ფუნთუშასავით გაიბერე, აი რას შვება ოცდაოთხი საათი წოლა!

-იცოდე ნინოს ვაცემინებ შენს თავს! - დავემუქრე,თან ისევ გავიგონე ნინოს ყვირილი,მაგრამ მაინც არ გავინძერი ადგილიდან.

-წადი ფუნთუშ! - მანიშნა სადარბაზოსკენ,თან მანქანა დაქოქა და ადგილს მოსწყდა.

****


სამზარეულოში სკამზე ვიჯექი, ნინოს ახლად გაკეთებულ ალუბლის კომპოტს ვწრუპავდი და მოწყენილობისგან ნინოს ვაძლევდი შენიშვნებს. ჩემი დაბადების დღის გადახდა არასდროს მიყვარდა,მაგრამ ნინოს ისე უყვარდა ძალით მიხდიდა. ალბათ იმიტომ, არ მიყვარდა,რომ ეკას და რამოდენიმე გობრის გარდა არავის დაპატიჟება არ შემეძლო. ფაქტობრიივად ეკას გარდა არავინ მყოლია,რომ დაბადებისდღე ამღნიშნა. თუმცა არც ეგ ყოფილა პრობლემა, ნინოს ეგ შეეშლებოდა? მომიხიკავდა სადაქალოდან თავის დაქალების შვილებს და ბედნიერად აღნიშნავდნენ ჩემს დაბადებისდღეს უჩემოდ. ან ოთახში ვიმალებოდი,ან ეკას ძალით ავათრევდი თავის სახლში და იქ ვიმალებოდა. არადა ჩემს ეკუნას ჩემზე მეტად უხაროდა, დაბადების დღის წინა დღეს ჩამოდიოდა და ყველაფერში ეხმარებოდა ნინოს, მოკლედ და კონკრეტულად აწ უკვე სარძლო-სადედამთილო ერთი ჭკუისები იყვნენ, არიან და იქნებიან! 
ამ წელსაც არ დაურღვევიათ წინა დღის ტრადიცია და ერთად ფუსფუსებდნენ დილიდან,მაგრამ მანაღვლებდა მთავარი საკითხი; ვის დაპატიჟებდა ამჯერად?
გაყუსული ვიჯეი და შორიდან ვუმზერდი ეკას,რომელიც აქტიურად ჭრიდა ნინოს მიწოდებულ ქათმის ფილეს და რაღაცას უყვებოდა,თან თვალი გააყოლა სამზარეულოში შემოსულ წელს ზემოთ შიშველ ნიკას,რომელიც ახალი გაღვიძებული იყო.მორცხვად დახარა თავი და განაგრძო საქმის კეთება. სიცილი ვერ შევიკავე, მაშინვე მიმიხვდა და თვალები დამიბრიალა. 
ეკა ალბათ ის იშვიათი ინდივდია,რომელიც მე მიგებს და ისეთი ვუყვარვარ,როგორიც ვარ. ბაჩანას გადასვლიდან,რამოდენიმე თვეში გადმოვიდა და პირველივე დღიდან მომეწონა, კი იყო ისეთი,როგორიც ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა,მაგრამ მას ისეთი აურა ჰქონდა ყველაფერი დავივიწყე და დავმეგობრდით. სიყვარულში არც ისე გამოცდილი იყო,თუმცა ყავდა ერთი ვიღაც ბედოვლათი ბაჩანას ასაკის,რაც უფრო მაკვირვებდა უფროსიდან უეცრად ცინგლიან ნიკაზე,როგორ გადავიდა-მეთქი,მაგრამ ჩემს ნიკაზე უკეთეს ვერსად იპოვიდა და სხვათაშორის ვერც ნიკა იპოვიდა მასზე უკეთესს.
-ნიკო, ჩაიცვი,თუ ეპრანჭები შენს გოგოს?! - დამცინავად ვუჩქმიტე მოშიშვლებულ გვერდზე და ეკასკენ გავაპარე მზერა,რომელსაც სახე ჭარხლისფერი ჰქონდა.

