არეული გეგმა [21]
30.06.2017, 00:35

21


ჩემს გვერდით იჯდა, თითები ჩემს თითებში ჰქონდა ახლართული და ანიკოს ქმრის მიერ მოყოლილ ისტორიას სიცილით უსმენდნენ თითქმის ყველა,მაგრამ ის ისეთ ემოციებში იყო და ისე გულიანად იცინოდა თვალი ვერ მოვწყვიტე. ვერ ამჩნევდა ჩემს აღფრთოვანებულ მზერას,იმდენად იყო ჩაძირული ძველ სასაცილოდ გასახსენებელ მოგონებებში. 
ჩვენს წინ ეკა და ნიკა ისხდნენ,რომლებიც ასევე აქტიურად საუბრობდნენ,თან ეკა ნინოს უყურებდა რამეში დასახმარებლად,თუმცა ნინოს უკვე ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა და უაზროდ დარბოდა წინდა უკან,მითუმეტეს როცა დავითი მობრძანდა. გვირილები მომართვა ტკბილეულობასთან ერთად და დაბადებისდღე მომილოცა. ჩემზე მეტად ნინოს გაუხარდა სირბილით გააქნა ლარნაკში ჩადო გვირილები და შუა მაგიდაზე ჩაგვიდგა. 
არაფრით არ განსხვავდებოდა ჩემი დაბადების დღე ჩვეულებრივი დაბადების დღისგამ, ყველა ერთად ვიყავით, ყველას რაგაც გვიხაროდა და გვამხიარულებდა. განსაკუთრებით კი ტორტის შემოტანა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი. ჩემი ბაჩანა ტორტით ხელში შემობრძანდა და ყველა მკაცრად გააფრთხილა "ტორტით თხუპნიაობა არ იყოსო" სანამ სურვილს ჩავიფიქრებდი იქამდე თვალი ჩამიკრა და მანიშნა ჩემზე ჩაიფიქრე რამეო. ტორტი ნინოს გადაულოცა და ლოყაზე მაკოცა, სასმელი მაინც თავისას შვებოდა. მართალია მე ვერ დავლიე ჩვენი სახელ განთქმული "წითელი ღვინო", თუმცა მაინ დალია ჩემს მაგივრად და უფრო სხვანაირი გახდა. მოლბა და მოტკბა არვიცი ეს რისი ბრალი იყო,მაგრამ არცერთი დაბადებისდღე არ გამხარებია,როგორც 2017 წლის 13 აგვისტო სამუდამოდ ტკბილ მოგონებად ჩაიწერება ჩემს მეხსიარებაში, ისევე როგორც ჩემი გადარეული და უცნაური სანათესაო-სამეგობრო.

-თაბაშირს როდის იხსნი? - ყველას გასაგონად მკითხა ბაჩანა,თან ღვინო მოსვა.

-ოცდახუთში...

-ხოდა ოცდახუთში წავიდეთ ბათუმში, რას იტყვით?! - მიუბრუნდა ყველას.

-ჩვენ?- სიცილით გადახედამაკას ნინომ.-ჩვენ კახეთში მივდივართ, მგონი ნიკაც არ წამოვა ზღვაზე, არ უყვარს...

-არა, წავალთ მე და ეკა!- ამაყად თქვა და ხელი მოხვია შეყავრებულს.

-მაშინ,უფროსები მივდივართ კახეთში და ახალგაზრდები მიბრძანდებით ზღვაზე!- სწრაფად გადაჭრა პრობლემა სადედამთილომ.

