არეული გეგმა [22] დასასრული
30.06.2017, 23:53
დასასრული.



დიდი სახლის ქირაობას აპირებდა დათო წყნეთში,თუმცა მაკას ძალიან ეწყინა მის სახლში წასვლა,რომ ეუხერხულად და ნინოს საყვედური უთხრა, მერე მორიგდნენ და მაკას სახლში წავიდნენ.
ყველაფერი ნინომ თავის მანქანაში ჩატენა,თან ისტერიული სიცილი ჰქონდა და ყოველ წამს გვეკითხებოდა რამე ხომ არ დარჩა სახლში,მაგრამ ყველაფერი საბარგულში და წინა სავარძლებზე ეწყო. ჩემი,ეკასი და ნიკას ადგილი საერთოდ არ იყო,მაგრამ როგორღაც ჩავეტენეთ. ყველაზე მსუქანი რა თქმა უნდა წინ დამსვეს. გავბრაზდი და სულ ბუზღუნით დავუჯექი დედას გვერდით,მაგრამ მერე დავცინოდი ერთმანეთზე გადაფსკვნილ წყვილს,რომელიც სახით მანქანის ფანჯარას ეწებებოდნენ. არადა ბოლო თვის მანძილზე სამი კილო მქონდა დაკლებული და ბაჩანაც კი ამჩნევდა,მაგრამ ჩემს გველ ძმას რა გააჩუმებდა? 
ნინო ისე ნერვიულობდა სერიოზულად შემაშინა, სამჯერ ვთხოვე საჭესთან მე დავჯდები-მეთქი,მაგრამ სამჯერვე უარი გამომიცხადა და ისტერიკა მომიწყო, როგორ არ მენდობი-ო. უკვე ლოცვას ვკითხულობდი და ბაჩანას გამოსამშვიდებელ შეტყობინებას ვწერდი,ისე მიყავდა მანქანა დედას,მაგრამ როგორც კი ჩავაღწიეთ ჩემი ბიჭის აგარაკზე ძირს გადმოვედი და პირჯვარი გადავიწერე, ღმერთს მადლობა მოვუხადე ასეთი მნიშვნელოვანი დღის წინ საღ-სალამათი,რომ დამტოვა.
საოცრად არ მინდოდა მათთან ერთად წასვლა,რადგან ზუსტად ვიცოდი,რომ ერთი წამი უკანალს საერთოდ არ დამადებინებდნენ დასასვენებლად,მაგრამ ნინოს იმედგაცრუებული სახის წარმოდგენისას გადავიფიქრე სახლში დარჩენა,მაგრამ იქ ასულს ყველაფერი  სანანებელი გამხიდა. რა თქმა უდნა ჩემს დაქალს არაფრის კეთება არ ეზარებოდა,მაგრამ ორივე კეშელავას ყველაფერი გვეზარებოდა, ნიკა კიდევ თავს იძვრენდა დახმერებისგან,მაგრამ მიხაროდა საღამოს მას უფრო მეტი სამუშაო ექნებოდა. 
შუადღეს მაკა, ანიკო  და მარიტა ამოვიდნენ თითქოს ეს მარიტა ტკიპასავით ყავდა მიწეპებული ამ ანიკოს,თან ყველა სიკეთესთან ერთად ის გატლეკილი და მოუსვენარი ლუკაც ამოიყვანეს,რომელიც ჩემს ბამის მოსვენებას არ აძლევდა. ლამის სამჯერ ჩავახჩე აუზში ჩემი შეყვარებულის დიშვილი,მხოლოდ იმიტომ,რომ ბიძაზე უარესი იზრდებოდა და მასზე მეტად მამწარებდა. 

-ბავშვი არ იყო მე ვიცი რასაც გიზამდი!- მივაძახე პატარა,მაგრამ ასჯერ დაბერებულ ლუკას და ხელიდან ბამი წავართვი,თან ბაჩანას ოთახში ავიყვანე და იქ ჩავკეტე,ჩემი უბედური ლეკვი.