-მიმი, რა უაზრო ხარ!- ხელი ჩაიქნია ნინომ.

-ალბათ ბაჩანა, ასე ეპრანჭება ხოლმე! - ირონიულად ამოილაპარაკა ძმამ,თან ცივი კომპოტი ხელიდან გამომგლიჯა და მოიყუდა.

-კი, პერანგს გაიგლეჯს ხოლმე და მოდი გიჟო-ო, მეძახის! - მოტეხილი ხელით გავითამაშე და სიცილი ავტეხე. 

-მიმი! - თვალები დააბრიალა ნინომ.- იმედია იცი,რომ ქორწილამდე ხელი არ უნდა ახლებინო! - მისი სიტყვების დასრულება და სამივეს ჩაბჟირება ერთი იყო. გაოცებულმ გადმოგვხედა და თავი გააქნია.- ხო, ქორწილის მერე რაც გინდა ქენით!

-დედა, ხვალ ბაჩანა,რომ მოვა იქ თქვი რა!- სამი თითი ყელთან მიიბჯინა და მუდარით უთხრა.

-არა, ყველასთან არ ვეტყვი,მაგრამ ჩუმად რატომაც არა! -ისეთი სახე მიიღო,თითქოს არაფერი ყოფილიყოსო.

-დედა, არც კი გაბედო! -თვალები დავუქაჩე.

-ჰაჰაჰა, დედა ეგ,რომ არ უთხრა გამორიცხულია!- მუცელზე სიცილისგან ხელი მიიდო,თან ეკას თვალებით რაღაც ანიშნა.

-ამათ,რატომ არ აფრთხილებ?!- გავბრაზდი.

-ჩემმა ნიკამ ყველაფერი მშვენივრად იცის!- ხელი შიშველ ზურგზე მისცხო და თვალი ჩაუკრა.

-აჰ, მე არ ვიცი და ამ ცინგლუშამ იცის?! 

-ვსო, გაბრაზდა დაგვერხა!- გამაჯავრა ძმამ. - ცინგლუშას მოგცემ, ერთი თუ გაგცხე აი იმ ფანჯრიდან გაგახედებ!- ბოლოს თავის ჭკუით დამემუქრა.

-რა ყველა მე მცემთ და მე მერჩით? -თავი მოვისაწყლე,თან დრო ვიხელთე და მარცხენა ხელით ზურგში ბუზის საკლავი მთელი სიმწრით გავცხე და მის დამანჭულ სახეზე ჩავიხითხითე. - ისე ძაან თუ გამაბრაზებ, ფეხებშუა ამოგცხობ და გაგამწარებ!- თვალი ჩავუკარი.- იცოდე დასპეცებული ვარ მაგ საკითხში!- თავმომწონედ გავუღიმე.

-დღიური მე მაქვს და ჩავახუტებ ბაჩანას! - ეცადა წყობიდან გამოვეყვანე,მაგრამ გავუცინე და ამაყად ვუთხარი.

-მიეცი, გაუხარდება!

-უკვე ოფიციალურად ერთად ხართ? - გაკვირვებული სიცილით ჩაიცინა და ვერ გაიაზრა რა თქვა.
Mariam Khelidze
ოფიაციალურად?!- თავი წამოყო ნინომ. - რას ბოდავს?- გაოცდა.

-იხუმრა!- უხერხული სიცილით კბილებში გამოვცარი და მარჯვენა ფეხით ფეხზე მთელი ძალით დავაბიჯე და თვალები დავუბრიალე. 

-სულელია...- თავი გააქნია ნინომ და თავის საქმე განაგრძო, მე კი შვებით ამოვისუნთქე და ხელიდან წავართვი ჭიქა ძმას.


