არეული გეგმა [4]
13.06.2017, 22:38
-რა გაცინებს?
-მგონი დედამ სერიოზულად გადაწყვიტა შენი გათხოვება.-აფხუკუნდა,თან თვალი გააპარა ვინმემ ხომ არ გაიგონა ჩვენი საუბარი.
-შენ,რომ კარგი ძმა იყო კბილებს ჩამოუღებდი ვაჟბატონს! - კბილებში სიმწრით გამოვცარი.
-ჯერ ჩვიდმეტი წილს ვარ, ერთი,რომ მომიქნიოს ფურცელივით გამასწორებს.
-ქალაჩუნა! 
-გაჩუმდი ახლა,თორემ გაიგონებენ!- ღიმილით ამოილაპარაკა,თან მადიანად წაიღო პირისკენ ხაჭაპურის ნაჭერი. ხელები გულზე მქონდა გდააჯვარედინებული, საერთოდ არ ვიყურებოდი პირდაპირ,ისე მოქნდა დაჭიმული კისერი,რომ ალბათ გვერდზე მომეღუნებოდა და სამუდამოდ მომიწევდა ასე სიარული. ველოდი,როდის იკადრებდნენ და დაგვტოვებდნენ,მაგრამ მაკა არასად არ აპირებდა წასვლას დედაჩემთან ერთად ათასგვარ თემაზე ლაპარაკობდა და ცდილობდა დაღლილი შვილი რამით დაეკავებინა, მე კი ვტკბებოდი, რამით მაინც,რომ გაღიზიანდა ჩვენი საპატიო სტუმარი. უკვე ვეღარ იჯდა, ხელებს გამუდმებით ათამაშებდა და ერთი სული ჰქონდა წასულიყო.
-ნიკოლოზ, ვარჯიშობ?- მოულოდნელად ჰკითხა ჩემს ძმას და მის პატარა კუნთებს დააკვირდა. ნიკამ თავმომწონედ გაუღიმა და თავი დაუქნია,თან ჩემსკენ გამოაპარა მზერა და რაღაც მანიშნა,მაგრამ ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა, ალბათ დამცინოდა,როგორც ყოველთვის. - რაიმე სპორტით,ხომ არ ხარ დაკავებული?
-არა, უბრალოდ ვარჯიშობ,მაგრამ კალათბურთზე მინდა სიარული და ვერსად ვერ ვნახე...
-რა ვერ ნახე? - გაეცინა. 
-კალათბურთის წრე.
-არარის პრობლემა, მე გირჩევ კარგ ტრენერს,მაგრამ ახლა გვიანი არარის? 
-გვიანია?- სახე მოეღუშა.
-არ ვიცი, გააჩნია,როგორი მოთამაშე ხარ. გაგეგება რამე? 
-კი,ნუ ძალიან კარგად არ ვთამაშობ,მაგრამ...-უხერხულად გაიღიმა და სერიოზულად დააინტერესა ბაჩანას შემოთავაზებამ. "ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის" გავიფიქრე და დედას ვანიშნე მაგიდა აელაგებინა,თუმცა ისე საყვარლად დამაიგნორა თავი ზედმეტად ვიგრძენი.
-შენი ნომერი დამიწერე, გავარკვევ და დაგირეკავ.-თავის მობილური ხელში მიაწოდა,თან პარალელურად შემომხედა და რაღაცნაირი თვალებით დამაკვირდა. ჩემ თავზე ნერვები მეშლებოდა,როგორ შეიძლებოდა მისი მომრიდებოდა? ისე მიწითლდებოდა ლოყები,როგორც თოთხმეტი წლის გოგოს იმ ბიჭის წინაშე, ვინც უყვარდა. ღიმილით ჩაუწერა ნომერი ტელეფონში, უკან დაუბრუნა და ეშმაკური სახით ამათვალიერა, მერე ფეხზე მიჩქმიტა. ისეთი მწარე ხელი ჰქონდა თვალები ტკვილისგან დავხუჭე და საკუთარ ძმას შეუმჩნევლად ფეხზე მთელი ძალით დავადგი ფეხი.
-მირანდა, შენ არ ვარჯიშობ?- მისი სიტყვები გვიან გავიაზრე,იმდენად ვიყავი ძმასთან ერთად გართული მაიმუნობაში. თავიდან ვიფიქრე მეხუმრა,მაგრამ როგორცკი შევხედე და მივხვდი,რომ სერიოზულად მეკითხებოდა ენა დამებნა და ორი წუთის მანძილზე რაღაცის თქმას ვცდილობდი,თან არ გამომდიოდა. 