მათ მოსვლას ერთი პლუსი ჰქონდა - საქმე შემიცოტავდა! თუმცა მარიტას წვეტიანი ხუმრობები ჭკუიდან მწევდა, არ ვიცი რატომ,მაგრამ ეს გოგო საოცრად მაღიზიანებდა, არადა არაფერს მიშავებდა,უბრალოდ ბევრს ტლიკინებდა.
ასე ექსვი საათისკენ ყველას მოუვიდა "კაცი",მაგრამ ჩემი "კაცი" არ ჩანდა. გაბრაზებული დავჯექი უკანა ეზოში ხის სექელ ტოტზე,რომელიც დაბლა იყო დაწეული. ბამი ეზოში დარბოდა,თან ვაფრთხილებდი წინა ეზოში არ წასულიყო,თორემ ის ურჩხული ბავშვი მიაგნებდა და სისხლს გაუშორბდა,ისიც მემორჩილებოდა,თითქოს გრძნობდა,როგორი საშიშროება ელოდა წინა ეზოში.
ყრუდ მესმოდა წინა ეზოში გაჩაღებული წინა სადღესასწაულო განწყობა, მოგუდული ხმით ისმოდა მუსიკს ხმა,ქალების კივილი (სიახრულის) და კაცების არტაცებული შეძახილები. მე.როგორც ყოველთვის მუდოსავით ვიჯექი და ველოდი ჩემს სატრფოს,რომელიც იგვიანებდა და იმდნჯერ მქონდა დანარეკი,ალბათ ცოტახანში მობილური დაებლოკებოდა.

-რას ყეფავ, შენც დაავიწყდი და მეც!- საყვედური ვუთხარი თამაშის ხასიათზე მოსულ ბამის და მუცელზე ხელი დავუსვი.  - მე უფრო გიყვარვარ არა?!- სიცილით შევხვდი მის "თანხმობის ყფას" და თავი ზემოთ ავწიე ბალახის შირალზე. 

-რეებს ასწავლი ძაღლს!- სიცილით წამოიწია ჩემსკენ და ხმაურით მაკოცა. - რუჯი გადაგდის! -ხელი დამისვა მოშიშვლებულ მხარზე,თან ზედ მომაკრო ტუჩები.

-გამომაქცუნეთ ზღვიდან და აბა რა იქნებოდა?! 

-ყველაფრით უკმაყოფილო ქალბატონო, ზღვაზე ბევრჯერ წახვალ ქორწილში ერთხელ! - ბამი ხელში აიყვანა,თან ბალახში ჩაჯდა და ძაღლს დაუწყო თამაში.  -მოდი ჩამეხუტე! 

-ღრისი არ ხარ!- ცვხირი ავიბზუე. - სად იყავი, იმ შენს მდივანს ეპრანჭებოდი?! 

-მიმი, ოცდათხუთმეტი წლის ქალია! - სიცილი ატეხა,თან ბალახზე გადაწვა და ხელი დამირტყა,იმის ნიშნად,რომ მის გვერდით დავწოლოლიყავი.

-მერე ოცდათხუთმეტი წლის ქალი, ქალი არაა?! - ბრაზით გავწექი მის გვერდით და თმაზე დავუწყე თამაში,თან ჩემსა და ბაჩანას შორის მოსიარულე ბამის სახე ცხვირთან მივუტანე. 

-ერთხელ მოგაჭამს მაგ ცხვირს! 

-ნუ მაიგნორებ!- თვალები დავუქაჩე,თან მხარზე ვუკბინე. 

-ძაღლი ბამი კი არა,შენ ხარ.- მტკივნეულად დაისრისა ხელი და სამაგიეროს გადასახდელად ოდნავ წამოწია, ხელი თმაში შემიცურა და დამქაჩა. 

-მარიტას მოვკლავ რა! -მარიტას წიკვინის გაგონებისას მისკენ მუდარით გადავიხარე და სახე დავმანჭე. 

-რას ერჩით შენ და ეკა? -სიცილი ატეხა,თან ტუჩებზე მომეკრო.- ზღვაზეც ერთი სული გქონდათ დამხრჩვალიყო....

-ნიკას ეპრანჭება და ალბათ მაგიტო ერჩის, მე კი უბრალოდ ნერვები მეშლება!

-ეგრე მეც მიშლი ნერვებს და მოგკლა? 

-რომ მომკლა,უჩემოდ ვერ იცხოვრებ. - ბამი მის გულმკერდზე დავსვი და თამაში დავუწე. 

-ვიცხოვრებ!

-ვცადოთ? - იორნიული სიცილით გავხედე. - იმდღესვე მოკვტები! 

-აი გეძახიან! - ხელით მანიშნა სახლის წინა მხარზე და ძაღლზე გადაიტანა ყურადღება.

-ვიითომ არ გვესმის...

-მთელი სქუადი აქ იქნება! - სიცილი ატეხა და ჩემზე პირველი ის ადგა ძირიდან,თან ხელი წამავლო და წამომაყენა. - უი, მოიფიქრე რას იცვამ? -სიცილით მომცხო ხელი უკანალზე და ძაღლთან ერთად წინ გამასწრო. 