*****


დილიდან ტვინი წამიღეს რძალ-დედამთილმა,ხან რა კაბას მაჩეჩებდნენ ხელში და ხან რას. იმდენად დამღალეს საერთოდ არ მიხაროდა საღამოს ზეიმი. პირიქით ერთი სული მქონდა მომცილებულიყვნენ და თავიანთი საქმე ეკეთებინათ,მაგრამ ჩემს გარდერობში ვერაფერი,რომ ვერ ნახეს მანქანას მოაჯდნენ და წითელი კაბა მომიტანეს. სანამ არ ჩავიცვი იქამდე არ მომწონდა,მაგრამ ტანზე ისე მომაგდა ხმა აღარ ამოვიღე. მომხიბლა კაბის ფორმამ, ზედა ტოპი ძლივს,მაგრამ მაინც ჩავიცვი მართალია თავს ჩატენილად ვგრძნობდი,თუმცა არაფრით არ გავიხდიდი,მითუმეტეს,რომ სტუმრების მოსვლამდე ერთი საათი რჩებოდა. 
ნინომ და ეკამ როლები გადაინაწილეს. ჩემი ძვირფასი დაქალი სუფრის გაშლას შეუდგა, დედაჩემი კი ჩემს ვარცხნილობას და მაკიაჟს. ყველ წამს მისი ყვირილი ისმოდა "თავი გამიჩერე", რამექნა დამღალა და ხან აქეთ ვიქნევდი და ხანაც იქით.
როგორც კი დაასრულა ფეხზე წამოვხტი და სარკეში ჩავხედე ჩემს თავს. 

-დედა, ეს რა არის ბაჩანა ვერ მიცნობს! - გაოცებულმა დავისვი ხელი სახეზე, რაზეც მწარედ ჩამარტყა ჩემს ერთადერთ და საღსალამათ მარცხენა ხელზე. 

-რა ლამაზი მყავხარ!- გვერდულად მომეხუტა და სარკეში დამაკვირდა. - წამოდი ახლა!- ხელზე ხელი მომკიდა და სამზარეულოში გამიყვანა. 

ჩემს დანახვისას ჯერ პირი ნიკამ მოაღო,რომელიც არანაკლებ გამოკაზმული და გამოწყობილი იყო, მერე ეკამ,რომელსაც ისეთი გრანდიოზული სუფრა ჰქონდა გაშლილი წითელ ფერებში,რომ პირი მოვაღე და მოწონების ნიშნით ცერა თითი ავუწიე,

-თურმე ლამაზი და მყოლია!- სიცილით მომეხუტა,თან მკლავებზე ხელი წამავლო, უკან გამოწია და თავის კანტურით ისევ შემავლო თვალი.

-ძალიან ლამაზი ხარ!- აღფრთოვანება ვერ დამალა ეკამ,რომელიც მაგიდაზე დარჩენილ თეფშბზე ყვავილისფორმის მაგვარ სალფექებს აწყობდა. 

-არ მივცეთ საჩუქარი? - თვალები ეშმაკურად დაუბრიალა შეყვარებულ წყვილს,მათი თანხმობის მერე კარადა გამოაღო და ასევე წითელი ყუთი მომაწოდა. 

-მეე?- გავიკვირვე ტირილნარევი სიცილით.

