არეული გეგმა [3]
12.06.2017, 00:40
ნინოს მობბილურზე "ჩამოკიდება" საოცრად მაშინებდა, ეს იმის ნიშანი იყო,რომ ყველაფერი ცუდი ჯერ კიდევ წინ მქონდა. საკუთარი დედა მწირავდა,მაგრამ რას ვერჩი შვილისთვის კარგი უნდოდა, თუმცა კარგს და ცუდს ერთმანეთში ურევდა და დღემდე სჯეროდა,რომ ბაჩანა ის პრინცი იყო, რომელიც ბავშვობაში წარმომედგინა. არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემი ცხოვრების ძირითადი საფიქრალი, სალაპარაკო თემა და ნერვების მჭამელი თავად ბაჩანა გახდა, ალბათ შორიდან დამცინოდა ამხელა ამბიციები,რომ გააჩნდა დედაჩემს. ამბიციები არა იმიტომ,რომ კარგი და გადასარევი ბიჭია,არამედ იმიტომ,რომ ვიღაცას უაზროდ მტენიდა. 

ლექციაზე ვიყავი,თუმცა თან არ ვიყავი, იდაყვებით ვეყრდნობოდი მაგიდას და მეცინებოდა ბოლოს მომხდარ ფაქტებზე. შევამჩნიე,როგორ გამომხედა წინა მაგდიდან ოთიკომ,როგორც კი დავაფიქსირე თავი გააბრუნა,ისე თითქოს მან კი არა ვიღაც სხვამ გამომხედაო. გავიცინე, ფურცელი მოვიმარჯვე და უაზროდ დავიწყე ჯღაბვნა, ჯერ კიდევ მქონდა გრძნობები დარჩენილი,მაგრამ ამას როგორ შევიმჩნევდი?! მისკენ აღარც კი გამიხედავს, არადა ვგრძნობდი რამდენად ხშირად ბრუნდებოდა ჩემსკენ. გვერდით ლიკა ნიორაძე მეჯდა თვალებს აფახულებდა, ეგონა ოთიკო მე კი არა მას უყურებდა, ისევ ჩავიცინე და ლიკას ოქროსფერ ლაკნებს დავაკვირდი. მერე გავიფიქრე,რატომ ყველასთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა? ღიმილი სახიდან გამიქრა, გამახსენდა პირველად აუდიტორიაში შემოსვლა, ჩემი ყურადღება ოთიკომ მიიქცია, იჯდა და თავმომწონედ იღიმოდა, ეტყობოდა კარგი "მობლატავე ტიპი" იყო, დავცინე გულში და ადგილი დავიკავე, ვინც კი რამე მკითხა ყველას უხეშად ვუპასუხე, ალბათ თავიდანვე დავაფრთხე ჩემს გარშემო ყველა და ამიტომაც ვიყავი ნეიტრალურ დონეზე კურსელებთან. ჩემით მხოლოდ ოთიკო დაინტერესდა და ალბათ ამიტომაც შემიყვარდა და მეგონა,რომ სწორედ ის იყო ჩემი ცხოვრების თანამგზავრი,მაგრამ დროსთან ერთად გავაცნობიერე,რომ "ბირჟა,კაი ბიჭობა და გრეხვა/მანჭვა" ჩემი არ იყო, მე უფრო სხვანაირი ადამიანი მჭირდებოდა, მშვიდი და გაწონასწორებული,რომელიც თავის ცხოვრების დიდ ნაწილს უაზროდ და უმიზნოდ არ გაატარებდა. საერთოდ მიკვირდა,როგორ მოხვდა ბიზნესის ფაკულტეტზე, მერე აღიარა,რომ შემთხვევით მოხვდა საერთოდ არ ჰქონდა მიზნად ან გეგმად. მაშინ არ შევიმჩნიე,მაგრამ მერე მივხვდი,რომ მე და ოთიკო ერთმანეთისგან ძალიან შორს ვიყავით, ურთიერთობას კი მარტო სიყვარული არ შველის.

ლექცია დასრულდა თუ არა ურეაქციოდ ავდექი ფეხზე და გვერდით ჩავუარე ოთიკოს,რომელიც გამუდმებით მიყურებდა. ვატყობდი რაღაცის თქმა სურდა,მაგრამ იმდენად არ მინდოდა მასთან ლაპარაკი,რომ ყველანაირად ვარიდებდი თავს, ახლა არცერთი კაცის თავი არ მქონდა.

-გისმენ.

-სახლში როდის მოხვალ?- ხმამაღლა ჩამყვირა ყურში ნინომ.

-დამაგვაინდება...

-რა დაგაგვიანდება, ოც წუთში მოვლენ სტუმრები!- აღშფოთებულმა წამოიძახა

-ხოდა არ მოვალ...

-სად არ მოხვალ?- უარესად აყვირდა.- იცოდე ყოველ კვირას დავპატიჟებ და ასე დაგსჯი!

-დედა, მაგვიანდება და კერძო თვითმფრინავი არ მყავს,რომ გადმოვუფრინო ამხელა უბნებს!- ბოლოს მაინც უხეშად ვუთხარი და უნივერსიტეტიდან გამოვედი. მობილური უხმოზე დავაყენე და ავტობუსის გაჩერებისკენ წავედი,თან დავინახე,როგორ გამომყვა უკან ოთიკო და როგორ ამომიდგა გვერდით. ჯერ გამიღიმა,მერე სახიდან ღიმილმა გადაურბინა და სერიოზული სახით დამაკვირდა. ღრმად ჩავისუნთქე და მოვემზადე კიდევ ერთი სტრესისთვის.

-რისი თქმა გინდა? - არც შევხედე ისე ვიკითხე. მოსმენის დრო ჯერ მქონდა, ავტობუსის მოსვლამდე ოცდახუთი წუთი მქონდა.

-დავფიქრდი შენს სიტყვებზე...

-მერე აზრი გამოიტანე? 

-თავიდან არ დაიწყო...-ჩაეცინა,თან შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო. -არ მოგენატრე? 

-რომ მომენატრე რა აზრი აქვს?

-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა. - ორ წლიან ურთიერთობას მალე ხომ არ ვამთავრებთ? 

-კიდევ ორი წელი გჭირდება იმის გასარკვევად,რომ არაფერი გამოგვივა?

-შენ შენს პრინციპებს, თუ დაიკიდებ გამოგვივა...

-ისევ იგივეს მთხოვ!- გავღიზიანდი, ჩანთა ვერდით გადავიკიდე და მოვემზადე ავტობუსის მოსვლისთვის.

-რა ვაქნა, მისწორდება ეს ქუჩა და საძმაკაცო და შენს გამო დავანებო თავი?

-ვინ გეუბნება მაგას?- მიხვდი,რომ ხმამაღლა მომივიდა, დავაიგნორე ქალი,რომელიც გაოცებული გვათვალიერებდა. - ქუჩაში ყოფნის და ათასი მაიმუნობის გარდა არაფერს აკეთებ, ამხელა ბიჭი ხარ და დღემდე მშობლებზე ხარ დამოკიდებული, აი ეს მაღიზიანებს შენში მეტი არაფერი. ვთქვათ და გამოგყევი ცოლად,ისევ ქუჩაში უნდა იდგე და შენმა მშობლებმა უნდა გვარჩინონ,თუ მე გამიშვებ სამუშაოდ? - თავი ვეღარ შევიკავე და პირდაპირ ვუთხარი სთქმელი, მთელი კვირის ჯავრი მასზე ვიყარე.

-ზედმეტი ხო არ მოგდის?- აშკარად არ ესიამოვნა.

-არა ზედმეტად პირდაპირი ვარ!- ავტობუსის მოსვლისთანავე ავდეი და სიტყვის თქმა არ ვაცადე. ადგილი დავიკავე და თვალი გავაყოლე ფანჯრიდან ოთიკოს,რომელიც ჩემმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ დააფიქრეს,მაგრამ უშედეგოდ.



სახლის კარი მომზადებულმა შევაღე. გეგმა უკვე მზად მქონდა გონებაში, მივესალმებოდი, ცოტახანს იქ გავჩერდებოდი და მერე ჩემს ოთახში შევიკეტებოდი იქამდე სანამ არ წავიდოდნენ. თავი არავის და არაფრის არ მქონდა, იმოქმედა ჩემზე ოთიკოსთან საუბრმა. დამაფიქრმა ბევრმა დეტალმა და ამისათვის მარტო დარჩენა მჭირდებოდა,მაგრამ დედაჩემი ყველაფერს მიფუჭედა. 

მისაღებ ოთახში მოჩვენებითი ღიმილით შევედი, მაკას გადავკოცნე და თვალებით ძებნა ბაჩანას დავუწყე ძებნა,რომ ვერ ვიპოვე თამამად დავჯექი ქალების წინ და მოშიებულმა სოკოს ღვეზელი წავიღე პირისკენ და მაინცდამაინც მაგ დროს გაიღო აივნის კარი და ოთახში შემოვიდა სიგარეტის სუნით გაჟღენთილი ბაჩანა. ადგილას გავშრილი გამოტენილი პირი ნელა ავამოძრავე და მზერა ავარიდე.

-გამარჯობა!- ირონიული ღიმილით მომესალმა და ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა.

-გამარჯობა...- პირგამოტენილმა ვუთხარი და დავაიგნორე ეთიკის წესები, ასე ვცდილობდი დედაჩემის გეგმა წყალში ჩამეყარა და ყველანაირი "ღორობა" გამომევლინა. 

-ოთიკომ დაგირეკა წეღან...- შემომაპარა ნინომ, მოულოდნელობისაგან ხველა ამიტყდა და ნერვები მომეშალა, როდის ერთხელ ურეკავდა დედაჩემს მობილურზე ჩემი ყოფილი შეყვარებული. - ასე მითხრა ვერ ვუკავშირდები და სახლში,რომ დაბრუნდება დამირეკოსო.- დავაიგნორე და ქალბატონ მაკას გავუღიმე,რომელიც გაკვირვებული აცეცებდა თვალებს, მეკი ბაჩანაზე ვიცინოდი,რომელი წესიერი ბიჭი წაყვება "დედიკოს" დაქალებთან? ფეხი-ფეხზე გადავიდე და გადავიწყვიტე დარჩენა კარგად,რომ მეცინა.

-შენი უმცროსი შვილი სადაა? - ღიმილით მიუბრუნდა მაკა დედას.

-ფეხბურთის სათამაშოდაა წასული მეგობრებთან ერთად...

-ხო, ნიკუშას არ უყვარს ქალების შეკრებაზე ყოფნა, რა ბიჭის საქმეა მარტინი და ჭორაობა? - იმდენად მესიამოვნა მაკას კითხვა,რომ ვერ მოვითიმნე და რაც სათქმელი მქონდა პირდაპირ ვთქვი ბაჩანას გასაგონად. ჯერ კბილები გააჭრიალა, მერე გაიცინა და მძიმედ დადო ხელი მაგიდაზე,თან გამჭოლი მზერა მესროლა, თვალი ავარიდე და დედის აღრენილ სახეს გავხედე,თან ვიგრძენი როგორ მიჩქმიტა ფეხზე. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, ვინანე საერთოდ ხმა,რომ ამოვიღე. ზუსტად ვიცოდი მათი წასვლის მერე რამე ისეთ გამიკეთებდა საკუთარი დედა,რომ წლები არ დამავიწყდებოდა.

-სად აპირებ ამ ზაფხულს დასვენებას? - მოულოდნელად იკითხა მაკამ დაძაბულობის განსამუხტად. 

-მე კახეთში,როგორც ყოველთვის, მიმი თავის მეგობართან ერთად ზღვაზე მიდის.- ისე ლამაზად ჩამაკვეხა დედამ პასუხში უარესად ამაწითლა.

-რა დამთხვევაა, ბაჩანაც ზღვაზე მიდის მეგობრებთან ერთად...

-შენ? - ღიმილით კითხა.

-მე არსად.

-ხოდა, წავიდეთ კახეთში დაგასვენებ, დედაჩემსაც ისე უყვარხარ, რომ მოვუყევი ჩვენი მოულოდნელი შეხვედრის შესახებ მარკეტში ძალიან გაუხარდა. 

-რა სასაცილოდ შევხვდით არა? - გაიკრიჭა ქალი.

-ხო, ბედის ირონიაა! - აშკარად ზედმეტად ვგრძნობდით ორივე იქ თავს,მაგრამ ხელს არ ვუშლიდით დედებს. -წამოხვალ?

-კი, რატომაც არა! -თავი დაუქნია,თან ხაჭაპურის ნაჭერი თეფშზე დაიდო. - ბაჩანა, მიმი თუ ზღვაზე მიდის ერთად წადით...- წვენის ბოთლისკენ წაღებული ხელი ჰაერში გამიშეშდა და დედაჩემს თვალების ბრიალით ვანიშნე თავიდან აეცილებინა შემოთავაზება,მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც გამიმეტა.

-უი,რა კარგი აზრია, ისე მეშინია მარტო,რომ ვუშვებ. ახლა თავს მშვიდად ვიგრძნობ! - ბაჩანას პასუხი არც ჰქონდა მოსმენილი ისე გახარებული დარჩა. 

-რატო, ნიკაც მოდის ამ წელს! - დავასწარი თქმა ბიჭს. 

-ნიკა და ზღვა?- გაეცინა ნინოს. - ხომ იცი,კახეთში მეგობრებს ვერ უღალატებს და აუცილებლად ჩავა! 

-კარგი აზრია! - მოულოდნელად ამოილაპარაკა და თვალი გამისწორა, დავიბენი და თავი დაბლა დავხარე,თან ლოყებიც ამიწითლდა და ყველაფერი ერთად დამემართა, ვიცოდი მასაც არ უნდოდა ჩემი იქ წასვლა,უბრალოდ მიხვდა,რომ თავს ვარიდებდი და ამიტომაც დამიდგა წინააღმდეგ. 

-აგვისტოში მივდივართ ჩვენ...

-მეც, აგვისტოს შუა რიცხვებში. - მხრები აიჩეჩა.

-არ ვიცი, შევათანხმებ ეკასთან,იქნებ მას არ სურს უცხო ხალხთან ერთად დასვენება!- დედაჩემის გასაგებად ვთქვი და ხელი ნერვიულად ავათამაშე მაგიდაზე.

-ეკუნას,მე დაველაპარაკები!- ხელი ჩაიქნია ნინომ,თან ფეხზე წამოდგა. - ყავას დავადგამ. 

ვცდილობდი თვალებში არ შემეხედა, საპირისპირო მხარეს ვიყურებოდი და ვაიძულებდი თავს ავმდგარიყავი და გავსულიყავი,მაგრამ რაღაც ძალა მაჩერებდა და ვერ ვბედავდი ადგომას,თითქოს ადგომა სიკვდილით დასჯას ნიშნავდაო. სკამზე გადავწექი და ჩუმად გავაპარე თვალი ბაჩანასკენ, როგორც კი თვალებით "შევეჯახეთ" ერთმანეთს ტუჩის კუთხეში ჩაეცინა და "გველივით გამომხედა", სწრაფად ავარიდე მზერა, მობილური გავანათე და უაზროდ დავიწყე თითებით ტელეფონზე თამაში, თავი ზევით არ ამიწევია. ვაიგნორებდი მაკასა და ნინოს ლაპარაკს სამზარეულოდან მისაღებში, ახლა ხმოლოდ ერთი პრობლემა,მქონდა როგორღაც გამებედა და ერთი ადგილი ამეზიდა სკამიდან,მაგრამ როგორც არასდროს ახლა გამიშეშდა ყველა ძვალი და კუნთი. ტელეფონის ბზუილზე ყურადღება გავამახვილე და მოსული შეტყობინება გავხსენი. 

"შენთან ერთად წასვლას არსად არ ვაპირებ" 

ჯერ მოულოდნელობისაგან გავიცინე,მერე თავი ზევით ავწიე და შევამჩნიე,როგორ დამცინოდა. შეტყობინებაზე ისევ არ ვუპასუხე,თან ნინოს ხელიდან ყავის ფინჯანი კი არ გამოვართვი გამოვგლიჯე, საერთოდ რას ნიშნავდა მისი შეტყობინება აზრზე ვერ მოვდიოდი, დედებთან აფერისტულად მელაქუცებოდა და შეტყობინებებში მიწასთან მასწორებდა. გონებაში წითელი ამენთო და მობილური ხელში მოვიმარჯვე. 

"იდი კჩორტუ" პასუხად დავუბრუნე და კმაყოფილმა ჩავიღიმე. შეტყობინების წაკითხვისას უარესად გაიკრიჭა და თვალებით მიმაკლა ადგილას, ნერვები მეშლებოდა,რომ ვერაფრით ვერ ვუშლიდი ნერვებს. 


____
დღეს სტრესული დღე მქონდა, ხვალ გამოცდა მაქვს და ძალიან გამიძნელდა დაწერა. იმედია მოგეწონებათ <3 ტკბილიძილი
 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა
ნანახია: 2572 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
მომწონს შენი ნაწამოებები!
avatar
0 Spam
2
იქნებ დაამთავრო სხვებიც?
avatar