-ვერა...-ტუჩები მოვპრუწე. - წამოდი და ამარჩევინე, თან შენს ოთახში დავბინავდი! -თვალი ეშმაკურად ჩავუკარი.

-სად?- გაოცებულმა წამოიყვირა. - მოკიდე შენს ბარგი-ბარხანას და ჰაიდა სხვა ოთახში! 

-მე მაკამ მომცა უფლება და შენ იდარდე, მისაღებში გიწევს ძილი! 

-იცოდე ღამე შემოვალ და არ დაგაძინებ!-დამემუქრა.

-მოდი, გამართობ მაინც...

-ასეთი მშვიდი,რომ ხარ უფრო მაბრაზებ! - თვალები დამიბრიალა.

-ვიცი!- ამაყად შევიფერე და ირონიულად გავიღიმე. - ამარჩევინებ კაბას? 

-არა, თუ გინდა ტომარა ჩაიცვი! - ბრაზით ამოიდუდღუნა. - არა რა ვერ ვიძინებ მე ჩემი საწოლის გარდა ვერსად.

-შენი საწოლი თბილისშია! 

-აქაცაა!- სწრაფად მობრუნდა და ლეკვი ხელებში ჩამიგდო. - ძნელად ვეჩვევი საწოლებს!

-ჩემს გამო ადვილას შეეჩვევი!-თვალი ჩავუკარი და წინა ეზოში ბედნიერებისგან ანთებულ ახლობლებს ღიმილით შევხვდი. უკან კი გაბრაზებული ბაჩანა დავტოვე.

მუცელმა სერიოზულ თემებზე ლაპარაკი,რომ დამიწყო მიხვდი მთელი დღის განმავლობაში არაფერი მქონდა ნაჭამი. ღიმილით მიუახლოვდი გაშლილ მაგიდას,რომელთანაც თითქმის უკვე არავინ იჯდა და მუსიკის რიტმებზე ცეკვავდნენ. თავი უფრო კომფორტულად ვიგრძენი,მაგიდასთან დავჯექი და პირისკენ სიხარულით წავიღე მწვადი მჭლე და დიდი ნაჭერი,მაგრამ შევამჩნიე მაგიდის მერე მხარეს მოსკუპებული მარიტა და სახე უკმაყოფილებისგან დავმანჭე.
-მე ღამე არ ვჭამ...-ხაზი გაუსვა ჩემს ღორივით ჭამას და უფრო გამაღიზიანა. დავაიგნორე მოჩვენებითად გავუღიმე და ჭამა გავნაგრძე, თუმცა დავინახე როგორ აკისკისდა მაგიდის გვერდით აშოტილ ბოძთან მდგარი ბაჩანა მარიტას სიტყვებზე და უკნიდან რაღაცეები მანიშნა. ისე სასაცილოდ იმანჭებოდა სიცილი ვერ შევიკავე,ჩემს სიცილზე უკან გაბრუნდა მარიტა და გაჯავრების პროცესში მყოფი ბაჩანა გაფაქტა. უხერხულად გაუცინა დის მულს და თვალები დამიბრიალა. მარიტამ არ შეიმჩნია და საცეკვაოდ წავიდა მეგობრებისკენ.
როგორც კი მონასტერი აირია და ძალიან გადათვრნენ თითქმის ყველა ჩემი,ეკას,ანიკოსა და ბაჩანას გარდა,მაშინ მკაცრად მოითხოვა უფროსმა იარაჯულმა საძინებლისკენ გაესქურად გალეშილ ნათესავებს. ამიტომ მიხვდი იქ ჩემი დარჩენა გამორიცხული იყო, თავი "მოვიმთვრალე" და ჩუმად გავიპარე,თორემ რა დაალაგებდა იმ არეულობას, ისევ ჩემს მომავალ რძალს და მომავალ მულს დავუთმე ასპარეზი. 
ბაჩანას მყუდრო პატარა ცისფერ ოთახში შევიკეტე და ფანჯარასთან მდგარ საწოლზე მოწყვეტით დავექწი,თან იღლიაში ამოჩრილი ლიმონათის ბოთლი კომოდზე დავდე,მოპარულ ხაჭაპურის ნაჭერთან ერთად და ბოროტულად გავასავსავე ხელები ერთმანეთში. საწოლის წინ მდგარ მაღალ კარადაზე დაკიდულ სარკეს შორიდან გავუღიმე და საწოლზე გადავწქეი. 
 ხაჭაპური და ლიმონათი,რომ გამოვცალე მივხვდი კუჭი ისევ ცარიელი მქონდა და დაველოდე სანამ საერთოდ აღაარავის ხმა,რომ აღარ ისმოდა. ფეხზე წამოვდექი კარი ოდნავ გავაღე და ჯერ მარტო მეორე სართული მოვათვალიერე. მერე ფრთხილი ნაბიჯებით ჩავედი მეორე სართულზე სამზარეულომდე ჩუმად,თითქოს ვიღაც ამის გამო მცემდაო,მაგრამ ისედაც მსუქანს მეძახდნენ და წარმომედგინა ღამის პირველ საათზე საჭმლით გამოტენილი პირით,რომ დამინახავდნენ რა კომენტარს გამიკეთებდნენ. 
მაცივარი გამოვაღე და თვალებ გაბრწყინებულმა მოვავლე იმ საჭმელებს,რომელიც ხვალისთვის გაამზადეს და დღეს სპეცილურად მოიტანეს მწვადი,რომ ამ ყველაფრისთვის ხელი არ ეხლოთ,მაგრამ სულმა წამსძლია და პატარა კონტეინერში ყველაფერი ჩავიწყე,თან წარმოვვიდგნე ნინოს აღშფოთებული სახე ამ ყველაფრის დანახვისას და ბოროტივით ჩავიცინე. მაცივარი ფეხით დავხურე ლიმონათის ამჯერად სავსე ბოთლი იღლიაში ამოვიდე და გავბრუნდი კიბეებზე ასასვლელად,მაგრამ ნიკას დანახვისას გული გამისკდა და ადგილას შევხტი.