-არა,მე!- ირონიულად მითხრა და მაიძულა ყუთი გამეხსნა ნიკამ. 
ძლივს მოვაწიწკნე მოხვეული ლენტი და ყუთი ფრთხილად გავაღე,ჯერ გვერდიდან შევიჭყიტე და რაღაც გაურკვეველი დავინახე,მერე სწრაფად მოვხადე თავი და სქელ ალბომს წავაწყდი. 
-რა არის-?-ინტერესით ამოვიღე და სანამ გადავშლიდი ვიკითხე,მაგრამ მანიშნეს თავად მენახა. ღღმად ჩავისუნთქე. მოვარდისფრო ალბომი გავხსენი და სიცილი ავტეხე. მე და ნიკა ნინელის სახლში ძველებურ სარეცხის მანქანაზე ვისხედით და შოკოლადით მოთხვრილები ერთმანეთს ვუცინოდით. აქამდე კი მქონდა ნანახი სურათი,თუმცა სხვა ემოცია გამოიწვია. მერე ეტაპობრივათ გადავედი შემდეგ ფურცლებზე, სადაც თანდათან უფრო ვიზრდებოდით და უფრო საინტერესო გადასავლებით გაჟღენთილი სურათები გვქონდა. მერე ჩემი არასასურველი ბანკეტის ფოტოსაც წავაწყდი და გაბრაზებულმა მოვპრუწე ტუჩები,მაგრამ შემდეგზე გადავედი და სიცილი ავტეხე ჩემი და ეკუნას საერთო სურათი ზღვაზე, სადაც საოცრად ვიგრიხებოდით და ვიპრანჭებოდით. შემდეგ ფურცელზე,რომ გადავედი დიდად ეწერა "2017", მიხვდი აუცილებლად იქნებოდა ჩემი და ბაჩანას საერთო სურათი,ამიტომ ინტერესით გადავფურცლე. ჯერ ბაჩანას სუართი შემხვდა,რომელიც კალიების გამო ჰაერში იყო ამხტარი და მერე ჩემი დივანზე ჭინჭრით ჩაფუფქულ-ამოფუფქული,რომ ვიწექი. ბოლოს ჩემი და ბაჩანას სასაცილო კადრი იყო ჩაკრული,მართალია ბნელი და უხარისხო,თუმცა მაინც სასიხარულო. ერთმანეთს,რომ ვეხუტებოდით ჩემი სადარბაზოს წინ.

-ეს,როდის მოასწარით? - გაოცებულმა ვიკითხე.

-ჩემი სკოლაა!- თვალი ჩამიკრა ნიკამ,თან გადამკოცნა. -გაგახარდა?

-გამეხარდა?!- სიმწრით გამეცინა, -ძალიან მაგარია..-ცრემლები წამომივიდა და სიხარულით ჩავეხუტე სამივეს ერთდროულად,ისე რომ ჩემი მოტეხილი ხელი ნიკას კისერზე შემოვდე. - გიჟების ოჯახი გვაქვს,მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხართ!

***

აივნიდან დავინახე,როგორ შემოვიდა ანიკოს ქმრის მანქანა და როგორ გადმოვიდნენ. მაკა,ანიკო,მარიტა,ანიკოს ქმარი და მისი მეგობარი,რომელიც არვიცი რატომ მოეწონა ნინოს და მითუმეტეს რატომ დაპატიჟა. თუმცა გამეხარდა ის გატლეკილი ლუკა,რომ არ მოიყვანეს.
საერთო საჩუქარი მომართვეს, ოქროს კულონი ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დიდ ყვავილებთან ერთად. თბილი მადლობა მოვუხადე და სახლში შემოვიპატიჟე. სადედამთილომ თავის ხელით გამიკეთა კულონი და მხურვალეთ მაკოცა ლოყაზე. 

-ბაჩანა სადაა?- თითქოს ჩემს გულში იჯდაო დედაჩემი,ინტერესით ჰკითხა დაქალს და სამზარეულოში შეიყვანა. 

-მოვა მალე...- უკან გაყვა და შუშის კარი მიხურეს. მე რის მიმი ვიქნებოდი მათი საუბარი ჩუმად,რომ არმომესმინა?! კარის მეორე მხარეს ზურგით დავდექი,ისე რომ არავის ეეჭვა რატომ და რისთვის ვიდექი. გავიყუსე და სმენად ვიქეცი.

-რამეს,ხომ არ გეგმავს?- ჩაიხითხითა ნინომ.

-არ ვიცი, უჩემოდ წადით მე მერე მოვალო, დაიბარა და ჩვენ წამოვედით...