-წამო ოთახში გავიდეთ...- ყურთან ვუჩურჩულე ბაჩანას და ფეხზე ავდექი. უკან გამომყვა,თან ბოდიში მოიხადა და თამადობა სიძეს გადაულოცა. 
მის ცხელ მზერას ზურგს უკან ვგრძნობდი, კარში ღიმილით შევედი და როგორცკი შემოვიდა დავხურე და ჩვენსკენ წამოსულ მარიტას ვანიშნე ხელი არ შეეშალა. 
-აივანზე გავიდეთ, ცხელა აქ!- ხელით დაინიავა სახეზე და შუშის კარი სწრაფად გადაასრიალა. აივანზე გავიდა და ზურგით მიეყრდნო მოაჯირს,თან მომენტალურად სახეზე უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა. დაბნეული მიუვახლოვდი და მისგან განსხვავებით მე ქუჩის მხარეს დავდექი,თან მარცხენა ხელით მოაჯირს ჩავეჭიდე. 
სასმლისგან და სიყვარულისგან ანთებული თვალებით შემათვალიერა,მაგრამ თავის ნაგლურ გამოხედვას მაინც ვერ ანებებდა თავს, ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და ტუჩები ენით გაილოკა.ტანში დამაჟრიალა, არ ვიცი რატომ,მაგრამ მისი ეს ჩვევა ჭკუას მაკარგვინებდა. თავი მორცხვად დავხარე. სიცილით გადმოიხარა ჩემსკენ და ნინოს გაკეთებული აწ უკვე ჩამოშლილი თმა ყურზე ფრთხილად გადამიწია. 
-შენი დღიური მე მაქვს...

-რაა?- გაოცებულმა წამოვიყვირე. 

-დაწყნარდი.-ჩუმი სიცილით დამადო ხელი მკლავზე. 

-ნიკამ მოგცა?- ბრაზი მომაწვა. 

-ნწ...-თავი გააქნია.

-აბა?! - პირი მოვაღე.

-მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია უკვე ჩემთან არის.

-ნუ დამცინი!- მის რაღაცნაირ ღიმილზე გავბრაზდი და საჩვენებელი თითი სახესთან დავუქნიე. 

-შენი აზრით არ დაგცინებ? - წელზე ხელი წამავლო და თავისკენ მიმწია,თან ჩემს სახესთან ჩაიხითხითა. - ყველაზე მეტად რა მაკვირვებს იცი? 

-რა?- გარაზებულმა დავხარე თავი.

-არასდროს გამიკეთებია შენთვის რამე კარგი, სულ ვცდილობდი შენთვის ზიანი მომეყენებინა. ბავშვობაშიც და ახლაც,მაგრამ შენს სიყვარულს ვგრძნობ ყოველ შენი სიტყვის თქმისას ჩემს მიმართ, თუნდაც ეს იყოს რაიმე ლანძღვა, მაინც იმხელა სიყვარულით მეუბნები, ხანდახან ჩემს თავს ვუბრაზდები ხოლმე...

-ასეთი გულწრფელი,მარტო სიმთვრალის დროს ხარ?! - სიცილით წავეთამაშე მის პერანგირს ღილს.

-არა, მარტო დღეს შენს დაბადების დღეზე! 

-შენი დღიურის მხოლოდ პირველი ფურცელი წავიკითხე, დანარჩენის წაკითხვას არ ვაპირებ...

-პირველ ფურცელზე წერია ყველაფერი და რა აზრი აქვს...-გამეცინა,თან თვალწინ წარმომიდგა ჩემი ხელით დაწერილი ვარდისფერი ტუშის პასტით "ბაჩანა მიყვარხარ". 

-რაც ვიცოდი მე მხოლოდ ის წავიკითხე! - თვალი ჩამიკრა,თან ცხვირზე ხელი ამკრა. 

-მერე არც ისე საინტერესო რაღაცეები წერია.

-საინტერესო მერე მე და შენ ერთად დავწეროთ!- თვალი ჩამიკრა.

-ჰმ...-ირონიულად გავიცინე. - ვიღაცამ თქვა ჯერ ჩემი მოსაწონი, არ დაბადებულაო, მე კი უკვე დავიბადე ოცდამესამე წელია! 

-ოჰ, ვინ გითხრა,რომ მომწონხარ? - წარბი ბოროტულად ამითიმაშა,თან ყელზე მომაწპა ტუჩები. ოთიკოსთან ურთიერთობის დროს არანაირად არ ვზღუდავდი საკუთარ თავს, არ მცხვენოდა მისთვის მეკოცნა,მაგრამ ყელში კოცნა მაინც სხვა განზომილებად მევლინებოდა,როგორც კი გაბედავდა ყელისკენ გადახრას მაშინვე ხელით ვწევდი,მაგრამ ახლა იმდენად მესიამოვნა ხმა ვერ ამოვიღე,თან ჩემთვის ისეთი უცხო და განსხვავებული ემოციები გამოიწვია,რაც აქამდე არასდროს არ გამომიცდია.