-ვაიმე...-დავიკრუსუნე.

-ტრაკი უნდა გაისიო? - ნამძინარევი დასიებული თვალებით მკითხა,თან მაცივარი გამოაღო და ცივი წყალი მოიყუდა. 

-შენი საქმე არარი! - გავბრაზდი, თან კიბეებისკენ ქურიდივით გავიპარე ჩემი აუტანელი ძმის გარდა სხვა არავის,რომ არ დავენახე. ჩემი თავი,რომ წარმოვიდგინე ძალიან სასაცილო დასანახი ვიყავი. კიბეებზე ორად მოკეცილი დაჭყეტილი თვალებით მივიწევდი.მარჯვენა ხელში საჭმლით სავსე კონტეინერი მეჭირა. მარცხენაში კი ტელეფონი გზის გასანათებლად და იღლიაში ლიმონათის ბოთლი. თავი გადავაქნიე და გზა გავნაგრძე.  
კოლიდორის ბოლოში აწ უკვე ჩემი ოთახი იყო,ამიტომ ჩუმი სირბილით გავიქეცი და კარებში სწრაფად შევარდი. შიგნიდან გადავრაზე და გამარჯვებულის სიცილით შევბრუნდი,მაგრამ მე ხომ აუცილებლად რაღაც ან ვიღაც უნდა დამხვდეს უკან შებრუნებულს. ამჯერად ჩემს (თავის) საწოლზე იჯდა ბამისთან ერთად და ჩემს დანახვისას იცინოდა. შიშისგან ტელეფონი ხელიდან გამივარდა და ძირს დაეხეთქა. 

-საჭმელი კი არ დაუვარდა!- ძაღლს უთხრა სიცილით. 

-იცი, როგორ შემეშინდა? - ანერვიულებულმა დავაბაკუნე ფეხი და ძირიდან ტელეფონი ავიღე,თან პატარა მაგიდაზე საჭმელი და ლიმონათი დავდე და ბაჩანასკენ დოინჯ შემორტყმული გავბრუნდი. -აქ რას აკეთებ? 

-მოგვშივდა მე და ბამის! 

-ეს ჩემთვის ამოვიტანე! - თვალები დავაბრიალე. 

-აი, დედობას იბრალებს და საჭმელს არ გაჭმევს ხედავ? - ძაღლს დაუწყო ლაპარაკი. 

-მაგას ვაჭმევ,შენ არა!