-გუშინ წინ ერთმანეთს ეხუტებოდნენ ქუჩაში, გითხარი?- ჭორიკნულად ალაპარაკდა დედა. 

-კი, სურათიც ხომ გამომიგზავნე?- გაეცინა სადედამთილოს.

-საყვარლები, შენ კი ამბობდი არაფერი გამოგვივაო!

-ისე აგვერია ყველაფერი, რას წარმოვიდგენდი ერთ დღეს,თუ ერთად გამოგვეცხადებოდნენ! - უხერხულად ჩაეცინა.

-მთავარია, ყველაფერი გამოგვივიდა. ეგ არაფერი ხან აგვერევა და ხან დაგვილაგდება! - ღიმილით მოვშორდი კარს და მისაღებში მაგიდის გასწვრივ სავარძელზე მჯდარ სტუმრებს ღიმილით შევხვდი,თან თვალი გავაპარე ეკასკენ,რომელიც ჩემს ძმას გვერდულად ეხუტებოდა და მარიტას თვალებით ანიშნებდა "ჩემს ბიჭს მზერა მოაცილეო" გულიანად ჩავიცინე და კარის ხმაზე უკან წავედი.

-მიმიკო!- სიხარულით ჩემეგება ნინელი თავის შვილთან ერთად. - გილოცავ დედი!- ხელში მომაწოდა საშუალო ზომის ყუთი და სახლში შემოვიდა. საჩუქარი კომოდზე დავდე და დავაკვალიანე სად ნახავდა თავის დაქალებს. გვანცა კი მისაღებში შევიყვანე ახალგაზრდებთან,რომლებიც აქტიურად საუბრობდნენ რაღაცაზე. 

-ბაჩუნა სადაა? - გვერდით ამომიდგა ეკა და ინტერესით მკითხა. 

-მოვა, ნიკუშაზე იფიქრე,თორემ აგახევენ!- ნიშნის მოგებით ვუთხარი და მივახვედრე,რომ ყველაფერს მივუხვდი.

-ისე უყურებს თვალებით ჭამს!- ბრაზით ამოიჩურჩულა.

-მეც ვერ ვიტან მაგ გოგოს, ნუ ღელავ!

-აი,მოვიდა!- კარის ხმაზე მანიშნა. თვალები სიხარულით ამენთო, ერთიანად აღელვებული წავედი კარისკენ,თან მესმოდა როგორ ბაგი-ბუგობდა გული და როგორ ემოციებში იყო ჩემი ალტერ ეგო. კარი ფრთხილად გავუღე და მორცხვად გავუღიმე ჩემს ბაჩანას.

-უფს, კარი შემეშალა!- სიცილით შებრუნდა უკან.

-იდიოტო!- ხელი ჩავარტყი ზურგზე და უკან მოვაბრუნე,თან შევამჩნიე პაწაწუნა თეთრი თვალებ დაჭყეტილი ლეკვი,რომელიც ბაჩანას ყავდა მკლავზე მიწოლილი და თვალებს ცქმუტავდა. -ეს მე?- გაოცებულმა წამოვიყვირე,თან ხელის კანკალით წავიღე თითები ლეკვისკენ და ტირილი დავიწყე. - ვაიმე, რა საყვარელია...

-ხედავ, არ გატყუებდი ნამდვილად გიჟთან მოგიყვანე!- ბავშური ხმით დაელაპარაკა ლეკვს,თან თავზე ხელი გადაუსვა და ჩემსკენ გამოწია. 

-ვაიმეეეე!- კივილი მოვრთე. 

-გოგო!- თვალები სიცილით დამიბრიალა და სახლში ძალით შემათრია. სამზარეოულოდან გამოლაგდნენ დაფეთებული დაქალები და დაგვაკვირდნენ. 

-ნინო, ნახე ვინ მომიყვანა!- ლეკვი ცალი ხელით გამოვგლიჯე ხელიდან და გულზე ავიკარი. 

-არ მოგუდო!

-ბამის დავარქმევ!- აღტაცებით გამოვაცხადე და ბაჩანასკენ გაუაზრებლად გადავიწიე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე. 

-რას?!- გაოცდნენ ყველა ერთდროულად.

-ბა-ბაჩანა, მი- მიმი, ანუ ბამი! - სიხარულით ვთქვი,ისე რომ არცერთს არ გავხედე და ლეკვს დავუწყე თამაში. 

-მთავარია თქვენს შვილებს, არ დაარქვათ მსგავსი სისიულელე და ლეკვს რაც გინდა ის დაარქვი!- სიცილი ატეხა სადედამთილომ.

-დაიწყეს!- ყურთან მიჩურჩულა ირონიული სიცილით ბაჩანამ და ლეკვს წაეთამაშა. - ლეკვს ძალიან ნუ ეხუტები, მაინც თეთრია და ტონალურში ნუ ამოზილავ! - მაინც წამკბინა ბოლოს.

-გველო!

-დღეს ვგეგმავდი შენთვის კოცნა მეჩუქებინა,მაგრამ იმდენი პომადა გისვია ვერ გაგიბედავ!

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა, 20
ნანახია: 2274 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
რაღაცნაირი თავი იყო რა, უცნაური და თითქოს არარეალური იმიტომ რომ ეს ორი გიჟი ადამიანი შეყვარებულებად გამოგვეცხადნენ :დდ ♥♥♥♥♥
აუ ნინოს რა მოვლენები აწუხებს რაა, გაათხოვეთ მაგ ქალი და დამასვენეთ. ხოდა კიდე, ბაჩანას ცალკე ბინა ხო აქ? მაკასთან არ გაიმეტო საცხოვრებლად :D
ნიკა მიყვარს კვლავ :დ ♥ მისი და ეკას წყვილიც ძალიან საყვარლობაა ♡♡♡ ვიცი მიმისკენ ვარ და ეს ღალატის ტოლფასია მაგრამ მინდა ნიკოლოზმა ბოროტება ჩაიდინოს და დღიური ბაჩანას მისცეს. ოღონდ რომ წაიკითხავს მერე ცუდად არ უთხრას რამე და არ დასცინოს თორე ამოვცხებ ღირსების ადგილას, მარა კიდე ეგ უნდა მაგ საცოდავს? :D მიმი რომ წარმოვიდგინე ლამაზად ჩაცმული და მაკიაჟიანი ცოტა მეუცხოვა მაგრამ მომეწონა,
აუ ბაჩანა რა წამპალია :დდდდ აბა ის კიარა კომპლიმენტს ვეტყვიო -.-
ძაღლის სახელზე ჩაბჟირებები დამეწყო :დდდდდ
მომეწონა და ახლა უფრო ველი ხოლმე, როცა ვიცი რომ ეს ორი, რომელიც ერთმანეთს საშინლად ამწარებდნენ, ტკენდნენ და ცივად ექცეოდნენ, ახლა "ბაჩანა & მიმი" არიან.
ძალიან მიყვარხარ და მადლობა ამდენი ემოციისთვის ♥♥♥
avatar
0 Spam
2
საოცრად გიჟური თავი იყო :D
სადარბაზოსთან გამოჭერა და ნინოს კომენტარები პიკი :D
ჟანუკამ იმდენი ილაპარაკა არ დამიტოვა სათქმელი მაგრამ მეც ვიტყვი რომ მინდა დღიური ბაჩუტის მისცეს ნიკუშამ,თან მიმი მერე ნიკაზე იყრის ჯავრს და მევასება მაგათი ჩხუბი :D
avatar
0
3
გოგოებო უღმესი მადლობა 3o 3o ჟანა შენ პირადში მოგხედავ! _3
პ.ს ამარუ ვარ
avatar