-არა...- ბოლოს ამოვიდუდღუნე.
-გეტყობა!- ნიშნისმოგებით გაამახვლია ჩემს ლოყებზე ყურადღება და თვალი ჩამიკრა. მესმოდა,როგორ ფხუკუნებდა ნიკა,მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი. ვაცდიდი სტუმრებს წაბრძანებას,მერე ყველას ჯავრს ნიკაზე ვიყრიდი და ერთ ამბავს დავატეხავდი თავს,მაგრამ როგორ მინდოდა ავმდგარიყავი და სახეში მელეწა ყაყვილების ლარნაკი,რომელიც სახეზე ძალიან საყვარლად მიაკვდებოდა. ფეხზე სწრაფი მოძრაობით წამოვდექი და მოვიმიზეზე ღვინის დოქს შევავსებ-მეთქი, არადა შიგნით ჯერ კიდევ ნახევარი ესხა. შურისძიებით აღსავსემ შუშის დოქი ხელში მოვიმარჯვე, მოულოდნელად ვითომ ფეხი წამოვკარი მაგიდის ფეხს და ტანზე გადავავლე წითელი ღვინო დედაჩემთან მოლაპარაკე ბაჩანას. ჩემსგარდა ყველას სახე შეუწუხდა, დედაჩემი ფეხზე წამოხტა და ხელი გამკრა,თან დამჩურჩულა "შორს მაინც გაიცინეო". დოქს ხელი მოვკიდე და სამზარეულოში შევედი. საკუთარ თავს ვაქებდი, პირველი გაბედული ნაბიჯი იყო მთელი ბავშვობის ჯავრი ერთიანად ვიყარე და იმდენად ბედნიერი დავრჩი, ალბათ მილიონი,რომ მომეგო ასე არ გამეხარდებოდა.
ზრდილობის გულისთვის ისევ დავბრუნდი ამჯერად სავსე დოქით და დავაკვრდი ბაჩანას,რომელსაც ძალით გახადეს თეთრი პერანგი,თან ნინო სააბაზანოსკენ გარბოდა პერანგის გასარეცხად,მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა, თეთრი პერანგი უკვე წითელი გამხდარიყო. აფერისტული დამწუხრებული სახით დავიკავე ჩემი ადგილი და ბაჩანას გავხედე,რომელსაც სახე ისევ ისეთი ირონიული ჰქონდა,როგორც აქამდე. ცოტა გავბრაზდი,როგორ შეიძლებოდა ამდენი თავის შეკავება? ხომ შეეძლო გაველანძღე ან უბრალოდ გამოსულიყო წყობიდან? - არა ის იჯდა და ისე მიყურებდა, თითქოს მე კი არა, თვითონ გადაისხა წითელი ღვინო. 
-ფეხი წამოვკარი მაგიდას, არ მინდოდა...- ბოდიში შეგნებულად არ მოვუხადე და მაკას გაბრაზებულ სახეს თვალი ავარიდე, დედაჩემის ღრმაფილოსოფიური დასკვნებით ახლო მომავალში "ჩემს დედამთილს" პირველად შევუცვალე წარმოდგენა საკუთარ თავზე,მაგრამ ეს ჩემი გეგმის პირველი ნაბიჯი იყო, მომეშორებინა თავიდან ორი დედა,რომელიც ცდილობდა ჩვენს "დაჯახებას".

-არაუშავს შვილო...- პასუხი მაკამ გამცა,მაგრამ ისეთი სახით მითხრა, ჯობდა არ ეთქვა. 
-ჩემ მაისურს გამოგიტან, ასე ხომა რ წახვალ?!- ფეხზე წამოდგა ნიკა, როგორც შემეძლო ისე მოვუჭირე მკლავზე ხელი,რომ რაღაცნაირად ვერ აღმოეჩინა თავის ოთახში მაისური,მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ჩემი მტრები უეცრად გახნდნენ. ღიმილით გაუწოდა თავისი საყვარელი შავი მაისური. გონებაში წითელი ამენთო, ერთხელ ვთხოვე ეთხოვებინა, მაგრამ უარით გამომისტუმრა, ახლა კი ვიღაც მოთრეულს თხოვნიდა. 
ფეხზე "ქრონიკული ირონიული სახით" ადგა და წელში გასწორდა, მინდა თუ არ მინდოდა თვალი გამექცა, დავაკვირდი მის "კუბიკებს" მუცელზე და ვიგრძენი,როგორ მიჩქმიტა ფეხზე ნიკამ გამოსაფხიზლებლად,ალბათ ისეთი შესამჩნევი ვიყავი,რომ თვით "ბაჩანიტოც" გახალისდა და სკამზე კმაყოფილი სახით დაჯდა. 
-ჩვენ უკვე წავალთ.- მორიდებულად უთხრა ოთახში შემოსულ ნინოს.
-ასე მალე? - "რაღა მალე" გავიფიქრე.
-ხო, მადლობა ჩემო ძვირფასო...
-რის მადლობა, მერე პერანგს რა ვუყოთ? ირეცხება. 
-რა პრობლემაა, მერე გაცვლიან ბიჭები ტანსაცმელს, არა?- მიუბრუნდა ნიკას და ღიმილით კითხა.
-კი...
-ხოდა,პრობლემაც აღარაა!- კარში გასულ ბაჩანას სანამ გაყვებოდა იქამდე დიდისამბით გადამკოცნა,თითქოს წუთების უკან ჩემზე "აჯაგრული" არ ყოფილიყოსო და უკან მიყვა შვილს.

****


მთქნარებით ავდექი საწოლიდან, საზაფხულო ჩუსტებში გავყავი ფეხები,თან გავიზმორე და ოთახიდან გამოვედი, როგორც ყოველთვის ნიკას გაღვიძება ვერ დავასწარი, უკვე იწვა დივანზე და რაღაცას უყურებდა,თან გულთან წიგნი ედო. გამეცინა, არცისეთი ნიჭიერი იყო ორივე ერთად,რომ მოეხერხებინა,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და მისალმების ნიშნით ხელი ავუწიე. ნინო სამზარუელოში საუზმეს ამზადებდა ჩემს დანახვისას თვალები გაუბრწყინდა,თითქოს მე კი არა თავისი საყვარელი ტელევარსკვლავი იხილაო. მანიშნა, სააბაზანოდან გამოსვლის მერე მასთან მივსულიყავი. მივხვდი რაღაცას გეგმავდა ისევ, ან რაღაც უნდა დაეძალებინა.
-რახდება? 
-რაზე?- თითქოს ვერ მიხვდა.
-რავიცი ზედმეტად გახარებულიხარ.
-სიახრული დამიშალე ახლა! 
-არ გიშლი, მაინტერესებს...-ნახევრად დავჯექი მაღლ სკამზე,თან ნიკას ვანიშნე მოსულიყო.
-ყავას დალევთ? - გვკითხა ორივეს,თან მადუღარა გაზზე დადგა, ორივემ თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიეთ. - ნიკა, მასწავლებელთან მიდიხარ დღეს?
-კი, ხუთ საათზე.
-უი...-დამწუხრებულმა ამოიძახა,თან ჭიქებში ყავა დაასხა.
-რა იყო?- დაინტერესდა.
-არაფერი, ბაჩანასთვის მაისური უნდა გამოგერთვა.
-მერე წავალ, რა პრობლემაა?- გადაიხარხარა.
-ხუთის ნახევარზე შევუთანხმდი, შენკიდე ხუთზე მასწავლებელი გყავს.
-არაუშავს დავაგვიანებ. პერანგი გაურეცხე? - ყავა მოსვა,თან თავი ზევით ასწია.
-არა არ გათეთრდა...-სახე მომანჭა.- რას ვქია დაიგვიანებ?- მოეგო გონს. - მიმი წაუღებს...
-ბატონო?- გულიანად გავიცინე და დედას დავაკვირდი, მივხვდი შემთხვევით არ დაემთხვა ნიკას მასწავლებელი და ბაჩანას შეხვედრა. 
-ხო, რა იყო?- ისეთი სახით მკითხა თითქოს არაფერი მომხდარიყოსო.
-არ მცალია!
-წავალ მე.- არიშლიდა თავისას ნიკა.
-არსადაც არ წახვალ!- ხელი მძიმედ დაურტყა მაგიდაზე და თვალები დაუბრიალა.-მიმი წავა!
-ჩემი მაისური არ არის, ასე რომ არსად არ ვაპირებ წასვლას!
-აბა,იმ ბიჭს ტყუილად შევუთანხმდი?- გაცხარდა.- შეხვდები და მორჩა!
-ვაიმე!- სიმწრით გავიცინე. - დედაჩემი ხარ, თუ დედამისი?
-ზედმეტი სიტყვები!
-გიჩალიჩებენ!- აფხუკუნდა ნიკა. 
-პირი არ გამაღებინო,თორემ შენ გაგიჩალიჩებს თათიასთან საქმეს!- ნიშნის მოგებით ვუთხარი და სკამიდან ჩამოვხტი.
-შენ საიდან იცი?- შეცბა,თვალი გამომაყოლა და სახე აელეწა.
-თათია ვინაა?- დაძაბა გონება დედამ.
-მანდ,რომ გიზის მაგისი ლьოვე! - თვალი ჩავუკარი,თან სხეულის რხევით წავედი ოთახისკენ.
-ლოვე რა არი?- ჩემივე ინტონაციით გაიმოერა და გაიაზრა.- შეყვარებული?- გაეცინა.- დედიკოს ბიჭი გაიზარდაო?! - ლოყაზე უჩქმიტა შვილს, სიცილი ვერ შევიკავე ნიკას სახის დანახვისას,უკვე მიხვდა კარგი დღე არ დაატყდებოდა თავს. -ვინარის დედი?
-მერი ბერიძის შვილია!- გამოვძახე ოთახიდან.
-ვისიო?- წარბი ზემოთ აზიდა და შვილს გაოცებულმა გახედა. - ის მოცუცქნული გოგო?
-ბოდავს!- კბილებში გამოსცრა. - დებილია ხო იცი! - ისტრიული სიცილი აურტყდა.
-კარგი რისი გრცხვენია, გაიზალდე დედიკოს ბიჭო?- დედას ინტონაციით გავიმეორე მისი სიტყვები და გულიანად დავცინე. თავი ვეღარ შეიკავა ფეხზე წამოვარდა და თმებში მეცა, ჯერ ერთ კედელზე მიმახეთქებინა თავი მერე მეორეზე. მცემდა,მაგრამ სიცილისგან სულს ვეღარვითქვამდი.
-გეყოთ!- ძლივს გაგვაშველა, მარჯვენა ხელით მე მიჭერდა, მარცხენა ხელით კი ნიკას. - ორი წლის ბავშვები ხართ? 
-აბა რას ბოდავს? - აწკმუტუნდა,მე კი სიცილი ვერ შევიკავე.
-გავაცდენ მასწავლებელს და წავალ ვეტყვი,რომ ბავშვობაში გიყვარდა დღიურიც მიუძღვენი და დღემდე მაქვს სადღაც გადანახული შენი დღიურის ნაწილი! - სიცილი სახე შემახმა, გავიტრუნე და უკან გადავდგი ნაბიჯები.
-ვინ გიყვარდაო?- გაოცდა ნინო.
-იხუმრა!
-ოჰ!- ახლა მას აუტყდა სიცილი. - არ შემაწუხოთ!- თავისი ოთახის კარი გამოაღო და შიგნით შეიკეტა.
-მოიცა, გააღე. რაო ვინ უყავრდაო?- კარებზე უბრახუნებდა.
-ვინც გუშინ გყავდა სტუმრად! -იქიდან გამოსძახა.
-იხუმრა,ახლა შურისძიება უნდა! -ვეცადე თავი დამეძვრინა. 


****

იძულებული გავხდი წავსულიყავი, მარჯანიშვილის მეტროსთან წაშლილი სახით ვიდექი და ველოდებოდი, გამიზნულად თუ უნებურად არ ვიცი,მაგრამ ოც წუთს იგვიანებდა უკვე, იქვე ამაღლებულ ადგილას საჯდომით მივეყრდენი და სიცხისგან დახუთულმა ხელის აქეთ-იქით ქნევა დავიწყე,თან ჩემს ძმას ვწყევლიდი. არ ვიცი გაბედავდა,თუ არა თქმას,მაგრამ მაინც ვერ გამოვუშვებდი. მოულოდნელად დავინახე,როგორ გაჩერდა მანქანა მოპირდაპირე მხარეს და როგორ გადმობრძანდა ვაჟბატონი. არ გავნძრეულვარ. ფეხზე მაშინაც არ ავდექი,როცა მომიახლოვდა. 
-მე ნიკოლოზს ველოდი!- იორნიულად გამიღიმა,თან ხელებში მომაჩეჩა პარკი. 
-შენი პერანგი არ გათეთრდა. ჩვენ არ გადავაგდეთ, ეს სიამოვნება შენთვის შემოვინახეთ!- ხელში გავუწოდე პარკი და გავსწორდი.
-რა პრობლემაა!- ხელიდან გამომართვა ირონიული ღიმილით პერანგი და იქვე ახლოს ნაგვის ურნაში ჩააგდო. -მადლობა მოუხადე შენს ძმას.
-შიკრიკს ვგავარ?
-თაგვს უფრო...- ტუჩის კუთხეში ჩაეცინა და უკან გადადგა ნაბიჯები. 
-კარგად იყავი!- ხელი ჩავიქნიე და წასასვლელად გავემზადე,მაგრამ გამაჩერა. 
-საყვარელი დედა გყავს, სერიოზულადაა დაინტერესებული ჩვენი შეუძლებელი ურთიერთობით. - გამეცინა, გავბრუნდი და წარბაწეულმა იორნიული ინტონაციით ამოვილაპარაკე. 
-შეგეშალა!- თითის ქნევით განვაგრძე. - ჩემი არა ორივესი! - მოსასხამი შევისწორე,თან მის სახეს დავაკვრდი, არ ელოდა,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. - ბავშვობიდან ვერ გიტან და ახლა რა უდნა მოხდეს,რომ ორი დედის ჭკუაზე ვიარო! - ნიშნისმოგებით ვუთხარი და იქაურობას გავეცალე.

________
ველი თქვენს აზრს <3 მაადლობა,რომ კითხულობთ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა
ნანახია: 2450 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
ორი თავი არ განმიხილავს და ბარემ იმასაც აქ ვიტყვი. მერ მესამე თავის საფირმო და ყველაზე Cool ფრაზა:
" ნერვები მეშლებოდა,რომ ვერაფრით ვერ ვუშლიდი ნერვებს."
აი ძალიან მომეწონა ეს გამონათქვამი ოღონდ მართლა :დდდ მერე მეორე, დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა რომ არცერთს არ სურს და ცხვირს იბზუებენ ვატყობ ერთად გაამწესებენ ზღვაზე :დდ და იქანა წავა "ქოჩორს ხელი გაუშვი"
ეს თავი ხომ ძალიან სასაცილო და მაგარი იყო. ნიკოლოზი მაგარი ვინმეა, ვსო მიმის დაერხა :დდდ
იმაზე გადავყირავდი გეტყობა რომარ ვარჯიშობო. მერე ღვინის გადასხმა და დედამისის "შორს მაინც გაიცინე" იყო შოკი :დდდ ჯერ იმიტორო ჩემი თავი გამახსენდა მსგავს სიტუაციაში.
ბაჩანას მოთმინება მეც ნერვოზს მმართებს მაგრამ მაინც მომწონს ეგ გველი. წეღანაც გეუბნებოდი და აქაც ვიტყვი, ისე კარგად ბოროტობენ, ვეღარ გავიგე რომლის მხარეს ვიყო :დდ
ზოგადად იატორია მართლა მაგრად მომწონს ♥♥♥ განსხვავებულია. ჯერ მარტო წყვილი უხდება ისე სასწაულად რომ ეგ მოგანდომებს კითხვას.
სერიოზულად ჩავიციკლე უკვე და ბაჩანასა და მიმიზე, როგორც წყვილზე ვგიჟდები.
შენ უმაგრესი ხარ, თან არ აგვიანებ ♥♥♥
ველი ახალ თავს ♡
ლავ ♥♥♥
avatar
0
2
წუხელ,რომ მითხარი კომენტარს გიწერო, ვიფიქრე ჩვეულებრივ კომენტარს დაწერს-მეთქი _3 ამან კიდე მთელი პოემა მომიძღვნა bb bb მოძალადე კი ხარ,მაგრამ ამჯერად მაინც გამახარე love ალბათ კი არა ზუსტად იცი,როგორი მნიშვნელოვანია აზრის დაფიქსირება ავტორისთვის. ახლა დაღლილი დაქანცული მოვედი სახლში,მაგრამ მაინც უნდა დავწერო ახალი თავი 3o მადლობა შენ შეფასებისთვის love
avatar
0 Spam
3
აი უყურე ამ მაშას რაა :@@
შენ კიარ ხარ ღირსი მარა მე არ მომითმინა ამ სათუთმა გულმა. ♥♥
მოძალადე იქნება ერთხელაც რომ გაგისტუმრებ მიქელასთან :დდდ
ხუმრობა იქით იყოს და მიხარია თუკი სტიმულია შენთვის ჩემი კომენტარი და ისიც მიხარია რომ გახარებს ♥♥♥
avatar