-ჭამე,ჭამე პუტკუნ! - თვალი ჩამიკრა,თან საწოზლე გადაწვა და ძაღლი ჩემსკენ გამოუშვა. თავლიც არ დამიხამხამებია ისე გემრიელად ვჭამე ჩემი შრომით და ოფლით მონაპოვარი "საჭმელი", არ ვიმჩნევდი ბაჩანას ხითხითს საწოლიდან,რომელიც გვერდულად იწვა და მიყურებდა. ფეხებში მეჯდა ბამი,რომელიც ჩემთან ერთად მიირთმევდა და არც ის იმჩნევდა ჩვენს ბიჭუნას. -ახლა ღიპიანი კაცივით დააბოყინე და ეგაა!- როგორცკი საჭმლის ჭამა დავასრულე და კონტეინერი დავხურე სიცილით მითხრა. 

-საქონელო!- ნაწყენი წამოვხტი ფეხზე და ჩემს გამობერილ მუცელს ზემოდან დავხედე. - ვითომ ორსულად ვარ, რა უჭირს?- გასამართლებლად ვთქვი.

-უჰ, შენ,რომ ორსული იქნები ყველას გადაგვჭამ!-სიცილი ატეხა,თან ხელზე დამექაჩა და საწოლზე დამაგდო. უსიამოვნოდ შევიშმუშნე,თან ორად მოვიკეცე და გაბერილ მუცელზე ხელი მივიდე.

-აშკარად ბერვი მომივიდა!- ვაღიარე. 

-არაუშავს, აქ ვიქნები და გიყარაულებ რამე არმოგივდეს.

-წადი,თორემ ხვალე თუ მოგვსიწრო ვინმემ ჩემს ცოლად მოყვანას მოგთხოვენ და გინდა ასეთი ღორი ცოლი?! - არტისტულად დავმანჭე სახე,თან ბამი საწოლზე ამოვსვი.

-ჰმ, ზარალი კი ხარ,მაგრამ გაშიმშილებ!

-იმ პირობით დაგტოვებ,თუ კაბას ამარჩევინებ!- ფეხზე ეშმაკური ღიმილით წამოვხტი და დილემის წინაშე დავაყენე, სახე მობრიცა. არც წასვლა უნდოდა და არც ჩემი კაბის არჩევა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ბოლომდე აიწია საწოლზე, ბალიში ორად მოკეცა და თავქვეშ ამოიდო,თან ზოგს კაბაზე არას მეუბნებოდა და ზოგზეც კი. ბოლოს იმდენად დავღალე ჩემი ბიჭი და ჩემი ლეკვი, ერტმანეთზე ჩახუტებულებს ჩაეძინათ.თავი სიცილით გავაქნიე და ჩემით ავირჩიე ერთი უბრალო მუქი ყავისფერი მოკლე კაბა თეთრ კედებთან ერთად. საკიდზე დავკიდე და ძილმორეული მათ გვერდზე დავწექი. ბამი გვერდით მივწიე,მე კი ტანით მივეკარი ბაჩანას,რომელსაც ბავშვივით ეძინა. მის ძილს საერთოდ პირველად ვხედავდი, იდმენად საყვარელი იყო მძინარე,რომ თავი ვერ შევიკავე და ჩემი ნებით დავუკოცნე სახის მარცხენა მხარე. -მიყვარხარ!- ყურთან ვუჩურჩულე და ხელები მაგრად შემოვხვიე,თან თვალები ნასიამოვნებმა დავხუჭე და მეც დავიძინე.

***

დილას ზმამაღალმა ლაპარაკმა გამაღვიძა, მივხვდი გათენა და ცოტახანში ნინო შემომიღებდა კარს. თვალები დავაჭყიტე და იმ ფორმაში როგორც წუხელ დავტოვე ზუსტად ეგრე დამხვდა ბაჩანა. საათს დავხედე და გამახსენდა დედას ნათქვამი სიტყვები "რვაზე გაგაღვიძებ". 
-ჯანდაბა!- აფოიაქებული წამოვხტი ფეხზე,თან გავიგონე კოლიდორში ნაბიჯების ხმა. - ბაჩანააა!- ხმადაბლა დავიწყე ხავილი და მისი გაღვიზება ვცადე,მაგრამ მკვდარივით ეძინა. - ბაჩუკი! - ყურთან შედარებით ხმამაღალი ტონით ჩავყვირე და როგორც კი კარის სახელური გადატრიალდა,ოდნავ შეფხიზლებულ ბაჩანას ფეხი ვკარი და საწოლის მეორე მხარეს გადავაგდე, ზემოდან საბანი მივაგდე და დედაჩემს ანერვიულებული სიცილით შევხვდი.

-ადექი?- გაკვირვებულმა მკითხა,თან ოთახი მოათვალიერა. 

-ჰოოო...- წინ დავუდექი ბაჩანას ფეხები,რომ არ დაენახა,თან ამოუცნობი მოძრაობები დავიწყე. 

-კარგი გოგო ხარ,მაგრამ ბაჩანას ვერ ვპოულობთ, ტორტზე უნდა წასულიყო...-ნერვიულად დაისვა ხელი შარვალზე.

-ალბათ უკვე წავიდა...

-ჰოო?- გაკვირვებულმა გადასამოწმებლად მკითხა,თან ძირს დაგდებული საბნისკენ წავიდა,რომ გაესწორებინა,მაგრამ მკლავებში ვწვდი და ქაჯივით ჩავიკარი დედა გულში,თან სარკეში ჩემს თავს ნერვიულად გავუცინე. - რა გჭირს დე? 

-ძალიან მიხარია,რომ თხოვდები!- უცერად გავითამაშე,თითქოს ვტიროდი და უფრო მაგრად მოვუჭირე ხელები და ბაჩანას საწინაღმდეგოდ დავაყენე. 

-ვიცი,მაგრამ სწრაფად ჩაიცვი დახმარება გვჭირდება!- შუბლზე სიყვარულით მაკოცა,თან კარისკენ გაკვირვებული სახით წავიდა და სანამ გავიდოდა მითხრა. - საწოლი მიალაგე, მაკას შენნაირი რძალი არ მოეწონება!- მანიშნა ძირს მიგდებულ საბანზე,რომელში ბაჩანას უკვე ფეხბი ჩაემალა. როგორც კი კარი დახურა შვებით ამოვისუნთქე და საწოლზე ჩავესვენე. 

-მსახიობი მყოლია გვერდით და არ ვიცოდი!- სიცილით წამოყო თავი ბაჩანამ ძირიდან და გულიანად ახარხარდა. 

-წაეთრიე ტორტზე,თორემ კიდე შემოვა ვინმე!- მწარედ მივარტყი ფეხი ფეხებში და ბამი გარეთ გავუშვი.


****


მოსულ სტუმრებს ვალდებულების მიზნით ძალით ვუღიმოდი და ვაკვალიანებდი სად უნდა დამჯდარიყვნენ,თან ნერვიულად ვიყურებოდი კარებში გაჩხერილ ხალხს,სადაც ბაჩანას ვეძებდი,რომელიც სტუმრებს ხვდებოდა და მილოცვას იღებდა,თითქოს ისიც ჩვენი ოჯახის წევრი ყოფილიყოსო,მაგრამ ეგეც ხომ ბევრს ნიშნავს არა? ჩემსკენ მობრუნებულ ბაჩანას ყურებამდე გავუღიმე და თვალი ჩამიკრა,თან ტუჩების მოძრაობით "მიყვარხარო" მანიშნა და ბოლო სტუმარი შემოიყვანა. 
სახლის უკანა ეზოში დადგეს ჯვრისწერისთვის საკურთხეველი, ყავავილებით მორთული,თან იქამდე მისასვლელად ბილიკზე წითელი ხალიჩა დააგეს და გარშემო სკამები დააწყვეს,სადაც უკვე სტუმრები ისხდნენ და ნინოს ელოდნენ. 
ბაჩანას ვანიშნე ჩემს გვერდით დამჯდარიყო ყველაზე წინა რიგებში და ღრმად ჩავისუნთქე,თან ხელი მაგრად მოვუჭირე ხელზე ჩემს ბიჭს და სიხარულით გავუღიმე. 

-ასე ჩვენს ქორწილში არ ინერვიულებ მგონი...-სიცილით ჩამჩურჩულა და მომენტალურად გამაშეშა. გააზრებისთანავე თვალებში ჩავაკვირდი და სიხარულით გავუღიმე.

-ეგ რას ნიშნავს?! 

-ოდესმე მოგიყვან ცოლად, აბა სულ ასე ხომ არ მეყოლები?! - ცხვირზე ხელი ამკრა.

-ოდესმე არა, შემდეგ ჩემს დაბადების დღეზე! - მკაცრი ტონით ვუბრძანე და ჩემს ხელში ახლართულ მის ხელს სიყვარულით ვაკოცე. 

-თუ კარგად მოიქცევი, კი! 

-ჩუუუ!-როგორც კი ნიკა და ნინო დავინახე სახლიდან გამოსული ცრემლებით ამოვსო თვალები. არაფერი ხდებოდა სატირალი,მაგრამ იმდენად მიხაროდა დედის გაბედნიერება ორი წამით გავუგე,როგორ უნდოდა ჩემი დაქორწინება ბაჩანასთან,ალბათ მასაც ასეთი ემოციების დაჭერა უნდოდა საკუთარ თავში,რომელიც წლების უკან მამაჩემმა მოუკლა,მაგრამ ახლა ისეთი გაბრწყინებული სახე ჰქონდა,რომ ერთიანად მითბობდა სულს. ნიკას ამაყად მოყავდა დათომდე,რომელსაც არანაკლები ბედნიერება ეხატა სახეზე. სიხარულით ხმამაღლა შემოვკარი ტაში და ხალხი ავიყოლიე,თან დავაიგნორე ბაჩანას ჩუმი ხითხითი,რომელიც ქვემოდან მიყურებდა და იცინოდა. 
 ყველაფერს ადამიანი იმ ბოლო წამს ხვდები,როცა უკვე მოხდება და იაზრებ,თუ როგორი ბედნიერი ხარ ცხოვრების ნებისმიერ პატარა დადებით წუთზეც კი. ვიდექი და ცრემლებისგან ვიღვრებოდი,თან ბაჩანას ტანზე ვეკროდი და დედის ბედნიერებას ვიზიარებდი,თან გულში მადლობას ვუხდიდი მის დასახულ არეულ,მაგრამ მაინც შესრულებულ გეგმას,რომელშიც შვილებიც ჩაგვითრია და რაც მთავარია საკუთარი თავიც გააბედნიერა.

___________

კი ვთქვი 25-ე თავამდე დავწერ-მეთქი,მაგრამ იმდენად მომინდა დღეს დასასრული,რომ თავისით დამეწერა. მინდა მადლობა ვუთხრა,მათ ვინც ასე აქტიურად გამოხატავდა მოწონებას ამ ისტორიის მიმართ და რაც მთავარია მათ ვინც კითხულობდა და მოსწონდა. 
ამ ისტორიამ საკმაოდკარგად მოახერხა ჩემს გონებაში ჩაბეჭვდა და ეს თქვენი დამსახურებაა,რადგან თქვენ,რომ არა არ გამიჩნდებოდა ასეთი წერის სურვილი. ნუ რა ლაპარაკი უნდა ამას ისედაც მეტყობოდა ყოველდღე ახალი თავის დადებისას :დ რადგან სხვა ისტორიის დაწერისას ერთი დღის ან უფრო მეტი შუალედით ვდებდი,მაგრამ ეს ჩემი ბაჩანა და მიმი ყოველდღიურ ჩვევად მექცა და გული მწყდება,რომ ვამთავრებ,მაგრამ მომადგა გამოცდები :დ 
პ.ს გაგრძელება ექნება აუცილებლად, ვერ ვიტყვი,რომ ამთვეში ან იმთვეში,მაგრამ ექნება აუცილებლად!

მადლობა დიდი და გისურვებთ წარმატებას!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: დასასრული, გეგმა, undefined, არეული, 22
ნანახია: 2542 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
avatar
0 Spam
1
ახლა ძალიან ბევრი უნდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ბევრი ემოცია შემომაწვა და პატარა კომენტარში ვერ დავატევ. :დდდ
შენ რომ ამ რომანის წერა დაიწყე იმ დღიდან მოგყვები, იმ დღიდან ტვინს გიღებდი და ყოველ წამს გახსენებდი ახალი თავი გაქვს დასადებითქო :დ შენც ვაჟკაცურად მიტანდი ხოლმე და მიძლებდი :D
ამ რომანის წერის პერიოდში დაგიახლოვდი ისე როგორც არასდროს და სხვა თუ არაფერი მხოლოდ მაგის გამო მაინც მემახსოვრება ყოველთვის, შენით ბედნიერს და ამაყს ♥♥
ახლა რაც შეეხება რომანს:
როდესაც წერა დაიწყე სულ გიზიარებ ჩემს აზრს და გეუბნები ყველაფერს რა მომწონს ან რა არა. ყოველთვის მისწორებდი რომანს და მეუბნებოდი რომანი არააო, რომანი არის ის რაც გასწავლის და შეგძენსო. მაშინაც გითხარი და აქაც ვიტყვი, მე და დარწმუნებული ვარ სხვებსაც ბევრი შესძინა. მაგალითად ის რომ ბავშვობის სიყვარული არ იკარგება და არ ქრება, ის რომ ერთმანეთის გვერდით დგომით, ერთმანეთზე ზრუნვით და სიყვარულით მარტო ერთი კიარა, ყველა ადამიანი ბედნიერი ხდება და ყველას ცხოვრებაში იწყება რაღაც ახალი და სასიამოვნო ეტაპი. ბაჩანა და მიმი ნათელი მაგალითია იმის რომ "თუ შეიყვარებ გეყვარება ის ერთი მთელი ცხოვრება" არ აქვს მნიშვნელობა ბავშვობაში შეგიყვარდა თუ ყმაწვილობაში, მთავარი სიყვარულია და მეტი არაფერი. მიმის ჰყავდა "შეყვარებული" მაგრამ ეს ილუზია იყო და სხვა არაფერი. ბოლოს არეულ-დარეულმა გეგმამ, ერთმანეთის სიძულვილმა რომელშიც საკუთარ თავებს არწმუნებდნენ და უპირველეს ყოვლისა სიყვარულმა, ეს ორი მონათესავე სული ერთ მთლიანობად აქცია და ისე მიაჯაჭვა ერთმანეთს რომ თავს ვეღარასდროს დაიხსნიან. ყველას ბედნიერებამ გამახარა და გამაღიმა.
ეს იყო რომანი რომელზეც დიდხანს ვისაუბრებ და რომელსაც ძალიან ხშირად წავიკითხავ განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე მყოფი.
ეს იყო ის, რამაც გამაბედნიერა უზომოდ და მადლობა ყველა ემოციისთვის შენ ♥♥
მიხარია რომ მიზიარებდი ხოლმე ბევრ რამეს მათ შესახებ, რომ ვბოროტობდით ისიც მიხარია და საერთოს ყველაფერი ♥♥♥♥♥
შენ იცი ეს საიტი რაც დაარსდა მას შემდეგ როგორც მწერალი ასევე აქტიური მკითხველიც ვარ და თითქმის ყველაფერს ვკითხულობ, კარგად დაიმახსოვრე და იცოდე ამას სულ ვიტყვი ხოლმე: რაც კი ამ ხნის განმავლობაში რომანი წამიმითხავს, ყველაზე საყვარელი, ყველაზე მაგარი და "ზე" წყვილი არიან მიმი და ბაჩანა. სადაც არ უნდა ვიყო, ვინც არ უნდა მკითხოს იცოდე რომ სულ ამას ვიტყვი მიუხედავად იმისა რომ საიტზე სხვა რომანებზეც ძალიან ვარ შეყვარებული.
უბრალოდ ეს წყვილი იყო ყველანაირი ემოცია და უდიდესი ბედნიერება ერთად. გაგრძელებას აუცილებლად ველი იმიტომ რომ ის სცენა გაქვს დასაწერი მე და შენ რომ ვიცით :დდ ♥♡
ძალიან მიყვარხარ მე შენ და იცოდე რომ სულ გაგამხნევებ ხოლმე ♥♥♥
avatar
0
2
ახლა გული დამწყდა რო დავამთავრე რა იყო :დ

მადლობის მეტი რა მეთქმის,მევერ დავწერ აწოწილ-ამაღლებულ კომენტარს :დდდ მადგენი ფანტაზია ნეტუ და რაც მთავარია კიდო ვამბობ არაა ეს რომანი, ესაა ისტორია :D არ შემისწორო _3 მადლობა და ძალიან მიხარია,რომ ჩემი ბაჩანა და მიმი ამხელა მოწონებას ღებულობს. დიადი მადლობები შენ like like

პ.ს ამარუ ვარ :დ
avatar
0 Spam
3
იდიოტო! ნუ მეკამათები უფროს ქალს.
რომანია და მორჩა!!!!!!!
მოსიყვარულებას რაც შეეხება პირადშიც მესიყვარულები და არაა ასე საჯაროდ საჭირო, თვალი არ გვეცეს :დდდდდდდ
მე ამდენი რამ იმიტომ დავწერე რომ მინდოდა ყველა ემოცია ერთად გადმომეცა და დაგმახსოვრებოდა♡♥♥
avatar
0 Spam
4
ყველაზე საუკეთესო იყო შენს ნაწერებს შორის,შემიძლია თამამად ვთქვა.ყველასგან განსხვავებული,მხიარული,ზოგჯერ ცრემლიანი.
მიმი და ბაჩანა დამაკლდა და როგორც თქვი,რომ გააგრძელებ,იმედია ავინაზღაურებ მერე :D
წარმატებები მაშკა <3
avatar
0 Spam
5
ძალიან მაგარია ,ყველა შენს ისტორიას ვკიტხულობ ახლა და საუკეთესოებია,
avatar