-ეგ ზღაპრები, შეიგიძლია მაკას და ნინოს მოუყვე,მაგრამ მე ვერ დამაჯერებ. სახეზე გაწერია ყველაფერი! 

-მიდი აბა ამოიკითხე რამე ფრაზე, თუ მაწერია. - სიტყვებზე გამომეკიდა,თან ჩემი ყელიდან თავი არ ამოწია. 

-ახლა ვერ ვხედავ შენს სახეს!- თავი ვიმართლე.

-შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, თვალდახუჭულიც ამომიკითხავ.

-ირონიის მამიკო ხარ! - გვერდებზე მწარედ მივარტყი და ბრაზით ვუთხარი,მაგრამ გაეცინა და ისევ ჩვეულ პოზას დაუბრუნდა.

-წამო გავიპაროთ!- თავი წამოყო და აღტაცებით მითხრა.

-სად?- გაოცებულმა ვიკითხე.

-სადმე,აი ლისის ტბაზე! 

-ხო, მერე ისევ მანქანა დამეჯახება და საბოლოოდ მოვკვდები. -სიცილი ავტეხე.

-არა, ახლა სადღა გამექცევი?!

-რა ვიცი,იქნებ ეს ყველაფერი დაგეგმე და ახლა მოსაკლავად მიგყავარ! - არტისტულად გავითამაშე მსხვერპლის როლი და სახე სასაცილოდ მოვმანჭე.

-გეგმების დალაგება ნინოს და მაკას ეყოფათ, ახლა მეც გამრიე- გაეცინა.

-ნინო და მაკა ოხრები არიან! - თითი დავუქნიე.

-რა გინდა, კი მიაღწიეს თავისას..- მხრები აიჩეჩა კმაყოფილმა.

-ჩვენ,რომ არ აგვერია რაღაც-რაღაცეები უფრე მალე მიაღწევდნენ.

-უფრო მოკლე დროში, ვერ მივხდებოდი,რომ მიყვარხარ! - ჩაფიქრებულმა თქვა,თან სივრცეს გახედა.

-ბინგო!- აღტაცებით წამოვიძახე. 

-რა მოხდა? - გაუკვირდა.

-ანუ აღიარებ,რომ გიყვარვარ, არა?! -თვალები ეშმაკურად დავუბრიალე. 

-პუტკუნა კი ხარ,მაგრამ ტვინი ძალიან გამხდარი და მოცუცქნული გაქვს! - თავი გააქნია,თან თმა ამიჩეჩა. 

-მოცუცქნულზე გამახსენდა, სადაა ჩემი ბამი?! - აივნიდან მოვათვალეირე ჩემი ოთახი,მაგრამ ვერ შევამჩნიე.

-აგე,შენს საწოლზე წევს,უკვე ადგილი მიითვისა! - თითით მანიშნა საწოლზე,მაგრამ ჩემი თეთრ გადასაფარებელში მოცუცქნული და ფიფიქივით ქათქათა ბამი ძნელი შესამჩნევი იყო,მაგრამ მაინც დავინახე. 

-ვისი ადგილი?! - ორაზროვნად ვთქვი,თან მოუთმენლად დაველოდე მის პასუხს.

-ჩემი ადგილი მანდ არარის,ტყუილად მიყურებ! -მიმიხვდა ფიქრებს და ირონიულად ალაპარაკდა.

-გველო!

-ჰა, წამოხვალ ლისზე? -შუშის კარებს ხელით დაეყრდნო და მკითხა.

-კი,ოღონდ ბამი წავიყვანოთ! 

-ხო წამოიყვანე,შენი ბიმი! - გაეცინა და ოთახში შევიდა.

-ბიმი არა, ბამი!- ნაწყენი შევყევი,თან მოცუცქნულ პაწაწუნა ლეკვს ხელი სიყვარულით წავავლე და გავაღვიძე, ბაჩანამ თავი სიცილით გადააქნია და გარეთ გავიდა.

______

ვიცი პატარაა და დიდ ბოდიშს გიხდით,მაგრამ მეტი ვერაფრით მოვახერხე, ტვინი მაქვს ადუღებული ისე ვარ დაღლილი ამ გამოიცდებით და მომიტევეთ რა <3 ხვალ ან ორ თავს დავდებ ან ერთს და დიდს <3
მადლობა,რომ კითხულობთ!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, 21, გეგმა
ნანახია: 2144 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar